სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს ვერ და­ვა­ძა­ლებთ, რომ სა­მარ­ხ­ვო კატ­ლე­ტი ან შო­კო­ლა­დი არ ჭა­მოს" - მოძღვარი შობის მარხვის სირთულეებზე
"ერ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს ვერ და­ვა­ძა­ლებთ, რომ სა­მარ­ხ­ვო კატ­ლე­ტი ან შო­კო­ლა­დი არ ჭა­მოს" - მოძღვარი შობის მარხვის სირთულეებზე

წმინ­და მა­მე­ბის აზ­რით, ლოც­ვა სუ­ლის სუნ­თ­ქ­ვაა, ხო­ლო მარ­ხ­ვა - საზ­რ­დე­ლია სუ­ლი­სა. დღე­ი­დან შო­ბის მარ­ხ­ვაა და­ი­წყო, რო­მელ­საც სხვაგ­ვა­რად "სი­ხა­რუ­ლის მარ­ხ­ვა­საც" უწო­დე­ბენ. შო­ბის მარ­ხ­ვას თან უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე ახ­ლავს, სწო­რედ ამ სირ­თუ­ლე­ებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ დე­კა­ნოზ კონ­ს­ტან­ტი­ნე გი­ორ­გა­ძეს:

- უფალ­მა სა­კურ­ნებ­ლად და იმ ცოდ­ვე­ბი­სა­გან გან­საწ­მენ­დე­ლად, რო­მე­ლიც ამა თუ იმ დროს ჩაგ­ვი­დე­ნია, მარ­ხ­ვა დაგ­ვი­წე­სა. ამი­ტომ მარ­ხ­ვის და­წყე­ბას მწუ­ხა­რე­ბი­თა და მჭმუნ­ვა­რე­ბით კი არა, სი­ხა­რუ­ლით უნ­და შევ­ხ­ვ­დეთ. ალ­ბათ, ისიც უნ­და ვთქვათ, რომ სი­ხა­რუ­ლი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს ქე­იფს, ღრე­ო­ბა­სა და აღ­ვი­რახ­ს­ნილ მხი­ა­რუ­ლე­ბას - ყო­ვე­ლი­ვე ეს არ შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ზე­ი­მად და სი­ხა­რუ­ლად. ჩვე­ნი ეკ­ლე­სია ზე­ი­მად მარ­ხ­ვას მი­იჩ­ნევს, რაც ნაყ­რო­ვა­ნე­ბის და­ტე­ვე­ბა­სა და სათ­ნო­ე­ბა­თა აღ­ს­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. მარ­ხ­ვა­ში ირ­გ­ვ­ლივ თით­ქოს სა­ო­ცა­რი სიმ­ყუდ­რო­ვეა: ამ დროს არ ხო­ცა­ვენ პი­რუ­ტყვს, არ ყვი­რი­ან, არ ხმა­უ­რო­ბენ და იგი­ნე­ბი­ან, პი­რი­ქით, ქრის­ტი­ა­ნე­ბი ამ დღე­ებს ლოც­ვა­ში, სიმ­შ­ვი­დე­სა და სათ­ნო­ე­ბა­ში ატა­რე­ბენ. მარ­ხ­ვა სწო­რედ ის ლა­გა­მია, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნის სულ­სა და ხორცს უფ­ს­კ­რულ­ში გა­და­ჩეხ­ვი­სა­გან იცავს.

- მა­მაო, რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას შო­ბის მარ­ხ­ვა­ზე, რო­მელ­საც სხვაგ­ვა­რად "სი­ხა­რუ­ლის მარ­ხ­ვა­საც" უწო­დე­ბენ?

- შო­ბის მარ­ხ­ვა სა­ერ­თოდ 40-დღი­ა­ნია. ეს საკ­რა­ლუ­რი, სრულ­ყო­ფი­ლი რიცხ­ვია, რად­გან თა­ვად უფალ­მაც 40 დღე იმარ­ხუ­ლა. მას არ სჭირ­დე­ბო­და მარ­ხ­ვა, მაგ­რამ ჩვენ მოგ­ვ­ცა უდი­დე­სი მა­გა­ლი­თი გან­წ­მენ­დი­სა და გა­დარ­ჩე­ნი­სა. შო­ბის მარ­ხ­ვა უძ­რა­ვია - ყო­ველ წე­ლი­წადს იწყე­ბა 28 ნო­ემ­ბერს და მთავ­რ­დე­ბა 7 იან­ვარს, ანუ ძვე­ლი სტი­ლით 25 დე­კემ­ბერს. შო­ბის მარ­ხ­ვა უფ­რო მსუ­ბუ­ქია, რად­გან ოთხ­შა­ბა­თი­სა და პა­რას­კე­ვის გარ­და თევ­ზით ხსნი­ლია და მცი­რე­ო­დე­ნი ღვი­ნის მი­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თი მორ­წ­მუ­ნე თევზს მი­ირ­თ­მევს 25 დე­კემ­ბ­რამ­დე, ზო­გი კი - ახა­ლი სტი­ლით ორ იან­ვ­რამ­დე. ჩვენ უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ მარ­ხ­ვა არ არის მხო­ლოდ თევ­ზის, წი­წი­ბუ­რას ან კომ­ბოს­ტოს ჭა­მა, მთა­ვა­რი მა­ინც ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

- ცნო­ბი­ლია, რომ აღ­დ­გო­მის მარ­ხ­ვა­ში მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი თევზს არ იღე­ბენ, შო­ბის მარ­ხ­ვა კი ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია. რით აიხ­ს­ნე­ბა ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა?

- წი­ნა­სა­აღ­დ­გო­მო მარ­ხ­ვა უფ­რო მძი­მეა, რად­გან ქრის­ტეს წა­მე­ბი­სა და ჯვარ­ც­მის დღე­ებს ემ­თხ­ვე­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში თევ­ზის მი­ღე­ბა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ბზო­ბა და ხა­რე­ბა. ისე კი, თევ­ზი სა­მარ­ხ­ვო საკ­ვე­ბია, მას თა­ვად უფა­ლი მი­ირ­თ­მევ­და. მარ­ხ­ვის და­სა­წყე­ბად მთელ ერს თვი­თონ პატ­რი­არ­ქი აკურ­თხებს, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ანს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ან სხვა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მა­შინ მას მოძღ­ვა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნიშ­ნავს მარ­ხ­ვის რე­ჟიმს. თუ არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, რძის პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბას ისევ თევ­ზის მი­ღე­ბა ჯო­ბია.

- მა­მა კონ­ს­ტან­ტი­ნე, დღეს მარ­ხ­ვის შე­ნახ­ვა თით­ქოს გა­ად­ვილ­და: იყი­დე­ბა უამ­რა­ვი სა­მარ­ხ­ვო ნამ­ცხ­ვა­რი, კატ­ლე­ტი, შო­კო­ლა­დი... რო­გორ ფიქ­რობთ, მორ­წ­მუ­ნემ თა­ვი უნ­და შე­ი­კა­ვოს ამ­გ­ვა­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სა­გან, თუ არა? თქვენ რას ურ­ჩევთ სუ­ლი­ერ შვი­ლებს?

- ჩვენ უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ მარ­ხ­ვა არ არის მო­წყე­ნი­ლო­ბა და მჭმუნ­ვა­რე­ბა, არა­მედ სი­ხა­რუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი სა­მარ­ხ­ვო სუფ­რაც ლა­მა­ზად მოვ­რ­თოთ. სხვა საქ­მეა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც მარ­ხ­ვას უფ­რო მკაც­რად იცა­ვენ: იქ მარ­ხუ­ლო­ბენ საკ­ვე­ბი­თაც და თვა­ლი­თაც. ერ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს ვერ და­ვა­ძა­ლებთ, რომ სა­მარ­ხ­ვო კატ­ლე­ტი ან შო­კო­ლა­დი არ ჭა­მოს, მთა­ვა­რია, საკ­ვებ­ში ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მი და სხვა არა­სა­მარ­ხ­ვო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ შე­დი­ო­დეს. სულ სხვა საქ­მეა, რო­ცა ამ ლა­მა­ზად გა­კე­თე­ბულ სა­მარ­ხ­ვო კერ­ძებს ღრე­ო­ბი­სა და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოლ­ხე­ნი­სათ­ვის იყე­ნე­ბენ - იქ­ნე­ბა ეს ოჯახ­ში, სუფ­რას­თან თუ რეს­ტო­რან­ში, ან სხვა ად­გი­ლას. მარ­ხ­ვა­ში სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა ქე­ი­ფი, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ღრი­ან­ცე­ლი და დათ­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა სა­მარ­ხ­ვო კატ­ლე­ტი მი­ირ­თ­ვას, მაგ­რამ მი­სი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და მარ­ხ­ვი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი იყოს. ის რა­ღა მარ­ხ­ვაა, თუ ადა­მი­ა­ნი იქე­ი­ფებს, იცეკ­ვებს, გა­ლაღ­დე­ბა, კონ­ცერ­ტებ­სა და გა­სარ­თობ ად­გი­ლებ­ში ივ­ლის? იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეს "სი­ხა­რუ­ლის მარ­ხ­ვა­ა", ამ დროს სულ­მა უნ­და იმ­ხი­ა­რუ­ლოს და არა ხორ­ც­მა. ადა­მი­ან­მა თა­ვი უნ­და მო­იზღუ­დოს. თუ ღრე­ობ, დროს ატა­რებ, ალ­კო­ჰოლს ეტა­ნე­ბი, მა­შინ რა­ღა ფა­სი აქვს შენს მარ­ხ­ვას? ან, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, პუ­რით გა­ძღე­ბი თუ ხორ­ცით? ნაყ­რო­ვა­ნე­ბა არის ცოდ­ვა და ნაყ­რო­ვა­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სწო­რედ საკ­ვე­ბის მოკ­ლე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღოს სა­მარ­ხ­ვო ნამ­ცხ­ვა­რი, ორ­ცხო­ბი­ლა ან სხვა რამ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად და ამით არა­ფე­რი და­უ­შავ­დეს, დი­ახ, აქ სწო­რედ ზო­მი­ე­რე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. საკ­ვე­ბის მოკ­ლე­ბა ეხ­მა­რე­ბა ხორცს, რომ მას ვნე­ბე­ბი არ მო­ე­რი­ოს და ადა­მი­ა­ნი ცოდ­ვა­ში არ ჩა­ვარ­დეს, ზედ­მეტ ჭა­მას კი ადა­მი­ა­ნის ხორ­ცი­სა და სუ­ლი­სათ­ვის ათას­გ­ვა­რი მან­კი­ე­რე­ბა მო­აქვს: იქ­ნე­ბა ეს ბო­რო­ტი ვნე­ბე­ბი, აზ­რე­ბი, თუ ცოდ­ვი­სა­კენ სწრაფ­ვა - სწო­რედ ამ ცოდ­ვებს უნ­და ერი­დოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ყო­ველ­თ­ვის და გან­სა­კუთ­რე­ბით, მარ­ხ­ვის პე­რი­ოდ­ში.

- და­ვუშ­ვათ, თქვენს სუ­ლი­ერ შვილს უნ­და, რომ მკაც­რი მარ­ხ­ვა შე­ი­ნა­ხოს, აძ­ლევთ ამის კურ­თხე­ვას?

- ადა­მი­ან­მა თვი­თონ არ უნ­და მო­ითხო­ვოს მარ­ხ­ვის გამ­კაც­რე­ბა ან სხვა რა­ი­მე სას­ჯე­ლი. ქრის­ტი­ა­ნი არ ითხოვს სას­ჯელს უფ­ლი­სა­გან, მოძღ­ვარ­მა თა­ვად უნ­და და­უ­წე­სოს სუ­ლი­ერ შვილს რა­ი­მე ეპი­ტე­მია, თუ ამის აუცი­ლებ­ლო­ბას ხე­დავს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სას­ჯელს თვი­თონ მო­ითხოვს, ამის უკან ხში­რად ამ­პარ­ტავ­ნე­ბა და ხიბ­ლი იმა­ლე­ბა. მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანს მოძღ­ვა­რი უწე­სებს მის­თ­ვის შე­სა­ფე­რის სას­ჯელს. იმ­ხე­ლა ჯვა­რი არ უნ­და ვიტ­ვირ­თოთ, რომ­ლის ტა­რე­ბა­საც ვერ შევ­ძ­ლებთ. თუ მარ­ხ­ვამ ადა­მი­ა­ნი გა­ტე­ხა, მა­შინ ეს რა­ღა მარ­ხ­ვაა?

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ერ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს ვერ და­ვა­ძა­ლებთ, რომ სა­მარ­ხ­ვო კატ­ლე­ტი ან შო­კო­ლა­დი არ ჭა­მოს" - მოძღვარი შობის მარხვის სირთულეებზე

"ერ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს ვერ და­ვა­ძა­ლებთ, რომ სა­მარ­ხ­ვო კატ­ლე­ტი ან შო­კო­ლა­დი არ ჭა­მოს" - მოძღვარი შობის მარხვის სირთულეებზე

წმინ­და მა­მე­ბის აზ­რით, ლოც­ვა სუ­ლის სუნ­თ­ქ­ვაა, ხო­ლო მარ­ხ­ვა - საზ­რ­დე­ლია სუ­ლი­სა. დღეიდან შო­ბის მარ­ხ­ვაა დაიწყო, რო­მელ­საც სხვაგ­ვა­რად "სი­ხა­რუ­ლის მარ­ხ­ვა­საც" უწო­დე­ბენ. შო­ბის მარ­ხ­ვას თან უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე ახ­ლავს, სწო­რედ ამ სირ­თუ­ლე­ებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ დე­კა­ნოზ კონ­ს­ტან­ტი­ნე გი­ორ­გა­ძეს:

- უფალ­მა სა­კურ­ნებ­ლად და იმ ცოდ­ვე­ბი­სა­გან გან­საწ­მენ­დე­ლად, რო­მე­ლიც ამა თუ იმ დროს ჩაგ­ვი­დე­ნია, მარ­ხ­ვა დაგ­ვი­წე­სა. ამი­ტომ მარ­ხ­ვის დაწყე­ბას მწუ­ხა­რე­ბი­თა და მჭმუნ­ვა­რე­ბით კი არა, სი­ხა­რუ­ლით უნ­და შევ­ხ­ვ­დეთ. ალ­ბათ, ისიც უნ­და ვთქვათ, რომ სი­ხა­რუ­ლი სუ­ლაც არ ნიშ­ნავს ქე­იფს, ღრე­ო­ბა­სა და აღ­ვი­რახ­ს­ნილ მხი­ა­რუ­ლე­ბას - ყო­ვე­ლი­ვე ეს არ შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ზე­ი­მად და სი­ხა­რუ­ლად. ჩვე­ნი ეკ­ლე­სია ზე­ი­მად მარ­ხ­ვას მი­იჩ­ნევს, რაც ნაყ­რო­ვა­ნე­ბის და­ტე­ვე­ბა­სა და სათ­ნო­ე­ბა­თა აღ­ს­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. მარ­ხ­ვა­ში ირ­გ­ვ­ლივ თით­ქოს სა­ო­ცა­რი სიმ­ყუდ­რო­ვეა: ამ დროს არ ხო­ცა­ვენ პი­რუტყვს, არ ყვი­რი­ან, არ ხმა­უ­რო­ბენ და იგი­ნე­ბი­ან, პი­რი­ქით, ქრის­ტი­ა­ნე­ბი ამ დღე­ებს ლოც­ვა­ში, სიმ­შ­ვი­დე­სა და სათ­ნო­ე­ბა­ში ატა­რე­ბენ. მარ­ხ­ვა სწო­რედ ის ლა­გა­მია, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნის სულ­სა და ხორცს უფ­ს­კ­რულ­ში გა­და­ჩეხ­ვი­სა­გან იცავს.

- მა­მაო, რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას შო­ბის მარ­ხ­ვა­ზე, რო­მელ­საც სხვაგ­ვა­რად "სი­ხა­რუ­ლის მარ­ხ­ვა­საც" უწო­დე­ბენ?

- შო­ბის მარ­ხ­ვა სა­ერ­თოდ 40-დღი­ა­ნია. ეს საკ­რა­ლუ­რი, სრულ­ყო­ფი­ლი რიცხ­ვია, რად­გან თა­ვად უფალ­მაც 40 დღე იმარ­ხუ­ლა. მას არ სჭირ­დე­ბო­და მარ­ხ­ვა, მაგ­რამ ჩვენ მოგ­ვ­ცა უდი­დე­სი მა­გა­ლი­თი გან­წ­მენ­დი­სა და გა­დარ­ჩე­ნი­სა. შო­ბის მარ­ხ­ვა უძ­რა­ვია - ყო­ველ წე­ლი­წადს იწყე­ბა 28 ნო­ემ­ბერს და მთავ­რ­დე­ბა 7 იან­ვარს, ანუ ძვე­ლი სტი­ლით 25 დე­კემ­ბერს. შო­ბის მარ­ხ­ვა უფ­რო მსუ­ბუ­ქია, რად­გან ოთხ­შა­ბა­თი­სა და პა­რას­კე­ვის გარ­და თევ­ზით ხსნი­ლია და მცი­რე­ო­დე­ნი ღვი­ნის მი­ღე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თი მორ­წ­მუ­ნე თევზს მი­ირ­თ­მევს 25 დე­კემ­ბ­რამ­დე, ზო­გი კი - ახა­ლი სტი­ლით ორ იან­ვ­რამ­დე. ჩვენ უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ მარ­ხ­ვა არ არის მხო­ლოდ თევ­ზის, წი­წი­ბუ­რას ან კომ­ბოს­ტოს ჭა­მა, მთა­ვა­რი მა­ინც ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

- ცნო­ბი­ლია, რომ აღ­დ­გო­მის მარ­ხ­ვა­ში მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი თევზს არ იღე­ბენ, შო­ბის მარ­ხ­ვა კი ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია. რით აიხ­ს­ნე­ბა ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა?

- წი­ნა­სა­აღ­დ­გო­მო მარ­ხ­ვა უფ­რო მძი­მეა, რად­გან ქრის­ტეს წა­მე­ბი­სა და ჯვარ­ც­მის დღე­ებს ემ­თხ­ვე­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში თევ­ზის მი­ღე­ბა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ბზო­ბა და ხა­რე­ბა. ისე კი, თევ­ზი სა­მარ­ხ­ვო საკ­ვე­ბია, მას თა­ვად უფა­ლი მი­ირ­თ­მევ­და. მარ­ხ­ვის და­საწყე­ბად მთელ ერს თვი­თონ პატ­რი­არ­ქი აკურ­თხებს, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ანს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ან სხვა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მა­შინ მას მოძღ­ვა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნიშ­ნავს მარ­ხ­ვის რე­ჟიმს. თუ არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, რძის პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბას ისევ თევ­ზის მი­ღე­ბა ჯო­ბია.

- მა­მა კონ­ს­ტან­ტი­ნე, დღეს მარ­ხ­ვის შე­ნახ­ვა თით­ქოს გა­ად­ვილ­და: იყი­დე­ბა უამ­რა­ვი სა­მარ­ხ­ვო ნამ­ცხ­ვა­რი, კატ­ლე­ტი, შო­კო­ლა­დი... რო­გორ ფიქ­რობთ, მორ­წ­მუ­ნემ თა­ვი უნ­და შე­ი­კა­ვოს ამ­გ­ვა­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სა­გან, თუ არა? თქვენ რას ურ­ჩევთ სუ­ლი­ერ შვი­ლებს?

- ჩვენ უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ მარ­ხ­ვა არ არის მოწყე­ნი­ლო­ბა და მჭმუნ­ვა­რე­ბა, არა­მედ სი­ხა­რუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი სა­მარ­ხ­ვო სუფ­რაც ლა­მა­ზად მოვ­რ­თოთ. სხვა საქ­მეა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც მარ­ხ­ვას უფ­რო მკაც­რად იცა­ვენ: იქ მარ­ხუ­ლო­ბენ საკ­ვე­ბი­თაც და თვა­ლი­თაც. ერ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს ვერ და­ვა­ძა­ლებთ, რომ სა­მარ­ხ­ვო კატ­ლე­ტი ან შო­კო­ლა­დი არ ჭა­მოს, მთა­ვა­რია, საკ­ვებ­ში ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მი და სხვა არა­სა­მარ­ხ­ვო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ შე­დი­ო­დეს. სულ სხვა საქ­მეა, რო­ცა ამ ლა­მა­ზად გა­კე­თე­ბულ სა­მარ­ხ­ვო კერ­ძებს ღრე­ო­ბი­სა და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოლ­ხე­ნი­სათ­ვის იყე­ნე­ბენ - იქ­ნე­ბა ეს ოჯახ­ში, სუფ­რას­თან თუ რეს­ტო­რან­ში, ან სხვა ად­გი­ლას. მარ­ხ­ვა­ში სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა ქე­ი­ფი, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ღრი­ან­ცე­ლი და დათ­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა სა­მარ­ხ­ვო კატ­ლე­ტი მი­ირ­თ­ვას, მაგ­რამ მი­სი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და მარ­ხ­ვი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი იყოს. ის რა­ღა მარ­ხ­ვაა, თუ ადა­მი­ა­ნი იქე­ი­ფებს, იცეკ­ვებს, გა­ლაღ­დე­ბა, კონ­ცერ­ტებსა და გა­სარ­თობ ად­გი­ლებ­ში ივ­ლის? იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეს "სი­ხა­რუ­ლის მარ­ხ­ვა­ა", ამ დროს სულ­მა უნ­და იმ­ხი­ა­რუ­ლოს და არა ხორ­ც­მა. ადა­მი­ან­მა თა­ვი უნ­და მო­იზღუ­დოს. თუ ღრე­ობ, დროს ატა­რებ, ალ­კო­ჰოლს ეტა­ნე­ბი, მა­შინ რა­ღა ფა­სი აქვს შენს მარ­ხ­ვას? ან, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, პუ­რით გაძღე­ბი თუ ხორ­ცით? ნაყ­რო­ვა­ნე­ბა არის ცოდ­ვა და ნაყ­რო­ვა­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სწო­რედ საკ­ვე­ბის მოკ­ლე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღოს სა­მარ­ხ­ვო ნამ­ცხ­ვა­რი, ორ­ცხო­ბი­ლა ან სხვა რამ, მაგ­რამ ზო­მი­ე­რად და ამით არა­ფე­რი და­უ­შავ­დეს, დი­ახ, აქ სწო­რედ ზო­მი­ე­რე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. საკ­ვე­ბის მოკ­ლე­ბა ეხ­მა­რე­ბა ხორცს, რომ მას ვნე­ბე­ბი არ მო­ე­რი­ოს და ადა­მი­ა­ნი ცოდ­ვა­ში არ ჩა­ვარ­დეს, ზედ­მეტ ჭა­მას კი ადა­მი­ა­ნის ხორ­ცი­სა და სუ­ლი­სათ­ვის ათას­გ­ვა­რი მან­კი­ე­რე­ბა მო­აქვს: იქ­ნე­ბა ეს ბო­რო­ტი ვნე­ბე­ბი, აზ­რე­ბი, თუ ცოდ­ვი­სა­კენ სწრაფ­ვა - სწო­რედ ამ ცოდ­ვებს უნ­და ერი­დოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ყო­ველ­თ­ვის და გან­სა­კუთ­რე­ბით, მარ­ხ­ვის პე­რი­ოდ­ში.

- და­ვუშ­ვათ, თქვენს სუ­ლი­ერ შვილს უნ­და, რომ მკაც­რი მარ­ხ­ვა შე­ი­ნა­ხოს, აძ­ლევთ ამის კურ­თხე­ვას?

- ადა­მი­ან­მა თვი­თონ არ უნ­და მო­ითხო­ვოს მარ­ხ­ვის გამ­კაც­რე­ბა ან სხვა რა­ი­მე სას­ჯე­ლი. ქრის­ტი­ა­ნი არ ითხოვს სას­ჯელს უფ­ლი­სა­გან, მოძღ­ვარ­მა თა­ვად უნ­და და­უ­წე­სოს სუ­ლი­ერ შვილს რა­ი­მე ეპი­ტე­მია, თუ ამის აუცი­ლებ­ლო­ბას ხე­დავს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სას­ჯელს თვი­თონ მო­ითხოვს, ამის უკან ხში­რად ამ­პარ­ტავ­ნე­ბა და ხიბ­ლი იმა­ლე­ბა. მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანს მოძღ­ვა­რი უწე­სებს მის­თ­ვის შე­სა­ფე­რის სას­ჯელს. იმ­ხე­ლა ჯვა­რი არ უნ­და ვიტ­ვირ­თოთ, რომ­ლის ტა­რე­ბა­საც ვერ შევ­ძ­ლებთ. თუ მარ­ხ­ვამ ადა­მი­ა­ნი გა­ტე­ხა, მა­შინ ეს რა­ღა მარ­ხ­ვაა?

ხათუნა ჩიგოგიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია