საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მილიონნახევარი ლარი გამოეყო. განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თანხის გამოყოფის შესახებ" მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონ-ნახევარი ლარი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის გამოეყო.
არსებული ინფორმაციით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ფინანსური პრობლემები აქვს, კერძოდ, ცარიელია სახელფასო ფონდი, რის გამოც მაუწყებელში დეკემბრის თვის ხელფასის გაცემა დაგვიანდა.