მომღერალი რიანა Google-ის იმ ვარსკვლავების რეიტინგს ლიდერობს, რომელთა შესახებ მედია და ბლოგერები მთელი წლის მანძილზე ყველაზე ხშირად წერდნენ.
მაილი საირუსს კი, რომლის თამამი ტანსაცმელი და გამოყოფილი ენა თითქმის ყოველდღე ახალ ამბებში ხვდებოდა, მხოლოდ მერვე ადგილი ერგო.
Google-ის ყველაზე განხილვადი მომღერლების რეიტინგში შერი მოხვდა, რომელიც მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა. მომღერალი მაყურებელს საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენით ან მუსიკალური სიახლეებით იშვიათად ახარებს, მაგრამ როგორც ჩანს, მისი ერთგული თაყვანისმცემლები პოპ-დედოფლისადმი ინტერესს არ კარგავენ. პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. რიანა
2. ლანა დელ რეი
3. M.I.A.
4. Lady GaGa
5. შერი
6. კეტი პერი
7. ტეილორ სვიფტი
8. მაილი საირუსი
9. ბრიტნი სპირსი
10. მადონა
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.