პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა
როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტი რო­ლანდ ახა­ლა­ია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე არ გა­მო­ცხად­და. დე­პუ­ტა­ტი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მე­ო­რედ იყო და­ბა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა არც ამ­ჯე­რად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში რო­ლანდ ახა­ლი­ას საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებს. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რო­ლანდ ახა­ლია მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვის მიზ­ნით 24 დე­კემ­ბერს ერთხელ უკვე იყო და­ბა­რე­ბუ­ლი.

ამას­თან, რო­ლანდ ახა­ლი­ამ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც იგი მო­ი­თხოვ­და მისი და­კი­თხვა სა­ჯა­როდ მომ­ხდა­რი­ყო. "რად­გან ჩემი ოჯა­ხის მი­მართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა, მე მო­ვი­თხოვ ჩემს მი­მართ არ­სე­ბუ­ლი კი­თხვე­ბი სა­ჯა­როდ იქ­ნას დას­მუ­ლი და მზად ვარ სა­ჯა­როდ­ვე გავ­ცე პა­სუ­ხი. ჩემი რწმე­ნი­თა და ნა­კე­თე­ბი საქ­მე­ე­ბით არას­დროს მო­მიხ­დე­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და დღე­საც არ ვი­სა­უბ­რებ­დი, რომ არა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ აგო­რე­ბუ­ლი შავი პი­ა­რი. შან­ტა­ჟის და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის უკა­ნო­ნო დევ­ნის მი­უ­ხე­და­ვად მი­ზანს ვერ მი­აღ­წე­ვენ და ჩვენ არ გავცვლით ღირ­სე­ბას თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. დეპუტატი მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე დღეს პროკურატურაში მეორედ იყო დაბარებული, თუმცა არც ამჯერად გამოცხადებულა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამეგრელო-ზემო სვანეთში როლანდ ახალიას საქმიანობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. ამ საკითხთან დაკავშირებით როლანდ ახალია მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით 24 დეკემბერს ერთხელ უკვე იყო დაბარებული.

ამასთან, როლანდ ახალიამ განცხადება გააკეთა, სადაც იგი მოითხოვდა მისი დაკითხვა საჯაროდ მომხდარიყო. "რადგან ჩემი ოჯახის მიმართ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, მე მოვითხოვ ჩემს მიმართ არსებული კითხვები საჯაროდ იქნას დასმული და მზად ვარ საჯაროდვე გავცე პასუხი. ჩემი რწმენითა და ნაკეთები საქმეებით არასდროს მომიხდენია საზოგადოებაში მანიპულირება და დღესაც არ ვისაუბრებდი, რომ არა პროკურატურის მიერ აგორებული შავი პიარი. შანტაჟის და ჩემი ოჯახის წევრების უკანონო დევნის მიუხედავად მიზანს ვერ მიაღწევენ და ჩვენ არ გავცვლით ღირსებას თავისუფლებაზე", - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ