პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებს თაკო ჩორგოლაშვილს კალათბურთელი ქმარი და რა საიდუმლოს მალავს გაგა თოდუა
როგორ აფასებს თაკო ჩორგოლაშვილს კალათბურთელი ქმარი და რა საიდუმლოს მალავს გაგა თოდუა

დღეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლია. დარ­ჩე­ნი­ლია სამი ვარ­სკვლა­ვი: გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი და თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი. ფი­ნალ­ში მო­სახ­ვედ­რად თი­თო­ე­ულს მძი­მე ბრძო­ლა ელის... სამ­ზა­დი­სის დროს კონ­კურ­სან­ტებს ცირ­კში, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ვეს­ტუმ­რე და ვერც კი და­ვით­ვა­ლე, თა­კომ და გაგა თო­დუ­ამ რამ­დენ­ჯერ გა­ი­ა­რეს იმ ნომ­რის რე­პე­ტი­ცია, რომ­ლის წარ­დგე­ნა­საც ამ სა­ღა­მოს აპი­რე­ბენ. ბო­ლოს გა­გამ უთხრა, და­ვი­ღა­ლე თაკო, მეტი აღარ შე­მიძ­ლია, ცოტა და­მას­ვე­ნეო... სწო­რედ მა­შინ დროს ვი­ხელ­თე და კონ­კურ­სის წინ ორი­ვეს გა­ვე­სა­უბ­რე. თუმ­ცა მა­ნამ­დე თა­კოს მე­უღ­ლე, რეზი დი­დი­ას გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე, რო­მე­ლიც ჩემ გვერ­დით იჯდა და მოთ­მი­ნე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და ცო­ლის თავ­და­უ­ზო­გავ შრო­მას. მერე მო­მიბ­რუნ­და და სი­ცი­ლით მი­თხრა, - მე ყუ­რე­ბით და­ვი­ღა­ლე და თაკო ცეკ­ვით არ იღ­ლე­ბაო...

რეზი კა­ლათ­ბურ­თე­ლია და ქუ­თა­ი­სის "ქუ­თა­სი 2010-ში" თა­მა­შობს. ის აღ­ნიშ­ნულ კლუბ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის დღი­დან არის.

- რეზი, თქვენს წარ­მა­ტე­ბულ კონ­კურ­სანტ მე­უღ­ლე­ზე რას გვე­ტყვით. მოგ­წონთ მისი ცეკ­ვა?

- თაკო პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რი­დან ამ საქ­მეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და... ახლა კი ერთი ნა­ბი­ჯი­ღა აცი­ლებს ყვე­ლაფ­რის წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბამ­დე. ცეკ­ვა­ში გულს და სულს დებს. გუ­შინ მა­გა­ლი­თად, ღა­მის სამ სა­ათ­ზე დავ­ტო­ვეთ სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზი. გვი­ა­ნო­ბამ­დე ვარ­ჯი­შობ­და. ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ ფი­ნალ­ში მოხ­ვდეს. სხვა­თა შო­რის, ასე­თი­ვეა ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხშიც. სა­ერ­თოდ, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და მშრო­მე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოს­დის...

- რეზი, აქამ­დე თა­კოს გვერ­დით არ­სად გა­მო­ჩე­ნილ­ხართ. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეც არ მო­დი­ო­დით. რა­ტომ?

- ქუ­თა­ი­სი­დან გვი­ან მი­წევს ხოლ­მე ჩა­მოს­ვლა. გუ­შინ ღა­მის 1-ელის ნა­ხე­ვა­რი იყო, თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი და პირ­და­პირ სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში მი­ვე­დი. ვარ­ჯი­ში სა­ღა­მოს 8-9-სა­ათ­ზე მიმ­თავ­რდე­ბა და ჩემი აქ მო­უს­ვლე­ლო­ბის მი­ზე­ზიც ეს არის, თუმ­ცა ხუთ­შა­ბა­თო­ბით, კონ­ცერ­ტებს ვეს­წრე­ბი. გუნ­დის ხელ­მძღვა­ნელს ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი და დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის ქუ­თა­ი­სის გუნდს, გვერ­დში და­მიდ­გნენ...

თაკო (თაკო ერ­თვე­ბა):

- მთა­ვა­რია, რომ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში რეზი ჩემ­თან ერ­თად იქ­ნე­ბა და მხარს და­მი­ჭერს. თუ ისე მოხ­დე­ბა, რომ ფი­ნალ­ში გა­და­ვალ, იმ გა­მარ­ჯვე­ბას მას მი­ვუ­ძღვნი, რად­გა­ნაც რეზი 26 დე­კემ­ბერს 26 წლის ხდე­ბა და "ოქ­როს" და­ბა­დე­ბის დღე აქვს. მინ­და, რე­ზის გული გა­ვა­ხა­რო, რად­გა­ნაც ეს დღე მის­თვის ორ­მა­გად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობ, გაქვს ამის შან­სი?

- შან­სი ყვე­ლა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლისტს გვაქვს.

- ახლა რა ცეკ­ვას ამ­ზა­დებთ?

- ორი ცეკ­ვა უნდა წარ­ვად­გი­ნოთ: ერთი სტან­დარ­ტუ­ლი "ფოქსტრო­ტია" და მე­ო­რე - მი­უ­ზიკ­ლი. ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ტური იქ­ნე­ბა. მი­უ­ზიკ­ლი ჯერ არ გვი­ცეკ­ვია და ისე, მარ­თლა კარ­გი ნომ­რე­ბი გა­მოგ­ვი­ვი­და.

გაგა თო­დუა (სა­უ­ბარ­ში გვერ­თვე­ბა):

- თაკო იმ­დენს მუ­შა­ობს, რომ ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა. ყო­ველ დღე სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზი­დან დი­ლის 5 სა­ათ­ზე გავ­დი­ვართ. მარ­ტო­ე­ბი ვრჩე­ბით იქ და ჩვენ­თვის ვვარ­ჯი­შობთ. მერე გა­უ­თა­ვებ­ლად მი­რე­კავს და გვი­ა­ნო­ბამ­დე ვერ მაღ­ვი­ძებს... დი­ლის 6 სა­ათ­ზე რომ და­ი­ძი­ნებ, 12 სა­ათ­ზე რო­გორ ავ­დგე­ბი?..

- გაგა, შენ კი­ევ­ში გაზ­რდი­ლი ქარ­თვე­ლი ხარ, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტში შემთვე­ვით მოხ­ვდი. შე­სა­ბა­მი­სად უკ­რა­ი­ნა­ში მი­ა­ტო­ვე ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე. რას ნიშ­ნავს შენ­თვის ის ოთხი თვე, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში გა­ა­ტა­რე?

- კი­ევ­ში მარ­თლაც ყვე­ლა­ფე­რი (სწავ­ლა, სამ­სა­ხუ­რი) მი­ვა­ტო­ვე. პო­ლო­ნეთ­ში ვსწავ­ლობ და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აკა­დე­მი­უ­რი წელი ავი­ღე. მოკ­ლედ, მთლი­ა­ნად მოვ­წყდი იქა­უ­რო­ბას და ყვე­ლა­ფე­რი ამ პრო­ექ­ტზე გავცვა­ლე. ოჯა­ხის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, მარ­ტომ გა­ვა­ტა­რე ეს ოთხი თვე, მხო­ლოდ ერთხელ ჩა­მო­მა­კი­თხა ძმამ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რთუ­ლია მარ­ტოს­თვის ჩემ­თვის აქ ყოფ­ნა, ეს 4 თვე ძა­ლი­ან კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რდე­ბა. სა­ოც­რად კაშ­კა­შა და ნა­თე­ლი პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდა...

- რას იტყვი შენს პარტნი­ორ თა­კო­ზე?

- რა უნდა ვთქვა, სა­ლა­პა­რა­კოც არა­ფე­რია, თა­კოს რომ შე­ხე­დავ, მიხ­ვდე­ბი, რომ სა­ო­ცა­რი გო­გოა, ცეკ­ვავს ისე, რო­გორც არა­ვის არას­დროს უცეკ­ვია. ასე რომ, პარტნი­ორ­ში გა­მი­მარ­თლა...

თაკო:

- მეც გა­მი­მარ­თლა...

გაგა:

- მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მო­ნა­წი­ლე მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად მე გა­მი­მარ­თლა. ხა­სი­ა­თე­ბი­თაც შე­ვე­წყვეთ. თა­ვი­დან ცო­ტას ვკა­მა­თობ­დით, რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბე­ბი იყო, მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­და...

- მშობ­ლე­ბი კი­ე­ვი­დან გგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- რა უნდა მი­თხრან, ყო­ველ ხუთ­შა­ბათს მი­რე­კა­ვენ და მი­ლო­ცა­ვენ. პირ­ვე­ლად აუტ­სა­ი­დე­რებ­ში რომ მოვ­ხვდით, დე­და­ჩე­მი ტი­რო­და... ისე, ამ­დე­ნი ტუ­რის მი­უ­ხე­და­ვად, აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მხო­ლოდ ერთხელ მოვ­ხვდით და ისიც, მე-11 ტურ­ში. მთავ­რი ის არის, რომ აუტ­სა­ი­დე­რებ­ში ახლა არ მოვხდეთ...

- რეზი, თქვენ რას ფიქ­რობთ?

- დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, რომ ფი­ნალ­ში მოხ­ვდნენ... ესე­ნი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში რომ და­ა­ყე­ნონ, შე­იძ­ლე­ბა, დარ­ბა­ზი­დან გა­რეთ გა­ვი­დე, რომ არ ვნა­ხო ის, რაც სცე­ნა­ზე მოხ­დე­ბა. მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რომ ასე­თი შე­დე­გი არ ექ­ნე­ბათ.

თაკო:

- აუტ­სა­ი­დე­რო­ბი­სას ბევ­რი ვი­ცი­ნე, მაგ­რამ ის ნერ­ვუ­ლი და სტრე­სუ­ლი სი­ცი­ლი იყო. ვი­ცი­ნო­დი, რომ გა­მემ­ხი­ა­რუ­ლე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი თავი. ასე­ვე ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლიც... მოკ­ლედ, რო­გორც უნდა იყოს საქ­მე, ეს ოთხი თვე ჩემ­თვის იყო დიდი შრო­მა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ბევ­რი სი­ხა­რუ­ლი, წარ­მა­ტე­ბა, გან­ცდა, კარ­გი, ლა­მა­ზი დღე­ე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტში გა­ვა­ტა­რე, ლა­მის ნა­ხე­ვა­რი წელი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე. შოუ რომ დამ­თავ­რდე­ბა, ჯერ და­ვის­ვე­ნებ... რაც შე­ე­ხე­ბა ცეკ­ვას, ის ისე­დაც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი იყო. ამ პრო­ექ­ტით კი ამ ყვე­ლა­ფერს და­ვუბ­რუნ­დი. ისე ცეკ­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას არ ვა­პი­რებ. სტუ­დი­ა­ში რე­პე­ტი­ცი­ებს მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე გა­ვაგ­რძე­ლებ. სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას დარ­ბაზ­ში ვივ­ლი.

- გაგა, სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

თაკო (ას­წრებს):

- გა­გამ მი­თხრა, ფი­ნალ­ში რომ მოვ­ხვდე, ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვლე­ბაო, მეტს არა­ფერს ამ­ბობს. ასე რომ, ვუ­სურ­ვებ, ფი­ნალ­ში ცეკ­ვას, რომ მისი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლოს. მას ცხოვ­რე­ბა­ში ამ პრო­ექ­ტის გარ­და, ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი ექ­ნე­ბა. ისე, კი მგო­ნია, რომ ჩვე­ნი წყვი­ლი შედ­გა. იმე­დია, გა­ვი­მარ­ჯვებთ კი­დეც და ვიქ­ნე­ბით წყვი­ლი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა. რო­დე­საც უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რებს ვკი­თხუ­ლობ, ისი­ნი ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­წე­ულ შრო­მას ობი­ექ­ტუ­რად აფა­სე­ბენ და მი­ხა­რია.

გაგა:

- ახლა ჩემი ძმა ჩა­მო­დის და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მშობ­ლე­ბის გა­რე­შე ახალ წელს შევ­ხვდე­ბით. რო­გორც თა­კომ თქვა, თუ ფი­ნალ­ში მოვ­ხვდე­ბით, ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვლე­ბა... ჩემ­თვის მთა­ვა­რი არა მო­გე­ბა, არა­მედ ფი­ნალ­ში დგო­მაა. მეტს არა­ფერს ვი­ტყვი, და­ნარ­ჩენს ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ი­დუმ­ლოდ დავ­ტო­ვებ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ აფასებს თაკო ჩორგოლაშვილს კალათბურთელი ქმარი და რა საიდუმლოს მალავს გაგა თოდუა

როგორ აფასებს თაკო ჩორგოლაშვილს კალათბურთელი ქმარი და რა საიდუმლოს მალავს გაგა თოდუა

დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ნახევარფინალია. დარჩენილია სამი ვარსკვლავი: გიორგი ყიფშიძე, ქეთი ხატიაშვილი და თაკო ჩორგოლაშვილი. ფინალში მოსახვედრად თითოეულს მძიმე ბრძოლა ელის... სამზადისის დროს კონკურსანტებს ცირკში, რეპეტიციაზე ვესტუმრე და ვერც კი დავითვალე, თაკომ და გაგა თოდუამ რამდენჯერ გაიარეს იმ ნომრის რეპეტიცია, რომლის წარდგენასაც ამ საღამოს აპირებენ. ბოლოს გაგამ უთხრა, დავიღალე თაკო, მეტი აღარ შემიძლია, ცოტა დამასვენეო... სწორედ მაშინ დროს ვიხელთე და კონკურსის წინ ორივეს გავესაუბრე. თუმცა მანამდე თაკოს მეუღლე, რეზი დიდიას გამოველაპარაკე, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა და მოთმინებით აკვირდებოდა ცოლის თავდაუზოგავ შრომას. მერე მომიბრუნდა და სიცილით მითხრა, - მე ყურებით დავიღალე და თაკო ცეკვით არ იღლებაო...

რეზი კალათბურთელია და ქუთაისის "ქუთასი 2010-ში" თამაშობს. ის აღნიშნულ კლუბში ჩამოყალიბების დღიდან არის.

- რეზი, თქვენს წარმატებულ კონკურსანტ მეუღლეზე რას გვეტყვით. მოგწონთ მისი ცეკვა?

- თაკო პირველივე ტურიდან ამ საქმეს ძალიან სერიოზულად მოეკიდა... ახლა კი ერთი ნაბიჯიღა აცილებს ყველაფრის წარმატებით დაგვირგვინებამდე. ცეკვაში გულს და სულს დებს. გუშინ მაგალითად, ღამის სამ საათზე დავტოვეთ სარეპეტიციო დარბაზი. გვიანობამდე ვარჯიშობდა. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფინალში მოხვდეს. სხვათა შორის, ასეთივეა ნებისმიერ საკითხშიც. საერთოდ, მიზანდასახული და მშრომელია, ყველაფერი კარგად გამოსდის...

- რეზი, აქამდე თაკოს გვერდით არსად გამოჩენილხართ. რეპეტიციებზეც არ მოდიოდით. რატომ?

- ქუთაისიდან გვიან მიწევს ხოლმე ჩამოსვლა. გუშინ ღამის 1-ელის ნახევარი იყო, თბილისში რომ ჩამოვედი და პირდაპირ სარეპეტიციო დარბაზში მივედი. ვარჯიში საღამოს 8-9-საათზე მიმთავრდება და ჩემი აქ მოუსვლელობის მიზეზიც ეს არის, თუმცა ხუთშაბათობით, კონცერტებს ვესწრები. გუნდის ხელმძღვანელს ვეთავისუფლები და დიდი მადლობა ამისთვის ქუთაისის გუნდს, გვერდში დამიდგნენ...

თაკო (თაკო ერთვება):

- მთავარია, რომ ნახევარფინალში რეზი ჩემთან ერთად იქნება და მხარს დამიჭერს. თუ ისე მოხდება, რომ ფინალში გადავალ, იმ გამარჯვებას მას მივუძღვნი, რადგანაც რეზი 26 დეკემბერს 26 წლის ხდება და "ოქროს" დაბადების დღე აქვს. მინდა, რეზის გული გავახარო, რადგანაც ეს დღე მისთვის ორმაგად დასამახსოვრებელი იქნება.

- როგორ ფიქრობ, გაქვს ამის შანსი?

- შანსი ყველა ნახევარფინალისტს გვაქვს.

- ახლა რა ცეკვას ამზადებთ?

- ორი ცეკვა უნდა წარვადგინოთ: ერთი სტანდარტული "ფოქსტროტია" და მეორე - მიუზიკლი. ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ტური იქნება. მიუზიკლი ჯერ არ გვიცეკვია და ისე, მართლა კარგი ნომრები გამოგვივიდა.

გაგა თოდუა (საუბარში გვერთვება):

- თაკო იმდენს მუშაობს, რომ ძალიან დამღალა. ყოველ დღე სარეპეტიციო დარბაზიდან დილის 5 საათზე გავდივართ. მარტოები ვრჩებით იქ და ჩვენთვის ვვარჯიშობთ. მერე გაუთავებლად მირეკავს და გვიანობამდე ვერ მაღვიძებს... დილის 6 საათზე რომ დაიძინებ, 12 საათზე როგორ ავდგები?..

- გაგა, შენ კიევში გაზრდილი ქართველი ხარ, რომელიც ამ პროექტში შემთვევით მოხვდი. შესაბამისად უკრაინაში მიატოვე ყველანაირი საქმე. რას ნიშნავს შენთვის ის ოთხი თვე, რომელიც თბილისში გაატარე?

- კიევში მართლაც ყველაფერი (სწავლა, სამსახური) მივატოვე. პოლონეთში ვსწავლობ და უნივერსიტეტში აკადემიური წელი ავიღე. მოკლედ, მთლიანად მოვწყდი იქაურობას და ყველაფერი ამ პროექტზე გავცვალე. ოჯახისგან დამოუკიდებლად, მარტომ გავატარე ეს ოთხი თვე, მხოლოდ ერთხელ ჩამომაკითხა ძმამ. მიუხედავად იმისა, რომ რთულია მარტოსთვის ჩემთვის აქ ყოფნა, ეს 4 თვე ძალიან კარგად დამამახსოვრდება. საოცრად კაშკაშა და ნათელი პერიოდი აღმოჩნდა...

- რას იტყვი შენს პარტნიორ თაკოზე?

- რა უნდა ვთქვა, სალაპარაკოც არაფერია, თაკოს რომ შეხედავ, მიხვდები, რომ საოცარი გოგოა, ცეკვავს ისე, როგორც არავის არასდროს უცეკვია. ასე რომ, პარტნიორში გამიმართლა...

თაკო:

- მეც გამიმართლა...

გაგა:

- მაგრამ მიმაჩნია, რომ მონაწილე მოცეკვავეებიდან ყველაზე მეტად მე გამიმართლა. ხასიათებითაც შევეწყვეთ. თავიდან ცოტას ვკამათობდით, რაღაც გაუგებრობები იყო, მაგრამ მერე ყველაფერი მოგვარდა...

- მშობლები კიევიდან გგულშემატკივრობენ. რას გეუბნებიან?

- რა უნდა მითხრან, ყოველ ხუთშაბათს მირეკავენ და მილოცავენ. პირველად აუტსაიდერებში რომ მოვხვდით, დედაჩემი ტიროდა... ისე, ამდენი ტურის მიუხედავად, აუტსაიდერებში მხოლოდ ერთხელ მოვხვდით და ისიც, მე-11 ტურში. მთავრი ის არის, რომ აუტსაიდერებში ახლა არ მოვხდეთ...

- რეზი, თქვენ რას ფიქრობთ?

- დიდი სურვილი მაქვს, რომ ფინალში მოხვდნენ... ესენი აუტსაიდერებში რომ დააყენონ, შეიძლება, დარბაზიდან გარეთ გავიდე, რომ არ ვნახო ის, რაც სცენაზე მოხდება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასეთი შედეგი არ ექნებათ.

თაკო:

- აუტსაიდერობისას ბევრი ვიცინე, მაგრამ ის ნერვული და სტრესული სიცილი იყო. ვიცინოდი, რომ გამემხიარულებინა საკუთარი თავი. ასევე ძალიან განიცდიდა ქეთი ხატიაშვილიც... მოკლედ, როგორც უნდა იყოს საქმე, ეს ოთხი თვე ჩემთვის იყო დიდი შრომა, ნერვიულობა, ბევრი სიხარული, წარმატება, განცდა, კარგი, ლამაზი დღეები, ფაქტობრივად, ეს არის ჩემი ცხოვრება, რომელიც ამ პროექტში გავატარე, ლამის ნახევარი წელი. სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე. შოუ რომ დამთავრდება, ჯერ დავისვენებ... რაც შეეხება ცეკვას, ის ისედაც ძალიან მიყვარდა, ჩემი ცხოვრების მიზანი იყო. ამ პროექტით კი ამ ყველაფერს დავუბრუნდი. ისე ცეკვისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ. სტუდიაში რეპეტიციებს მოყვარულის დონეზე გავაგრძელებ. სალომე ჭაჭუას დარბაზში ვივლი.

- გაგა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

თაკო (ასწრებს):

- გაგამ მითხრა, ფინალში რომ მოვხვდე, ჩემი ცხოვრება შეიცვლებაო, მეტს არაფერს ამბობს. ასე რომ, ვუსურვებ, ფინალში ცეკვას, რომ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. მას ცხოვრებაში ამ პროექტის გარდა, ბევრი წარმატებული ნაბიჯი ექნება. ისე, კი მგონია, რომ ჩვენი წყვილი შედგა. იმედია, გავიმარჯვებთ კიდეც და ვიქნებით წყვილი, რომელიც მაყურებელს დაამახსოვრდება. როდესაც უცხო ადამიანების კომენტარებს ვკითხულობ, ისინი ჩვენს შესაძლებლობას, გაწეულ შრომას ობიექტურად აფასებენ და მიხარია.

გაგა:

- ახლა ჩემი ძმა ჩამოდის და ცხოვრებაში პირველად, საქართველოში მშობლების გარეშე ახალ წელს შევხვდებით. როგორც თაკომ თქვა, თუ ფინალში მოვხვდებით, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვლება... ჩემთვის მთავარი არა მოგება, არამედ ფინალში დგომაა. მეტს არაფერს ვიტყვი, დანარჩენს ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება