პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტალინის ძეგლის დემონტაჟს "ტაბულას" დამფუძნებელი ფონდი განახორციელებს
სტალინის ძეგლის დემონტაჟს "ტაბულას" დამფუძნებელი ფონდი განახორციელებს

თე­ლავ­ში, ზუ­ზუმ­ბო­ზე აღ­მარ­თუ­ლი სტა­ლი­ნის ძეგლის დე­მონ­ტა­ჟის ტენ­დერ­ში "ტა­ბუ­ლას" ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა "სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ფონდმა" გა­ი­მარ­ჯვა. სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, ძეგლის დე­მონ­ტა­ჟი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან 2013 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. დე­მონ­ტა­ჟი კი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხით შემ­დეგ სა­მუ­შა­ო­ებს მო­ი­ცავს: სტა­ლი­ნის ძეგლი­სა და რკი­ნა ბე­ტო­ნის ძეგლის სად­გა­მის დე­მონ­ტა­ჟი, სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის დატ­ვირ­თვა ხე­ლით ავ­ტოთვითმცლე­ლებ­ზე, ძეგლის გა­ტა­ნა 5 კი­ლო­მეტრზე, ნან­გრე­ვე­ბის ავ­ტოთვითმცლე­ლე­ბით ნა­გავ­საყ­რელ­ზე 20 კი­ლო­მეტრზე გა­ტა­ნა.

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის, გივი მეტ­რე­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტენ­დერ­ში მხო­ლოდ "სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დი" მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მი­სი­ვე თქმით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან ხარჯთაღ­რი­ცხვის წარ­მოდ­გე­ნის­თა­ნა­ვე გა­ფორმ­დე­ბა. "სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის" მიერ ხარჯთაღ­რი­ცხვა გარ­კვე­უ­ლი უზუს­ტო­ბით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ვთხო­ვეთ მისი და­ზუს­ტე­ბა. დღეს, წე­სით უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი და ამის შემ­დეგ უფ­ლე­ბა გვაქვს, 3-დან 5 დღის ვა­და­ში გა­ვუ­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა", - აცხა­დებს მეტ­რე­ვე­ლი.

თე­ლა­ვის გამ­გებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, სად და­სა­წყობ­დე­ბა დე­მონ­ტა­ჟის შემ­დეგ სტა­ლი­ნის ძეგლი, თუმ­ცა ის "ძეგლის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე" ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას არ აკონ­კრე­ტებს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

სტალინის ძეგლის დემონტაჟს "ტაბულას" დამფუძნებელი ფონდი განახორციელებს

სტალინის ძეგლის დემონტაჟს "ტაბულას" დამფუძნებელი ფონდი განახორციელებს

თელავში, ზუზუმბოზე აღმართული სტალინის ძეგლის დემონტაჟის ტენდერში "ტაბულას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა "სამოქალაქო განათლების ფონდმა" გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ძეგლის დემონტაჟი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს. დემონტაჟი კი, მაღალი ხარისხით შემდეგ სამუშაოებს მოიცავს: სტალინის ძეგლისა და რკინა ბეტონის ძეგლის სადგამის დემონტაჟი, სამშენებლო ნარჩენების დატვირთვა ხელით ავტოთვითმცლელებზე, ძეგლის გატანა 5 კილომეტრზე, ნანგრევების ავტოთვითმცლელებით ნაგავსაყრელზე 20 კილომეტრზე გატანა.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გივი მეტრეველის ინფორმაციით, ტენდერში მხოლოდ "სამოქალაქო განათლების ფონდი" მონაწილეობდა. მისივე თქმით, ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენისთანავე გაფორმდება. "სამოქალაქო განათლების ფონდის" მიერ ხარჯთაღრიცხვა გარკვეული უზუსტობით იყო წარმოდგენილი, ვთხოვეთ მისი დაზუსტება. დღეს, წესით უნდა წარმოადგინონ დაზუსტებული ვარიანტი და ამის შემდეგ უფლება გვაქვს, 3-დან 5 დღის ვადაში გავუფორმოთ ხელშეკრულება", - აცხადებს მეტრეველი.

თელავის გამგებლის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, სად დასაწყობდება დემონტაჟის შემდეგ სტალინის ძეგლი, თუმცა ის "ძეგლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე" ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა