საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი უშიკიშვილი - "ახლა ალბათ ყველა ხვდებით, რომ ჩემი გათავისუფლება იყო მიზანმიმართული"
გიორგი უშიკიშვილი - "ახლა ალბათ ყველა ხვდებით, რომ ჩემი გათავისუფლება იყო მიზანმიმართული"

სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლურ მი­ზეზს ამ­ხელს.

"მე­გობ­რე­ბო, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, როცა გა­ვი­გე ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, გა­ვა­კე­თე პროგ­ნო­ზი და ვთქვი, რომ სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტუ­რა ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი­სა იქ­ნე­ბო­და დო­ნა­ძე. ახლა ალ­ბათ ყვე­ლა ხვდე­ბით, რომ ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, დად­გმუ­ლი შოუ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. და, რომ არა­ნა­ირ დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ქო­ნია.

მინ­და გი­თხრათ, რომ ლოტ­ბა­რი დო­ნა­ძე არის ან­სამ­ბლ "ბა­სი­ა­ნის" ხელ­მძღვა­ნე­ლი. ამ ან­სამ­ბლს, რო­მელ­საც სხვა ან­სამ­ბლებ­ზე მეტი წვლი­ლი არ მი­უ­ძღვის ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ 2014 წლი­დან მი­ა­ნი­ჭა სსიპ სტა­ტუ­სი წლი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბით 240 ათა­სი ლარი. ეს იმ დროს, როცა გო­რის ქალ­თა კა­პე­ლას, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბაც 3-ჯერ მე­ტია, და, რო­მელ­საც უდი­დე­სი ღვაწ­ლი მი­უ­ძღვის ქარ­თუ­ლი სა­გუნ­დო მუ­სი­კის აღორ­ძი­ნე­ბა­ში, წლი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბა 130 ათა­სი აქვს. დას­კვნა თქვენ გა­მო­ი­ტა­ნეთ....", - წერს უში­კიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა, გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ გას­ცა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი თა­ვად გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლის­გან გახ­და, რო­მელ­მაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბის ასლი სა­კუ­თა­რი Facebook-ის გვერ­დით გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

"ასე რომ მე­გობ­რე­ბო აღარ ვარ ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი :) მი­უ­ხე­და­ვათ ბევ­რი მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი­სა, გა­მან­თა­ვი­სუფ­ლა ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით რომ წე­რილ­ზე ხე­ლის მო­წე­რას თავი ავა­რი­დე, ოღონდ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხელი მხო­ლოდ იმი­ტომ ვერ მო­ვა­წე­რე, რომ შე­ბუ­ლე­ბა­ში ვარ :))) აჰა ასე აღად­გი­ნა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა :) არა­უ­შავს ეს და­სა­წყი­სია დიდი ბრძო­ლის, მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის", - წერ­და უში­კიშ­ვი­ლი (სტი­ლი და­ცუ­ლია).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

გიორგი უშიკიშვილი - "ახლა ალბათ ყველა ხვდებით, რომ ჩემი გათავისუფლება იყო მიზანმიმართული"

გიორგი უშიკიშვილი - "ახლა ალბათ ყველა ხვდებით, რომ ჩემი გათავისუფლება იყო მიზანმიმართული"

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი დირექტორი, გიორგი უშიკიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების რეალურ მიზეზს ამხელს.

"მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ, როცა გავიგე ჩემი გათავისუფლების შესახებ, გავაკეთე პროგნოზი და ვთქვი, რომ სავარაუდო კანდიდატურა ფოლკლორის ცენტრის დირექტორისა იქნებოდა დონაძე. ახლა ალბათ ყველა ხვდებით, რომ ჩემი გათავისუფლება იყო მიზანმიმართული, დადგმული შოუ ჩემს წინააღმდეგ. და, რომ არანაირ დარღვევას ადგილი არ ქონია.

მინდა გითხრათ, რომ ლოტბარი დონაძე არის ანსამბლ "ბასიანის" ხელმძღვანელი. ამ ანსამბლს, რომელსაც სხვა ანსამბლებზე მეტი წვლილი არ მიუძღვის ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციაში. კულტურის სამინისტრომ 2014 წლიდან მიანიჭა სსიპ სტატუსი წლიური დაფინანსებით 240 ათასი ლარი. ეს იმ დროს, როცა გორის ქალთა კაპელას, რომლის შემადგენლობაც 3-ჯერ მეტია, და, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული საგუნდო მუსიკის აღორძინებაში, წლიური დაფინანსება 130 ათასი აქვს. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ....", - წერს უშიკიშვილი.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი უშიკიშვილი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ გასცა. საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი თავად გიორგი უშიკიშვილისგან გახდა, რომელმაც გათავისუფლების შესაბამისი ბრძანების ასლი საკუთარი Facebook-ის გვერდით გაასაჯაროვა.

"ასე რომ მეგობრებო აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი :) მიუხედავათ ბევრი მნიშველოვანი პროექტისა, გამანთავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე, ოღონდ აღსანიშნავია, რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შებულებაში ვარ :))) აჰა ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა :) არაუშავს ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის, მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის", - წერდა უშიკიშვილი (სტილი დაცულია).

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს