როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თბილისი - დედაქალაქის ალტერნატიული არქიტექტურა (+22 ფოტო)

როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თბილისი - დედაქალაქის ალტერნატიული არქიტექტურა (+22 ფოტო)

რუსულ საიტ livejournal.com-ზე ბლოგერი 9_3viggen-ი წიგნ "საბჭოთა საქართველოს არქიტექტურიდან" დასკანირებულ გვერდებს აქვეყნებს, რომლებზეც თბილისის სამშენებლო პროექტების მაკეტებია წარმოდგენილი.

"უნდა ვაღიაროთ, რომ 1980-იანებში შემოგარენის მშენებლობის დაგეგმვას უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უდგებოდნენ, ვიდრე ახლა. ეს პროექტები მაკეტებად დარჩა, მართალია ზოგიერთი მათგანი ქართველი არქიტექტორების შეუდარებელი ფანტაზიის გამოვლინებაა - დიახ, სწორედ ქართველი არქიტექტორების და არა თურქი-ჩინელი ოსტატების, რომლებიც დასავლეთ ევროპული პროფესიონალიზმით ინიღბებიან",-აღნიშნავს ავტორი და მწუხარებას გამოთვამს იმის გამო, რომ "ქართული არქიტექტურა დღეს გაცვეთილ ჩრდილს ჰგავს იმისას, რაც თუნდაც 30 წლის წინ იყო".

1976 წელი, მეტროპოლიტენ "ავჭალის გზატკეცილის" პროექტი.

ვარაზის ხევში საცხოვრებელი სახლების პროექტები. "მე იგი ძაბვის ელექტროგადამცემ ანძას მაგონებს, მაგრამ საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება",-წერს 9_3viggen-ი.

ბაგების პროექტი.

1984 წლის მონადირეების სახლის პროექტი.

საცხოვრებელი სახლი მდინარე ვერეს ხეობაში.

ლოჭინის პროექტი.

1985 წელი, მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი. "საკამათო გადაწყვეტილება, დიდად არ მომწონს",- წერს ავტორი.

იმავე წლის მტკვრის სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტი.

ეს პროექტი განახორციელდა.

ისევ მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია.

უნივერმაღი "ბავშვთა სამყარო". გვერდით ბორჯომის სადგური (1979 წელი).

ისევ ბაგები.

1977 წლის მეტროსადგურ "ვარკეთილის" პროექტი.

"ვფიქრობ, ვიცი, უგულავამ საიდან გადმოიღო გმირთა მოედანზე გამყოფი. მაგრამ ეს უდიერად გააკეთა",- აღნიშნავს 9_3viggen-ი.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ქალაქი.

ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო მაღლივი.

დიღმის რაიონი.

ფონიჭალა.

"ბავშვთა სამყარო" და ჯერ კიდევ აუშენებელი "თბილგვირაბმშენის" შენობა- სწორედ ეს ორგანიზაცია აშენებდა საქართველოში გვირაბებსა და მეტროს.

სტუ-ს კომპლექსი.

რეკრეაციული ზონის პროექტი რიყეზე.

არქიტექტორ თუხარელის თბილისის აეროპორტის პროექტი, 1984 წელი. ეს კი ნამდვილად შედევრია, იგი თურქულ აეროპორტს არც შეედრება, რომელსაც ქარმა სახურავი გადახადა და წვიმა ჩავიდა.

"სამწუხაროა, რომ ამ პროექტების უმეტესობა არ განხორციელებულა - ისინი თბილისს დაამშვენებდნენ",-აღნიშნავს ავტორი.

მომზადებულია livejournal.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია