დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებმა ყოველთვიური კომპენსაციის მისაღებად განცხადება 2014 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დაწერონ

დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებმა ყოველთვიური კომპენსაციის მისაღებად განცხადება 2014 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დაწერონ

ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებმა, ყოველთვიური კომპენსაციის მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მიმართონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს პარლამენტმა, მიმდინარე წლის 25 ივლისს "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, 2014 წლის 1-ელი იანვრიდან დაენიშნებათ ყოველთვიური კომპენსაცია, რომლის ოდენობა 2014 წელს შეადგენს 500 ლარს, ხოლო 2015 წლიდან -1000 ლარს.

აღნიშნული კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი ყოველთვიური სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს შორის. (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)).

აღნიშნული კომპენსაციის მიღების უფლების მქონე ყველა პირმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე განცხადებით უნდა მიმართოს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია