მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტს ხელფასი 6 900 ლარამდე გაეზრდება
პრეზიდენტს ხელფასი 6 900 ლარამდე გაეზრდება

პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ხელ­ფა­სი 6 900 ლა­რამ­დე გა­ეზ­რდე­ბა, ნაც­ვლად 9 000 ლა­რი­სა, რო­გორც ამას პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის გაზ­რდის ინი­ცი­ა­ტორ­მა, უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, თა­ვად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ მისი ხელ­ფა­სი 9 000 ლა­რამ­დე არ გა­ი­ზარ­დოს და ამ თვალ­საზ­რი­სით კა­ნონპ­რო­ექ­ტი იმგვა­რად ჩას­წორ­დეს, რომ პრე­ზი­დენტზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი ჰქონ­დეთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ებს. სა­გა­ნა­ლი­ძის თქმით, პრე­ზი­დენ­ტის შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბა 6 900 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რაკი უზე­ნა­ე­სი და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის­თვის, და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლია 7 ათა­სი ლარი.

ამას­თან, სა­გა­ნე­ლი­ძე პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ფა­სის გაზ­რის სა­ჭი­რო­ე­ბას მისი ხარ­ჯე­ბის გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით ხსნის. ამ თე­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა.

"ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის სა­ხეა. იგი ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენს ყველ­გან და მისი საქ­მი­ა­ნო­ბაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გამ­ჭირ­ვა­ლე უნდა იყოს. მი­მაჩ­ნია, რომ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის შე­მო­სა­ვა­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ხალ­ხის­თვის. ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რითი ცხოვ­რობს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და აქვს თუ არა მას იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ არა მხო­ლოდ ოჯა­ხის პრობ­ლე­მე­ბი, არა­მედ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ისე­თი ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­გო­რიც არის სტუმ­რის მი­ღე­ბა, როცა გინ­და, რომ მას სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდე ან გარ­კვე­უ­ლი ვი­ზი­ტე­ბის დროს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბი გა­წიო, შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­რი­სი იყოს. სამ­წუ­ხა­როდ, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, ეს ყო­ველ­თვის ბუნ­დო­ვა­ნი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი ქა­ღალ­დზე ძა­ლი­ან მცი­რე იყო, ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტებს ყო­ველ­თვის ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ე­წი­ათ იმ მო­ცუ­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი, რისი სურ­ვი­ლიც მათ ჰქონ­დათ. ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა იყო, მათ შო­რის უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში, როცა გა­მოქ­ვენ­და პრე­ზი­დენ­ტის მიერ სხვა­დას­ხვა ფონ­დე­ბი­დან გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი, თუნ­დაც პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დი­დან. გა­მარ­თლე­ბა იმის, რომ ესა თუ ის ხარ­ჯი იყო სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლას ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვა­ყე­ნებ­და. მე­ო­რეს მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ პრე­ზი­დენტს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ და მქონ­და პა­ტი­ვი მისი სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, პი­რა­დად მე, რო­გორ უმ­რავ­ლე­ო­ბის ლი­დერ­მა სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ტი­ვით გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მეთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი უნდა ჰქონ­დეს, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენტს, ქვეყ­ნის პირ­ველ პირ­სა და სა­ხეს, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ყო­ველ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგეს ისე, რო­გორც მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის შვილს გა­მი­ხარ­დე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ბი­უ­ჯე­ტო სის­ტე­მა­ში მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის მხრივ არ­სე­ბობს სრუ­ლი დისპრო­პორ­ცია, სა­კი­თხი გა­და­სა­ხე­დია და გარ­კვე­უ­ლი გრა­და­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა დღეს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა. მოქ­მე­დი კა­ნო­ნით პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს გა­ნაკ­ვე­თი 4 720 ლა­რით არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პრეზიდენტს ხელფასი 6 900 ლარამდე გაეზრდება

პრეზიდენტს ხელფასი 6 900 ლარამდე გაეზრდება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხელფასი 6 900 ლარამდე გაეზრდება, ნაცვლად 9 000 ლარისა, როგორც ამას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

როგორც პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების გაზრდის ინიციატორმა, უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განმარტა, თავად გიორგი მარგველაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ მისი ხელფასი 9 000 ლარამდე არ გაიზარდოს და ამ თვალსაზრისით კანონპროექტი იმგვარად ჩასწორდეს, რომ პრეზიდენტზე მაღალი ხელფასი ჰქონდეთ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს. საგანალიძის თქმით, პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების ოდენობა 6 900 ლარით განისაზღვრება, რაკი უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის, დაგეგმილი ცვლილებებით განსაზღვრულია 7 ათასი ლარი.

ამასთან, საგანელიძე პრეზიდენტის ხელფასის გაზრის საჭიროებას მისი ხარჯების გამჭირვალობის აუცილებლობით ხსნის. ამ თემაზე უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტში გამოსვლისას ვრცელი განმარტება გააკეთა.

"ქვეყნის პრეზიდენტი ქვეყნის სახეა. იგი ქვეყანას წარმოადგენს ყველგან და მისი საქმიანობაც ყველაზე მეტად გამჭირვალე უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის შემოსავალი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ხალხისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რითი ცხოვრობს არჩეული პრეზიდენტი და აქვს თუ არა მას იმის საშუალება, რომ არა მხოლოდ ოჯახის პრობლემები, არამედ ხშირ შემთხვევაში ისეთი ფორმალური ურთიერთობები, როგორიც არის სტუმრის მიღება, როცა გინდა, რომ მას საკუთარი სახსრებით გაუმასპინძლდე ან გარკვეული ვიზიტების დროს საკუთარი ხარჯები გაწიო, შემოსავალი საკმარისი იყოს. სამწუხაროდ, თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ეს ყოველთვის ბუნდოვანი იყო. საქართველოს პრეზიდენტების შემოსავალი ქაღალდზე ძალიან მცირე იყო, ამაზე არავინ საუბრობდა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტებს ყოველთვის ჰქონდათ საშუალება, გაეწიათ იმ მოცულობის ხარჯები, რისი სურვილიც მათ ჰქონდათ. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, მათ შორის უახლოეს ხანებში, როცა გამოქვენდა პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა ფონდებიდან გაწეული ხარჯები, თუნდაც პრეზიდენტის ფონდიდან. გამართლება იმის, რომ ესა თუ ის ხარჯი იყო საჭირო და აუცილებელი, ყველას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებდა. მეორეს მხრივ, საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და მქონდა პატივი მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, პირადად მე, როგორ უმრავლეობის ლიდერმა საჭიროდ ჩავთვალე, აღნიშნული ინიციტივით გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს იმდენი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რომლითაც პრეზიდენტს, ქვეყნის პირველ პირსა და სახეს, საშუალება ექნება ყოველთვის საზოგადოების წინაშე წარსდგეს ისე, როგორც მე, როგორც ამ ქვეყნის შვილს გამიხარდებოდა", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მისივე თქმით, საბიუჯეტო სისტემაში მომუშავე პირების ანაზღაურების მხრივ არსებობს სრული დისპროპორცია, საკითხი გადასახედია და გარკვეული გრადაციას საჭიროებს.

"საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. მოქმედი კანონით პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი 4 720 ლარით არის განსაზღვრული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა