მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუგზარ ერგემლიძე: ''ცოდვილი ვარ, სამოთხეში არ მიმიღებენ''
ნუგზარ ერგემლიძე: ''ცოდვილი ვარ, სამოთხეში არ მიმიღებენ''

მწე­რა­ლი, მხატ­ვა­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მომ­ღე­რა­ლი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე ახლა უკვე მსა­ხი­ო­ბიც გახ­და. მე­გობ­რე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" სა­კუ­თარ თავს თა­მა­შო­ბო. ხა­სი­ა­თის გარ­კვე­ულ თვი­სე­ბებ­ში თა­ვა­დაც ამ­სგავ­სებს გოგი კირ­ვა­ლი­ძეს თავს. ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე ერთ-ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე შეს­ვე­ნე­ბი­სას მო­ვი­ხელ­თეთ და ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ. ინ­ტერ­ვიუ ოჯა­ხუ­რი სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ე­ბით და­ვი­წყეთ.

- 1985 წელი რომ დგე­ბო­და, გა­გა­ნია კო­მუ­ნიზ­მის დროს, ერთ-ერთ სა­ღა­მო­ზე მკი­თხეს, რო­მე­ლი დღე­სას­წა­უ­ლი გიყ­ვარ­სო. გულ­წრფე­ლად ვუ­პა­სუ­ხე, ახა­ლი წელი მიყ­ვარს-მეთ­ქი. ეს ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­და­ი­ცა. ზო­გი­ერ­თე­ბი­ვით არ ვიბ­რა­ლებ, რომ მა­გა­რი ტიპი ვარ, მაგ­რამ ეს გან­ცხა­დე­ბა მა­შინ, რბი­ლად რომ ვთქვათ, ძა­ლი­ან არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო…. ახა­ლი წელი იმე­დებს ბა­დებს. ჯა­დოს­ნუ­რო­ბას­თან, ზღაპ­რუ­ლო­ბას­თან, სურ­ვი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

- რო­გორ ინა­წი­ლებთ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში ფუნ­ქცი­ებს ოჯახ­ში?

- ყო­ველ წელს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად. არ ვართ ისე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლე­ბი, რომ ყო­ველ წელს გოჭი შე­ვი­ძი­ნოთ, ზოგ­ჯერ ინ­და­უ­რი გვაქვს. წი­ნათ ბა­ზარ­ში ჩემი ცოლი და­დი­ო­და. ახლა ბა­ზა­რი უბ­ნებ­შია, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­მა შეც­ვა­ლა. არას­დროს არ მიშ­ვებს ანა სა­ყიდ­ლებ­ზე. ეს არ არის მისი და­ჩაგ­ვრა, ფიქ­რობს, რომ უკეთ იცის, სი­ა­მოვ­ნებს ეს პრო­ცე­სი. ყო­ველ­თვის მი­წუ­ნებს შინ მი­ტა­ნილ ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს. მისი ჰო­ბია და­ი­წუ­ნოს ჩემი მო­ტა­ნი­ლი ყვე­ლა­ფე­რი. თა­ვად ყვე­ლა­ფე­რი ეხერ­ხე­ბა, ნი­ჭი­ე­რია. სა­ერ­თოდ, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი წუ­ხან, კა­ცად რომ არ და­ი­ბად­ნენ, ეს ბევ­რს შე­ვამ­ჩნიე. სლა­ვი ქა­ლე­ბი ამა­ზე არ წუ­ხან.

- ამი­ტომ გა­ურ­ბით ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს თვა­ლე­ბი სლა­ვი ქა­ლე­ბის­კენ?

- ერთ-ერთი ფაქ­ტო­რია. ისი­ნი აკა­ცე­ბენ კა­ცებს. ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი თვი­თონ კა­ცო­ბენ. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი, ნაზი არ­სე­ბე­ბი გვჭირ­დე­ბა, ნაზი და ჭკვი­ა­ნი. ჭკვი­ა­ნი ყო­ველ­თვის ნა­ზია. თქვენ ჭკვი­ა­ნი ვინ გგო­ნი­ათ, ვინც თა­ვის მხრებ­ზე იღებს მმარ­თვე­ლო­ბას? ჭკვი­ა­ნი ის არის, ვინც სხვას ამ­მარ­თვე­ლებს. ახლა რომ გო­გო­ნე­ბი დარ­ბი­ან და ფულს შო­უ­ლო­ბენ, ეს ჯუნ­გლის კა­ნო­ნია, თა­ვის მამ­რებ­თან მი­აქვთ ხორ­ცი. სი­ნამ­დვი­ლე­ში მამრმა უნდა მი­უ­ტა­ნოს მდედრს.

- თქვენ­თან რო­გორ არის ოჯახ­ში?

- მე მხო­ლოდ ფი­ნან­სებს უზ­რუნ­ველ­ვყოფ. ეს პრი­ო­რი­ტე­ტი დამ­რჩა.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი წე­რილს სწერ­დნენ თოვ­ლის ბა­ბუ­ას?

- წერა ახლა ეზა­რე­ბათ და მა­შინ მით უმე­ტეს არ იცოდ­ნენ. ვე­კი­თხე­ბო­დით და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ სურ­ვი­ლებს. ბავ­შვო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს პა­ტა­რა სურ­ვი­ლე­ბი აქვთ, მერე - დიდი. მაგ­რამ დგე­ბა ასა­კი, როცა უბ­რა­ლო ყუ­რა­დღე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ვი­ღა­ცის ნა­ჩუ­ქა­რი ჯიპი. უან­გა­როდ ჯიპ­სა და ბი­ნას არა­ვინ გა­ჩუ­ქებს. ეს უნდა შე­იგ­ნოთ ქარ­თვე­ლებ­მა. უან­გა­როდ ჩუქ­ნი­ან ყვა­ვილს, წე­რილს, თბილ ხელ­თათ­მა­ნებს, სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას. კაცი რომ ჯიპს გა­ჩუ­ქებს, მერე მის გა­რე­შე სხვა გზა­ზე გა­ივ­ლი?! ამა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ? ის ხომ ამ დროს თა­ვი­სუფ­ლე­ბას გარ­თმევს.

- თქვენ­თვის ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია?

- ფასს გა­აჩ­ნია. მა­გა­ლი­თად, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მე­რაბ ბოლ­ქვა­ძემ გი­ტა­რა მა­ჩუ­ქა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა არა­ვის უჩუ­ქე­ბია ჩემ­თვის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ნუგზარ ერგემლიძე: ''ცოდვილი ვარ, სამოთხეში არ მიმიღებენ''

ნუგზარ ერგემლიძე: ''ცოდვილი ვარ, სამოთხეში არ მიმიღებენ''

მწერალი, მხატვარი, კომპოზიტორი, მომღერალი, ყოფილი პარლამენტარი ნუგზარ ერგემლიძე ახლა უკვე მსახიობიც გახდა. მეგობრები ეუბნებიან, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' საკუთარ თავს თამაშობო. ხასიათის გარკვეულ თვისებებში თავადაც ამსგავსებს გოგი კირვალიძეს თავს. ნუგზარ ერგემლიძე ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე შესვენებისას მოვიხელთეთ და ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. ინტერვიუ ოჯახური საახალწლო ტრადიციებით დავიწყეთ.

- 1985 წელი რომ დგებოდა, გაგანია კომუნიზმის დროს, ერთ-ერთ საღამოზე მკითხეს, რომელი დღესასწაული გიყვარსო. გულწრფელად ვუპასუხე, ახალი წელი მიყვარს-მეთქი. ეს ტელევიზიითაც გადაიცა. ზოგიერთებივით არ ვიბრალებ, რომ მაგარი ტიპი ვარ, მაგრამ ეს განცხადება მაშინ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაპოპულარული იყო…. ახალი წელი იმედებს ბადებს. ჯადოსნურობასთან, ზღაპრულობასთან, სურვილების შესრულებასთან ასოცირდება.

- როგორ ინაწილებთ წინასაახალწლო დღეებში ფუნქციებს ოჯახში?

- ყოველ წელს სხვადასხვანაირად. არ ვართ ისეთი ტრადიციულები, რომ ყოველ წელს გოჭი შევიძინოთ, ზოგჯერ ინდაური გვაქვს. წინათ ბაზარში ჩემი ცოლი დადიოდა. ახლა ბაზარი უბნებშია, სუპერმარკეტებმა შეცვალა. არასდროს არ მიშვებს ანა საყიდლებზე. ეს არ არის მისი დაჩაგვრა, ფიქრობს, რომ უკეთ იცის, სიამოვნებს ეს პროცესი. ყოველთვის მიწუნებს შინ მიტანილ ნებისმიერ პროდუქტს. მისი ჰობია დაიწუნოს ჩემი მოტანილი ყველაფერი. თავად ყველაფერი ეხერხება, ნიჭიერია. საერთოდ, ქართველი ქალები წუხან, კაცად რომ არ დაიბადნენ, ეს ბევრს შევამჩნიე. სლავი ქალები ამაზე არ წუხან.

- ამიტომ გაურბით ქართველ მამაკაცებს თვალები სლავი ქალებისკენ?

- ერთ-ერთი ფაქტორია. ისინი აკაცებენ კაცებს. ქართველი ქალები თვითონ კაცობენ. ჩვენ არ გვჭირდება ძლიერი ქალები, ნაზი არსებები გვჭირდება, ნაზი და ჭკვიანი. ჭკვიანი ყოველთვის ნაზია. თქვენ ჭკვიანი ვინ გგონიათ, ვინც თავის მხრებზე იღებს მმართველობას? ჭკვიანი ის არის, ვინც სხვას ამმართველებს. ახლა რომ გოგონები დარბიან და ფულს შოულობენ, ეს ჯუნგლის კანონია, თავის მამრებთან მიაქვთ ხორცი. სინამდვილეში მამრმა უნდა მიუტანოს მდედრს.

- თქვენთან როგორ არის ოჯახში?

- მე მხოლოდ ფინანსებს უზრუნველვყოფ. ეს პრიორიტეტი დამრჩა.

- თქვენი შვილები წერილს სწერდნენ თოვლის ბაბუას?

- წერა ახლა ეზარებათ და მაშინ მით უმეტეს არ იცოდნენ. ვეკითხებოდით და გვეუბნებოდნენ თავიანთ სურვილებს. ბავშვობაში ადამიანებს პატარა სურვილები აქვთ, მერე - დიდი. მაგრამ დგება ასაკი, როცა უბრალო ყურადღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიღაცის ნაჩუქარი ჯიპი. უანგაროდ ჯიპსა და ბინას არავინ გაჩუქებს. ეს უნდა შეიგნოთ ქართველებმა. უანგაროდ ჩუქნიან ყვავილს, წერილს, თბილ ხელთათმანებს, სიყვარულსა და პატივისცემას. კაცი რომ ჯიპს გაჩუქებს, მერე მის გარეშე სხვა გზაზე გაივლი?! ამაზე არ გიფიქრიათ? ის ხომ ამ დროს თავისუფლებას გართმევს.

- თქვენთვის ძვირფასი საჩუქარი არავის გაუკეთებია?

- ფასს გააჩნია. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა მერაბ ბოლქვაძემ გიტარა მაჩუქა, რომელიც ძალიან ძვირფასია. სამოთახიანი ბინა არავის უჩუქებია ჩემთვის.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება