საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"86 მეძავი, კოკაინი და ბურგუნდიული ღვინო" სააკაშვილის იახტაზე - ყოფილი ელჩის ცინიკური პასუხი ქართველ ჟურნალისტებს
"86 მეძავი, კოკაინი და ბურგუნდიული ღვინო" სააკაშვილის იახტაზე - ყოფილი ელჩის ცინიკური პასუხი ქართველ ჟურნალისტებს

ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ფრან­გი მრჩე­ვე­ლი რა­ფა­ელ გლუქსმა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ზეთ "ქრო­ნი­კა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ 2011 წელს სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვის 200 მლნ დო­ლა­რად ღი­რე­ბულ იახ­ტა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ელი­ტა­რულ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, გლუქსმანს და­ბა­დე­ბის დღე გა­და­უ­ხა­და.

"პრე­სა­ში წე­რენ, რომ 2011 წელს ქარ­თველ გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდელ­თა ხარ­ჯზე მი­შას ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბულ იახ­ტა­ზე გი­გას­თან და სხვებ­თან ერ­თად და­ბა­დე­ბის დღე აღ­ვნიშ­ნე. მაგ­რამ მათ და­ა­ვი­წყდათ ეხ­სე­ნე­ბი­ნათ 86 მე­ძა­ვი, კო­კა­ი­ნი და ბურ­გუნ­დი­უ­ლი 1937, რო­მე­ლიც ჯა­კუზ­ში იღ­ვრე­ბო­და, ვიდ­რე ჩვენ იშ­ვი­ა­თი ჯი­შის ცხო­ვე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან წმინ­და მი­წის დე-ქრის­ტი­ა­ნი­ზა­ცი­ის­თვის იუ­დე­ურ-პა­გა­ნის­ტურ რი­ტუ­ალ­ზე მსხვერ­პლად ვწი­რავ­დით. უნდა ვა­ღი­ა­რო, არც ისე­თი კარ­გი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი არი­ან.

ახლა სე­რი­ო­ზუ­ლად: თაღ­ლი­თე­ბის რა იდი­ო­ტუ­რი ბან­დაა...

P.s.: ზღვის და­ა­ვა­დე­ბა მაქვს და და­ბა­დე­ბის დღეს არ­ცერთ გემ­ზე არ გა­ვა­ტა­რებ­დი :)) აი, რა­ტომ მო­ვა­წყვეთ სი­ნამ­დვი­ლე­ში წვე­უ­ლე­ბა მდიდ­რულ რა­კე­ტა­ზე, იეჰო­ვას მოწ­მე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოწ­ვე­ვით (ცხა­დია, ის გი­გამ მო­ა­წყო)

მომ­დევ­ნო წვე­უ­ლე­ბას ახა­ლი წლის­თვის ვგეგ­მავთ. მი­შას და გი­გას 70-მეტ­რი­ა­ნი იახ­ტა ჰყავთ კა­ი­მა­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე და ოპი­უ­მის ავ­ღა­ნელ დი­ლე­რებ­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­რი­გე­ბა გვაქვს და­დე­ბუ­ლი. ყვე­ლას გე­პა­ტი­ჟე­ბით და გი­ლო­ცავთ დამ­დეგ ახალ წელს!", - წერს გლუქსმა­ნი.

"ქრო­ნი­კა" ორი­ო­დე ნომ­რის წინ წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რად უმაღ­ლე­სი კლა­სის იახ­ტა შე­ი­ძი­ნა. გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბილ გერ­მა­ნულ გემთმშე­ნე­ბელ კომ­პა­ნია BLOH BIOM+VOSS -ს იახ­ტის შეკ­ვე­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა 2010 წელს მის­ცა და ამა­ვე წლის მი­წუ­რულს არა­თუ იახ­ტის აშე­ნე­ბა, მისი მო­წყო­ბა და ზღვა­ში გაშ­ვე­ბაც მო­ას­წრო.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი იახ­ტა­ზე სტუმ­რო­ბით მხო­ლოდ თა­ვის უახ­ლო­ეს წრეს, "ლი­ბე­რას­ტუ­ლი ფრთის" წარ­მო­მად­გენ­ლებს ანე­ბივ­რებ­და: ზოგს სა­მოგ­ზა­უ­როდ იწ­ვევ­და,ზოგს და­ბა­დე­ბის დღე­ებ­საც უხ­დი­და... ეგ კი არა, მა­ვან­თა ცო­ლებ­საც "სწრაფ­ზე" გა­და­უ­ხა­და მი­შამ და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი.

პირ­ვე­ლი, ვი­საც "სწრაფ­ზე" და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­და ეღირ­სა, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი რა­ფა­ელ გლუქსმა­ნი იყო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გლუქსმა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის კარ­ზე 2009 წელს გა­მოჩ­ნდა, ის საფ­რან­გე­თის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის მე­გობ­რის, ცნო­ბი­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის, ან­დრე გლუქსმა­ნის შვი­ლია და სა­ა­კაშ­ვილს სწო­რედ სარ­კო­ზის წყა­ლო­ბით და­უ­ახ­ლოვ­და. რა­ფა­ელ გლუქსმა­ნი პა­რა­ლე­ლუ­რად უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მისი და­საქ­მე­ბის იდეა გიგა ბო­კე­რი­ას ეკუთ­ვნის. რა­ფა­ელ გლუქსმა­ნი ბო­ლოს ჩვე­ნი სი­ძეც გახ­და, ცო­ლად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ეკა ზღუ­ლა­ძე შე­ირ­თო. მოკ­ლედ, 2011 წელს რა­ფა­ელ გლუქსმანს სა­ა­კაშ­ვილ­მა დიდი ამ­ბით გა­და­უ­ხა­და და­ბა­დე­ბის დღე", - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო სტა­ტი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: ვის უხ­დი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ბა­დე­ბის დღე­ებს 200-მი­ლი­ო­ნი­ან იახ­ტა­ზე

"86 მეძავი, კოკაინი და ბურგუნდიული ღვინო" სააკაშვილის იახტაზე - ყოფილი ელჩის ცინიკური პასუხი ქართველ ჟურნალისტებს

"86 მეძავი, კოკაინი და ბურგუნდიული ღვინო" სააკაშვილის იახტაზე - ყოფილი ელჩის ცინიკური პასუხი ქართველ ჟურნალისტებს

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ფრანგი მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2011 წელს სააკაშვილმა თავის 200 მლნ დოლარად ღირებულ იახტაზე ხელისუფლების ელიტარულ წარმომადგენლებთან ერთად, გლუქსმანს დაბადების დღე გადაუხადა.

"პრესაში წერენ, რომ 2011 წელს ქართველ გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე მიშას ძალიან ძვირადღირებულ იახტაზე გიგასთან და სხვებთან ერთად დაბადების დღე აღვნიშნე. მაგრამ მათ დაავიწყდათ ეხსენებინათ 86 მეძავი, კოკაინი და ბურგუნდიული 1937, რომელიც ჯაკუზში იღვრებოდა, ვიდრე ჩვენ იშვიათი ჯიშის ცხოველებს საქართველოს ძალიან წმინდა მიწის დე-ქრისტიანიზაციისთვის იუდეურ-პაგანისტურ რიტუალზე მსხვერპლად ვწირავდით. უნდა ვაღიარო, არც ისეთი კარგი გამომძიებლები არიან.

ახლა სერიოზულად: თაღლითების რა იდიოტური ბანდაა...

P.s.: ზღვის დაავადება მაქვს და დაბადების დღეს არცერთ გემზე არ გავატარებდი :)) აი, რატომ მოვაწყვეთ სინამდვილეში წვეულება მდიდრულ რაკეტაზე, იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვევით (ცხადია, ის გიგამ მოაწყო)

მომდევნო წვეულებას ახალი წლისთვის ვგეგმავთ. მიშას და გიგას 70-მეტრიანი იახტა ჰყავთ კაიმანის კუნძულებზე და ოპიუმის ავღანელ დილერებთან სპეციალური გარიგება გვაქვს დადებული. ყველას გეპატიჟებით და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!", - წერს გლუქსმანი.

"ქრონიკა" ორიოდე ნომრის წინ წერდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 200 მილიონ დოლარად უმაღლესი კლასის იახტა შეიძინა. გაზეთის ინფორმაციით, ცნობილ გერმანულ გემთმშენებელ კომპანია BLOH BIOM+VOSS -ს იახტის შეკვეთა სააკაშვილმა 2010 წელს მისცა და ამავე წლის მიწურულს არათუ იახტის აშენება, მისი მოწყობა და ზღვაში გაშვებაც მოასწრო.

”სააკაშვილი იახტაზე სტუმრობით მხოლოდ თავის უახლოეს წრეს, "ლიბერასტული ფრთის" წარმომადგენლებს ანებივრებდა: ზოგს სამოგზაუროდ იწვევდა,ზოგს დაბადების დღეებსაც უხდიდა... ეგ კი არა, მავანთა ცოლებსაც "სწრაფზე" გადაუხადა მიშამ დაბადების დღეები.

პირველი, ვისაც "სწრაფზე" დაბადების დღის გადახდა ეღირსა, მიშა სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი იყო. შეგახსენებთ, რომ გლუქსმანი სააკაშვილის კარზე 2009 წელს გამოჩნდა, ის საფრანგეთის ექსპრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეგობრის, ცნობილი ფილოსოფოსის, ანდრე გლუქსმანის შვილია და სააკაშვილს სწორედ სარკოზის წყალობით დაუახლოვდა. რაფაელ გლუქსმანი პარალელურად უშიშროების საბჭოს კონსულტანტად მუშაობდა. საქართველოს ხელისუფლებაში მისი დასაქმების იდეა გიგა ბოკერიას ეკუთვნის. რაფაელ გლუქსმანი ბოლოს ჩვენი სიძეც გახდა, ცოლად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე შეირთო. მოკლედ, 2011 წელს რაფაელ გლუქსმანს სააკაშვილმა დიდი ამბით გადაუხადა დაბადების დღე”, - აღნიშნული იყო სტატიაში.

იხილეთ ასევე: ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს