ჩინეთში, ხენანის პროვინციაში მცხოვრები ჟოუ ჟიანბანგის სახლი დემონტაჟს ექვემდებარება, მაგრამ სახლის მოხუცი პატრონი პოლიციას კბილებამდე შეიარაღებული დახვდა.
სახლის დასაცავად მან ეზო ნამდვილ ფრონტის ხაზს დაამსგავსა - ყველგან ზარბაზნებია განთავსებული. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ზარბაზნები ზიანს არავის მიაყენებს და პატრონს ამ საქციელით კანონი არ დაურღვევია.
340 ოჯახიდან მხოლოდ 34 მაცხოვრებელს მისცეს უფლება, ძველ სახლში საცხოვრებლად დარჩენილიყვნენ, მათ შორის გაუმართლა ჟოუსაც. ზოგიერთი ადგილობრივი კი ჩივის, რომ მათი სახლები უნებართვოდ დაანგრიეს და საკმარისი კომპენსაციაც არ მიუღიათ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.