საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს
როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იბა­რე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თე­მურ დო­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, საქ­მე ეხე­ბა სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­ლანდ ახა­ლა­ია დღეს, 14:00 სა­ათ­ზე, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვის მიზ­ნით იყო და­ბა­რე­ბუ­ლი.

"აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე 2013 წლის 23 დე­კემ­ბერს მას უნდა ჩა­ბა­რე­ბო­და უწყე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან არ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, იგი გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იქნა ტე­ლე­ფო­ნით, რო­მელ­საც გა­ნე­მარ­ტა, რომ მოწ­მის სა­ხით ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად 2013 წლის 24 დე­კემ­ბერს 14:00 სა­ათ­ზე უნდა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და უწყე­ბის ჩა­ბა­რე­ბა­ზე და გან­მარ­ტა, რომ უწყე­ბას ჩა­ი­ბა­რებ­და მისი ად­ვო­კა­ტი რო­მეო სა­ჯა­ია.

"ამ უკა­ნას­კნელ­მა კი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ უწყე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად თვი­თონ გა­მო­ცხად­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 2013 წლის 24 დე­კემ­ბერს, დი­ლის სა­ა­თებ­ში. 2013 წლის 24 დე­კემ­ბერს რო­მეო სა­ჯა­ია არ გა­მო­ცხად­და სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უწყე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, ასე­ვე არ გა­მო­ცხად­და რო­ლანდ ახა­ლა­ია და­კი­თხვა­ზე 14:00 სა­ათ­ზე. მათ­თან და­მა­ტე­ბით და­კავ­ში­რე­ბა კი ვერ მო­ხერ­ხდა, ვი­ნა­ი­დან არა­ერ­თგზის მცდე­ლო­ბი­სა, ტე­ლე­ფო­ნე­ბი იყო გა­მორ­თუ­ლი", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­ლანდ ახა­ლა­ია მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­სა­კი­თხად 26 დე­კემ­ბერს 13:00 სა­ათ­ზე გან­მე­ო­რე­ბით იქ­ნე­ბა გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი.

რო­ლანდ ახა­ლა­ია 2004-2012 წლებ­ში სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ როლანდ ახალაიას პროკურატურაში მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე იბარებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ განუცხადა, საქმე ეხება სამეგრელო-ზემო სვანეთში როლანდ ახალაიას საქმიანობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

პროკურატურის ინფორმაციით, როლანდ ახალაია დღეს, 14:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით იყო დაბარებული.

"აღნიშნულის თაობაზე 2013 წლის 23 დეკემბერს მას უნდა ჩაბარებოდა უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ, მაგრამ, ვინაიდან არ იმყოფებოდა საცხოვრებელ მისამართზე, იგი გამოძახებული იქნა ტელეფონით, რომელსაც განემარტა, რომ მოწმის სახით ჩვენების მისაცემად 2013 წლის 24 დეკემბერს 14:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, როლანდ ახალაიამ უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე და განმარტა, რომ უწყებას ჩაიბარებდა მისი ადვოკატი რომეო საჯაია.

"ამ უკანასკნელმა კი სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უწყების ჩასაბარებლად თვითონ გამოცხადდებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2013 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში. 2013 წლის 24 დეკემბერს რომეო საჯაია არ გამოცხადდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში უწყების ჩასაბარებლად, ასევე არ გამოცხადდა როლანდ ახალაია დაკითხვაზე 14:00 საათზე. მათთან დამატებით დაკავშირება კი ვერ მოხერხდა, ვინაიდან არაერთგზის მცდელობისა, ტელეფონები იყო გამორთული", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, როლანდ ახალაია მთავარ პროკურატურაში დასაკითხად 26 დეკემბერს 13:00 საათზე განმეორებით იქნება გამოძახებული.

როლანდ ახალაია 2004-2012 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ