38 წლის იტალიელი მსახიობი რაფაელო ბალზო ქალებს შთამბეჭდავი სხეულითა და ლამაზი ცისფერი თვალებით ხიბლავს.
ის 1975 წელს არტენიაში დაიბადა. ბალზოს წარმატებაში დიდი წვლილი მის მეგობრებს მიუძღვით, რომლებმაც რაფაელო აიძულეს, 1995 წელს გამართულ სილამაზის კონკურსში "წლის ფოტოგენური მოდელი" მიეღო მონაწილეობა, სადაც გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, იტალიურ შოუ-ბიზნესში მისთვის კარი მაშინ გაიღო, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსში - "ყველაზე სიმპატიური იტალიელი კაცი" გაიმარჯვა. პატარა პროვინციიდან საცხოვრებლად მილანში გადავიდა და მოდელად დაიწყო მუშაობა.
სამოდელო ბიზნესში კარიერის დასაწყისშივე ცნობილი მოდის სახლებთან Versace და Gianfranco Ferré თანამშრომლობდა. მალევე ლონდონისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულების მთავარი სახე გახდა. არავის უკვირს, რომ ასეთი გარეგნობის კაცს ტელევიზიის რეჟისორები და პროდუსერები შენიშნავდნენ. მან რამდენიმე ფილმსა და ტელესერიალში მიიღო მონაწილეობა. 2006 წელს პოპულარულ რეალითი შოუში "ვარსკვლავების კუნძული" მონაწილეობდა. თავისუფალ დროს სანაპიროზე ირუჯება და ფეხბურთს თამაშობს.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია mostbeautifulman.com-ის მიხედვით.