სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ახასიათებს "ახალი ხმის" რეიტინგული მონაწილე დათო ფორჩხიძეს
როგორ ახასიათებს "ახალი ხმის" რეიტინგული მონაწილე დათო ფორჩხიძეს

მა­რი­ამ პავ­ლი­აშ­ვი­ლი 21 წლის დამ­წყე­ბი მომ­ღე­რა­ლია, რო­მე­ლიც დღეს "ახა­ლი ხმის" მე­ო­რე "ლა­ივ­შო­უს" ესე­მეს­ლი­დე­რია. ის დათო ფორჩხი­ძის გუნ­დის წევ­რია, მაგ­რამ მის­თვის "ახა­ლი ხმა" პირ­ვე­ლი კონ­კურ­სი სუ­ლაც არ არის, რად­გა­ნაც მა­რი­ა­მი 2011 წლის "ჯე­ოს­ტა­რი­სა" და მა­ნამ­დე "ნუ­ცას სკო­ლის" მო­ნა­წი­ლეა...

- მა­რი­ამ, რითი გან­სხვავ­დე­ბა "ახა­ლი ხმა" წი­ნა­მორ­ბე­დი პრო­ექ­ტის­გან, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დი?

- ეს ორი სხვადსხვა­ნა­ი­რი კონ­კურ­სია. "ჯე­ოს­ტა­რი" სხვა რა­ღა­ცით იყო სა­ინ­ტე­რე­სო, "ახა­ლი ხმა" - სხვა რა­ღა­ცით. ამ ბოლო პრო­ექ­ტის ფორ­მა­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­წონს. "ჯე­ოს­ტა­რი" კი იმით მომ­წონ­და, რომ დიდ დარ­ბაზ­ში, უამ­რა­ვი ხალ­ხი ეს­წრე­ბო­და ხოლ­მე. მა­შინ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. თან, საკ­მა­ოდ პა­ტა­რაც ვი­ყა­ვი. ხომ ვამ­ბობ, იმ კონ­კურ­სმა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც მა­შინ გა­ვი­ცა­ნი, ბევ­რი რამ შემ­ძი­ნეს. "ახალ ხმა­შიც" ახალ და სხვა გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ და ვაგ­რო­ვებ. კვლა­ვაც მო­ხა­რუ­ლი ვარ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბით, ვი­საც ამ პრო­ექ­ტში შევ­ხვდი. ამას­თან, მწვრთნელ­თან მუ­შა­ო­ბაც მსი­ა­მოვ­ნებს.

- მოგ­წონს დათო ფორჩხი­ძე, რო­გორც მწვრთნე­ლი? ამ სე­ზონ­ზე რა შან­სი აქვს მას. რო­გორ ფიქ­რობ, მისი კონ­კურ­სან­ტი შოუს ისევ მო­ი­გებს? აქვე შენს შან­სებ­ზეც გვე­სა­უბ­რე...

- დათო, რო­გორც მწვრთნე­ლი, მე­გობ­რუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რაც ჩვენ გვინ­და, ანუ რო­გორ გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგო­მა, მაგ­რამ დი­რექ­ტი­ვებ­საც იძ­ლე­ვა და თან, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დი­რექ­ტი­ვებს. არ უყ­ვარს, როცა შეც­დო­მებს ვუშ­ვებთ. ამა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად რე­ა­გი­რებს.

- მკაც­რია?

- ზო­მი­ე­რად მკაც­რია, ისე­თი, უმე­ტე­სად სიყ­ვა­რულს რომ გა­მო­ხა­ტავს... ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას გას­წავ­ლის არა მარ­ტო მუ­სი­კა­ში, არა­მედ ცხოვ­რე­ბა­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა და­თოს შან­სებს, ამას წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლი, მისი შან­სე­ბი ზუს­ტად იმ­დე­ნი და ისე­თია, რამ­დე­ნიც ჩემი და ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის. იმა­საც გა­აჩ­ნია, რო­გორ ვიბ­რძო­ლებთ და ამო­ცა­ნას თავს რო­გორ გა­ვარ­თმევთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

- თუმ­ცა II "ლა­ივ­შო­უს" ესე­მეს ლი­დე­რი ხარ... მგო­ნი, ფი­ნა­ლის­ტო­ბის შან­სი გაქვს...

- შან­სი მაქვს, რად­გა­ნაც ბევ­რს ვმუ­შა­ობ სა­კუ­თარ თავ­ზე, თან, ვფიქ­რობ, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა. თუმ­ცა ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

- პრო­ექ­ტის მიღ­მა რას საქ­მი­ა­ნობ? რითი ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- კავ­კა­სი­ის მე­დი­ას­კო­ლა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას არ ვა­პი­რებ. გა­დავ­წყვი­ტე, ის მე­კე­თე­ბი­ნა, რაც მიყ­ვარს და ბოს­ტონ­ში, ბერკლის მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე და იქ სწავ­ლის­თვის ახლა და­ფი­ნან­სე­ბას ვე­ძებ.

- კონ­კუ­რენ­ტებს რო­გო­რი გან­წყო­ბა გაქვთ?

- ობი­ექ­ტუ­რად და სუ­ბი­ექ­ტუ­რა­დაც რომ ვიმ­სჯე­ლოთ, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი გუნ­დი მე მყავს, ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბიც მაგ­რე­ბი არი­ან და მუ­სი­კა­ლუ­რა­დაც ძლი­ე­რე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა კარ­გად მღე­რის, მა­ინც სა­კუ­თარ ამ­ბი­ცი­ას იმის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, რომ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეგ­ვეც­ვა­ლოს. ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლე­ბი ვართ და ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს. სხვა გუნ­დებ­ში რა ხდე­ბა, არ ვიცი, რად­გა­ნაც ყვე­ლას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს.

- მა­რი­ამ, ამ პრო­ექ­ტით რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?..

- ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მცნო­ბენ, ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცე­ვენ, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ყუ­რა­დღე­ბას ჩემ მი­მართ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი იჩე­ნენ. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ინ­ტერ­ნე­ტით თბილ წე­რი­ლებს მწე­რენ, კომ­პლი­მენ­ტე­ბით მავ­სე­ბენ, რი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

როგორ ახასიათებს "ახალი ხმის" რეიტინგული მონაწილე დათო ფორჩხიძეს

როგორ ახასიათებს "ახალი ხმის" რეიტინგული მონაწილე დათო ფორჩხიძეს

მარიამ პავლიაშვილი 21 წლის დამწყები მომღერალია, რომელიც დღეს "ახალი ხმის" მეორე ''ლაივშოუს'' ესემესლიდერია. ის დათო ფორჩხიძის გუნდის წევრია, მაგრამ მისთვის "ახალი ხმა" პირველი კონკურსი სულაც არ არის, რადგანაც მარიამი 2011 წლის "ჯეოსტარისა" და მანამდე "ნუცას სკოლის" მონაწილეა...

- მარიამ, რითი განსხვავდება "ახალი ხმა" წინამორბედი პროექტისგან, რომელშიც მონაწილეობდი?

- ეს ორი სხვადსხვანაირი კონკურსია. "ჯეოსტარი" სხვა რაღაცით იყო საინტერესო, "ახალი ხმა" - სხვა რაღაცით. ამ ბოლო პროექტის ფორმატი განსაკუთრებულად მომწონს. "ჯეოსტარი" კი იმით მომწონდა, რომ დიდ დარბაზში, უამრავი ხალხი ესწრებოდა ხოლმე. მაშინ დიდი გამოცდილება მივიღე. თან, საკმაოდ პატარაც ვიყავი. ხომ ვამბობ, იმ კონკურსმა სერიოზული გამოცდილება მომცა. ადამიანებმა, რომლებიც მაშინ გავიცანი, ბევრი რამ შემძინეს. "ახალ ხმაშიც" ახალ და სხვა გამოცდილებას ვიღებ და ვაგროვებ. კვლავაც მოხარული ვარ იმ ადამიანების გაცნობით, ვისაც ამ პროექტში შევხვდი. ამასთან, მწვრთნელთან მუშაობაც მსიამოვნებს.

- მოგწონს დათო ფორჩხიძე, როგორც მწვრთნელი? ამ სეზონზე რა შანსი აქვს მას. როგორ ფიქრობ, მისი კონკურსანტი შოუს ისევ მოიგებს? აქვე შენს შანსებზეც გვესაუბრე...

- დათო, როგორც მწვრთნელი, მეგობრული და ნიჭიერი ადამიანია. ყოველთვის ითვალისწინებს იმას, რაც ჩვენ გვინდა, ანუ როგორ გვსურს საზოგადოების წინაშე წარდგომა, მაგრამ დირექტივებსაც იძლევა და თან, ძალიან საინტერესო დირექტივებს. არ უყვარს, როცა შეცდომებს ვუშვებთ. ამაზე აუცილებლად რეაგირებს.

- მკაცრია?

- ზომიერად მკაცრია, ისეთი, უმეტესად სიყვარულს რომ გამოხატავს... ყოველთვის რაღაცას გასწავლის არა მარტო მუსიკაში, არამედ ცხოვრებაშიც. რაც შეეხება დათოს შანსებს, ამას წინასწარ ვერ გათვლი, მისი შანსები ზუსტად იმდენი და ისეთია, რამდენიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების. იმასაც გააჩნია, როგორ ვიბრძოლებთ და ამოცანას თავს როგორ გავართმევთ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

- თუმცა II ”ლაივშოუს” ესემეს ლიდერი ხარ... მგონი, ფინალისტობის შანსი გაქვს...

- შანსი მაქვს, რადგანაც ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, თან, ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება ძალიან მჭირდება. თუმცა ვნახოთ, რა იქნება.

- პროექტის მიღმა რას საქმიანობ? რითი ხარ დაკავებული?

- კავკასიის მედიასკოლაში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ მომავალში ჟურნალისტობას არ ვაპირებ. გადავწყვიტე, ის მეკეთებინა, რაც მიყვარს და ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ აკადემიაში ჩავაბარე და იქ სწავლისთვის ახლა დაფინანსებას ვეძებ.

- კონკურენტებს როგორი განწყობა გაქვთ?

- ობიექტურად და სუბიექტურადაც რომ ვიმსჯელოთ, ყველაზე მაგარი გუნდი მე მყავს, ჩემი თანაგუნდელები ადამიანებიც მაგრები არიან და მუსიკალურადაც ძლიერები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგად მღერის, მაინც საკუთარ ამბიციას იმის უფლებას არ აძლევენ, რომ ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება შეგვეცვალოს. ყველანი ძალიან მეგობრულები ვართ და ერთმანეთი გვიყვარს. სხვა გუნდებში რა ხდება, არ ვიცი, რადგანაც ყველასთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს.

- მარიამ, ამ პროექტით რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?..

- ქუჩაში ადამიანები მცნობენ, ყურადღებას მაქცევენ, რაც ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ყურადღებას ჩემ მიმართ უცხო ადამიანები იჩენენ. საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ინტერნეტით თბილ წერილებს მწერენ, კომპლიმენტებით მავსებენ, რითაც ბედნიერი ვარ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება