სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვეძათხევი - გზა სიკვდილისკენ
ვეძათხევი - გზა სიკვდილისკენ

დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ვე­ძა­თხე­ვი მე­წყერ­სა­შიშ ზო­ნა­ში 2005 წლი­დან არის მოქ­ცე­უ­ლი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, სოფ­ლის ტე­რი­ტო­რია სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გი­სად გე­ო­ლო­გებ­მა 2008 წელს შე­ა­ფა­სეს. სო­ფელს სა­მან­ქა­ნო გზა არ აქვს, რის გა­მოც ად­გი­ლობ­რი­ვებს ბევ­რი პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ. მე­წყერ­მა ბოლო პე­რი­ოდ­ში ვე­ძა­თხევ­ში 4 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, 11 ოჯა­ხი - 33 მო­სახ­ლით კი, სიკ­ვდილს ყო­ველ­დღე ელო­დე­ბა.

სო­ფელ­ში არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­ჯა­რო სკო­ლა, რის გა­მოც ვე­ძა­თხე­ველ ბავ­შვებს 10 კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ ანა­ნუ­რის სკო­ლა­ში უწევთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ვე­ძა­თხევ­ში 11 რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი­დან, მხო­ლოდ 5 ცხოვ­რობს. მა­თა­გან ორმა რთუ­ლი გზის და პი­რო­ბე­ბის გამო სწავ­ლა წელს შე­წყვი­ტა, სკო­ლა­ში სი­ა­რულს მხო­ლოდ ძმე­ბი 14 წლის არ­მაზ და 16 წლის გი­ორ­გი არ­დო­ტე­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ. მათ სკო­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად 2 მდი­ნა­რის გა­დავ­ლა, დიდ­თოვ­ლო­ბი­სა და წყალ­დი­დო­ბის დროს კი სკო­ლის გაც­დე­ნა უწევთ. სო­ფელ­ში მცხოვ­რებ კი­დევ ერთ, 12 წლის ბავ­შვს კი სკო­ლა­ში სა­ერ­თოდ არ უვ­ლია.

"7 სა­ათ­ზე დგე­ბი­ან დი­ლით, რთუ­ლი გზაა. მო­საც­დე­ლი სო­ფელ ქა­ის­ხევ­შია, იქ უკვე მარ­შუტ­კა მო­დის. როცა დიდი თოვ­ლი და წყა­ლია, ვერ და­დი­ან სკო­ლა­ში. სხვა ბავ­შვე­ბიც არი­ან სო­ფელ­ში, მაგ­რამ სკო­ლა­ში აღარ და­დი­ან", - ამ­ბობს არ­მაზ და გი­ორ­გი არ­დო­ტე­ლე­ბის დედა ლია ზვი­ა­და­უ­რი.

"ტურა, მგე­ლიც არის. აქაც მო­დი­ან, კა­რებ­თან. სა­ში­შია, რთუ­ლი გზაა ბავ­შვე­ბის­თვის, მაგ­რამ რა ქნან, ხომ უნდა ის­წავ­ლონ? ამათ შეს­ძლეს, სხვებ­მა ვერა, ზოგი წა­ვი­და აქე­დან", - ამ­ბობს 75 წლის გი­ორ­გი ზვი­ა­და­უ­რი, არ­დო­ტე­ლე­ბის მე­ზო­ბე­ლი.

ვე­ძა­თხე­ვი ბევ­რმა ოჯახ­მა და­ტო­ვა, აქ ძი­რი­თა­დად ისი­ნი რჩე­ბი­ან, ვი­საც არც სხვა სახ­ლი აქვთ და ნა­თე­სა­ვებ­თა­ნაც უკვე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. სო­ფელ­ში თერ­თმე­ტი­ვე ოჯა­ხი თა­ნახ­მაა, მათი გან­სახ­ლე­ბა დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სხვა სო­ფელ­ში მოხ­დეს, სა­დაც გზა და სკო­ლა იქ­ნე­ბა და მი­წის ნაკ­ვეთს და­უ­რი­გე­ბენ. ვე­ძა­თხე­ვე­ლე­ბი სა­მი­ნის­ტროს სთა­ვა­ზო­ბენ, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ პი­რო­ბას ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, თი­თო­ე­ულ ოჯახ­ზე 10 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით კომ­პენ­სა­ცია გა­მო­ყოს და სახ­ლებს თა­ვად შე­ი­ძე­ნენ. მო­სახ­ლე­ო­ბის გან­სახ­ლე­ბის­თვის 110 ათა­სი ლა­რია სა­ჭი­რო.

გე­ო­ლო­გე­ბის შე­ფა­სე­ბით, ზამ­თარ­ში, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის დი­ნა­მი­კა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, გა­ზა­ფხულ­ზე კი ნა­ლე­ქე­ბის გაზ­რდაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა მე­წყე­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. ამი­ტომ აქა­უ­რებს კი­დევ ერთი ზამ­თრის გა­და­ტა­ნა ღმერ­თის იმე­დად უწევთ.

იხი­ლეთ ვრცლად

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვეძათხევი - გზა სიკვდილისკენ

ვეძათხევი - გზა სიკვდილისკენ

დუშეთის რაიონის სოფელი ვეძათხევი მეწყერსაშიშ ზონაში 2005 წლიდან არის მოქცეული. ჩატარებული კვლევების შედეგად, სოფლის ტერიტორია საცხოვრებლად უვარგისად გეოლოგებმა 2008 წელს შეაფასეს. სოფელს სამანქანო გზა არ აქვს, რის გამოც ადგილობრივებს ბევრი პრობლემა ექმნებათ. მეწყერმა ბოლო პერიოდში ვეძათხევში 4 ადამიანი იმსხვერპლა, 11 ოჯახი - 33 მოსახლით კი, სიკვდილს ყოველდღე ელოდება.

სოფელში არ ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, რის გამოც ვეძათხეველ ბავშვებს 10 კილომეტრით დაშორებულ ანანურის სკოლაში უწევთ განათლების მიღება. ვეძათხევში 11 რეგისტრირებული ბავშვიდან, მხოლოდ 5 ცხოვრობს. მათაგან ორმა რთული გზის და პირობების გამო სწავლა წელს შეწყვიტა, სკოლაში სიარულს მხოლოდ ძმები 14 წლის არმაზ და 16 წლის გიორგი არდოტელები აგრძელებენ. მათ სკოლამდე მისასვლელად 2 მდინარის გადავლა, დიდთოვლობისა და წყალდიდობის დროს კი სკოლის გაცდენა უწევთ. სოფელში მცხოვრებ კიდევ ერთ, 12 წლის ბავშვს კი სკოლაში საერთოდ არ უვლია.

"7 საათზე დგებიან დილით, რთული გზაა. მოსაცდელი სოფელ ქაისხევშია, იქ უკვე მარშუტკა მოდის. როცა დიდი თოვლი და წყალია, ვერ დადიან სკოლაში. სხვა ბავშვებიც არიან სოფელში, მაგრამ სკოლაში აღარ დადიან", - ამბობს არმაზ და გიორგი არდოტელების დედა ლია ზვიადაური.

"ტურა, მგელიც არის. აქაც მოდიან, კარებთან. საშიშია, რთული გზაა ბავშვებისთვის, მაგრამ რა ქნან, ხომ უნდა ისწავლონ? ამათ შესძლეს, სხვებმა ვერა, ზოგი წავიდა აქედან", - ამბობს 75 წლის გიორგი ზვიადაური, არდოტელების მეზობელი.

ვეძათხევი ბევრმა ოჯახმა დატოვა, აქ ძირითადად ისინი რჩებიან, ვისაც არც სხვა სახლი აქვთ და ნათესავებთანაც უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. სოფელში თერთმეტივე ოჯახი თანახმაა, მათი განსახლება დუშეთის რაიონის სხვა სოფელში მოხდეს, სადაც გზა და სკოლა იქნება და მიწის ნაკვეთს დაურიგებენ. ვეძათხეველები სამინისტროს სთავაზობენ, რომ თუ ხელისუფლება ამ პირობას ვერ დააკმაყოფილებს, თითოეულ ოჯახზე 10 ათასი ლარის ოდენობით კომპენსაცია გამოყოს და სახლებს თავად შეიძენენ. მოსახლეობის განსახლებისთვის 110 ათასი ლარია საჭირო.

გეოლოგების შეფასებით, ზამთარში, დაბალი ტემპერატურიდან გამომდინარე მეწყრული პროცესების დინამიკა შეჩერებულია, გაზაფხულზე კი ნალექების გაზრდაა მოსალოდნელი, რასაც აუცილებლად მოჰყვება მეწყერის გააქტიურება. ამიტომ აქაურებს კიდევ ერთი ზამთრის გადატანა ღმერთის იმედად უწევთ.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა