პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლის ქართველი მომღერლები და რა მოხდა დაჯილდოების შემდეგ კულისებში
წლის ქართველი მომღერლები და რა მოხდა დაჯილდოების შემდეგ კულისებში

ცოტა ხნის წინ "რა­დიო სა­ქარ­თვე­ლომ" და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა წლის და­ჯილ­დო­ე­ბა - "ოქ­როს ტალ­ღა" ჩა­ა­ტა­რა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლის ეთერ­ში ახა­ლი წლის ღა­მეს გავა. და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე სულ 16 ნო­მი­ნა­ცია იყო წარ­დგე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თველ მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლებ­ლებს იმ რე­ი­ტი­გებ­ზე, ესე­მე­სებ­სა და ინ­ტერ­ნეტ-ლა­ი­ქებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­და­ე­ცათ, რო­მე­ლიც რა­დი­ო­კომ­პა­ნი­ის ოთხი­ვე რა­დი­ო­ში ამა თუ იმ მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რის გაჟ­ღე­რე­ბის შემ­დეგ კეთ­დე­ბა...

მუ­შა­ობ­და ასე­ვე ჟი­უ­რიც, რო­მელ­მაც რე­ი­ტინ­გუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი­დან და მომ­ღერ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს და ნო­მი­ნა­ცი­ე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­წილ­და. "წლის მომ­ღე­რა­ლი ქალი" ლელა წურ­წუ­მია გახ­და, "წლის მომ­ღე­რა­ლი მა­მა­კა­ცი" - სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი, რა­საც ზო­გი­ერ­თი მუ­სი­კო­სის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და გა­ნა­წყე­ნე­ბა მოჰ­ყვა. ამის გამო იყო რამ­დე­ნი­მე სკან­და­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აც. ერთ-ერ­თმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­და­ი­ნაც­ვლა - ფოლკ­ლო­რის­ტი დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლის­თვის "წლის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მომ­ღერ­ლის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წარ­დგე­ნამ გა­ღი­ზი­ა­ნაა... თუმ­ცა თქვეს, რომ მომ­ღე­რა­ლი მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლიც გა­ნა­წყენ­და, რად­გა­ნაც არც ერთი ნო­მი­ნა­ცია არ ერ­გოო.

ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად, "ამ­ბე­ბი.გე" მაია ბა­რა­თაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- ქალ­ბა­ტო­ნო მაია, "ოქ­როს ტალ­ღის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, გა­ნა­წყე­ნე­ბულს და­გი­ტო­ვე­ბი­ათ, ასეა?

- პრიზ­სა თუ ჯილ­დოს ზოგ­ჯერ ერთს გა­დას­ცე­მენ და ზო­ჯერ - მე­ო­რეს. ამა­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის. მე სა­ღა­მო გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა კი არ დავ­ტო­ვე, უბ­რა­ლოდ, იქი­დან იმის გამო წა­მო­ვე­დი, რომ კი­დევ სხვა­გან ვი­ყა­ვი მი­სას­ვლე­ლი, საქ­მე მქონ­და. "ოქ­როს ტალ­ღა" ორ­დღი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო - პირ­ველ დღეს იქ გახ­ლდით, მე­ო­რე დღე­საც ნა­ხე­ვარ გა­და­ღე­ბა­ზე დავ­რჩი, "წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა" იყო მო­წყო­ბი­ლი და მთხო­ვეს, მივ­სუ­ლი­ყა­ვი. მერე კი, პრინ­ციპ­ში, ჩემს იქ ყოფ­ნას აზრი აღარ ჰქონ­და და იქა­უ­რო­ბა დავ­ტო­ვე, რად­გა­ნაც სხვე­ბი მო­ვიდ­ნენ და დარ­ბა­ზიც შე­ავ­სეს...

- ანუ ის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის გამო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ხართ, სი­მარ­თლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა?

- რო­გორ და რაზე უნდა გავ­ნა­წყენ­დე? ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ და ჩემი სიმ­ღე­რე­ბი "ფორ­ტუ­ნა­ზე" ჟღერს... ის 5 ნო­მი­ნა­ცია, რაც იყო, 5 კაც­ზე გა­ნა­წილ­და ისე, რო­გორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლეს. პირ­ველ დღეს ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი იყო, ვიმ­ღე­რეთ, ტე­ლე­ვი­ზი­ამ ჩა­ი­წე­რა (ამ ყვე­ლა­ფერს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა მშვე­ნი­ე­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­კე­თა), მე­ო­რე დღე­საც მი­ვე­დი, მაგ­რამ გვი­ა­ნო­ბამ­დე იმის გამო ვერ დავ­რჩი, რად­გა­ნაც ვი­მე­ო­რებ, საქ­მე მქონ­და, სხვა­განც ვი­ყა­ვი მი­სას­ვლე­ლი. ის კი არა, ბევ­რი მუ­სი­კო­სი მე­ო­რე დღეს სა­ერ­თოდ ვერ მი­ვი­და...

სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ კარ­გად ვიმ­ღე­რო, ნა­მუ­შე­ვა­რი კარ­გად ჩა­ვი­წე­რო და ჩემი ნამ­ღე­რი ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს! და­ნარ­ჩე­ნი რა გი­თხრათ, ცხოვ­რე­ბა­ში იმ­დე­ნი პრი­ზი და ჯილ­დო მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, რომ... ერთხელ "მონ­ტე კარ­ლო­ში" სა­უ­კე­თე­სო მომ­ღე­რა­ლი ქალი გახ­ლდით. წელს კი აქ ასე გა­და­წყდა... გა­მი­ხარ­და, რომ სოფო გე­ლო­ვან­სა და ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს "სა­უ­კე­თე­სო დუ­ე­ტის" ნო­მი­ნა­ცია გა­დას­ცეს, ასე­ვე გა­მი­ხარ­და, რომ ჯგუფ­მა "შინ" "სა­უ­კე­თე­სო ალ­ბო­მის" ნო­მი­ნა­ცია და­იმ­სა­ხუ­რა. მათ­თან ერ­თად, სა­ა­ხალ­წლოდ, ბა­თუმ­ში კონ­ცერ­ტი გვექ­ნე­ბა. სიმ­ღე­რებს ვი­წერ, ვმუ­შა­ობ და არა­ვის­ზე ვარ ნა­წყე­ნი.

და­ვუ­კავ­შირ­დით მომ­ღე­რალ დათო კენ­ჭი­აშ­ვილ­საც:

- დათო, "ფე­ის­ბუკ­შიც" წერ­დით და ჩვე­ნამ­დეც მო­აღ­წია ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ და­ჯილ­დო­ე­ბა "ოქ­როს ტალ­ღა­ზე" გა­ნა­წყენ­დით, რად­გა­ნაც არა­ნა­ი­რი ნო­მი­ნა­ცია არ გარ­გუ­ნეს.

- არა­ვის­ზე არ გავ­ნა­წყენ­დი, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეთ? არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ.

- რო­გორ? "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე თქვენ გი­წე­რი­ათ, "წლის სა­უ­კე­თე­სო მომ­ღე­რა­ლი მა­მა­კა­ცი სტე­ფა­ნე, ვაი, ჩვენს პატ­რონს".

- რაზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით?

- არც "რე­ი­ტინ­გი.გე"-ს არ ესა­უბ­რეთ ამ სა­კი­თხზე "ირ­გვლივ ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და ეგ რა­ტომ უნდა გა­ეყ­ვა­ნათ?"

- ვერ ვხვდე­ბი, რა კო­მენ­ტარს მთხოვთ...

მოკ­ლედ, კენ­ჭი­აშ­ვილ­მა ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი აღარ მო­ი­სურ­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რა­დიო "არ და­ი­დარ­დოს" პრო­დი­უ­სერს, გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძე­საც და­ვუ­კავ­შირ­დით (ეს ის რა­დი­ოა, სა­დაც უმე­ტე­სად და­თოს სიმ­ღე­რე­ბი ჟღერს).

- მარ­თა­ლია, რომ დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი "ოქ­როს ტალ­ღის" ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­ნა­წყენ­და? თან ისე, რომ თა­ვი­სი სიმ­ღე­რე­ბის წა­ღე­ბა­საც აპი­რებ­და თქვე­ნი რა­დი­ო­დან?

- ესე იგი, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ პრე­სის ყუ­რამ­დე მა­ინც მი­აღ­წია? ჰო, ეგ ერ­თდღი­ა­ნი გა­უ­გებ­რო­ბა იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და გა­სავ­რცე­ლე­ბე­ლი მგო­ნი, არ არის. და­თოს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა ჰქონ­და ჩვე­ნი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე. არც ერთ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში რომ არ აღ­მოჩ­ნდა, ეწყი­ნა, გაბ­რაზ­და და ვი­ღა­ცებ­ზე რა­ღა­ცე­ბი თქვა. მერე მალე მიხ­ვდა, რომ არ ღირ­და... ჩვენ იმ­დე­ნი ხნის მე­გობ­რო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში არ უნდა ჩაყ­რი­ლი­ყო. ცხელ გულ­ზე თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა გა­მოთ­ქვა და ეგ იყო...

- და­ჯილ­დო­ე­ბა რის მი­ხედ­ვით მოხ­და და რო­გორ გა­მოვ­ლინ­და ის 16 ნო­მი­ნან­ტი?

- ოთხი­ვე რა­დი­ო­ში შე­მო­სუ­ლი ესე­მე­სე­ბის, ინ­ტერ­ნეტ­ში ნახ­ვე­ბი­სა და ლა­ი­ქე­ბის მი­ხედ­ვით... მოკ­ლედ, ბევ­რი რა­ღა­ცის ჯამი შე­იკ­რი­ბა. ამას და­ერ­თო 30-კა­ცი­ა­ნი ჟი­უ­რის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

წლის ქართველი მომღერლები და რა მოხდა დაჯილდოების შემდეგ კულისებში

წლის ქართველი მომღერლები და რა მოხდა დაჯილდოების შემდეგ კულისებში

ცოტა ხნის წინ "რადიო საქართველომ" და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წლის დაჯილდოება - "ოქროს ტალღა" ჩაატარა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში ახალი წლის ღამეს გავა. დაჯილდოებაზე სულ 16 ნომინაცია იყო წარდგენილი, რომელიც ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს იმ რეიტიგებზე, ესემესებსა და ინტერნეტ-ლაიქებზე დაყრდნობით გადაეცათ, რომელიც რადიოკომპანიის ოთხივე რადიოში ამა თუ იმ მუსიკალური ნამუშევრის გაჟღერების შემდეგ კეთდება...

მუშაობდა ასევე ჟიურიც, რომელმაც რეიტინგული სიმღერებიდან და მომღერლებიდან ყველაზე რეიტინგულები გამოავლინეს და ნომინაციებიც შესაბამისად განაწილდა. ”წლის მომღერალი ქალი” ლელა წურწუმია გახდა, ”წლის მომღერალი მამაკაცი” - სტეფანე მღებრიშვილი, რასაც ზოგიერთი მუსიკოსის უკმაყოფილება და განაწყენება მოჰყვა. ამის გამო იყო რამდენიმე სკანდალური სიტუაციაც. ერთ-ერთმა სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა - ფოლკლორისტი დათო კენჭიაშვილი სტეფანე მღებრიშვილისთვის ”წლის საუკეთესო მამაკაცი მომღერლის” ნომინაციაში წარდგენამ გაღიზიანაა... თუმცა თქვეს, რომ მომღერალი მაია ბარათაშვილიც განაწყენდა, რადგანაც არც ერთი ნომინაცია არ ერგოო.

ვითარების გასარკვევად, "ამბები.გე" მაია ბარათაშვილს დაუკავშირდა.

- ქალბატონო მაია, "ოქროს ტალღის" დაჯილდოების ცერემონია როგორც შევიტყვეთ, განაწყენებულს დაგიტოვებიათ, ასეა?

- პრიზსა თუ ჯილდოს ზოგჯერ ერთს გადასცემენ და ზოჯერ - მეორეს. ამაში არანაირი პრობლემა არ არის. მე საღამო განაწყენებულმა კი არ დავტოვე, უბრალოდ, იქიდან იმის გამო წამოვედი, რომ კიდევ სხვაგან ვიყავი მისასვლელი, საქმე მქონდა. "ოქროს ტალღა" ორდღიანი ღონისძიება იყო - პირველ დღეს იქ გახლდით, მეორე დღესაც ნახევარ გადაღებაზე დავრჩი, "წითელი ხალიჩა" იყო მოწყობილი და მთხოვეს, მივსულიყავი. მერე კი, პრინციპში, ჩემს იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა და იქაურობა დავტოვე, რადგანაც სხვები მოვიდნენ და დარბაზიც შეავსეს...

- ანუ ის, რომ აღნიშნული დაჯილდოების გამო განაწყენებული ხართ, სიმართლეს არ შეეფერება?

- როგორ და რაზე უნდა გავნაწყენდე? ხალხს ვუყვარვარ და ჩემი სიმღერები "ფორტუნაზე" ჟღერს... ის 5 ნომინაცია, რაც იყო, 5 კაცზე განაწილდა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალეს. პირველ დღეს ბევრი მომღერალი იყო, ვიმღერეთ, ტელევიზიამ ჩაიწერა (ამ ყველაფერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მშვენიერი ორგანიზება გაუკეთა), მეორე დღესაც მივედი, მაგრამ გვიანობამდე იმის გამო ვერ დავრჩი, რადგანაც ვიმეორებ, საქმე მქონდა, სხვაგანც ვიყავი მისასვლელი. ის კი არა, ბევრი მუსიკოსი მეორე დღეს საერთოდ ვერ მივიდა...

საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგად ვიმღერო, ნამუშევარი კარგად ჩავიწერო და ჩემი ნამღერი ხარისხიანი იყოს! დანარჩენი რა გითხრათ, ცხოვრებაში იმდენი პრიზი და ჯილდო მაქვს მიღებული, რომ... ერთხელ "მონტე კარლოში" საუკეთესო მომღერალი ქალი გახლდით. წელს კი აქ ასე გადაწყდა... გამიხარდა, რომ სოფო გელოვანსა და ნოდიკო ტატიშვილს "საუკეთესო დუეტის" ნომინაცია გადასცეს, ასევე გამიხარდა, რომ ჯგუფმა "შინ" "საუკეთესო ალბომის" ნომინაცია დაიმსახურა. მათთან ერთად, საახალწლოდ, ბათუმში კონცერტი გვექნება. სიმღერებს ვიწერ, ვმუშაობ და არავისზე ვარ ნაწყენი.

დავუკავშირდით მომღერალ დათო კენჭიაშვილსაც:

- დათო, "ფეისბუკშიც" წერდით და ჩვენამდეც მოაღწია ინფორმაციამ, რომ დაჯილდოება "ოქროს ტალღაზე" განაწყენდით, რადგანაც არანაირი ნომინაცია არ გარგუნეს.

- არავისზე არ გავნაწყენდი, საიდან მოიტანეთ? არასწორი ინფორმაცია გაქვთ.

- როგორ? "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თქვენ გიწერიათ, "წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი სტეფანე, ვაი, ჩვენს პატრონს".

- რაზე მელაპარაკებით?

- არც "რეიტინგი.გე"-ს არ ესაუბრეთ ამ საკითხზე "ირგვლივ ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ეგ რატომ უნდა გაეყვანათ?"

- ვერ ვხვდები, რა კომენტარს მთხოვთ...

მოკლედ, კენჭიაშვილმა ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მოისურვა. მოგვიანებით რადიო "არ დაიდარდოს" პროდიუსერს, გიორგი მშვენიერაძესაც დავუკავშირდით (ეს ის რადიოა, სადაც უმეტესად დათოს სიმღერები ჟღერს).

- მართალია, რომ დათო კენჭიაშვილი "ოქროს ტალღის" ცერემონიაზე  განაწყენდა? თან ისე, რომ თავისი სიმღერების წაღებასაც აპირებდა თქვენი რადიოდან?

- ესე იგი, ამ ინფორმაციამ პრესის ყურამდე მაინც მიაღწია? ჰო, ეგ ერთდღიანი გაუგებრობა იყო. აღსანიშნავი და გასავრცელებელი მგონი, არ არის. დათოს თავისი მოსაზრება ჰქონდა ჩვენი დაჯილდოების ცერემონიაზე. არც ერთ ნომინაციაში რომ არ აღმოჩნდა, ეწყინა, გაბრაზდა და ვიღაცებზე რაღაცები თქვა. მერე მალე მიხვდა, რომ არ ღირდა... ჩვენ იმდენი ხნის მეგობრობა, ურთიერთობა გვაქვს, რომ ის ყველაფერი წყალში არ უნდა ჩაყრილიყო. ცხელ გულზე თავისი მოსაზრება გამოთქვა და ეგ იყო...

- დაჯილდოება რის მიხედვით მოხდა და როგორ გამოვლინდა ის 16 ნომინანტი?

- ოთხივე რადიოში შემოსული ესემესების, ინტერნეტში ნახვებისა და ლაიქების მიხედვით... მოკლედ, ბევრი რაღაცის ჯამი შეიკრიბა. ამას დაერთო 30-კაციანი ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებაც...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება