საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აპირებდა ივანიშვილი ცოლ-შვილის გამოყენებით სააკაშვილის გადაყენებას - ექს-პრემიერის აღსარება
როგორ აპირებდა ივანიშვილი ცოლ-შვილის გამოყენებით სააკაშვილის გადაყენებას - ექს-პრემიერის აღსარება

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლის, უტა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში ჩაბ­მა ინ­სცე­რი­რე­ბუ­ლი იყო, ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რუ­სულ "ფორბსთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, 2011 წლის 7 ოქ­ტომ­ბრამ­დე, მისი პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე სამი დღით ადრე, მან ოჯახ­თან ერ­თად გა­ი­თა­მა­შა სპექ­ტაკ­ლი, თით­ქოს მისი უფ­რო­სი შვი­ლი აპი­რებ­და პა­რი­ზი­დან ჩა­მოს­ვლას და რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას.

"მათ რომ გა­ე­გოთ, რომ მე ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ­დი, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მომ­ცემ­დნენ, მა­შინ­ვე მომ­კლავ­დნენ. სა­ჭი­რო იყო მათ გა­ე­გოთ, რომ ჩემი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ჩემს ად­გილს ჩემი შვი­ლი და­ი­კა­ვებ­და. უნდა დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა ისი­ნი, რომ უტა შეძ­ლებ­და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რად გახ­დო­მას. ვინ იყო უტა, აქ არა­ვინ იცო­და. ის ცხოვ­რობს პა­რიზ­ში, სწავ­ლობს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. უტა მშვი­დია, ბუზს არ აწყე­ნი­ნებს, გან­სხვა­ვე­ბით ბე­რას­გან. ბე­რას ისი­ნი კარ­გად იც­ნობ­დნენ. მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მას არაფ­რის ეში­ნია.

მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სან­დო ხალ­ხის მეშ­ვე­ო­ბით უტას გა­და­ვუგ­ზავ­ნეთ სცე­ნა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ის უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო ჩემი გან­ცხა­დე­ბე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ შევ­ძლებ­დი, ამას გა­ახ­მა­უ­რებ­დნენ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი პა­რიზ­ში და შვე­ი­ცა­რი­ა­ში.

სცე­ნა­რის შე­სა­ბა­მი­სად, უტამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ თუ მე არ ვა­პი­რებ­დი პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას, ის დაბ­რუნ­დე­ბო­და პა­რი­ზი­დან და და­ი­წყებ­და ბრძო­ლას. მე ვყვი­რო­დი, რომ ის სუ­ლე­ლია, ვცდი­ლობ­დი გა­და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა მის­თვის ამის გა­კე­თე­ბა, ვპირ­დე­ბო­დი, რომ ჩა­ვი­დო­დი პა­რიზ­ში და იქ და­ვი­ლა­პა­რა­კებ­დით. ის მპა­სუ­ხობ­და, რომ არც კი შემ­ხვდე­ბო­და პა­რიზ­ში და არ და­მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, თუ მე ქვე­ყა­ნას მი­ვა­ტო­ვებ­დი და წა­ვი­დო­დი. ჩვე­ნი ეს სა­უბ­რე­ბი რა თქმა უნდა, ის­მი­ნე­ბო­და",-გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ ჰოლ­დინგ "ქარ­თუს" პრე­ზი­დენ­ტი, გიგა ჩრდი­ლე­ლი აგენ­ტი იყო და უტას­თან ამ სა­უბ­რის შემ­დეგ, მან ჩრდი­ლელს შეს­ჩივ­ლა, რომ შვილს ვე­რა­ფერს უხერ­ხებ­და და უტა მას პა­რიზ­ში ჩას­ვლას უკ­რძა­ლავ­და.

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გიგა ჩრდი­ლელ­თან მო­ი­ლა­პა­რა­კა, რომ ის წა­ვი­დო­და მის მა­გივ­რად პა­რიზ­ში და დაბ­ლო­კავ­და მისი შვი­ლე­ბის ან­გა­რი­შებს მისი მინ­დო­ბი­ლო­ბით.

"აქ უკვე თა­მაშ­ში ჩემი მე­უღ­ლე ჩა­ერ­თო - მან და­უ­რე­კა უტას და გაბ­რა­ზე­ბულ­მა უთხრა, რომ მე მისი ან­გა­რი­შე­ბის დაბ­ლოკ­ვას ვა­პი­რებ­დი. უთხრა - მა­მა­შე­ნი და­ბერ­და, ყვე­ლაფ­რის ეში­ნია, მის­ცა მინ­დო­ბი­ლო­ბა ვი­ღაც ნა­ძი­რა­ლას, რომ და­ხუ­როს შენი ან­გა­რი­შე­ბიო. უთხრა, ჩა­მო­დი, მე და­გი­ჭერ მხარს. ამის შემ­დეგ, მე და­ვუ­რე­კე გი­გას და ვუ­თხა­რი, რომ აზრი არ ჰქონ­და უტას ან­გა­რი­შე­ბის დაბ­ლოკ­ვას, რად­გან ჩემი ოჯა­ხი წა­ვი­და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. ვუ­თხა­რი, რომ არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ და და­ვე­ლო­დე­ბი აქ ჩემს შვილს",-გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მე­ო­რე დღეს, მან ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმ დროს მისი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, გაგ­ზავ­ნა ჰოლ­დინგ "ქარ­თუს" პრეს­სამ­სა­ხურ­ში, რო­მელ­საც კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან.

"ირაკ­ლიმ მას სთხო­ვა, რომ გან­ცხა­დე­ბა გა­და­ეგ­ზავ­ნა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის­თვის. პრესმდი­ვან­მა უარი თქვა იმ მო­ტი­ვით, რომ უნდა გა­ევ­ლო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უშუ­ა­ლოდ გიგა ჩრდი­ლელ­თან. მა­შინ ირაკ­ლიმ და­მი­რე­კა და ყურ­მი­ლი გა­დას­ცა იმ გო­გო­ნას. მე ვუ­თხა­რი მას, რომ ჩემ­თვის უნდა მო­ეს­მი­ნა, რად­გან მე ვი­ყა­ვი ამ ჰოლ­დინ­გის მფლო­ბე­ლი",- გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, სა­ბო­ლო­ოდ პრესმდი­ვან­მა მისი მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მისი გან­ცხა­დე­ბა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა მი­ი­ღეს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

ვინ არის უტა ივა­ნიშ­ვი­ლი?

რა ქო­ნე­ბას ფლობს უტა ივა­ნიშ­ვი­ლი

ასე­ვე იხი­ლეთ:

წე­ლი­წად­ში რამ­დენ მი­ლი­ონს ახარ­ჯავს ივა­ნიშ­ვი­ლი ოჯახს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

როგორ აპირებდა ივანიშვილი ცოლ-შვილის გამოყენებით სააკაშვილის გადაყენებას - ექს-პრემიერის აღსარება

როგორ აპირებდა ივანიშვილი ცოლ-შვილის გამოყენებით სააკაშვილის გადაყენებას - ექს-პრემიერის აღსარება

ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმა ინსცერირებული იყო, ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რუსულ "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, მისი პირველი განცხადების გაკეთებამდე სამი დღით ადრე, მან ოჯახთან ერთად გაითამაშა სპექტაკლი, თითქოს მისი უფროსი შვილი აპირებდა პარიზიდან ჩამოსვლას და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.

"მათ რომ გაეგოთ, რომ მე ამ განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, ამის საშუალებას არ მომცემდნენ, მაშინვე მომკლავდნენ. საჭირო იყო მათ გაეგოთ, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში, ჩემს ადგილს ჩემი შვილი დაიკავებდა. უნდა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ უტა შეძლებდა ოპოზიციის ლიდერად გახდომას. ვინ იყო უტა, აქ არავინ იცოდა. ის ცხოვრობს პარიზში, სწავლობს უნივერსიტეტში. უტა მშვიდია, ბუზს არ აწყენინებს, განსხვავებით ბერასგან. ბერას ისინი კარგად იცნობდნენ. მას ემუქრებოდნენ, თუმცა მას არაფრის ეშინია.

მე და ჩემმა მეუღლემ სანდო ხალხის მეშვეობით უტას გადავუგზავნეთ სცენარი, რომლის მიხედვით, ის უნდა მოქცეულიყო ჩემი განცხადებების ანალოგიურად. იმ შემთხვევაში, თუ ამ განცხადების გავრცელებას მე საქართველოში ვერ შევძლებდი, ამას გაახმაურებდნენ საინფორმაციო სააგენტოები პარიზში და შვეიცარიაში.

სცენარის შესაბამისად, უტამ დამირეკა და მითხრა, რომ თუ მე არ ვაპირებდი პოლიტიკაში წასვლას, ის დაბრუნდებოდა პარიზიდან და დაიწყებდა ბრძოლას. მე ვყვიროდი, რომ ის სულელია, ვცდილობდი გადამეფიქრებინა მისთვის ამის გაკეთება, ვპირდებოდი, რომ ჩავიდოდი პარიზში და იქ დავილაპარაკებდით. ის მპასუხობდა, რომ არც კი შემხვდებოდა პარიზში და არ დამელაპარაკებოდა, თუ მე ქვეყანას მივატოვებდი და წავიდოდი. ჩვენი ეს საუბრები რა თქმა უნდა, ისმინებოდა",-განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მისთვის ცნობილი იყო, რომ ჰოლდინგ "ქართუს" პრეზიდენტი, გიგა ჩრდილელი აგენტი იყო და უტასთან ამ საუბრის შემდეგ, მან ჩრდილელს შესჩივლა, რომ შვილს ვერაფერს უხერხებდა და უტა მას პარიზში ჩასვლას უკრძალავდა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გიგა ჩრდილელთან მოილაპარაკა, რომ ის წავიდოდა მის მაგივრად პარიზში და დაბლოკავდა მისი შვილების ანგარიშებს მისი მინდობილობით.

"აქ უკვე თამაშში ჩემი მეუღლე ჩაერთო - მან დაურეკა უტას და გაბრაზებულმა უთხრა, რომ მე მისი ანგარიშების დაბლოკვას ვაპირებდი. უთხრა - მამაშენი დაბერდა, ყველაფრის ეშინია, მისცა მინდობილობა ვიღაც ნაძირალას, რომ დახუროს შენი ანგარიშებიო. უთხრა, ჩამოდი, მე დაგიჭერ მხარს. ამის შემდეგ, მე დავურეკე გიგას და ვუთხარი, რომ აზრი არ ჰქონდა უტას ანგარიშების დაბლოკვას, რადგან ჩემი ოჯახი წავიდა ჩემს წინააღმდეგ. ვუთხარი, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ და დაველოდები აქ ჩემს შვილს",-განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მეორე დღეს, მან ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იმ დროს მისი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი იყო, გაგზავნა ჰოლდინგ "ქართუს" პრესსამსახურში, რომელსაც კონტაქტები ჰქონდა საინფორმაციო სააგენტოებთან.

"ირაკლიმ მას სთხოვა, რომ განცხადება გადაეგზავნა საინფორმაციო სააგენტოებისთვის. პრესმდივანმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ უნდა გაევლო კონსულტაციები უშუალოდ გიგა ჩრდილელთან. მაშინ ირაკლიმ დამირეკა და ყურმილი გადასცა იმ გოგონას. მე ვუთხარი მას, რომ ჩემთვის უნდა მოესმინა, რადგან მე ვიყავი ამ ჰოლდინგის მფლობელი",- განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, საბოლოოდ პრესმდივანმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მისი განცხადება სააგენტოებმა მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ არის უტა ივანიშვილი?

რა ქონებას ფლობს უტა ივანიშვილი

ასევე იხილეთ:

წელიწადში რამდენ მილიონს ახარჯავს ივანიშვილი ოჯახს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა