საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასოფლო პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც საახალწლოდ 50-200%-ით გაძვირდა
სასოფლო პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც საახალწლოდ 50-200%-ით გაძვირდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბის ფასი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 200-300%-ით გაძ­ვირ­და კარ­ტო­ფი­ლი, 1,5-2 ლა­რით მო­ი­მა­ტა ფას­მა მწვა­ნილ­ზე, 50%-ით გაძ­ვირ­და ლო­ბიო, ერთი კი­ლოგ­რა­მი ყვე­ლის ფასი 6-7 ლა­რი­დან 8-10 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და.

ექ­სპერ­ტე­ბი პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდას, ერთი მხრივ, სე­ზო­ნუ­რო­ბას, მე­ო­რე მხრივ კი, პრდო­უქ­ცი­ის დე­ფი­ციტს უკავ­ში­რე­ბენ. მათი აზ­რით, მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბა­ლი მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გამო მა­ღა­ლი ფა­სე­ბი მხო­ლოდ ახალ წლამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, იან­ვრი­დან კი ისევ შემ­ცირ­დე­ბა.

100-150%-ით გაძ­ვირ­და ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო. ერთი თვის წინ 1 კგ კომ­ბოს­ტო 70-80 თეთ­რი ღირ­და, დღეს მისი შე­ძე­ნა 1,80 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მკვეთ­რად მო­მა­ტე­ბუ­ლია ფასი რძის პრო­დუქ­ტებ­ზეც. კერ­ძოდ, 1 ლიტ­რი რძე ბა­ზარ­ში უკვე 2,5 ლარი ღირს, ერთი თვის წინ მხო­ლოდ 2 ლარი ღირ­და. ერთი კი­ლოგ­რა­მი ყვე­ლი ნაც­ვლად 6-7 ლა­რი­სა, ახლა 8-10 ლარი ღირს. 4-5- თეთ­რით მო­ი­მა­ტა ქარ­ხნუ­ლი კვერ­ცხის ფას­მა, ხოლო სოფ­ლის კვერ­ცხი ლა­მი­საა 50 თეთ­რს გას­ცდეს.

ხი­ლის არც ერთი სა­ხე­ო­ბა არ ღირს ერთ ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი. 1 კი­ლოგ­რა­მი ვაშ­ლის ფასი 2 ლა­რი­დან 3,5 ლა­რამ­დეა მა­შინ, როცა ერთი თვის წი­ნათ ვაშ­ლის ფასი 1,5 ლარს არ აჭარ­ბებ­და.

თბი­ლი­სის ანა­ლო­გი­უ­რად ფა­სებ­მა მო­ი­მა­ტა რე­გი­ო­ნებ­შიც. მა­გა­ლი­თად, გუ­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გაძ­ვირ­და კარ­ტო­ფი­ლი, ბად­რი­ჯა­ნი, პო­მი­დო­რი, ლო­ბიო, მწვა­ნი­ლი. კერ­ძოდ, თუ კარ­ტო­ფი­ლი 80 თეთ­რი ღირ­და, დღეს მისი ფასი ორ ლა­რამ­დეა. ბად­რი­ჯა­ნის ფას­მა 4 ლარს მი­აღ­წია. სო­კოც გაძ­ვირ­და და თევ­ზიც - თით­ქმის 1 ლა­რით.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ფა­სებ­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბამ მო­ახ­დი­ნა. ამას­თან, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო გავ­ლე­ნაც შე­იმ­ჩნე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქტს, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, გაძ­ვი­რე­ბა სე­ზონ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა.

ექ­სპერ­ტი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში ნო­დარ კა­პა­ნა­ძე პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის მა­ტე­ბას, ერთი მხრივ, სე­ზო­ნუ­რო­ბას, მე­ო­რე მხრივ კი, პრო­დუქ­ცი­ის დე­ფი­ციტს უკავ­ში­რებს. მისი აზ­რით, მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბა­ლი მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გამო, მა­ღა­ლი ფა­სე­ბი მხო­ლოდ ახალ წლამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, იან­ვრი­დან კი ისევ შემ­ცირ­დე­ბა.

"ფა­სე­ბის ზრდას ეკო­ნო­მი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე, შე­საძ­ლოა, და­დე­ბი­თი შე­დე­გიც კი ჰქონ­დეს, მაგ­რამ მი­ნი­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლით. ამ პრო­ცე­სის­გან დიდ სარ­გე­ბელს არ უნდა ვე­ლო­დოთ. ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რია ის, რომ საკ­ვე­ბის გაძ­ვი­რე­ბა ცუ­დად იმოქ­მე­დებს ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლებს მათ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თვალ­ში­სა­ცე­მია ეს, რო­დე­საც ხდე­ბა ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის სურ­სა­თის გაძ­ვი­რე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მა­გა­ლი­თად, შავი ხი­ზი­ლა­ლა ათი­ა­თას­ჯე­რაც რომ გაძ­ვირ­დეს, ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბეს ამით არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის სა­ქონ­ლის მცი­რე­დით გაძ­ვი­რე­ბაც კი სო­ცი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ ფე­ნას დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ლა­რის კურსს, ისე არ და­ცე­მუ­ლა, რომ პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა­ზე ასე­თი გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა. შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბა ლა­რის კურ­სის ზრდას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში არ არის. ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბა უფრო დი­დია, ვიდ­რე ლა­რის კურ­სის პრო­ცენ­ტუ­ლი ვარ­დნა. ამ ყვე­ლა­ფერს სხვა მი­ზე­ზი აქვს და უფრო სე­ზო­ნუ­რო­ბას და სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დისს უკავ­შირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მი­ზე­ზი იყოს დე­ფი­ცი­ტიც, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მო­ე­ბის წილი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად მცირ­დე­ბო­და", - აცხა­დებს ნო­დარ კა­პა­ნა­ძე.

გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ უკვე იან­ვრი­დან სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე ფა­სე­ბის კლე­ბა და­ი­წყოს. "მო­სახ­ლე­ო­ბის მყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ქვე­ყა­ნა­ში უმუ­შე­ვარ­თა და­საქ­მე­ბის ტემ­პი არ შეც­ვლი­ლა. სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტებ­ზე ფასი რაც მე­ტად გა­იზ­რდე­ბა ან შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რებ­ლის მყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი უფრო და­ე­ცე­მა. ამი­ტომ, დიდი ალ­ბა­თო­ბით ახა­ლი წლის შემ­დეგ ფა­სე­ბი ისევ შემ­ცირ­დე­ბა", - ამ­ბობს ნო­დარ კა­პა­ნა­ძე.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

"რაც სა­მარ­ხვოა და მი­წა­ზე მო­დის, ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და" - ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რი­დან

სასოფლო პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც საახალწლოდ 50-200%-ით გაძვირდა

სასოფლო პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც საახალწლოდ 50-200%-ით გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაახლოებით 200-300%-ით გაძვირდა კარტოფილი, 1,5-2 ლარით მოიმატა ფასმა მწვანილზე, 50%-ით გაძვირდა ლობიო, ერთი კილოგრამი ყველის ფასი 6-7 ლარიდან 8-10 ლარამდე გაიზარდა.

ექსპერტები პროდუქტებზე ფასების ზრდას, ერთი მხრივ, სეზონურობას, მეორე მხრივ კი, პრდოუქციის დეფიციტს უკავშირებენ. მათი აზრით, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო მაღალი ფასები მხოლოდ ახალ წლამდე შენარჩუნდება, იანვრიდან კი ისევ შემცირდება.

100-150%-ით გაძვირდა ყვავილოვანი კომბოსტო. ერთი თვის წინ 1 კგ კომბოსტო 70-80 თეთრი ღირდა, დღეს მისი შეძენა 1,80 ლარზე ნაკლებად შეუძლებელია.

მკვეთრად მომატებულია ფასი რძის პროდუქტებზეც. კერძოდ, 1 ლიტრი რძე ბაზარში უკვე 2,5 ლარი ღირს, ერთი თვის წინ მხოლოდ 2 ლარი ღირდა. ერთი კილოგრამი ყველი ნაცვლად 6-7 ლარისა, ახლა 8-10 ლარი ღირს. 4-5- თეთრით მოიმატა ქარხნული კვერცხის ფასმა, ხოლო სოფლის კვერცხი ლამისაა 50 თეთრს გასცდეს.

ხილის არც ერთი სახეობა არ ღირს ერთ ლარზე ნაკლები. 1 კილოგრამი ვაშლის ფასი 2 ლარიდან 3,5 ლარამდეა მაშინ, როცა ერთი თვის წინათ ვაშლის ფასი 1,5 ლარს არ აჭარბებდა.

თბილისის ანალოგიურად ფასებმა მოიმატა რეგიონებშიც. მაგალითად, გურიაში განსაკუთრებით გაძვირდა კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი, ლობიო, მწვანილი. კერძოდ, თუ კარტოფილი 80 თეთრი ღირდა, დღეს მისი ფასი ორ ლარამდეა. ბადრიჯანის ფასმა 4 ლარს მიაღწია. სოკოც გაძვირდა და თევზიც - თითქმის 1 ლარით.

სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტების შეფასებით, ფასებზე გარკვეული გავლენა ლარის კურსის ცვლილებამ მოახდინა. ამასთან, იმპორტირებული ნაწარმის შემთხვევაში, საერთაშორისო გავლენაც შეიმჩნევა. რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების პროდუქტს, ეკონომიკის ექსპერტების თქმით, გაძვირება სეზონმაც განაპირობა.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე პროდუქტებზე ფასების მატებას, ერთი მხრივ, სეზონურობას, მეორე მხრივ კი, პროდუქციის დეფიციტს უკავშირებს. მისი აზრით, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, მაღალი ფასები მხოლოდ ახალ წლამდე შენარჩუნდება, იანვრიდან კი ისევ შემცირდება.

"ფასების ზრდას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, შესაძლოა, დადებითი შედეგიც კი ჰქონდეს, მაგრამ მინიმალური მაჩვენებლით. ამ პროცესისგან დიდ სარგებელს არ უნდა ველოდოთ. ძალიან უარყოფითი ფაქტორია ის, რომ საკვების გაძვირება ცუდად იმოქმედებს ღარიბ მოსახლეობაზე და ძალიან დააზარალებს მათ. განსაკუთრებით, თვალშისაცემია ეს, როდესაც ხდება ფართო მოხმარების სურსათის გაძვირება. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, შავი ხიზილალა ათიათასჯერაც რომ გაძვირდეს, ღარიბი მოსახლეობის ჯიბეს ამით არაფერი დააკლდება. ყოველდღიური მოხმარების საქონლის მცირედით გაძვირებაც კი სოციალურად გაჭირვებულ ფენას დიდ დარტყმას მიაყენებს.

რაც შეეხება ლარის კურსს, ისე არ დაცემულა, რომ პროდუქტის გაძვირებაზე ასეთი გავლენა მოეხდინა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სამომხმარებლო ბაზარზე კვების პროდუქტების გაძვირება ლარის კურსის ზრდასთან პირდაპირ კავშირში არ არის. ფასების ცვლილება უფრო დიდია, ვიდრე ლარის კურსის პროცენტული ვარდნა. ამ ყველაფერს სხვა მიზეზი აქვს და უფრო სეზონურობას და საახალწლო სამზადისს უკავშირდება. შეიძლება მიზეზი იყოს დეფიციტიც, რადგან ქვეყანაში სოფლის მეურნეობის წარმოების წილი წლების განმავლობაში მუდმივად მცირდებოდა", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

გამორიცხული არ არის, რომ უკვე იანვრიდან სამომხმარებლო ბაზარზე ფასების კლება დაიწყოს. "მოსახლეობის მყიდველუნარიანობა შემცირებულია იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში უმუშევართა დასაქმების ტემპი არ შეცვლილა. სხვადასხვა პროდუქტებზე ფასი რაც მეტად გაიზრდება ან შენარჩუნდება, შესაბამისად, მომხმარებლის მყიდველობითი უნარი უფრო დაეცემა. ამიტომ, დიდი ალბათობით ახალი წლის შემდეგ ფასები ისევ შემცირდება", - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ასევე დაგაინტერესებთ:

"რაც სამარხვოა და მიწაზე მოდის, ყველაფერი გაძვირდა" - ფოტორეპორტაჟი აგრარული ბაზრიდან

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ