მსახიობი და ტელე-რადიოწამყვანი ია ფარულავა "ფეისბუქზე" თავის მეგობრებს მომავალი სამსახურის არჩევაში დახმარებას სთხოვს.
"მეგობრებო, თქვენი აზრი მაინტერესებს, რა ტიპის კომპანიის სახე უნდა იყოს (ელეგანტური) ია ფარულავა )) არა მამენტ )) გუშინ ძალიან ელეგანტური ვიყავი ნიჭიერში )) 1. სტომატოლოგური კლინიკის 2. პლასტიკური ქირურგიის კლინიკის 3. ესთეტიკური ცენტრის - სილამაზის ინსტიტუტის (არაქირურგიული) 4. კოსმეტიკური ფირმის... თუ დავაყენო ერთი ადგილი :))))) ????? მადლობა <3", - წერს ია.
მსახიობის პოსტს გუგა კუზანოვი გამოეხმაურა და საკუთარ კლინიკაში დასაქმება შესთავაზა.
"ია, ოთხივე გვაქვს და ჩემთან ყველასი ერთად არ იქნები?", - დაწერა კუზანოვმა.
გუგას შეთავაზება იას უპასუხოდ არ დაუტოვებია.
"გუგა, ახლობლებთან ვერ ვიმუშავებ) ))) თან არც ძუძუ, არც დუნდულები, არც ცხვირი და არც პირი არ მაქვს გაკეთებული და არც თქვენი ცნობილი ცერეკები) ))))", - წერს ია.
გუგა კუზანოვი: შემოგევლე, რო არაფერი გაქვს გაკეთებული, ეგ ყველამ ვიცით და სხვათაშორის სულ ვიძახი მაგას, ვხუმრობ ია, ძალიან მაგარი ქალი და მეგობარი ხარ.
ჩემი აზრით, შენ ეგ არ გჭირდება, შენ ხარ ია ფარულავა, ამით ყველაფერი ნათქვამია.