პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი - "თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბატონმა პროკურორმა უნდა დატოვოს თანამდებობა"
დავით ზურაბიშვილი - "თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბატონმა პროკურორმა უნდა დატოვოს თანამდებობა"

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან და­კავ­ში­რე­ბით გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მოკ­ლედ რა ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო:

თუ ბა­ტონ ფარ­ცხა­ლა­ძეს ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ აბ­რა­ლე­ბენ გერ­მა­ნი­ა­ში ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ო­ბას, მა­შინ ამის შე­სა­ხებ და­უ­ყო­ნებ­ლივ უნდა გა­ცხად­დეს სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და ბა­ტონ უგუ­ლა­ვა­საც მო­ე­კი­თხოს პა­სუ­ხი ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის.

და თუ ეს სი­მარ­თლეა, მა­შინ ბა­ტონ­მა პრო­კუ­რორ­მა უნდა და­ტო­ვოს თა­ნამ­დე­ბო­ბა. არა­ნა­ი­რი სხვა პა­სუ­ხი ამ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­ი­ღე­ბა.

ასეა ეს და არ უნდა ამას ბევ­რი ლაი-ლაი", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

გიგი უგუ­ლა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე გერ­მა­ნი­ა­ში ყა­ჩა­ღო­ბის­თვის არის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გუ­შინ გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებს სრულ პა­სუხს ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას უნდა ჩა­მო­ა­შო­როს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია აუგსბურ­გის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ გერ­მა­ნი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 249-ე და 252-ე მუხ­ლე­ბით ყა­ჩა­ღუ­რი ქურ­დო­ბის­თვის. ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს მი­ე­სა­ჯა ძი­რი­თა­დი სას­ჯე­ლი პა­ტიმ­რო­ბა 1 წელი და 3 თვე აუგსბურ­გის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრა პა­სი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბი­სა და გარ­კვე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა. და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლი ძა­ლა­შია 2016 წლის 22 აგ­ვის­ტომ­დე. გა­ნა­ჩე­ნი კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში 2001 წლის 14 მარტს შე­ვი­და. მე მო­ვი­თხოვ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას, რომ მოხ­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა სრუ­ლად მი­ი­ღებს პა­სუხს ამ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ საქ­მე­შიც მსჯავ­რდე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, იმე­დი აქვს, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი "გა­ა­სიგ­რძე­გა­ნებს იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მას გა­აჩ­ნია, რო­გორც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის წარმდგენს და ამ საქ­მეს გერ­მა­ნი­ი­დან გა­მო­ი­თხოვს".

უგუ­ლა­ვას ამ გან­ცხა­დე­ბის პა­სუ­ხად სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და:

"მას შემ­დეგ, რაც მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­აქ­ტი­უ­რა გა­მო­ძი­ე­ბა მთელ რიგ რე­ზო­ნან­სულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, მათ შო­რის თბი­ლი­სის მერი გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა, ხსე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ და­ი­წყო და აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და პო­ლი­ტი­კუ­რი შან­ტა­ჟის და დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის წი­ნა­აღ­მდეგ. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ პა­ტი­მარ ი.მე­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის შემ­დეგ, დღეს უკვე მისი ყა­ჩა­ღად შე­რა­ცხვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თა­დერთ მი­ზანს - მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ნე­ბის­მი­ე­რი ხერ­ხით ჩა­მო­ა­ცი­ლონ და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას და დი­სო­ნან­სი შე­ი­ტა­ნონ პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მარ­თულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს კა­ნო­ნით მის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, აც­ნო­ბი­ე­რებს რა რომ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი საქ­მე. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნილ ყვე­ლა კი­თხვას გა­ე­ცე­მა ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი, ხოლო მცდე­ლო­ბა, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად გა­საღ­დეს, კრა­ხით დას­რულ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით ზურაბიშვილი - "თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბატონმა პროკურორმა უნდა დატოვოს თანამდებობა"

დავით ზურაბიშვილი - "თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბატონმა პროკურორმა უნდა დატოვოს თანამდებობა"

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი მთავარ პროკურორთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

"მოკლედ რა ქალბატონებო და ბატონებო:

თუ ბატონ ფარცხალაძეს ტყუილუბრალოდ აბრალებენ გერმანიაში ყაჩაღობისთვის ნასამართლეობას, მაშინ ამის შესახებ დაუყონებლივ უნდა გაცხადდეს სათანადო მტკიცებულებებით და ბატონ უგულავასაც მოეკითხოს პასუხი ცილისწამებისთვის.

და თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბატონმა პროკურორმა უნდა დატოვოს თანამდებობა. არანაირი სხვა პასუხი ამ შემთხვევაში არ მიიღება.

ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი ლაი-ლაი", - წერს ზურაბიშვილის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

გიგი უგულავას ინფორმაციით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ყაჩაღობისთვის არის გასამართლებული.

როგორც უგულავამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სანამ საზოგადოება მიიღებს სრულ პასუხს ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ ოთარ ფარცხალაძე თანამდებობას უნდა ჩამოაშოროს.

"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელ საქმეშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "გაასიგრძეგანებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია, როგორც მთავარი პროკურორის წარმდგენს და ამ საქმეს გერმანიიდან გამოითხოვს".

უგულავას ამ განცხადების პასუხად საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება გავრცელდა:

"მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ გააქტიურა გამოძიება მთელ რიგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი გიორგი უგულავა, ხსენებული ბრალდებულების ხელმძღვანელობით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიწყო და აქტიურ ფაზაში შევიდა პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ ი.მერაბიშვილთან შეხვედრაში დადანაშაულების შემდეგ, დღეს უკვე მისი ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს - მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურა აუცილებლად გააგრძელებს კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, აცნობიერებს რა რომ დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მარტივი საქმე. საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი, ხოლო მცდელობა, გამოძიების პროცესი პოლიტიკურ დევნად გასაღდეს, კრახით დასრულდება", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს