მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ქნათ, თუ კომპიუტერთან მუშაობისას თვალები გტკივათ
რა უნდა ქნათ, თუ კომპიუტერთან მუშაობისას თვალები გტკივათ

კომ­პი­უ­ტერ­თან დიდ­ხანს მუ­შა­ო­ბი­სას თვა­ლი იტ­ვირ­თე­ბა. ბევ­რს სტკი­ვა თვა­ლი, შუბ­ლის არე და უჩ­ნდე­ბა სიმ­შრა­ლის შეგ­რძნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი შე­საძ­ლე­ბე­ლია სწო­რედ კომ­პი­უ­ტერ­თან დიდ­ხანს მუ­შა­ო­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ "კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბის სინ­დრო­მი" (CVS) ექი­მის გა­რე­შე ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.

1. და­ლი­ეთ დღე­ში მი­ნი­მუმ 2 ლიტ­რი სი­თხე, გა­მო­ი­ყე­ნეთ თვა­ლის წვე­თე­ბი - ე.წ. ხე­ლოვ­ნუ­რი ცრემ­ლი.

2. ყო­ველ ორ სა­ათ­ში მო­წყდით კომ­პი­უ­ტერს, ადე­ქით, გა­ი­კე­თეთ ჩაი, შე­ას­რუ­ლეთ რამ­დე­ნი­მე სა­ვარ­ჯი­შო.

3. და­ა­რე­გუ­ლი­რეთ მო­ნი­ტო­რის სიმ­კვეთ­რე ისე, რომ ის შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ოთახ­ში არ­სე­ბულ გა­ნა­თე­ბას.

4. გაწ­მინ­დეთ მო­ნი­ტო­რი. მო­ნი­ტორ­ზე არ­სე­ბუ­ლი მტვრის ფენა უფრო მე­ტად ღლის თვალს.

გა­ა­კე­თეთ თვა­ლის სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ დაღ­ლი­ლო­ბის მოხ­სნა­ში. შე­ას­რუ­ლეთ ისი­ნი ყო­ველ ჯერ­ზე, როცა დის­კომ­ფორ­ტს იგ­რძნობთ.

გთა­ვა­ზობთ სა­ვარ­ჯი­შო­ებს დაღ­ლი­ლი თვა­ლის­თვის:

1. ისე რომ, თავი არ მი­ატ­რი­ა­ლოთ, რამ­დენ­ჯერ­მე აი­ხე­დეთ ზე­ვით, ქვე­ვით, მარ­ჯვნივ, მარ­ცხნივ. გა­ა­კე­თეთ ეს ჯერ ღია, შემ­დეგ და­ხუ­ჭუ­ლი თვა­ლით.

2. "და­ხა­ტეთ წრე­ე­ბი" და­ხუ­ჭუ­ლი და ღია თვა­ლე­ბით. ჯერ ერთი, მერე მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბით.

3. ამოძ­რა­ვეთ თვა­ლის გუ­გე­ბი ისე, რომ და­ი­ხა­ტოს რვი­ა­ნი.

4. სწრა­ფად და მსუ­ბუ­ქად ახამ­ხა­მეთ თვა­ლე­ბი 1-2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

5. გა­ი­კე­თეთ მსუ­ბუ­ქი მა­სა­ჟი და­ხუ­ჭულ თვა­ლებ­ზე თი­თის ბა­ლი­შე­ბით.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა უნდა ქნათ, თუ კომპიუტერთან მუშაობისას თვალები გტკივათ

რა უნდა ქნათ, თუ კომპიუტერთან მუშაობისას თვალები გტკივათ

კომპიუტერთან დიდხანს მუშაობისას თვალი იტვირთება. ბევრს სტკივა თვალი, შუბლის არე და უჩნდება სიმშრალის შეგრძნება. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია სწორედ კომპიუტერთან დიდხანს მუშაობით იყოს გამოწვეული. რა უნდა გავაკეთოთ, რომ "კომპიუტერული მხედველობის სინდრომი" (CVS) ექიმის გარეშე ავიცილოთ თავიდან.

1. დალიეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სითხე, გამოიყენეთ თვალის წვეთები - ე.წ. ხელოვნური ცრემლი.

2. ყოველ ორ საათში მოწყდით კომპიუტერს, ადექით, გაიკეთეთ ჩაი, შეასრულეთ რამდენიმე სავარჯიშო.

3. დაარეგულირეთ მონიტორის სიმკვეთრე ისე, რომ ის შეესაბამებოდეს ოთახში არსებულ განათებას.

4. გაწმინდეთ მონიტორი. მონიტორზე არსებული მტვრის ფენა უფრო მეტად ღლის თვალს.

გააკეთეთ თვალის სავარჯიშოები, რომელიც დაგეხმარებათ დაღლილობის მოხსნაში. შეასრულეთ ისინი ყოველ ჯერზე, როცა დისკომფორტს იგრძნობთ.

გთავაზობთ სავარჯიშოებს დაღლილი თვალისთვის:

1. ისე რომ, თავი არ მიატრიალოთ, რამდენჯერმე აიხედეთ ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ. გააკეთეთ ეს ჯერ ღია, შემდეგ დახუჭული თვალით.

2. "დახატეთ წრეები" დახუჭული და ღია თვალებით. ჯერ ერთი, მერე მეორე მიმართულებით.

3. ამოძრავეთ თვალის გუგები ისე, რომ დაიხატოს რვიანი.

4. სწრაფად და მსუბუქად ახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში.

5. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი დახუჭულ თვალებზე თითის ბალიშებით.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა

ქართველი პროგრამისტი გოგონა, რომელიც კანადაში სრული დაფინანსებით ისწავლის - "სქესის გამო, ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი"

როგორ გამოვიყენოთ სწორად პირბადე, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება