პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი - ბიზ­ნე­სად ქცე­უ­ლი სი­ლა­მა­ზე?!
ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი - ბიზ­ნე­სად ქცე­უ­ლი სი­ლა­მა­ზე?!

სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი "მის სა­ქარ­თვე­ლო" 1996 წლი­დან ტარ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სკან­და­ლე­ბი არა­სო­დეს მოჰ­კლე­ბია - მი­სი მო­ნა­წი­ლე ხან გათხ­ო­ვი­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლა, ხან კი... ნა­სა­მარ­თლე­ვი. შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს არა­ერ­თხელ და­უ­ჩივ­ლი­ათ, რომ მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი მხო­ლოდ ბიზ­ნე­სად ქცე­უ­ლი სი­ლა­მა­ზეა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ვლინ­დე­ბა. კონ­კურ­სე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ ბრალ­დე­ბას, რა თქმა უნ­და, უარ­ყო­ფენ, თუმ­ცა მათ­გან გა­ნაწყ­ე­ნე­ბუ­ლიც ბევ­რი გვი­ნა­ხავს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას "მის სამ­ყა­რო­სა" და "მის მსოფ­ლი­ო­ზე" წა­რად­გე­ნენ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ წარ­მა­ტე­ბა არ­ცთუ ისე ხში­რად მოგ­ვი­პო­ვე­ბი­ა. რა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, სულ ცო­ტა, ათე­ულ­ში მა­ინც მოხ­ვდეს? - ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რი­ა, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უდა­ვოდ ლა­მა­ზი­ა, თუმ­ცა ეს სი­ლა­მა­ზე რა­ტომ­ღაც არ ფას­დე­ბა, ან "რა­ღაც დე­ტა­ლი აკ­ლი­ა". მთა­ვა­რი კი ისა­ა, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით არ­ჩე­ვენ "მის სა­ქარ­თვე­ლოს" მო­ნა­წი­ლე­ებს. ამ თე­მა­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ყო­ფი­ლი მო­დე­ლი გი­ორ­გი ნაზღ­ა­ი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზეა და რა გა­საკ­ვი­რი­ა, რომ ასეთ ქვე­ყა­ნა­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ვერ ტარ­დე­ბა.­ ა­ქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღირ­სე­ულ შე­დეგ­საც ვერ ვი­ღებთ. ჩვენ­ში ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის ნაც­ნო­ბი ან ნა­თე­სა­ვია და ამის მი­ხედ­ვით ხდე­ბა ჩაწყ­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ ფაქ­ტებს ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით. ათ­ბა­ლი­ა­ნი სის­ტე­მით რომ შე­ვა­ფა­სოთ, რამ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად ტარ­დე­ბა კონ­კურ­სე­ბი ჩვენ­ში, მე სამ ქუ­ლას დავ­წერ­დი.

- ქარ­თვე­ლი მო­დე­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის კონ­კურ­სებ­ზე წარ­მა­ტე­ბას რომ ვერ აღ­წე­ვენ, ამის გა­მო ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. ამის მი­ზე­ზიც ე.წ. ჩაწყ­ო­ბა­ა?

- აქ კი­დევ ბევ­რი ნი­უ­ან­სი­ა. თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი გო­გო­ნა­ა, თუმ­ცა მენ­ტა­ლი­­ტე­ტი თა­ვი­სას შვრე­ბა. ვი­ღა­ცას მა­მა არ უშ­ვებს, ვი­ღა­ცას ბი­ძა. მე­ო­რე პრობ­ლე­მაა ის, რაც ზე­მო­თაც აღვ­ნიშ­ნე - რომ ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის ნაც­ნო­ბო­ბის გა­მო ხვდე­ბა ასეთ კონ­კურ­სში. იმ შეკ­რე­ბი­ლი გო­გო­ნე­ბი­დან, კარ­გია თუ ცუ­დი, ვი­ღა­ცამ ხომ უნ­და გა­ი­მარ­ჯვოს? ზო­გი­ერ­თი იმა­საც ფიქ­რობს, მა­ინც ჩაწყ­ო­ბი­ლია და რა­ტომ მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ო. ჩე­მი აზ­რით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­ინც უნ­და მი­ი­ღო, რად­გან შე­ნი სი­ლა­მა­ზე და ნი­ჭი არა­სო­დეს და­ი­კარ­გე­ბა, შე­საძ­ლოა შემ­დგომ­ში გახ­დე ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ჩაწყ­ო­ბით მოხ­ვდი თუ არა.

- რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით უნ­და შე­ფას­დეს მო­დე­ლი, წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წი­ოს?

- სა­ერ­თოდ, ქარ­თვე­ლებს ზედ­მე­ტი თა­ვის ქე­ბა გვჩ­ვე­ვი­ა. მო­დით, ნუ შე­ვა­ქებთ ჩვენს თავს, უმ­ჯო­ბე­სია სხვამ შეგ­ვა­ქოს. ჩვენ­თან სა­მო­დე­ლო სფე­რო სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ, ქარ­თველ­მა რომ გა­ი­მარ­ჯვოს, კი­დეც გა­მიკ­ვირ­დე­ბა. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი არ გვყავს.

ნო­დარ ქუ­თა­თე­ლა­ძე სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებს 90-ი­ა­ნი წლე­ბი­დან ატა­რებ­და, 2004 წლის შემ­დეგ კონ­კურ­სი აღარ ჩა­უ­ტე­რე­ბი­ა, თუმ­ცა ამ სა­კითხ­ზე თვალ­საზ­რი­სი გაგ­ვი­ზია­რა:

- დი­დი ხა­ნია კონ­კურ­სი აღარ ჩა­მი­ტა­რე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, აღარც ვი­ცი, დღეს რა ხდე­ბა, მაგ­რამ გუ­ლი მწყდე­ბა, კონ­კურ­სე­ბი არა­სა­მარ­თლი­ა­ნად რომ ტარ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ამის თქმა ჩემ­გან უხერ­ხუ­ლი იყოს, მაგ­რამ ჩემ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბი ცო­ტა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, პა­ტა­რა მი­ნი-­სპექ­ტაკ­ლი იყო ყო­ვე­ლი ტუ­რი. მე რომ სა­მარ­თლი­ა­ნად ვა­ტა­რებ­დი და მეტ­რო­თი მოვ­დი­ო­დი კონ­კურ­სის შემ­დეგ, ეს ზუს­ტად ვი­ცი, დღეს კი რას აკე­თე­ბენ, ვერ გეტყ­ვით...

- რა­ტომ ვერ აღ­წე­ვენ ჩვე­ნი მო­დე­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე წარ­მა­ტე­ბას?

- ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი გო­გო­ნა გვყავს, ღმერ­თმა გვიმ­რავ­ლოს, მაგ­რამ ჩვენ­ში კონ­კურ­სე­ბი უსა­მარ­თლოდ ტარ­დე­ბა და ასე­ვე ხდე­ბა პირ­ვე­ლი ად­გი­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა. არ ვი­ცი, ჩაწყ­ო­ბა ხდე­ბა თუ არა, მაგ­რამ ჟი­უ­რი­ში რომ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი სხე­დან, უდა­ვო­ა (ჩემ­თან ყო­ველ­თვის ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი იჯ­და). ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის რა ხე­ი­რია აქე­დან, ვერ ვხვდე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში მე­წარ­მე, მე­წა­ღე და პუ­რის მცხო­ბე­ლი იჯ­დეს. ამით ვე­რას­დროს მი­ვაღ­წევთ იმ დო­ნეს, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე­ა. დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ერ­თოდ უმარ­თე­ბუ­ლოდ მი­მაჩ­ნია, ასე­თი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბას, ჯო­ბი­ა, სა­ერ­თოდ არ ჩა­ა­ტა­რო. ჯერ ერ­თი, სპონ­სო­რე­ბი არ არი­ან. მე ყო­ველ­თვის გა­ჭირ­ვე­ბით ვა­ტა­რებ­დი, ვმათხ­ოვ­რობ­დი. დღეს ვე­ღარ იმათხ­ოვ­რებ. ამი­ტო­მაც გვაქვს ის, რაც გვაქვს...

პირ­ვე­ლი "მის მსოფ­ლიო"

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სი­ლა­მა­ზის კონ­კუ­რსი "მის მსოფ­ლი­ო" 1951 წელს ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სში დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­დან 21 გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, 5 კი საზღ­ვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან. პირ­ვე­ლი "მის მსოფ­ლიო" შვე­დი კერ­სტინ "კი­კი" ჰა­კან­სო­ნი გახ­და.

ესა­უბ­რა ქეთი სა­გი­ნაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი - ბიზ­ნე­სად ქცე­უ­ლი სი­ლა­მა­ზე?!

ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი - ბიზ­ნე­სად ქცე­უ­ლი სი­ლა­მა­ზე?!

სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი "მის სა­ქარ­თვე­ლო" 1996 წლი­დან ტარ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სკან­და­ლე­ბი არა­სო­დეს მოჰ­კლე­ბია - მი­სი მო­ნა­წი­ლე ხან გათხ­ო­ვი­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლა, ხან კი... ნა­სა­მარ­თლე­ვი. შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს არა­ერ­თხელ და­უ­ჩივ­ლი­ათ, რომ მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბი მხო­ლოდ ბიზ­ნე­სად ქცე­უ­ლი სი­ლა­მა­ზეა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ვლინ­დე­ბა. კონ­კურ­სე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ ბრალ­დე­ბას, რა თქმა უნ­და, უარ­ყო­ფენ, თუმ­ცა მათ­გან გა­ნაწყ­ე­ნე­ბუ­ლიც ბევ­რი გვი­ნა­ხავს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას "მის სამ­ყა­რო­სა" და "მის მსოფ­ლი­ო­ზე" წა­რად­გე­ნენ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ წარ­მა­ტე­ბა არ­ცთუ ისე ხში­რად მოგ­ვი­პო­ვე­ბი­ა. რა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, სულ ცო­ტა, ათე­ულ­ში მა­ინც მოხ­ვდეს? - ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რი­ა, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უდა­ვოდ ლა­მა­ზი­ა, თუმ­ცა ეს სი­ლა­მა­ზე რა­ტომ­ღაც არ ფას­დე­ბა, ან "რა­ღაც დე­ტა­ლი აკ­ლი­ა". მთა­ვა­რი კი ისა­ა, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით არ­ჩე­ვენ "მის სა­ქარ­თვე­ლოს" მო­ნა­წი­ლე­ებს. ამ თე­მა­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ყო­ფი­ლი მო­დე­ლი გი­ორ­გი ნაზღ­ა­ი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

-  ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზეა და რა გა­საკ­ვი­რი­ა, რომ ასეთ ქვე­ყა­ნა­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ვერ ტარ­დე­ბა.­ ა­ქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღირ­სე­ულ შე­დეგ­საც ვერ ვი­ღებთ. ჩვენ­ში ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის ნაც­ნო­ბი ან ნა­თე­სა­ვია და ამის მი­ხედ­ვით ხდე­ბა ჩაწყ­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ ფაქ­ტებს ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით. ათ­ბა­ლი­ა­ნი სის­ტე­მით რომ შე­ვა­ფა­სოთ, რამ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლად და სა­მარ­თლი­ა­ნად ტარ­დე­ბა კონ­კურ­სე­ბი ჩვენში, მე სამ ქუ­ლას დავ­წერ­დი.

-  ქარ­თვე­ლი მო­დე­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის კონ­კურ­სებ­ზე წარ­მა­ტე­ბას რომ ვერ აღ­წე­ვენ, ამის გა­მო ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. ამის მი­ზე­ზიც ე.წ. ჩაწყ­ო­ბა­ა?

-  აქ კი­დევ ბევ­რი ნი­უ­ან­სი­ა. თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი გო­გო­ნა­ა, თუმ­ცა მენ­ტა­ლი­­ტე­ტი თა­ვი­სას შვრე­ბა. ვი­ღა­ცას მა­მა არ უშ­ვებს, ვი­ღა­ცას ბი­ძა. მე­ო­რე პრობ­ლე­მაა ის, რაც ზემოთაც აღვ­ნიშ­ნე - რომ ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცის ნაც­ნო­ბო­ბის გა­მო ხვდე­ბა ასეთ კონ­კურ­სში. იმ შეკ­რე­ბი­ლი გო­გო­ნე­ბი­დან, კარ­გია თუ ცუ­დი, ვი­ღა­ცამ ხომ უნ­და გა­ი­მარ­ჯვოს? ზო­გი­ერ­თი იმა­საც ფიქ­რობს, მა­ინც ჩაწყ­ო­ბი­ლია და რა­ტომ მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ო. ჩე­მი აზ­რით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მა­ინც უნ­და მი­ი­ღო, რად­გან შე­ნი სი­ლა­მა­ზე და ნი­ჭი არა­სო­დეს და­ი­კარ­გე­ბა, შესაძლოა შემ­დგომ­ში გახ­დე ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ჩაწყ­ო­ბით მოხ­ვდი თუ არა.

-  რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით უნ­და შე­ფას­დეს მო­დე­ლი, წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წი­ოს?

-  სა­ერ­თოდ, ქარ­თვე­ლებს ზედ­მე­ტი თა­ვის ქე­ბა გვჩვე­ვი­ა. მო­დით, ნუ შე­ვა­ქებთ ჩვენს თავს, უმ­ჯო­ბე­სია სხვამ შეგ­ვა­ქოს. ჩვენ­თან სა­მო­დე­ლო სფე­რო სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ, ქარ­თველ­მა რომ გა­ი­მარ­ჯვოს, კი­დეც გა­მიკ­ვირ­დე­ბა. თუმცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი არ გვყავს.

ნო­დარ ქუ­თა­თე­ლა­ძე სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებს 90-ი­ა­ნი წლე­ბი­დან ატა­რებ­და, 2004 წლის შემ­დეგ კონ­კურ­სი აღარ ჩა­უ­ტე­რე­ბი­ა, თუმ­ცა ამ სა­კითხ­ზე თვალსაზრისი გაგ­ვი­ზია­რა:

-  დი­დი ხა­ნია კონ­კურ­სი აღარ ჩა­მი­ტა­რე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, აღარც ვი­ცი, დღეს რა ხდე­ბა, მაგ­რამ გუ­ლი მწყდე­ბა, კონ­კურ­სე­ბი არა­სა­მარ­თლი­ა­ნად რომ ტარ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ამის თქმა ჩემ­გან უხერ­ხუ­ლი იყოს, მაგ­რამ ჩემ მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბი ცო­ტა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, პა­ტა­რა მი­ნი-­სპექ­ტაკ­ლი იყო ყო­ვე­ლი ტუ­რი. მე რომ სა­მარ­თლი­ა­ნად ვა­ტა­რებ­დი და მეტ­რო­თი მოვ­დი­ო­დი კონ­კურ­სის შემ­დეგ, ეს ზუს­ტად ვი­ცი, დღეს კი რას აკე­თე­ბენ, ვერ გეტყ­ვით...

-  რა­ტომ ვერ აღ­წე­ვენ ჩვე­ნი მო­დე­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე წარ­მა­ტებას?

-  ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი გო­გო­ნა გვყავს, ღმერ­თმა გვიმ­რავ­ლოს, მაგ­რამ ჩვენში კონ­კურ­სე­ბი უსა­მარ­თლოდ ტარ­დე­ბა და ასე­ვე ხდე­ბა პირ­ვე­ლი ად­გი­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა. არ ვი­ცი, ჩაწყ­ო­ბა ხდე­ბა თუ არა, მაგრამ ჟი­უ­რი­ში რომ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი სხე­დან, უდა­ვო­ა (ჩემ­თან ყო­ველ­თვის ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი იჯ­და). ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის რა ხე­ი­რია აქე­დან, ვერ ვხვდე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში მე­წარ­მე, მე­წა­ღე და პუ­რის მცხო­ბე­ლი იჯ­დეს. ამით ვე­რას­დროს მი­ვაღ­წევთ იმ დო­ნეს, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ზე­ა. დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ერ­თოდ უმარ­თე­ბუ­ლოდ მი­მაჩ­ნია, ასე­თი ფორ­მით ჩა­ტა­რე­ბას, ჯო­ბი­ა, სა­ერ­თოდ არ ჩა­ა­ტა­რო. ჯერ ერ­თი, სპონ­სო­რე­ბი არ არი­ან. მე ყო­ველ­თვის გა­ჭირ­ვე­ბით ვა­ტა­რებ­დი, ვმათხ­ოვ­რობ­დი. დღეს ვე­ღარ იმათხ­ოვ­რებ. ამი­ტო­მაც გვაქვს ის, რაც გვაქვს...

პირ­ვე­ლი "მის მსოფ­ლიო"

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სი­ლა­მა­ზის კონ­კუ­რსი "მის მსოფ­ლი­ო" 1951 წელს ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სში დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­დან 21 გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, 5 კი საზღ­ვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან. პირ­ვე­ლი "მის მსოფ­ლიო" შვე­დი კერ­სტინ "კი­კი" ჰა­კან­სო­ნი გახ­და.

ესაუბრა ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია