სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაეხვივნენ ქართველი ფეხბურთელები გაუგებრობაში
როგორ გაეხვივნენ ქართველი ფეხბურთელები გაუგებრობაში

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი დათო თარ­გა­მა­ძე და თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი ბოლო დროს სკან­დალ­ში გა­ეხ­ვივ­ნენ. მათი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის "ილი­ჩი­ვე­ცის" მწვრთნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ არ იცის, სად არი­ან ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ერთი თვეა, რაც არ გა­მო­ჩე­ნი­ლა­ნო. და­თო­სა და თორ­ნი­კეს "ილი­ჩი­ვე­ცის" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ცოტა ხნის წინ და­უმ­თავ­რდათ, თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დნენ და ახლა სხვა გუნ­დე­ბის­გან ელი­ან შე­თა­ვა­ზე­ბებს. და­ვით თარ­გა­მა­ძეს­თან შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ რო­გორც იქნა, მო­ვი­ხელ­თეთ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად.

- დათო, რა მოხ­და დო­ნეცკ­ში? ცოტა ხნის წინ მწვრთნე­ლი ამ­ბობ­და შენ­სა და თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვილ­ზე, რომ და­ი­კარ­გეთ და ვერ გპო­უ­ლობ­დათ. სად იყა­ვით?

- ჩვენს გუნდთან ერ­თად. და­ი­წე­რა, რომ ნაკ­რე­ბი­დან სექ­ტემ­ბერ­ში წა­ვე­დით და მას მერე გუნდში არ გა­მოვ­ჩე­ნილ­ვართ. ამ ინ­ტერ­ვი­უს და­ბეჭდ­ვის შემ­დეგ მწვრთნელ­მა დაგ­ვი­ბა­რა და გვი­თხრა, ვი­გუ­ლის­ხმე, რომ ნაკ­რე­ბი­დან ტრავ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ჩა­მოხ­ვე­დით და გუნდთან ერ­თად ვე­ღარ ივარ­ჯი­შეთ. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გეს და სხვა­ნა­ი­რად და­წე­რე­სო. ფაქ­ტია, რომ რე­ა­ლუ­რად გუნდთან ერ­თად ვი­ყა­ვით. მე წე­ლის პრობ­ლე­მა მქონ­და, თორ­ნი­კეს - მე­ნის­კის და გუნდთან ერ­თად არ გვი­ვარ­ჯი­შია. თუმ­ცა გუნ­დის ექიმ­თან დავ­დი­ო­დით და მერე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვვარ­ჯი­შობ­დით. ჩვენ­მა მწვრთნელ­მა ჩვე­ნი თან­დას­წრე­ბით და­უ­რე­კა ჟურ­ნა­ლისტს და უთხრა, თქვენ სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გეთ, რაც გი­თხა­რი­თო და მერე და­ი­წე­რა, რომ მე და თორ­ნი­კე გუნდში ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ტრავ­მე­ბის გამო არ ვვარ­ჯი­შობ­დით. მარ­თლა არ მეს­მის, რო­გორ უნდა ეთ­ქვა მწვრთნელს, თორ­ნი­კე და დათო არ მი­ნა­ხავ­სო, როცა ყო­ველ­დღე გვხე­დავ­და.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ ერ­თო­ბით შენ და თორ­ნი­კე.

- ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლია ჩვე­ნი გუნ­დე­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. მთე­ლი გუნ­დი ვი­ყა­ვით და­ბა­დე­ბის დღე­ზე და ბი­ჭებ­მა გვთხო­ვეს, ქარ­თუ­ლი იცეკ­ვე­თო. ამ დროს გა­დაგ­ვი­ღეს ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოხ­ვდა. ამ ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­კეთ­და კო­მენ­ტა­რე­ბი, თარ­გა­მა­ძე და ოქ­რი­აშ­ვი­ლი გუ­ლა­ო­ბენ და რე­ჟიმ­ში არ არი­ა­ნო. ამ ამ­ბავს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ და შემ­დეგ­ში მსგავს ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღარ დავ­დებ, თო­რემ ასეთ საქ­ცი­ელს ბევ­რი ჭორი მოჰ­ყვე­ბა.

- ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, შენ და თორ­ნი­კე კარ­გად ცეკ­ვავთ.

- მე ასე ვერ ვი­ტყო­დი. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის კარ­გად ვცეკ­ვავთ. ყვე­ლას მოს­წონ­და და გვთხოვ­დნენ, ქარ­თუ­ლი გვე­ცეკ­ვა.

- და­დი­ო­დით ცეკ­ვა­ზე?

- არა, ჩვე­ნი სტი­ლი გვაქვს და რა­ღა­ცებს ვწვა­ლობთ.

- სას­მელ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- მე და თორ­ნი­კე ვცდი­ლობთ, ჯან­სა­ღად ვი­ცხოვ­როთ. ჩვენ­გან სი­გა­რე­ტი ძა­ლი­ან შორ­საა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ლე­ვას, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად და ცო­ტას ვსვამთ. ახალ წელს შე­იძ­ლე­ბა, ოჯახ­თან ერ­თად სიმ­ბო­ლუ­რად ერთი ჭიქა დავ­ლიო. იმ­დე­ნი არას­დროს და­მი­ლე­ვია, სახ­ლში ხე­ლით წა­ვეყ­ვა­ნე ვინ­მეს.

- კონ­ტრაქ­ტი ორი­ვეს გა­გი­უქ­მდათ "ილი­ჩი­ვეც­ში". თორ­ნი­კე არ არის კმა­ყო­ფი­ლი ამ გუნდში თა­მა­შით. შენც იმა­ვე აზ­რის ხარ?

- რა თქმა უნდა, არ ვი­ყა­ვი კმა­ყო­ფი­ლი ამ გუნდში ყოფ­ნით, მაგ­რამ კონ­ტრაქ­ტი გვქონ­და და ვერ წა­მო­ვი­დო­დით. "ილი­ჩი­ვეც­ზე" უკე­თე­სი გუნ­დე­ბი არი­ან. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჯერ არც ვიცი, სად წა­ვალთ. ჩვე­ნი აგენ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. იან­ვრის ბო­ლომ­დე არის სატ­რანსფე­რო ფან­ჯა­რა. ამ დრომ­დე შეგ­ვიძ­ლია, სხვა გუნდში გა­და­ვი­დეთ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას არ ვჩ­ქა­რობთ. ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სა­დაც იქ­ნე­ბა, იქ გა­და­ვალ.

- რო­მელ გუნდში გირ­ჩევ­ნია თა­მა­ში. რო­გორ ფიქ­რობ, სად უფრო გა­მო­ამ­ჟღავ­ნებ შენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს?

- ჩემი და თორ­ნი­კეს ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლია, ევ­რო­პა­ში ვი­თა­მა­შოთ.

- ახლა, რო­დე­საც შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ელო­დე­ბი და ის­ვე­ნებ, ვარ­ჯიშს აგ­რძე­ლებ?

- რამ­დე­ნი­მე დღეა, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვარ­ჯიშს ვაგ­რძე­ლებ. დავ­დი­ვარ ტრე­ნა­ჟო­რებ­სა და აუზ­ზე. სა­ერ­თოდ რომ არ ვი­ვარ­ჯი­შო, იფიქ­რე­ბენ, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩვენ­თვის ვვარ­ჯი­შობთ. მი­ნი­ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ ხოლ­მე ჩვენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

როგორ გაეხვივნენ ქართველი ფეხბურთელები გაუგებრობაში

როგორ გაეხვივნენ ქართველი ფეხბურთელები გაუგებრობაში

ფეხბურთელები დათო თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი ბოლო დროს სკანდალში გაეხვივნენ. მათი საფეხბურთო გუნდის ''ილიჩივეცის'' მწვრთნელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ იცის, სად არიან ქართველი ფეხბურთელები, ერთი თვეა, რაც არ გამოჩენილანო. დათოსა და თორნიკეს ''ილიჩივეცის'' ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ დაუმთავრდათ, თბილისში დაბრუნდნენ და ახლა სხვა გუნდებისგან ელიან შეთავაზებებს. დავით თარგამაძესთან შეხვედრა საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, მოვიხელთეთ ინტერვიუს ჩასაწერად.

- დათო, რა მოხდა დონეცკში? ცოტა ხნის წინ მწვრთნელი ამბობდა შენსა და თორნიკე ოქრიაშვილზე, რომ დაიკარგეთ და ვერ გპოულობდათ. სად იყავით?

- ჩვენს გუნდთან ერთად. დაიწერა, რომ ნაკრებიდან სექტემბერში წავედით და მას მერე გუნდში არ გამოვჩენილვართ. ამ ინტერვიუს დაბეჭდვის შემდეგ მწვრთნელმა დაგვიბარა და გვითხრა, ვიგულისხმე, რომ ნაკრებიდან ტრავმირებულები ჩამოხვედით და გუნდთან ერთად ვეღარ ივარჯიშეთ. ჟურნალისტებმა სხვანაირად გაიგეს და სხვანაირად დაწერესო. ფაქტია, რომ რეალურად გუნდთან ერთად ვიყავით. მე წელის პრობლემა მქონდა, თორნიკეს - მენისკის და გუნდთან ერთად არ გვივარჯიშია. თუმცა გუნდის ექიმთან დავდიოდით და მერე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდით. ჩვენმა მწვრთნელმა ჩვენი თანდასწრებით დაურეკა ჟურნალისტს და უთხრა, თქვენ სხვანაირად გაიგეთ, რაც გითხარითო და მერე დაიწერა, რომ მე და თორნიკე გუნდში ვიყავით, მაგრამ ტრავმების გამო არ ვვარჯიშობდით. მართლა არ მესმის, როგორ უნდა ეთქვა მწვრთნელს, თორნიკე და დათო არ მინახავსო, როცა ყოველდღე გვხედავდა.

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ერთობით შენ და თორნიკე.

- ფოტოები გადაღებულია ჩვენი გუნდელის დაბადების დღეზე. მთელი გუნდი ვიყავით დაბადების დღეზე და ბიჭებმა გვთხოვეს, ქართული იცეკვეთო. ამ დროს გადაგვიღეს ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში მოხვდა. ამ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდა კომენტარები, თარგამაძე და ოქრიაშვილი გულაობენ და რეჟიმში არ არიანო. ამ ამბავს გავითვალისწინებ და შემდეგში მსგავს ფოტოებს სოციალურ ქსელში აღარ დავდებ, თორემ ასეთ საქციელს ბევრი ჭორი მოჰყვება.

- ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შენ და თორნიკე კარგად ცეკვავთ.

- მე ასე ვერ ვიტყოდი. უკრაინელებისთვის კარგად ვცეკვავთ. ყველას მოსწონდა და გვთხოვდნენ, ქართული გვეცეკვა.

- დადიოდით ცეკვაზე?

- არა, ჩვენი სტილი გვაქვს და რაღაცებს ვწვალობთ.

- სასმელთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- მე და თორნიკე ვცდილობთ, ჯანსაღად ვიცხოვროთ. ჩვენგან სიგარეტი ძალიან შორსაა. რაც შეეხება დალევას, ძალიან იშვიათად და ცოტას ვსვამთ. ახალ წელს შეიძლება, ოჯახთან ერთად სიმბოლურად ერთი ჭიქა დავლიო. იმდენი არასდროს დამილევია, სახლში ხელით წავეყვანე ვინმეს.

- კონტრაქტი ორივეს გაგიუქმდათ ''ილიჩივეცში''. თორნიკე არ არის კმაყოფილი ამ გუნდში თამაშით. შენც იმავე აზრის ხარ?

- რა თქმა უნდა, არ ვიყავი კმაყოფილი ამ გუნდში ყოფნით, მაგრამ კონტრაქტი გვქონდა და ვერ წამოვიდოდით. ''ილიჩივეცზე'' უკეთესი გუნდები არიან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ არც ვიცი, სად წავალთ. ჩვენი აგენტები მუშაობენ. იანვრის ბოლომდე არის სატრანსფერო ფანჯარა. ამ დრომდე შეგვიძლია, სხვა გუნდში გადავიდეთ. გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ. ყველაზე კარგი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სადაც იქნება, იქ გადავალ.

- რომელ გუნდში გირჩევნია თამაში. როგორ ფიქრობ, სად უფრო გამოამჟღავნებ შენს შესაძლებლობებს?

- ჩემი და თორნიკეს ძალიან დიდი სურვილია, ევროპაში ვითამაშოთ.

- ახლა, როდესაც შემოთავაზებას ელოდები და ისვენებ, ვარჯიშს აგრძელებ?

- რამდენიმე დღეა, თბილისში ჩამოვედი. ინდივიდუალურად ვარჯიშს ვაგრძელებ. დავდივარ ტრენაჟორებსა და აუზზე. საერთოდ რომ არ ვივარჯიშო, იფიქრებენ, არაპროფესიონალი ვარ. ინდივიდუალურად ჩვენთვის ვვარჯიშობთ. მინიფეხბურთს ვთამაშობ ხოლმე ჩვენს მეგობრებთან ერთად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია