პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვდგა­ვართ თუ არა რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ი­ს" საფ­რ­თხის წი­ნა­შე?
ვდგა­ვართ თუ არა რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ი­ს" საფ­რ­თხის წი­ნა­შე?

http://chasovnya.msk.ru/...... მა­ნამ, სა­ნამ ამ სამ­ლოც­ვე­ლო­ში შე­ა­ბი­ჯებ­დეთ, გახ­სოვ­დეთ შემ­დე­გი: თქვენ უფ­ლის შვი­ლი ხართ. კარ­გად და­ფიქ­რ­დით იმა­ზე, თუ რა უნ­და სთხო­ვოთ უფალს ან რის­თ­ვის უნ­და გა­და­უ­ხა­დოთ მად­ლო­ბა. აქ თქვენ აგ­რეთ­ვე შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ შე­სა­ბა­მი­სი ლოც­ვა და ილო­ცოთ ახ­ლობ­ლებ­ზე.

შემ­დეგ სამ­ლოც­ვე­ლოს მარ­ჯ­ვე­ნა ფლი­გელ­ში ინაც­ვ­ლებთ, სა­დაც წმინ­დან­თა გრძე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. ირ­ჩევთ სა­სურ­ველ წმინ­დანს და მი­სი ხა­ტის წინ ლოც­ვას კი­თხუ­ლობთ. თუ შე­სა­ბა­მი­სი ლოც­ვა ზე­პი­რად არ იცით, შე­გიძ­ლი­ათ, ტა­ბუ­რეტ­ზე და­დე­ბუ­ლი ლოც­ვე­ბის წიგ­ნი მო­იშ­ვე­ლი­ოთ. სან­თ­ლე­ბიც იქ­ვეა, ოღონდ მარ­ცხ­ნივ - ხის ყუთ­ში.

მათ შე­სა­ძე­ნად ხურ­და სა­ჭი­რო არ არის.

chasovnya.com უფ­რო დახ­ვე­წი­ლი და მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლოა. ხის ყუთ­ში მოზ­რ­დი­ლი ზო­მის სან­თ­ლე­ბი სა­მად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და მა­თი დან­თე­ბა უფა­სოდ შე­გიძ­ლი­ათ. ხა­ტე­ბი, ლოც­ვის წიგ­ნი. არც სახ­ლი­დან გას­ვ­ლაა სა­ჭი­რო. სკა­მი­დან ად­გო­მა ხომ, მით უმე­ტეს, არ დაგ­ჭირ­დე­ბათ. სა­ლო­ცა­ვად მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რია სა­ჭი­რო. სა­უ­ბა­რი ინ­ტერ­ნე­ტეკ­ლე­სი­ა­ზეა, რომ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნეტ­მე­დი­ა­სივ­რ­ცე­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რ­ცელ­და.

ყვე­ლა­ფე­რი კი ევ­რო­პა­ში და­იწყო. St Pixels ერ­ქ­ვა პრო­ექტს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც დი­დი ბრი­ტა­ნე­თის მე­თო­დის­ტურ­მა ეკ­ლე­სი­ამ გა­დაწყ­ვი­ტა. 2004 წელს პრო­ექ­ტ­მა ოთხ­თ­ვი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მას­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტ­რირ­და ანი­მი­რე­ბუ­ლი ავა­ტა­რე­ბის სა­ხით. მათ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გო­ტი­კუ­რი სტი­ლის 3 ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლიყ­ვ­ნენ, ეგა­ლო­ბათ, ელო­ცათ. სა­იტ­ზე სულ 41 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტ­რირ­და. ყო­ველ­დღე კი მას 7 300 მლოც­ვე­ლი ჰყავ­და. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ასა­კი 30 წელს ზე­ვით იყო. აქე­დან 60%-ს მა­მა­კა­ცე­ბი შე­ად­გენ­დ­ნენ.

- ყო­ვე­ლი­ვე ეს ცხად­ყოფს, რომ ტა­ძა­რი ჭა­ღა­რა­შე­რე­უ­ლი ში­ნა­ბე­რე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი არ არის, - ხუმ­რობს კი­დეც მი­სი ერთ-ერ­თი შემ­ქ­მ­ნე­ლი, სა­ი­მონ ჯენ­კინ­სი და სა­კუ­თარ პრო­ექტს, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერთ ახალ, პროგ­რე­სულ და ინო­ვა­ცი­ურ ფორ­მას დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებს.

ევ­რო­პას კვალ­დაკ­ვალ რუ­სე­თი მიჰ­ყ­ვა და გა­ას­წ­რო კი­დეც. რუ­სულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ამ ეტაპ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 17 ასე­თი სამ­ლოც­ვე­ლოა.

"აღ­დ­გო­მა გვი­ახ­ლოვ­დე­ბა. ათა­სო­ბით მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს ტა­ძარ­ში აღ­ნიშ­ნავს. უფ­ლის აღ­დ­გო­მას ზე­ი­მობს. მაგ­რამ რა ქნან იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­წოლს არი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი და გარ­კ­ვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­მო სა­კუ­თა­რი ბი­ნის საზღ­ვ­რებს ვერ სცილ­დე­ბი­ან? ან იქ­ნებ ვინ­მეს უამ­რავ ადა­მი­ან­თან ერ­თად ლოც­ვას, თა­ვის­თ­ვის ურ­ჩევ­ნია ილო­ცოს?" - ასე მი­მარ­თა­ვენ კომ­პა­ნია R Vision და დე­ნის კაპ­რა­ლო­­ვი ონ­ლა­ინ ტაძ­რის ვი­ზი­ტო­რებს. თით­ქოს ცუ­დი ამა­ში არა­ფე­რია, ერ­თ­გ­ვა­რი სხი­ვიც არის პორ­ნოგ­რა­ფი­ი­თა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რეკ­ლა­მე­ბით გა­ჯე­რე­ბულ ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში, მაგ­რამ თუ კარ­გად და­ვუ­ფიქ­რ­დე­ბით და პა­ტა­რა გა­მო­ძი­ე­ბა­საც ჩა­ვა­ტა­რებთ, უამ­რა­ვი პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი კითხ­ვა გაგ­ვიჩ­ნ­დე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უნარ­შე­ზღუ­დულ­ნი არი­ან, სახ­ლი­დან გას­ვ­ლი­სა და ტა­ძარ­ში ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვთ, მაგ­რამ რა უშ­ლით მათ ხელს სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში მო­იწყონ სა­ლო­ცა­ვი კუ­თხე და რე­ა­ლუ­რი სან­თე­ლიც აუნ­თონ უფალს? ან განა ყვე­ლას აქვს კომ­პი­უ­ტე­რი სახ­ლ­ში?

მოკ­ლედ, უამ­რა­ვი კითხ­ვით თავ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი, ვებ­გ­ვერდს ვეწ­ვიე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ის მომ­ხ­მა­რე­ბელს ვებ და პრო­მო გვერ­დე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი­სა და თა­მა­შე­ბის შექ­მ­ნას სთა­ვა­ზობს. დამ­კ­ვე­თე­ბის სი­აც შთამ­ბეჭ­და­ვია: "პეპ­სი", "ლიპ­ტო­ნი", "პან­ტე­ნი", "მაქს ფაქ­ტო­რი" და ა.შ. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, აქ­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე კი­დევ ერ­თი სამ­ლოც­ვე­ლო - ინ­დუ­რი ღვთა­ე­ბის, გა­ნე­შას პა­ტივ­სა­ცე­მად. მას­ში ყვე­ლა­ფე­რი იგი­ვეა, რაც "ჩა­სოვ­ნი­ა­ში". ოღონდ ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით - სან­თ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად არო­მა­ტუ­ლი ჩხი­რე­ბია, სა­გა­ლობ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად - მან­ტ­რა, ხო­ლო მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტე­ბის ნაც­ვ­ლად - ინ­დუ­რი ღმერ­თე­ბის ქან­და­კე­ბე­ბი. კომ­პა­ნი­ის პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში აგ­რეთ­ვე თავს იწო­ნებს ონ­ლა­ინ თა­მა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ხელ­წო­დე­ბით - Playboy. კი­დევ ერ­თი კითხ­ვა და­მე­ბა­და - ვინ და­უკ­ვე­თა ონ­ლა­ინ სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბი კომ­პა­ნი­ას? და­ვი­ჯე­რო, კაპ­რა­ლოვ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გაყ­ვა­ნა ამ­გ­ვა­რი სა­ი­ტის დამ­ზა­დე­ბით გა­დაწყ­ვი­ტა? ამ კითხ­ვით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კაპ­რა­ლოვს მივ­მარ­თე. მის კე­დელ­ზე უამ­რა­ვი მად­ლო­ბაა ონ­ლა­ინ სამ­ლოც­ვე­ლოს შექ­მ­ნის­თ­ვის. არის კითხ­ვე­ბიც.იქვე ვი­გებ, რომ სა­ი­ტი კურ­თხე­ვის გა­რე­შე შე­იქ­მ­ნა, რად­გა­ნაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს მის კურ­თხე­ვა­ზე და მი­ზე­ზად გარ­კ­ვე­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი გა­ნა­წე­სი და­ა­სა­ხე­ლეს. "გა­ნა­წე­სი რა, ჯარ­ში ხომ არ ვართ?" - კაპ­რა­ლოვს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის პა­სუ­ხი ხუმ­რო­ბა­ში გა­და­აქვს.

კაპ­რა­ლოვს პი­რად­ში წე­რილს ვუ­ტო­ვებ კითხ­ვით, - ვინ­მემ ურ­ჩია ამ­გ­ვა­რი სა­ი­ტე­ბის შექ­მ­ნა თუ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­დაწყ­ვი­ტა, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მი­მართ მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ე­ჩი­ნა?

პა­სუხს ერ­თი კვი­რის მან­ძილ­ზე ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ - ამა­ოდ. კაპ­რა­ლო­ვი მუ­დამ ხაზ­ზეა და მხო­ლოდ მად­ლო­ბებს იხ­დის.

ჩვენ­თან, სა­დაც ეკ­ლე­სი­ას ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია, ცო­ტა არ იყოს, სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. გა­მო­კი­თხულ­თა დი­დი ნა­წი­ლი გა­მო­რი­ცხავს, რომ ოდეს­მე მსგავს პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა. თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით მსოფ­ლი­ოს ვირ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ტემპს, ცო­ტა ში­ში მიპყ­რობს: ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ტა­ძარ­ში წას­ვ­ლის ნაც­ვ­ლად, ონ­ლა­ინ ლოც­ვა არ ვამ­ჯო­ბი­ნოთ. იქ­ნებ ამ პრო­ექ­ტ­ში ჩა­დე­ბუ­ლი დე­და­აზ­რიც ეს არის? - ადა­მი­ა­ნის რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან მოწყ­ვე­ტა და ვირ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია. ამ კითხ­ვებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი გვი­პა­სუ­ხე­ბენ.

პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძეა, ევან­გე­ლის­ტურ-ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი:

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში რე­ლი­გი­ის "გა­და­ბარ­გე­ბის" შე­სა­ხებ ცო­ტა რამ ვი­ცი, თუმ­ცა მაქვს ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა ამ მხრივ. ეკ­ლე­სია ძა­ლი­ან ხში­რად ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­და. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ წიგ­ნის ბეჭ­დ­ვა ეშ­მა­კის მან­ქა­ნად იყო შე­რა­ცხი­ლი. არ­ც­თუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში კი ტე­ლე­ვი­ზო­რის და სულ მთლად "გუ­შინ" - კომ­პი­უ­ტე­რის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოს­ვ­ლა ბო­რო­ტე­ბად მო­ნათ­ლეს. თუმ­ცა, გა­მოხ­და ხა­ნი და ეკ­ლე­სი­ე­ბი ბიბ­ლი­ე­ბის ბეჭ­დ­ვამ გა­ა­ბედ­ნი­ე­რა. ცო­ტა კი­დევ უფ­რო გვი­ან კი ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბი მიხ­ვ­დ­ნენ, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქა­და­გე­ბე­ბით გა­ცი­ლე­ბით დიდ აუდი­ტო­რი­ას მი­აწ­ვ­დენ­დ­ნენ ხმას, ვიდ­რე თუნ­დაც ყვე­ლა­ზე დიდ ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას. მსგავს პრო­ცე­სებს ვაკ­ვირ­დე­ბით კომ­პი­უ­ტერ­თან და ინ­ტერ­ნეტ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. საქ­მე ისაა, რომ ფორ­მა ან­და რა­მე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა სრუ­ლად სა­სი­კე­თო ან სრუ­ლად სა­ზი­ა­ნო. მთა­ვა­რია, რა ში­ნა­არსს ვდებთ მას­ში. თუ ხე­დავ, რომ ესა თუ ის ფორ­მა ეხ­მა­რე­ბა ში­ნა­არსს, მა­შინ არ შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ზე ხე­ლა­ღე­ბით უა­რის თქმა იმის გა­მო, რომ ამი­ს გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და რე­ლი­გი­ურ ტრა­დი­ცი­ა­ში. ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დის უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის რე­ლი­გია - ის ამავ­დ­რო­უ­ლად, თე­მად ყოფ­ნის გან­ც­დაც არის. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას არა მხო­ლოდ რე­ლი­გი­ურ სივ­რ­ცე­ში, არა­მედ ზო­გა­და­დაც უქ­მ­ნის საფ­რ­თხეს. რაც დრო გა­დის, სულ უფრო იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბით მე­გობ­რებს. იშ­ვი­ა­თად გვე­ნატ­რე­ბა ახ­ლობ­ლე­ბი, იმი­ტომ რომ ოდეს­ღაც ერ­თ­მა­ნეთს სუ­რა­თე­ბი ან­და სტა­ტუ­სე­ბი და­ვუ­ლა­ი­ქეთ და ამით და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი. ასე თუ გაგ­რ­ძელ­და, მა­ლე ალ­ბათ ყვე­ლა­ნი მარ­ტო­სუ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით.

- მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა ეს მოვ­ლე­ნა პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლად?

- სამ­წუ­ხა­როდ, რე­ლი­გია ყო­ველ­თ­ვის პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია. იმ­პე­რა­ტორ კონ­ს­ტან­ტი­ნეს მი­ერ ეკ­ლე­სი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად გა­დაქ­ცე­ვა იყო ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი მოვ­ლე­ნა და მას მე­რე არა­ერ­თხელ გვი­ხი­ლავს რე­ლი­გია-პო­ლი­ტი­კის დუ­ე­ტი თუ დუ­ე­ლი.

- ბო­ლო დროს ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, - სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იბა­რე­ბენ აღ­სა­რე­ბა­სო. თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, შექ­მ­ნის თუ არა ეს ფაქ­ტი ტაძ­რე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბად გა­დაქ­ცე­ვის საფ­რ­თხეს? და კი­დევ უფ­რო უარე­სი: შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ამ" ადა­მი­ა­ნი ღმერ­თს ჩა­მო­ა­შო­როს?

- ტაძ­რე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბად ქცე­ვა ევ­რო­პა­ში უკ­ვე და­იწყო, მაგ­რამ ამ პრო­ცეს­ში ინ­ტერ­ნე­ტი და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია. რაც შე­ე­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ღმერ­თ­თან და­შო­რე­ბას, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ადა­მი­ა­ნი ღმერ­თს არ შორ­დე­ბა ფორ­მე­ბის გა­მო. ადა­მი­ა­ნი ღმერ­თს შორ­დე­ბა ში­ნა­არ­სის­გან დაც­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში. თუ მოძღ­ვარს ონ­ლა­ინ იმი­ტომ უკავ­შირ­დე­ბი, რომ პი­რის­პირ სა­უ­ბა­რი გი­ჭირს და ასე წე­რა-წე­რით უფ­რო გი­ად­ვილ­დე­ბა გუ­ლის გახ­ს­ნა ან თუ შორს ხარ და გინ­და, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ე­ლა­პა­რა­კო, ამა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, მაგ­რამ თუ­კი მოძღ­ვარს აღ­სა­რე­ბას იმი­ტომ აბა­რებ ონ­ლა­ინ, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვ­ლა გე­ზა­რე­ბა ან ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბებს შო­რის ცა­რი­ე­ლი სივ­რ­ცე აღ­მო­ა­ჩი­ნე და ბა­რემ ამა­საც მო­ვი­შო­რე­ბო, ფიქ­რობ, მა­შინ ეს უკ­ვე დი­დი პრობ­ლე­მაა.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ თქვენც დად­გეთ იმ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რა­საც ჰქვია სა­კუ­თა­რი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ლოც­ვე­ლო­სა და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ავა­ტა­რის შექ­მ­ნა?

- ვთვლი, რომ თუ­კი მო­მა­ვალ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ვირ­ტუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უფ­რო მეტ დროს გა­ა­ტა­რე­ბენ, ეკ­ლე­სი­აც იქ უნ­და მი­ვი­დეს, სა­დაც სამ­წყ­სოა და იქ და­ე­ლა­პა­რა­კოს მრევლს. ეკ­ლე­სია უნ­და მი­ვი­დეს ადა­მი­ან­თან, სა­დაც უნ­და იმ­ყო­ფე­ბო­დეს ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტ­შია - იქ უნ­და და­ე­ლა­პა­რა­კოს. თუ მუ­ყა­ოს კო­ლო­ფე­ბი­სა­გან აწყო­ბილ ქოხ­ში ცხოვ­რობს რო­მე­ლი­მე ხი­დის ქვეშ - ეკ­ლე­სია იქ უნ­და მი­ვი­დეს. თუ საპყ­რო­ბი­ლე­შია - სა­კან­ში უნ­და მო­ი­ნა­ხუ­ლოს, თუ მში­ე­რია - ცხე­ლი ულუ­ფით უნ­და ეს­ტუმ­როს. თუ სცი­ვა - თბი­ლი წინ­დე­ბი უნ­და მო­უქ­სო­ვოს. თუ სცე­ნა­ზე დგას - დარ­ბაზ­ში უნ­და დაჯ­დეს და მო­უს­მი­ნოს. ეკ­ლე­სია უნ­და მი­ვი­დეს ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე ყვე­ლა სივ­რ­ცე­სა და გან­ზო­მი­ლე­ბა­ში.

- რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ამ" ჯერ ევ­რო­პა მო­იც­ვა, მე­რე - რუ­სე­თი, ჩვე­ნი ჯე­რიც დად­გე­ბა?

- ჩვენ ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვართ და რაც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, ის ად­რე თუ გვი­ან ჩვე­ნამ­დეც მო­დის. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ რა­ტომ­ღაც ნე­გა­ტი­ვე­ბის გად­მო­ღე­ბა უფ­რო გვი­ად­ვილ­დე­ბა, ვიდ­რე სა­ხე­ი­რო­სი.

- პი­რა­დად თქვენ თუ გი­სა­უბ­რი­ათ მრევ­ლ­თან "ფე­ის­ბუ­კით" ან "სკა­იპ­ში"?

- ვერ­ბა­ლუ­რად, ინ­ფორ­მა­ცი­ის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლის გად­მო­ცე­მა თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. თვა­ლე­ბი და ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ცე­მის უდი­დე­სი წყა­როა. ვებ­კა­მე­რი­თა და მით უფ­რო - "სმა­ი­ლი­კე­ბით" უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ სა­უ­ბა­რია აღ­სა­რე­ბა­ზე, უშუ­ა­ლოდ შეხ­ვედ­რას ვარ­ჩევ. თუმ­ცა, ძა­ლი­ან ხში­რად მი­წევს ადა­მი­ა­ნებ­თან მი­წერ-მო­წე­რით სა­უ­ბა­რი. ღა­მე გა­მი­თე­ნე­ბია სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან ჩატ­ში. ინ­ტერ­ნე­ტი ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­შიც და­მეხ­მა­რა. ვცდი­ლობ, ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი რაც შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­არ­სი­ა­ნად გა­მო­ვი­ყე­ნო. თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, რომ ადა­მი­ა­ნის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვას და იქ ცრემ­ლე­ბი­სა თუ ღი­მი­ლის მიღ­მა უფ­ლის და­ნახ­ვას ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვ­ლის.

წმინ­და მო­წა­მე­თა - კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას ტაძ­რის მღვდე­ლს, ლე­ვან ალა­დაშ­ვი­ლი:

- მა­მაო, მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა, რომ რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცია" (თუ შე­იძ­ლე­ბა ამ პრო­ცესს ასე ვუ­წო­დოთ) ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გია? თუ ამის მიღ­მა სხვა რა­მე უნ­და ვე­ძე­ბოთ? კერ­ძოდ - ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლის კულ­ტუ­რის გა­მიზ­ნუ­ლი დაქ­ვე­ი­თე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში?

- ვერ გეტყ­ვით, ვინ რა მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ით". უბ­რა­ლოდ, ბუ­ნებ­რი­ვად მი­მაჩ­ნია, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის ყვე­ლა მიღ­წე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არა­თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი, აუცი­ლე­ბე­ლია კა­ცობ­რი­ო­ბისა­ვე სა­სარ­გებ­ლოდ. ხომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ან გარ­კ­ვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­სა და დრო­ის დე­ფი­ცი­ტის გა­მო ვერ ახერ­ხე­ბენ მოძღ­ვარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ისი­ნი ისე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბენ ნუ­გეშს, და­რი­გე­ბას ან უბ­რა­ლოდ მე­გობ­რულ სა­უ­ბარს, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის ის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხში­რად ია­როს ტა­ძარ­ში და და­ეს­წ­როს წირ­ვა-ლოც­ვას. მე ყო­ველ­თ­ვის ვე­უბ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნებს, - რო­დე­საც გი­ჭირთ, არ მო­გე­რი­დოთ, და­რე­კეთ, მომ­წე­რეთ. მე მზად ვარ მათ მო­სას­მე­ნად ინ­ტერ­ნე­ტი­თაც ისე­ვე, რო­გორც ტა­ძარ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გეტყ­ვით, რომ ეკ­ლე­სია უნ­და მი­ვი­დეს ადა­მი­ან­თან ყველ­გან და ამის­თ­ვის ყვე­ლა გზა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, თუნ­დაც - ვირ­ტუ­ა­ლუ­რი.

- რამ­დე­ნად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ ეს მოვ­ლე­ნა? მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში, სა­დაც ეს პრაქ­ტი­კა ფარ­თოდ არის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, ყო­ვე­ლი­ვეს სექ­ტან­ტებ­სა და ფუ­ლის კე­თე­ბის მა­ნი­ით შეპყ­რო­ბილ, ანა­ფო­რას ამო­ფა­რე­ბულ ფსევ­დოსა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­საც აბ­რა­ლე­ბენ.

- ვერ გეტყ­ვით, რა შე­ხე­ბა აქვს ამ მოვ­ლე­ნას­თან პო­ლი­ტი­კას. ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც სა­სი­კე­თოდ, ასე­ვე სა­ზი­ა­ნოდ. არც სექ­ტან­ტე­ბის ხე­ლი უნ­და გა­მო­ი­რი­ცხოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვთვლი, რომ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ასე­თი სა­ი­ტის სტუ­მა­რი ხდე­ბა, დი­დი სიფ­რ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს. ინ­ტერ­ნე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბა აქვს გან­ზ­რა­ხუ­ლი, პი­რის­პირ სა­უბ­რის დრო­საც კარ­გად ახერ­ხებს ამას.

- ხში­რად გაგ­ვი­გო­ნია - თუ ლოც­ვა გინ­და, ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი არ არის ტა­ძარ­ში წას­ვ­ლა. უფა­ლი ყველ­გან შე­ის­მენს მას. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ონ­ლა­ინ ეკ­ლე­სი­ა­ში ლოც­ვა მი­სა­ღებ მოვ­ლე­ნად ჩა­ით­ვა­ლოს?

- და­გე­თან­ხ­მე­ბით. ლოც­ვა ყველ­გან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და და­საშ­ვე­ბი ნე­ბის­მი­ერ დროს. არა აქვს ამას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, გვი­ჭირს თუ გვილ­ხინს. რაც შე­ე­ხე­ბა ონ­ლა­ინ ეკ­ლე­სი­ას, გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ის სა­ლო­ცა­ვად ძა­ლი­ა­ნაც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს ვგუ­ლის­ხ­მობ. უამ­რა­ვი ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტი არ­სე­ბობს, სა­დაც ლოც­ვე­ბის მო­ძი­ე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენ მი­ერ ჩა­მოთ­ვ­ლილ სა­ი­ტებს, იქ ვი­ხი­ლე ონ­ლა­ინ სან­თ­ლე­ბი, რაც მარ­თ­ლა ზედ­მე­ტო­ბად მი­მაჩ­ნია.

- ბო­ლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ - მა­მა­ო­ე­ბი "ფე­ის­ბუ­კით" იბა­რე­ბენ აღ­სა­რე­ბა­სო. რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია ეს? თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, ქმნის თუ არა ეს ტაძ­რე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბად გა­დაქ­ცე­ვის საფ­რ­თხეს?

- კი­დევ ერ­თხელ გა­გი­მე­ო­რებთ: თუ ადა­მი­ანს რჩე­ვა სჭირ­დე­ბა, გვერ­დ­ში დგო­მა, და­რი­გე­ბა, რა­ტო­მაც არ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს ამის­თ­ვის ინ­ტერ­ნე­ტი? ადრე ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო, მაგ­რამ იყო წე­რი­ლო­ბი­თი მი­მო­წე­რა ადა­მი­ა­ნებს შო­რის. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ დრო­შია. მა­შინ კვი­რე­ბი იყო ამის­თ­ვის სა­ჭი­რო, ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე დრო­ში ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ეკ­ლე­სი­ის მუ­ზე­უ­მად გა­დაქ­ცე­ვას, მას დი­დი ეპის­ტო­ლა­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა აქვს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, მას ეს საფ­რ­თხე და­ე­მუქ­როს.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ წლე­ბის შემ­დეგ ქარ­თ­ველ­მა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ­მა მრევ­ლ­მა, ტა­ძარ­ში წას­ვ­ლას და მა­გა­ლი­თად, ლი­ტა­ნი­ო­ბა­ზე დას­წ­რე­ბას, არ­ჩი­ოს იმა­ვე პრო­ცე­სი­ის ონ­ლა­ინ ტა­ძარ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­დეს?

- რად უნ­და ამას წლე­ბი? დღე­საც რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩვენ შო­რის, რო­მე­ლიც სა­ზე­ი­მო წირ­ვა-ლოც­ვას ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებს? ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან შე­იძ­ლე­ბა მო­ვის­მი­ნოთ დი­ლი­სა და სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბი, აგ­რეთ­ვე - შვიდ­გ­ზის. ნუ აღ­ვიქ­ვამთ ამას ალ­ტერ­ნა­ტი­ვად და ჩა­ნაც­ვ­ლე­ბად. ეს უბ­რა­ლოდ ერ­თ­გ­ვა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა გარ­კ­ვე­ულ ვი­თა­რე­ბა­ში მყო­ფი და გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის.

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ვდგა­ვართ თუ არა რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ი­ს" საფ­რ­თხის წი­ნა­შე?

ვდგა­ვართ თუ არა რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ი­ს" საფ­რ­თხის წი­ნა­შე?

http://chasovnya.msk.ru/...... მა­ნამ, სა­ნამ ამ სამ­ლოც­ვე­ლო­ში შე­ა­ბი­ჯებ­დეთ, გახ­სოვ­დეთ შემ­დე­გი: თქვენ უფ­ლის შვი­ლი ხართ. კარ­გად და­ფიქ­რ­დით იმა­ზე, თუ რა უნ­და სთხო­ვოთ უფალს ან რის­თ­ვის უნ­და გა­და­უ­ხა­დოთ მად­ლო­ბა. აქ თქვენ აგ­რეთ­ვე შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ შე­სა­ბა­მი­სი ლოც­ვა და ილო­ცოთ ახ­ლობ­ლებ­ზე.

შემ­დეგ სამ­ლოც­ვე­ლოს მარ­ჯ­ვე­ნა ფლი­გელ­ში ინაც­ვ­ლებთ, სა­დაც წმინ­დან­თა გრძე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. ირ­ჩევთ სა­სურ­ველ წმინ­დანს და მი­სი ხა­ტის წინ ლოც­ვას კითხუ­ლობთ. თუ შე­სა­ბა­მი­სი ლოც­ვა ზე­პი­რად არ იცით, შე­გიძ­ლი­ათ, ტა­ბუ­რეტ­ზე და­დე­ბუ­ლი ლოც­ვე­ბის წიგ­ნი მო­იშ­ვე­ლი­ოთ. სან­თ­ლე­ბიც იქ­ვეა, ოღონდ მარ­ცხ­ნივ - ხის ყუთ­ში.

მათ შე­სა­ძე­ნად ხურ­და სა­ჭი­რო არ არის.

chasovnya.com უფ­რო დახ­ვე­წი­ლი და მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლოა. ხის ყუთ­ში მოზ­რ­დი­ლი ზო­მის სან­თ­ლე­ბი სა­მად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და მა­თი დან­თე­ბა უფა­სოდ შე­გიძ­ლი­ათ. ხა­ტე­ბი, ლოც­ვის წიგ­ნი. არც სახ­ლი­დან გას­ვ­ლაა სა­ჭი­რო. სკა­მი­დან ად­გო­მა ხომ, მით უმე­ტეს, არ დაგ­ჭირ­დე­ბათ. სა­ლო­ცა­ვად მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რია სა­ჭი­რო. სა­უ­ბა­რი ინ­ტერ­ნე­ტეკ­ლე­სი­ა­ზეა, რომ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნეტ­მე­დიასივ­რ­ცე­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რ­ცელ­და.

ყვე­ლა­ფე­რი კი ევ­რო­პა­ში და­იწყო. St Pixels ერ­ქ­ვა პრო­ექტს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც დი­დი ბრი­ტა­ნე­თის მე­თო­დის­ტურ­მა ეკ­ლე­სი­ამ გა­დაწყ­ვი­ტა. 2004 წელს პრო­ექ­ტ­მა ოთხ­თ­ვი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მას­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტ­რირ­და ანი­მი­რე­ბუ­ლი ავა­ტა­რე­ბის სა­ხით. მათ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გო­ტი­კუ­რი სტი­ლის 3 ტაძარში შეკ­რე­ბი­ლიყ­ვ­ნენ, ეგა­ლო­ბათ, ელო­ცათ. სა­იტ­ზე სულ 41 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტ­რირ­და. ყო­ველ­დღე კი მას 7 300 მლოც­ვე­ლი ჰყავ­და. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ასა­კი 30 წელს ზე­ვით იყო. აქე­დან 60%-ს მა­მა­კა­ცე­ბი შე­ად­გენ­დ­ნენ.

- ყო­ვე­ლი­ვე ეს ცხად­ყოფს, რომ ტა­ძა­რი ჭა­ღა­რა­შე­რე­უ­ლი ში­ნა­ბე­რე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი არ არის, - ხუმ­რობს კი­დეც მი­სი ერთ-ერ­თი შემ­ქ­მ­ნე­ლი, სა­ი­მონ ჯენ­კინ­სი და სა­კუ­თარ პრო­ექტს, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერთ ახალ, პროგ­რე­სულ და ინო­ვა­ცი­ურ ფორ­მას დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებს.

ევ­რო­პას კვალ­დაკ­ვალ რუ­სე­თი მიჰ­ყ­ვა და გა­ას­წ­რო კი­დეც. რუ­სულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ამ ეტაპ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 17 ასე­თი სამ­ლოც­ვე­ლოა.

"აღ­დ­გო­მა გვი­ახ­ლოვ­დე­ბა. ათა­სო­ბით მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს ტა­ძარ­ში აღ­ნიშ­ნავს. უფ­ლის აღ­დ­გო­მას ზე­ი­მობს. მაგ­რამ რა ქნან იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­წოლს არი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი და გარ­კ­ვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი შეზღუდ­ვე­ბის გა­მო სა­კუ­თა­რი ბი­ნის საზღ­ვ­რებს ვერ სცილ­დე­ბი­ან? ან იქ­ნებ ვინ­მეს უამ­რავ ადა­მი­ან­თან ერ­თად ლოც­ვას, თა­ვის­თ­ვის ურ­ჩევ­ნია ილო­ცოს?" - ასე მი­მარ­თა­ვენ კომ­პა­ნია R Vision და დე­ნის კაპ­რა­ლო­­ვი ონ­ლა­ინ ტაძ­რის ვი­ზი­ტო­რებს. თით­ქოს ცუ­დი ამა­ში არა­ფე­რია, ერ­თ­გ­ვა­რი სხი­ვიც არის პორ­ნოგ­რა­ფი­ი­თა და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რეკ­ლა­მე­ბით გა­ჯე­რე­ბულ ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში, მაგ­რამ თუ კარ­გად და­ვუ­ფიქ­რ­დე­ბით და პა­ტა­რა გა­მო­ძი­ე­ბა­საც ჩა­ვა­ტა­რებთ, უამ­რა­ვი პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი კითხ­ვა გაგ­ვიჩ­ნ­დე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უნარ­შეზღუ­დულ­ნი არი­ან, სახ­ლი­დან გას­ვ­ლი­სა და ტა­ძარ­ში ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვთ, მაგ­რამ რა უშ­ლით მათ ხელს სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში მო­იწყონ სა­ლო­ცა­ვი კუთხე და რე­ა­ლუ­რი სან­თე­ლიც აუნ­თონ უფალს? ან განა ყვე­ლას აქვს კომ­პი­უ­ტე­რი სახ­ლ­ში?

მოკ­ლედ, უამ­რა­ვი კითხ­ვით თავ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი, ვებ­გ­ვერდს ვეწ­ვიე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ის მომ­ხ­მა­რე­ბელს ვებ და პრო­მო გვერ­დე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი­სა და თა­მა­შე­ბის შექ­მ­ნას სთა­ვა­ზობს. დამ­კ­ვე­თე­ბის სი­აც შთამ­ბეჭ­და­ვია: "პეპ­სი", "ლიპ­ტო­ნი", "პან­ტე­ნი", "მაქს ფაქ­ტო­რი" და ა.შ. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, აქ­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნე კი­დევ ერ­თი სამ­ლოც­ვე­ლო - ინ­დუ­რი ღვთა­ე­ბის, გა­ნე­შას პა­ტივ­სა­ცე­მად. მას­ში ყვე­ლა­ფე­რი იგი­ვეა, რაც "ჩა­სოვ­ნი­ა­ში". ოღონდ ერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით - სან­თ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად არო­მა­ტუ­ლი ჩხირე­ბია, სა­გა­ლობ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად - მან­ტ­რა, ხო­ლო მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტე­ბის ნაც­ვ­ლად - ინ­დუ­რი ღმერ­თე­ბის ქან­და­კე­ბე­ბი. კომ­პა­ნი­ის პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში აგ­რეთ­ვე თავს იწო­ნებს ონ­ლა­ინ თა­მა­ში შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ხელ­წო­დე­ბით - Playboy. კი­დევ ერ­თი კითხ­ვა და­მე­ბა­და - ვინ და­უკ­ვე­თა ონ­ლა­ინ სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბი კომ­პა­ნი­ას? და­ვი­ჯე­რო, კაპ­რა­ლოვ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გაყ­ვა­ნა ამ­გ­ვა­რი სა­ი­ტის დამ­ზა­დე­ბით გა­დაწყ­ვი­ტა? ამ კითხ­ვით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კაპ­რა­ლოვს მივ­მარ­თე. მის კე­დელ­ზე უამ­რა­ვი მად­ლო­ბაა ონ­ლა­ინ სამ­ლოც­ვე­ლოს შექ­მ­ნის­თ­ვის. არის კითხ­ვე­ბიც.იქვე ვი­გებ, რომ სა­ი­ტი კურ­თხე­ვის გა­რე­შე შე­იქ­მ­ნა, რად­გა­ნაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა უარი გა­ნაცხა­დეს მის კურ­თხე­ვა­ზე და მი­ზე­ზად გარ­კ­ვე­უ­ლი რე­ლი­გი­უ­რი გა­ნა­წე­სი და­ა­სა­ხე­ლეს. "გა­ნა­წე­სი რა, ჯარ­ში ხომ არ ვართ?" - კაპ­რა­ლოვს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის პა­სუ­ხი ხუმ­რო­ბა­ში გა­და­აქვს.

კაპ­რა­ლოვს პი­რად­ში წე­რილს ვუ­ტო­ვებ კითხ­ვით, - ვინ­მემ ურ­ჩია ამ­გ­ვა­რი სა­ი­ტე­ბის შექ­მ­ნა თუ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­დაწყ­ვი­ტა, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მი­მართ მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ე­ჩი­ნა?

პა­სუხს ერ­თი კვი­რის მან­ძილ­ზე ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ - ამა­ოდ. კაპ­რა­ლო­ვი მუ­დამ ხაზ­ზეა და მხო­ლოდ მად­ლო­ბებს იხ­დის.

ჩვენ­თან, სა­დაც ეკ­ლე­სი­ას ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია, ცო­ტა არ იყოს, სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. გა­მო­კითხულ­თა დი­დი ნა­წი­ლი გა­მო­რიცხავს, რომ ოდეს­მე მსგავს პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა. თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით მსოფ­ლი­ოს ვირ­ტუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ტემპს, ცო­ტა ში­ში მიპყ­რობს: ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ტა­ძარ­ში წას­ვ­ლის ნაც­ვ­ლად, ონ­ლა­ინ ლოც­ვა არ ვამ­ჯო­ბი­ნოთ. იქნებ ამ პრო­ექ­ტ­ში ჩა­დე­ბუ­ლი დე­და­აზ­რიც ეს არის? - ადა­მი­ა­ნის რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან მოწყ­ვე­ტა და ვირ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია. ამ კითხ­ვებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოღ­ვა­წე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი გვი­პა­სუ­ხე­ბენ.

პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი, რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძეა, ევან­გე­ლის­ტურ-ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი:

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში რე­ლი­გი­ის "გა­და­ბარ­გე­ბის" შე­სა­ხებ ცო­ტა რამ ვი­ცი, თუმ­ცა მაქვს ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა ამ მხრივ. ეკ­ლე­სია ძა­ლი­ან ხში­რად ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­და. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ წიგ­ნის ბეჭ­დ­ვა ეშ­მა­კის მან­ქა­ნად იყო შე­რაცხი­ლი. არ­ც­თუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში კი ტე­ლე­ვი­ზო­რის და სულ მთლად "გუ­შინ" - კომ­პი­უ­ტე­რის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოს­ვ­ლა ბო­რო­ტე­ბად მო­ნათ­ლეს. თუმ­ცა, გა­მოხ­და ხა­ნი და ეკ­ლე­სი­ე­ბი ბიბ­ლი­ე­ბის ბეჭ­დ­ვამ გა­ა­ბედ­ნი­ე­რა. ცო­ტა კი­დევ უფ­რო გვი­ან კი ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბი მიხ­ვ­დ­ნენ, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქა­და­გე­ბე­ბით გა­ცი­ლე­ბით დიდ აუდი­ტო­რი­ას მი­აწ­ვ­დენ­დ­ნენ ხმას, ვიდ­რე თუნ­დაც ყვე­ლა­ზე დიდ ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას. მსგავს პრო­ცე­სებს ვაკ­ვირ­დე­ბით კომ­პი­უ­ტერ­თან და ინ­ტერ­ნეტ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. საქ­მე ისაა, რომ ფორ­მა ან­და რა­მე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა სრუ­ლად სა­სი­კე­თო ან სრუ­ლად სა­ზი­ა­ნო. მთა­ვა­რია, რა ში­ნა­არსს ვდებთ მას­ში. თუ ხე­დავ, რომ ესა თუ ის ფორ­მა ეხ­მა­რე­ბა ში­ნა­არსს, მა­შინ არ შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ზე ხე­ლა­ღე­ბით უარის თქმა იმის გა­მო, რომ ამი­ს გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და რე­ლი­გი­ურ ტრა­დი­ცი­ა­ში. ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დის უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის რე­ლი­გია - ის ამავ­დ­რო­უ­ლად, თე­მად ყოფ­ნის გან­ც­დაც არის. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას არა მხო­ლოდ რე­ლი­გი­ურ სივ­რ­ცე­ში, არა­მედ ზო­გა­და­დაც უქ­მ­ნის საფ­რ­თხეს. რაც დრო გა­დის, სულ უფრო იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბით მე­გობ­რებს. იშ­ვი­ა­თად გვე­ნატ­რე­ბა ახ­ლობ­ლე­ბი, იმი­ტომ რომ ოდეს­ღაც ერ­თ­მა­ნეთს სუ­რა­თე­ბი ან­და სტა­ტუ­სე­ბი და­ვუ­ლა­ი­ქეთ და ამით და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი. ასე თუ გაგ­რ­ძელ­და, მა­ლე ალ­ბათ ყვე­ლა­ნი მარ­ტო­სუ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით.

- მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა ეს მოვ­ლე­ნა პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლად?

- სამ­წუ­ხა­როდ, რე­ლი­გია ყო­ველ­თ­ვის პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია. იმ­პე­რა­ტორ კონ­ს­ტან­ტი­ნეს მი­ერ ეკ­ლე­სი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად გა­დაქ­ცე­ვა იყო ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი მოვ­ლე­ნა და მას მე­რე არა­ერ­თხელ გვი­ხი­ლავს რე­ლი­გია-პო­ლი­ტი­კის დუ­ე­ტი თუ დუ­ე­ლი.

- ბო­ლო დროს ბევრს სა­უბ­რო­ბენ, - სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იბა­რე­ბენ აღ­სა­რე­ბა­სო. თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, შექ­მ­ნის თუ არა ეს ფაქ­ტი ტაძ­რე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბად გა­დაქ­ცე­ვის საფ­რ­თხეს? და კი­დევ უფ­რო უარე­სი: შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ამ" ადა­მი­ა­ნი ღმერთს ჩა­მო­ა­შო­როს?

- ტაძ­რე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბად ქცე­ვა ევ­რო­პა­ში უკ­ვე და­იწყო, მაგ­რამ ამ პრო­ცეს­ში ინ­ტერ­ნე­ტი და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია. რაც შე­ე­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ღმერ­თ­თან და­შო­რე­ბას, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ადა­მი­ა­ნი ღმერთს არ შორ­დე­ბა ფორ­მე­ბის გა­მო. ადა­მი­ა­ნი ღმერთს შორ­დე­ბა ში­ნა­არ­სის­გან დაც­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში. თუ მოძღ­ვარს ონ­ლა­ინ იმი­ტომ უკავ­შირ­დე­ბი, რომ პი­რის­პირ სა­უ­ბა­რი გი­ჭირს და ასე წე­რა-წე­რით უფ­რო გი­ად­ვილ­დე­ბა გუ­ლის გახ­ს­ნა ან თუ შორს ხარ და გინ­და, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ე­ლა­პა­რა­კო, ამა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, მაგ­რამ თუ­კი მოძღ­ვარს აღ­სა­რე­ბას იმი­ტომ აბა­რებ ონ­ლა­ინ, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვ­ლა გე­ზა­რე­ბა ან ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბებს შო­რის ცა­რი­ე­ლი სივ­რ­ცე აღ­მო­ა­ჩი­ნე და ბა­რემ ამა­საც მო­ვი­შო­რე­ბო, ფიქ­რობ, მა­შინ ეს უკ­ვე დი­დი პრობ­ლე­მაა.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ თქვენც დად­გეთ იმ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რა­საც ჰქვია სა­კუ­თა­რი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ლოც­ვე­ლო­სა და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ავა­ტა­რის შექ­მ­ნა?

- ვთვლი, რომ თუ­კი მო­მა­ვალ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ვირ­ტუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უფ­რო მეტ დროს გა­ა­ტა­რე­ბენ, ეკ­ლე­სი­აც იქ უნ­და მი­ვი­დეს, სა­დაც სამ­წყ­სოა და იქ და­ე­ლა­პა­რა­კოს მრევლს. ეკ­ლე­სია უნ­და მი­ვი­დეს ადა­მი­ან­თან, სა­დაც უნ­და იმ­ყო­ფე­ბო­დეს ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტ­შია - იქ უნ­და და­ე­ლა­პა­რა­კოს. თუ მუ­ყა­ოს კო­ლო­ფე­ბი­სა­გან აწყო­ბილ ქოხ­ში ცხოვ­რობს რო­მე­ლი­მე ხი­დის ქვეშ - ეკ­ლე­სია იქ უნ­და მი­ვი­დეს. თუ საპყ­რო­ბი­ლე­შია - სა­კან­ში უნ­და მო­ი­ნა­ხუ­ლოს, თუ მში­ე­რია - ცხე­ლი ულუ­ფით უნ­და ეს­ტუმ­როს. თუ სცი­ვა - თბი­ლი წინ­დე­ბი უნ­და მო­უქ­სო­ვოს. თუ სცე­ნა­ზე დგას - დარ­ბაზ­ში უნ­და დაჯ­დეს და მო­უს­მი­ნოს. ეკ­ლე­სია უნ­და მი­ვი­დეს ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე ყვე­ლა სივ­რ­ცე­სა და გან­ზო­მი­ლე­ბა­ში.

- რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ამ" ჯერ ევ­რო­პა მო­იც­ვა, მე­რე - რუ­სე­თი, ჩვე­ნი ჯე­რიც დად­გე­ბა?

- ჩვენ ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი ვართ და რაც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, ის ად­რე თუ გვი­ან ჩვე­ნამ­დეც მო­დის. სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ რა­ტომ­ღაც ნე­გა­ტი­ვე­ბის გად­მო­ღე­ბა უფ­რო გვი­ად­ვილ­დე­ბა, ვიდ­რე სა­ხე­ი­რო­სი.

- პი­რა­დად თქვენ თუ გი­სა­უბ­რი­ათ მრევ­ლ­თან "ფე­ის­ბუ­კით" ან "სკა­იპ­ში"?

- ვერ­ბა­ლუ­რად, ინ­ფორ­მა­ცი­ის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლის გად­მო­ცე­მა თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. თვა­ლე­ბი და ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ცე­მის უდი­დე­სი წყა­როა. ვებ­კა­მე­რი­თა და მით უფ­რო - "სმა­ი­ლი­კე­ბით" უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ სა­უ­ბა­რია აღ­სა­რე­ბა­ზე, უშუ­ა­ლოდ შეხ­ვედ­რას ვარ­ჩევ. თუმ­ცა, ძა­ლი­ან ხში­რად მი­წევს ადა­მი­ა­ნებ­თან მი­წერ-მო­წე­რით სა­უ­ბა­რი. ღა­მე გა­მი­თე­ნე­ბია სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან ჩატ­ში. ინ­ტერ­ნე­ტი ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­შიც და­მეხ­მა­რა. ვცდი­ლობ, ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი რაც შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­არ­სი­ა­ნად გა­მო­ვი­ყე­ნო. თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, რომ ადა­მი­ა­ნის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვას და იქ ცრემ­ლე­ბი­სა თუ ღი­მი­ლის მიღ­მა უფ­ლის და­ნახ­ვას ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვ­ლის.

წმინ­და მო­წა­მე­თა - კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას ტაძ­რის მღვდე­ლს, ლე­ვან ალა­დაშ­ვი­ლი:

- მა­მაო, მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა, რომ რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცია" (თუ შე­იძ­ლე­ბა ამ პრო­ცესს ასე ვუ­წო­დოთ) ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გია? თუ ამის მიღმა სხვა რა­მე უნ­და ვე­ძე­ბოთ? კერ­ძოდ - ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლის კულ­ტუ­რის გა­მიზ­ნუ­ლი დაქ­ვე­ი­თე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში?

- ვერ გეტყ­ვით, ვინ რა მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს რე­ლი­გი­ის "ონ­ლა­ი­ნი­ზა­ცი­ით". უბ­რა­ლოდ, ბუ­ნებ­რი­ვად მი­მაჩ­ნია, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის ყვე­ლა მიღ­წე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არა­თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი, აუცი­ლე­ბე­ლია კა­ცობ­რი­ო­ბისა­ვე სა­სარ­გებ­ლოდ. ხომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ან გარ­კ­ვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­სა და დრო­ის დე­ფი­ცი­ტის გა­მო ვერ ახერ­ხე­ბენ მოძღ­ვარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ისი­ნი ისე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბენ ნუ­გეშს, და­რი­გე­ბას ან უბ­რა­ლოდ მე­გობ­რულ სა­უ­ბარს, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის ის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხში­რად იაროს ტა­ძარ­ში და და­ეს­წ­როს წირ­ვა-ლოც­ვას. მე ყო­ველ­თ­ვის ვე­უბ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნებს, - რო­დე­საც გი­ჭირთ, არ მო­გე­რი­დოთ, და­რე­კეთ, მომ­წე­რეთ. მე მზად ვარ მათ მო­სას­მე­ნად ინ­ტერ­ნე­ტი­თაც ისე­ვე, რო­გორც ტა­ძარ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გეტყ­ვით, რომ ეკ­ლე­სია უნ­და მი­ვი­დეს ადა­მი­ან­თან ყველ­გან და ამის­თ­ვის ყვე­ლა გზა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, თუნ­დაც - ვირ­ტუ­ა­ლუ­რი.

- რამ­დე­ნად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ ეს მოვ­ლე­ნა? მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში, სა­დაც ეს პრაქ­ტი­კა ფარ­თოდ არის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, ყო­ვე­ლი­ვეს სექ­ტან­ტებ­სა და ფუ­ლის კე­თე­ბის მა­ნი­ით შეპყ­რო­ბილ, ანა­ფო­რას ამო­ფა­რე­ბულ ფსევ­დოსა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­საც აბ­რა­ლე­ბენ.

- ვერ გეტყ­ვით, რა შე­ხე­ბა აქვს ამ მოვ­ლე­ნას­თან პო­ლი­ტი­კას. ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც სა­სი­კე­თოდ, ასე­ვე სა­ზი­ა­ნოდ. არც სექ­ტან­ტე­ბის ხე­ლი უნ­და გა­მო­ი­რიცხოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვთვლი, რომ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ასეთი სა­ი­ტის სტუ­მა­რი ხდე­ბა, დი­დი სიფ­რ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს. ინ­ტერ­ნე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ვი­საც ადა­მი­ა­ნე­ბის მოტყუ­ე­ბა აქვს გან­ზ­რა­ხუ­ლი, პი­რის­პირ სა­უბ­რის დრო­საც კარ­გად ახერ­ხებს ამას.

- ხში­რად გაგ­ვი­გო­ნია - თუ ლოც­ვა გინ­და, ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი არ არის ტა­ძარ­ში წას­ვ­ლა. უფა­ლი ყველ­გან შე­ის­მენს მას. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან ონ­ლა­ინ ეკ­ლე­სი­ა­ში ლოც­ვა მი­სა­ღებ მოვ­ლე­ნად ჩა­ით­ვა­ლოს?

- და­გე­თან­ხ­მე­ბით. ლოც­ვა ყველ­გან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და და­საშ­ვე­ბი ნე­ბის­მი­ერ დროს. არა აქვს ამას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, გვი­ჭირს თუ გვილ­ხინს. რაც შე­ე­ხე­ბა ონ­ლა­ინ ეკ­ლე­სი­ას, გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ის სა­ლო­ცა­ვად ძა­ლი­ა­ნაც მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს ვგუ­ლის­ხ­მობ. უამ­რა­ვი ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტი არ­სე­ბობს, სა­დაც ლოც­ვე­ბის მო­ძი­ე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენ მი­ერ ჩა­მოთ­ვ­ლილ სა­ი­ტებს, იქ ვი­ხი­ლე ონ­ლა­ინ სან­თ­ლე­ბი, რაც მარ­თ­ლა ზედ­მე­ტო­ბად მი­მაჩ­ნია.

- ბო­ლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევრს სა­უბ­რო­ბენ - მა­მა­ო­ე­ბი "ფე­ის­ბუ­კით" იბა­რე­ბენ აღ­სა­რე­ბა­სო. რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია ეს? თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, ქმნის თუ არა ეს ტაძ­რე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბად გა­დაქ­ცე­ვის საფ­რ­თხეს?

- კი­დევ ერ­თხელ გა­გი­მე­ო­რებთ: თუ ადა­მი­ანს რჩე­ვა სჭირ­დე­ბა, გვერ­დ­ში დგო­მა, და­რი­გე­ბა, რა­ტო­მაც არ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს ამის­თ­ვის ინ­ტერ­ნე­ტი? ადრე ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო, მაგ­რამ იყო წე­რი­ლო­ბი­თი მი­მო­წე­რა ადა­მი­ა­ნებს შო­რის. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ დრო­შია. მა­შინ კვი­რე­ბი იყო ამის­თ­ვის სა­ჭი­რო, ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე დრო­ში ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ეკ­ლე­სი­ის მუ­ზე­უ­მად გა­დაქ­ცე­ვას, მას დი­დი ეპის­ტო­ლა­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა აქვს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, მას ეს საფ­რ­თხე და­ე­მუქ­როს.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ წლე­ბის შემ­დეგ ქარ­თ­ველ­მა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ­მა მრევ­ლ­მა, ტა­ძარ­ში წას­ვ­ლას და მა­გა­ლი­თად, ლი­ტა­ნი­ო­ბა­ზე დას­წ­რე­ბას, არ­ჩი­ოს იმა­ვე პრო­ცე­სი­ის ონ­ლა­ინ ტა­ძარ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­დეს?

- რად უნ­და ამას წლე­ბი? დღე­საც რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩვენ შო­რის, რო­მე­ლიც სა­ზე­ი­მო წირ­ვა-ლოც­ვას ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებს? ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან შე­იძ­ლე­ბა მო­ვის­მი­ნოთ დი­ლი­სა და სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბი, აგ­რეთ­ვე - შვიდ­გ­ზის. ნუ აღ­ვიქ­ვამთ ამას ალ­ტერ­ნა­ტი­ვად და ჩა­ნაც­ვ­ლე­ბად. ეს უბ­რა­ლოდ ერ­თ­გ­ვა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა გარ­კ­ვე­ულ ვი­თა­რე­ბა­ში მყო­ფი და გარკვეული კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის.

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"