პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეაყვარეს კითხვა შვილს ნინო თარხან-მოურავმა და თემიკო ჭიჭინაძემ
როგორ შეაყვარეს კითხვა შვილს ნინო თარხან-მოურავმა და თემიკო ჭიჭინაძემ

"ლი­ტე­რა­ტო­რე­ბის ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე და შე­სა­ბა­მი­სად, საკ­მა­ოდ მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა გვქონ­და. წა­სა­კითხ წიგ­ნებს უმ­თავ­რე­სად დედა მირ­ჩევ­და. ბავ­შვო­ბა­ში ჩემი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი იყო "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" და "პეპი გრძე­ლი წინ­და". ამას მოჰ­ყვა "დე­დო­ფა­ლი მარ­გო", "სამი მუშ­კე­ტე­რი" და სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­რი­ო­დი იყო. სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დით. წიგ­ნის სა­კი­თხა­ვად ბი­ძაშ­ვილ­თან მივ­დი­ო­დი სტუმ­რად, ან ის გვსტუმ­რობ­და. ჩვე­ნი გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო გვერ­დიგ­ვერდ წოლა და ასე კი­თხვა. ადე­ქით, გა­ი­ა­რეთ ან ცოტა მა­ინც ირ­ბი­ნე­თო, რომ გვე­ტყოდ­ნენ, წა­მოვ­დგე­ბო­დით და წიგ­ნით ხელ­ში ოთახ­ში მა­გი­დას წრეს ვურ­ტყამ­დით..." - ამ­ბობს ნინო თარ­ხან-მო­უ­რა­ვი. მსა­ხი­ო­ბი მი­იჩ­ნევს, რომ წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია ბავ­შვე­ბის­თვის და ამი­ტომ ცდი­ლობს, გარ­შე­მო მყო­ფი პა­ტა­რე­ბი ამ­გვა­რად და­ა­სა­ჩუქ­როს. ახ­ლა­ხან თა­ვის ნათ­ლულს მე-3 და­ბა­დე­ბის დღე­ზე სა­ოც­რად ლა­მა­ზი და ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი უყი­და. ფიქ­რობს, რომ მო­ზარ­დი თა­ო­ბა წიგ­ნებს ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე უნდა და­უ­ახ­ლოვ­დეს...

- ნინო, ბავ­შვო­ბი­დან, რო­მე­ლი ავ­ტო­რის სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოგ­ყვათ?

- ვინც მა­შინ მიყ­ვარ­და, ჩემ­ში "დარ­ჩნენ": დი­უ­მა, ან­დერ­სე­ნი, არ­ტურ კო­ნან დო­ი­ლი და უამ­რა­ვი სხვა მწე­რა­ლი. ძა­ლი­ან რთუ­ლია გა­მო­ყო­ფა. ბავ­შვო­ბა­ში წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი დღემ­დე უპი­რო­ბოდ მიყ­ვარს. ისი­ნი შენი ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ხდე­ბი­ან.

- მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­ა­სა­ხე­ლეთ...

- ბავ­შვო­ბა­ში ჰეკლბე­რი ფინ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი, პა­ტა­რა უფ­ლის­წულ­ზე, ასე­ვე "ალი­სა­ზე სა­ოც­რე­ბა­თა ქვეყ­ნი­დან". ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, როცა დე­დამ ახა­ლი, ილუსტრი­რე­ბუ­ლი "ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში" მა­ჩუ­ქა. სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე თავს ამა თუ იმ პერ­სო­ნაჟ­თან ყო­ველ­თვის ვა­ი­გი­ვებ­დი.

- ერ­თია, რომ გვინ­და, ვი­ღა­ცას ვგავ­დეთ და მე­ო­რეა მსგავ­სე­ბის და­ნახ­ვა რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნაჟ­თან. რო­გორ ფიქ­რობთ, რო­მელ გმირ­თან გა­კავ­ში­რებთ ამ­გვა­რი სი­ახ­ლო­ვე?

- ჰგავ­ხარ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს და ნა­წი­ლობ­რივ შე­იძ­ლე­ბა ჰგავ­დე მშობ­ლებს. პერ­სო­ნა­ჟე­ბის გა­ი­დე­ა­ლე­ბა სწო­რად არ მი­მაჩ­ნია. შე­იძ­ლე­ბა მო­გე­წო­ნოს რო­მე­ლი­მე გმი­რის თვი­სე­ბა და საქ­ცი­ე­ლი და გინ­დო­დეს ისე­ვე მო­იქ­ცე, მაგ­რამ ესეც ად­რე­უ­ლი ასა­კის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom

როგორ შეაყვარეს კითხვა შვილს ნინო თარხან-მოურავმა და თემიკო ჭიჭინაძემ

როგორ შეაყვარეს კითხვა შვილს ნინო თარხან-მოურავმა და თემიკო ჭიჭინაძემ

''ლიტერატორების ოჯახში დავიბადე და შესაბამისად, საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა. წასაკითხ წიგნებს უმთავრესად დედა მირჩევდა. ბავშვობაში ჩემი საყვარელი წიგნი იყო ''ტომ სოიერის თავგადასავალი'' და ''პეპი გრძელი წინდა''. ამას მოჰყვა ''დედოფალი მარგო'', ''სამი მუშკეტერი'' და სხვა ნაწარმოებები... არაჩვეულებრივი პერიოდი იყო. საერთოდ, ბავშვობაში ყველანი ძალიან ბევრს ვკითხულობდით. წიგნის საკითხავად ბიძაშვილთან მივდიოდი სტუმრად, ან ის გვსტუმრობდა. ჩვენი გართობის საშუალება იყო გვერდიგვერდ წოლა და ასე კითხვა. ადექით, გაიარეთ ან ცოტა მაინც ირბინეთო, რომ გვეტყოდნენ, წამოვდგებოდით და წიგნით ხელში ოთახში მაგიდას წრეს ვურტყამდით...'' - ამბობს ნინო თარხან-მოურავი. მსახიობი მიიჩნევს, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია ბავშვებისთვის და ამიტომ ცდილობს, გარშემო მყოფი პატარები ამგვარად დაასაჩუქროს. ახლახან თავის ნათლულს მე-3 დაბადების დღეზე საოცრად ლამაზი და ილუსტრირებული წიგნი უყიდა. ფიქრობს, რომ მოზარდი თაობა წიგნებს ადრეულ ასაკშივე უნდა დაუახლოვდეს...

- ნინო, ბავშვობიდან, რომელი ავტორის სიყვარული გამოგყვათ?

- ვინც მაშინ მიყვარდა, ჩემში ''დარჩნენ'': დიუმა, ანდერსენი, არტურ კონან დოილი და უამრავი სხვა მწერალი. ძალიან რთულია გამოყოფა. ბავშვობაში წაკითხული წიგნების ავტორები დღემდე უპირობოდ მიყვარს. ისინი შენი ცხოვრების გარკვეული ნაწილი ხდებიან.

- მსოფლიო ლიტერატურიდან საყვარელი პერსონაჟები დაასახელეთ...

- ბავშვობაში ჰეკლბერი ფინზე ვგიჟდებოდი, პატარა უფლისწულზე, ასევე ''ალისაზე საოცრებათა ქვეყნიდან''. ძალიან კარგად მახსოვს, როცა დედამ ახალი, ილუსტრირებული ''ალისა საოცრებათა ქვეყანაში'' მაჩუქა. საერთოდ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თავს ამა თუ იმ პერსონაჟთან ყოველთვის ვაიგივებდი.

- ერთია, რომ გვინდა, ვიღაცას ვგავდეთ და მეორეა მსგავსების დანახვა რომელიმე პერსონაჟთან. როგორ ფიქრობთ, რომელ გმირთან გაკავშირებთ ამგვარი სიახლოვე?

- ჰგავხარ მხოლოდ საკუთარ თავს და ნაწილობრივ შეიძლება ჰგავდე მშობლებს. პერსონაჟების გაიდეალება სწორად არ მიმაჩნია. შეიძლება მოგეწონოს რომელიმე გმირის თვისება და საქციელი და გინდოდეს ისევე მოიქცე, მაგრამ ესეც ადრეული ასაკისთვისაა დამახასიათებელი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება