ქრისტინე იმედაძე "რამიშვილების" სკანდალის შემდეგ "სუხიშვილებს" მხარდაჭერას უცხადებს

ქრისტინე იმედაძე "რამიშვილების" სკანდალის შემდეგ "სუხიშვილებს" მხარდაჭერას უცხადებს

მომღერალი ქრისტინე იმედაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "სუხიშვილების" ნაციონალურ ბალეტს სიყვარულს საჯაროდ უხსნის.

"სუხიშვილები!

შეიძლება ითქვას, გავიზარდე ამ ოჯახთან ერთად, მათ შემოქმედებასთან ერთად... ალბათ არასდროს არ მომბეზრდება ჩემი მათ მიმართ სიყვარულის და პატივისცემის გამოხატვა.. ამხელა ენერგეტიკა, ასეთი შრომისმოყვარეობა, რომელიც მათ ყოველ ნაბიჯში იგრძნობა, ასეთი დისციპლინა - სცენაზე თუ სარეპეტიციო დარბაზში, თითოეული შემსრულებელის დამოკიდებულება და სიყვარული ყოველი მოძრაობის და ერთმანეთის მიმართ, უკიდეგანო ერთიანობა, არამიწიერი სხივი თუ დენი, რომელიც ჩემამდე მოდის დარბაზში და მაძეგლებს, სუნთქვას მიკრავს! ფერები! მუსიკა! მუხტი! ნერვი! ულევი ფანტაზია! მოკლედ ვერ ვამთავრებ წერას და იმის თქმა მინდა, რომ სუხიშვილებით დაიწყო ჩემი "ცეკვისადმი" სიყვარული და "მოძრაობის" აღქმა და მათთან ერთადვე გრძელდება! მიყვარხართ!", - წერს ქრისტინე.

მომღერლის პოსტს ნინო სუხიშვილი ეხმაურება:

"მეც მიყვარხართ, მთელი ოჯახი, გმადლობთ :-)", - წერს ნინო.

შეგახსენებთ, სუხიშვილების ახალი პროექტის "რამიშვილების" პრემიერა უკვე შედგა. მართალია, პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ იდეა, რომლის მიხედვითაც ახალი ცეკვები დაიდგა, ორიგინალურია, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც საპირისპიროს აცხადებენ. "Youtube"-ზე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომლის ავტორები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ "რამიშვილები" პლაგიატია - მეტი დამაჯერებლობისთვის ვიდეორგოლში წარმოდგენილია ეპიზოდები იაპონიის ნაციონალური თეატრის ცეკვებიდან.

"ამბები.გე" უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ ნინო სუხიშვილის კომენტარს სკანდალთან დაკავშირებით.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს