მსახიობმა კეიტ უინსლეტმა და მისმა მეუღლემ, ნედ როკნროლმა თავიანთ შვილს ადამიანისთვის უჩვეულო სახელი Bear (დათვი) დაარქვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს წყვილის პრესმდივანმა განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვს გვარს დედა აძლევს. ალბათ, წყვილმა მიიჩნია, რომ ბავშვისთვის სახელი და გვარი - ბეარ როკნროლი მეტისმეტი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის კეიტმა მესამე შვილი 7 დეკემბერს გააჩინა.
კეიტს პირველი ქორწინებიდან 2 შვილი უკვე ჰყავს, 34 წლის ნედ როკნროლისთვის კი ეს პირველი შვილია. უინსლეტი და როკნროლი 2012 წლის დეკემბერში საიდუმლოდ დაქორწინდნენ. კეიტის რჩეული მილიარდერის შთამომავალია და თავადაც ბიზნესი აქვს.
ასევე იხილეთ:
ქეით უინსლეტს მესამე შვილი შეეძინა
კეიტ უინსლეტი: "არ მაინტერესებს, რამდენად გასუქდა ჩემი უკანალი"
რატომ ვერ დაეტეოდნენ ფიცარზე ჯეკი და როუზი "ტიტანიკის" ჩაძირვისას - ჯეიმს კემერონის განმარტება
მსახიობები, რომლებმაც ეკრანზე გაშიშვლება ინანეს
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.