პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხეს ხედავს სააკაშვილის ყოფილი ფრანგი მრჩეველი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებაში?
რა საფრთხეს ხედავს სააკაშვილის ყოფილი ფრანგი მრჩეველი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებაში?

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ეკა ზღუ­ლა­ძის ქმა­რი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი რა­ფა­ელ გლუკს­მა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გიგი უგუ­ლა­ვას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"2010 წელს პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­უ­ლი მერი ღა­მით მორ­ჩილ­მა მო­სა­მარ­თლემ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან დრო­ე­ბით გა­და­ა­ყე­ნა. აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და სუ­რე­ა­ლის­ტუ­რი. ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოც­ნე­ბო მთავ­რო­ბის ჭეშ­მა­რიტ ბუ­ნე­ბას წარ­მო­ა­ჩენს...

მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მი­ა­სა­ღე­ბენ ამას ალა­სა­ნია და უსუ­ფაშ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნას: პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­უ­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მერი, სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი, შუა ღა­მეს, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა, მხა­რე­თა მოს­მე­ნის გა­რე­შე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... ვა­რა­უ­დობ, რომ ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან (ეს მათი მო­ვა­ლე­ო­ბაა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი უსარ­გებ­ლო­ნი არა­ინ), მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან მალე აღარ იმუ­შა­ვებს, თუ მთავ­რო­ბა ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას გა­აგ­რძე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია შე­ჩერ­დე­ბა... გა­სა­ო­ცა­რი სიბ­რიყ­ვე თუ მან­კი­ე­რი გზა სა­ქარ­თვე­ლოს დარ­წმუ­ნე­ბი­სა, სა­ბო­ლო­ოდ დედა რუ­სეთს და­უბ­რუნ­დეს...

თბი­ლის­ში 5 წელი გა­ვა­ტა­რე, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა­ში. ამ­რი­გად, უკა­ნას­კნე­ლი რამ, რაც მსურს, ამ პრო­ცე­სის შე­წყვე­ტა ან შე­ნე­ლე­ბაა. მათ გა­სა­გე­ბად უთხრეს ბილ­დტ­მა, სი­კორსკიმ, ფუ­ლემ, ვან რომ­პე­იმ და სხვებ­მა რა შე­დე­გე­ბი დად­გე­ბო­და, თუ ისი­ნი ამ სი­გი­ჟეს არ შე­წყვეტ­დნენ, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მათ ეს სა­ერ­თოდ არ ადარ­დებთ, პი­რი­ქით, ისი­ნი აჩ­ქა­რე­ბენ სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ამი­ტომ ძა­ლი­ან პე­სი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბო­ბი­ლი. სი­გი­ჟის არსი კი იმა­ში მდგო­ა­მე­რობს, რომ მათ მარ­თლაც შე­ეძ­ლოთ ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. მათ არა­ვინ ემუქ­რე­ბა, ორ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვეს...

მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია ნა­თე­ლია და ის სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან მარ­ცხთან მი­დის...

რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ბო­ლო­ოდ გა­აზ­რე­ბა მხო­ლოდ მა­შინ მოხ­დე­ბა, რო­დე­საც ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად ცუდი იქ­ნე­ბა, რომ ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა ყვე­ლაფ­რის შეც­ვლა, ძლი­ე­რი რე­აქ­ცი­აც მე­ტის­მე­ტად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა... თა­ვი­დან მათი შე­ჩე­რე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ახლა ეს უფრო რთუ­ლია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­ერ­თოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა", - წერს გლუკს­მა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, გიგი უგუ­ლა­ვას დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ შა­ბათს შე­უ­ჩე­რა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გიგი უგუ­ლა­ვას­თვის თბი­ლი­სის მე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მო­სა­მარ­თლემ მხა­რე­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­უს­წრებ­ლად, აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის შემ­დეგ მი­ი­ღო.

21 დე­კემ­ბერს, გიგი უგუ­ლა­ვას აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გი­რაო, 50 ათა­სი ლარი შე­ე­ფარ­და. თბი­ლი­სის მერს 2013 წლის 18 დე­კემ­ბერს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ, დე­და­ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით შექ­მნი­ლი ა(ა)იპ "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის­თვის" გა­მო­ყო­ფი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე.

გიგი უგუ­ლა­ვას­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე: ეკა ზღუ­ლა­ძის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი და პი­რა­დი...

ვინ არის ეკა ზღუ­ლა­ძის მე­ო­რე ქმა­რი?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რა საფრთხეს ხედავს სააკაშვილის ყოფილი ფრანგი მრჩეველი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებაში?

რა საფრთხეს ხედავს სააკაშვილის ყოფილი ფრანგი მრჩეველი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებაში?

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ეკა ზღულაძის ქმარი და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებას ეხმაურება.

"2010 წელს პირდაპირი წესით არჩეული მერი ღამით მორჩილმა მოსამართლემ თანამდებობიდან დროებით გადააყენა. აღმაშფოთებელი და სურეალისტური. ეს საქართველოს საოცნებო მთავრობის ჭეშმარიტ ბუნებას წარმოაჩენს...

მართლა მაინტერესებს, როგორ მიასაღებენ ამას ალასანია და უსუფაშვილი საერთაშორისო არენას: პირდაპირი წესით არჩეული დედაქალაქის მერი, სასამართლოს მიერ გადაყენებული, შუა ღამეს, დახურულ კარს მიღმა, მხარეთა მოსმენის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება... ვარაუდობ, რომ ისინი შეეცდებიან (ეს მათი მოვალეობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უსარგებლონი არაინ), მაგრამ ეს ძალიან მალე აღარ იმუშავებს, თუ მთავრობა ასეთი სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეჩერდება... გასაოცარი სიბრიყვე თუ მანკიერი გზა საქართველოს დარწმუნებისა, საბოლოოდ დედა რუსეთს დაუბრუნდეს...

თბილისში 5 წელი გავატარე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მუშაობაში. ამრიგად, უკანასკნელი რამ, რაც მსურს, ამ პროცესის შეწყვეტა ან შენელებაა. მათ გასაგებად უთხრეს ბილდტმა, სიკორსკიმ, ფულემ, ვან რომპეიმ და სხვებმა რა შედეგები დადგებოდა, თუ ისინი ამ სიგიჟეს არ შეწყვეტდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს საერთოდ არ ადარდებთ, პირიქით, ისინი აჩქარებენ სადამსჯელო ღონისძიებებს. ამიტომ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობობილი. სიგიჟის არსი კი იმაში მდგოამერობს, რომ მათ მართლაც შეეძლოთ ამ ყველაფრის თავიდან აცილება. მათ არავინ ემუქრება, ორ არჩევნებში გაიმარჯვეს...

მოკლევადიანი სტრატეგია ნათელია და ის საშუალოვადიან მარცხთან მიდის...

როგორც ყოველთვის, საბოლოოდ გააზრება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ვითარება იმდენად ცუდი იქნება, რომ ძალიან გაჭირდება ყველაფრის შეცვლა, ძლიერი რეაქციაც მეტისმეტად დაგვიანებული იქნება... თავიდან მათი შეჩერებისა და შეზღუდვის შესაძლებლობა არსებობდა, მაგრამ ახლა ეს უფრო რთულია, მოგვიანებით კი საერთოდ შეუძლებელი იქნება", - წერს გლუკსმანი.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას დედაქალაქის მერის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლომ შაბათს შეუჩერა.

პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მოსამართლემ მხარეთა წარმომადგენლების დაუსწრებლად, აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვის შემდეგ მიიღო.

21 დეკემბერს, გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, 50 ათასი ლარი შეეფარდა. თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: ეკა ზღულაძის სამსახურებრივი და პირადი...

ვინ არის ეკა ზღულაძის მეორე ქმარი?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს