პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეპორტაჟი გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესიდან
რეპორტაჟი გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესიდან

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის გოგა ან­ჩა­ბა­ძის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მსჯე­ლობ­და. მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი აბ­ში­ლა­ვამ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის 7 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ან­ჩა­ბა­ძე პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

გოგა ან­ჩა­ბა­ძე სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შეს­ვლამ­დე შე­იყ­ვა­ნეს. მისი ბრალ­დე­ბუ­ლის კა­ბი­ნა­ში შეყ­ვა­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ამი­ტო­მაც ან­ჩა­ბა­ძე პრო­ცესს სკამ­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი ფე­ხით ეს­წრე­ბო­და. მი­ზე­ზი სა­პა­ტიო იყო, მას ცე­მის გამო ფეხი მომტვრე­უ­ლი აქვს და გა­დად­გი­ლე­ბაც უჭირს. ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, მათ შო­რის მოჭ­რი­ლი აქვს მარ­ჯვე­ნა ყუ­რიც - დარ­ბაზ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქუ­დით იჯდა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბის დროს, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე თა­თე­ლიშ­ვილ­მა სხდო­მის და­ხურ­ვა ითხო­ვა - სა­სა­მარ­თლო­ზე ისეთ დე­ტა­ლებ­ზე იქ­ნე­ბო­და სა­უ­ბა­რი, რისი გა­სა­ჯა­რო­ე­ბაც ბრალ­დე­ბულს არ სურ­და. თუმ­ცა პრო­კუ­რო­რის მი­რან­და წე­რე­თე­ლის გან­ცხა­დე­ბით, შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ იყო, წე­რი­ლო­ბი­თი სახე არ ჰქონ­და და არ უნდა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყო. სა­ბო­ლო­ოდ მო­სა­მარ­თლემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი არ და­ხუ­რა.

პატ­რუ­ლის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის პრო­ცესს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გარ­და მხო­ლოდ დედა და მა­მი­და ეს­წრე­ბოდ­ნენ. ან­ჩა­ბა­ძის დედა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის დროს დარ­ბაზ­ში არ შე­მო­სუ­ლა.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ ან­ჩა­ბა­ძის­თვის აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო მო­ი­თხო­ვა. პრო­კუ­რორ მი­რან­და წე­რე­თე­ლის გან­ცხა­დე­ბით, - "ან­ჩა­ბა­ძე გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს და არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ თავი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს შე­ა­ფა­როს, და შე­საძ­ლოა, მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს". საქ­მის მე­ო­რე პრო­კუ­რორ­მა და­ვით პა­პა­ვამ კი მო­სა­მარ­თლეს გა­ნუ­ცხა­და, რომ ან­ჩა­ბა­ძის მხრი­დან შე­საძ­ლო გაქ­ცე­ვის შე­სა­ხებ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ, თუმ­ცა შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რეს სა­სა­მარ­თლოს­თვის ამ ეტაპ­ზე არ წა­რუდ­გე­ნია.

დაც­ვის მხა­რე ან­ჩა­ბა­ძის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 7 ათა­სი ლა­რის გა­დახ­დის და­კის­რე­ბას ითხოვ­და. "თუ გოგა ან­ჩა­ბა­ძეს მი­მალ­ვა სურ­და, აქამ­დეც მი­ი­მა­ლე­ბო­და, ის მზად იყო ეთა­ნამ­შრომ­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და ამის შე­სა­ხებ წე­რი­ლი პრო­კუ­რორს გა­უგ­ზავ­ნა, ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც" , - გა­ნუ­ცხა­და მო­სა­მარ­თლეს ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე თა­თე­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გოგა ან­ჩა­ბა­ძის და­კა­ვე­ბის დროს პრო­კუ­რორ­მა პრო­ცე­დუ­ა­ლუ­რი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა. კონ­კრე­ტუ­ლად კი და­კა­ვე­ბის ოქმი ან­ჩა­ბა­ძის სახ­ლში მისი აყ­ვა­ნის დროს არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა და დო­კუ­მენ­ტის დას­რუ­ლე­ბა პრო­კუ­რორ­მა ზუგ­დი­დის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ახ­დი­ნა. და­კა­ვე­ბის დროს გოგა ან­ჩა­ბა­ძე წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ, რა­საც ასე­ვე დარ­ღვე­ვად აფა­სებს მისი ად­ვო­კა­ტი.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და აცხა­დებს, რომ მის სი­მარ­თლეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე და­ამ­ტკი­ცებს. მე­ტიც, ან­ჩა­ბა­ძის ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. ალექ­სან­დრე თა­თე­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ანა ძაპ­ტაშ­ვი­ლის ტან­საც­მელ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა არა­ერ­თმა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ არ იკ­ვე­თე­ბა ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი. ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ ჩანს ძაპ­ტაშ­ვი­ლის­თვის ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპერ­ტი­ზა­ზეც.

დაც­ვის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. ად­ვო­კა­ტი ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ორ­შა­ბათს, 23 დე­კემ­ბერს ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რეპორტაჟი გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესიდან

რეპორტაჟი გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესიდან

ზუგდიდის რაიონული სასამართლომ საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოგა ანჩაბაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე 3 საათის განმავლობაში მსჯელობდა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის 7 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე არ გაითვალისწინა და ანჩაბაძე პატიმრობაში დატოვა.

გოგა ანჩაბაძე სასამართლო დარბაზში ჟურნალისტების შესვლამდე შეიყვანეს. მისი ბრალდებულის კაბინაში შეყვანა სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს, ამიტომაც ანჩაბაძე პროცესს სკამზე შემოდებული ფეხით ესწრებოდა. მიზეზი საპატიო იყო, მას ცემის გამო ფეხი მომტვრეული აქვს და გადადგილებაც უჭირს. ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მრავლობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის მოჭრილი აქვს მარჯვენა ყურიც - დარბაზში ბრალდებული ქუდით იჯდა.

სასამართლო პროცესის დაწყების დროს, ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე თათელიშვილმა სხდომის დახურვა ითხოვა - სასამართლოზე ისეთ დეტალებზე იქნებოდა საუბარი, რისი გასაჯაროებაც ბრალდებულს არ სურდა. თუმცა პროკურორის მირანდა წერეთელის განცხადებით, შუამდგომლობა დასაბუთებული არ იყო, წერილობითი სახე არ ჰქონდა და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საბოლოოდ მოსამართლემ სასამართლო პროცესი არ დახურა.

პატრულის ყოფილი თანამშრომლის პროცესს ჟურნალისტების გარდა მხოლოდ დედა და მამიდა ესწრებოდნენ. ანჩაბაძის დედა სასამართლოს განჩინების დროს დარბაზში არ შემოსულა.

ბრალდების მხარემ ანჩაბაძისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება რამდენიმე მიზეზის გამო მოითხოვა. პროკურორ მირანდა წერეთელის განცხადებით, - "ანჩაბაძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და არსებობს საფრთხე, რომ თავი ოკუპირებულ ტერიტორიებს შეაფაროს, და შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს". საქმის მეორე პროკურორმა დავით პაპავამ კი მოსამართლეს განუცხადა, რომ ანჩაბაძის მხრიდან შესაძლო გაქცევის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა შესაბამისი მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის ამ ეტაპზე არ წარუდგენია.

დაცვის მხარე ანჩაბაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 7 ათასი ლარის გადახდის დაკისრებას ითხოვდა. "თუ გოგა ანჩაბაძეს მიმალვა სურდა, აქამდეც მიიმალებოდა, ის მზად იყო ეთანამშრომლა პროკურატურასთან და ამის შესახებ წერილი პროკურორს გაუგზავნა, ასევე გასათვალისწინებელია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც" , - განუცხადა მოსამართლეს ადვოკატმა ალექსანდრე თათელიშვილმა.

მისივე თქმით, გოგა ანჩაბაძის დაკავების დროს პროკურორმა პროცედუალური შეცდომები დაუშვა. კონკრეტულად კი დაკავების ოქმი ანჩაბაძის სახლში მისი აყვანის დროს არ გაფორმებულა და დოკუმენტის დასრულება პროკურორმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოახდინა. დაკავების დროს გოგა ანჩაბაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში არ გადაუყვანიათ, რასაც ასევე დარღვევად აფასებს მისი ადვოკატი.

თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის სიმართლეს სასამართლო პროცესებზე დაამტკიცებს. მეტიც, ანჩაბაძის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე მოხდა. ალექსანდრე თათელიშვილის განმარტებით, დაზარალებულის ანა ძაპტაშვილის ტანსაცმელზე ჩატარებულმა არაერთმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ არ იკვეთება ძალადობის ნიშნები. ძალადობის კვალი არ ჩანს ძაპტაშვილისთვის ჩატარებულ ექსპერტიზაზეც.

დაცვის მხარე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ადვოკატი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ორშაბათს, 23 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ