საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი გაფიცვას აპირებს
სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი გაფიცვას აპირებს

სო­ლო­ლა­კი-აბა­ნო­თუბ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლე­ბი გა­ფიც­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ამ­ჯე­რად მძღო­ლე­ბის პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი ლადო ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩი­დან აბა­ნო­თუ­ბან­ში მი­მა­ვა­ლი გზის გა­და­კეტ­ვაა.

ამის გამო მძღო­ლებს მოძ­რა­ო­ბა მე­ო­რა­დი, ვიწ­რო ქუ­ჩე­ბით უწევთ. ამის გამო ხში­რია მგზავ­რთა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და სა­ცო­ბებ­ში დგო­მა. სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სე­ბი აბა­ნო­თუბ­ნის ნაც­ვლად ჯვრის მა­მას­თან ჩა­დი­ან (მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს), ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­ვედ­რი­ლებს უკან, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით უწევთ აბ­რუ­ნე­ბა და სა­ნა­პი­რო­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­თაო ოფი­სის ქუ­ჩით მოხ­ვედ­რა. ამის გამო სა­მარ­შუ­ტო ხაზი 15 წუ­თით გრძელ­დე­ბა. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში ხში­რად სა­ცო­ბე­ბიც იქ­მნე­ბა. მძღო­ლე­ბის და მგზავ­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ ამ დი­ლით პიკს მი­აღ­წია.

და­რე­ჯან ლა­ცა­ბი­ძე მგზავ­რი: სამ­სა­ხურ­ში რომ არ და­ვაგ­ვი­ა­ნო, უკვე 2 კვი­რაა სახ­ლი­დან გა­მოს­ვლა 30 წუ­თით ადრე მი­წევს. 149 სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სით ვმგზავ­რობ. ამ ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში ვი­ჩხი­რე­ბით ხში­რად. აბა­ნო­თუ­ბან­ში ჩა­სუ­ლებს უკან გვი­წევს ამოს­ვლა ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩით და მერე ასე­ვე ვიწ­რო ქუ­ჩით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" უნდა ჩა­ვუხ­ვი­ოთ, რომ თა­ვი­სუფ­ლად მო­ვა­ხერ­ხოთ მგზავ­რო­ბა სა­ნა­პი­რო­ზე. რა­ტომ არა­ვინ ფიქ­რობს იმას, რომ ამ პა­ტა­რა ქუ­ჩებ­ზე ასე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ისე­დაც ამორ­ტი­ზე­ბულ ძველ შე­ნო­ბებს უა­რეს დღე­ში ჩა­აგ­დებს? აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ტრან­სპორ­ტში გა­ტა­რე­ბულ ზედ­მეტ 20 წუთ­ზე. რო­გორც ვხვდე­ბი ამ ქა­ლაქ­ში არც მგზავრს აქვს უფ­ლე­ბა და მით უფრო არც მძღო­ლებს.

149 სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლი(სამ­სხუ­რის და­კარ­გვის ში­შით ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­სა­ხე­ლა): თით­ქმის ერთი თვეა აბა­ნო­თუ­ბან­ში ვერ ვმოძ­რა­ობთ. თუ ცა­თამ­ბრჯენს აშე­ნე­ბენ, წლე­ბი ვერ ვივ­ლით ამ გზა­ზე. გა­და­კე­ტი­ლი აქვთ ქუჩა და უკვე გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა შეგ­ვექ­მნა. ვკარ­გავთ დროს და იხარ­ჯე­ბა საწ­ვა­ვი, რო­მელ­საც არა­ვინ გვი­ნა­ზღა­უ­რებს. ყო­ველ სა­ღა­მოს ოფის­ში ჩხუ­ბი გვაქვს მძღო­ლებს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. უფ­რო­სებს არა­ფე­რი არ აინ­ტე­რე­სებთ. მთა­ვა­რია ყო­ველ სა­ღა­მოს ექ­ვსი თუ­მა­ნი (60 ლარი მი­ვი­ტა­ნოთ). და­ნარ­ჩე­ნი ჩვე­ნი ხარ­ჯია. სულ არ მინ­და ეს გა­ფიც­ვა და პრო­ტეს­ტი, მაგ­რამ სხვა გზა არ დაგ­ვი­ტო­ვეს. ჩვენ რომ ოჯა­ხე­ბი შე­ვი­ნა­ხოთ არა­ვინ ფიქ­რობს. რის­თვის ვშრო­მობთ და ვწვა­ლობთ?...

-გა­მო­სა­ვალს რაში ხე­დავთ?

-და­ინ­ტე­რეს­დეს ჩვე­ნი უფ­რო­სო­ბა და მე­რია ამ მშე­ნებ­ლო­ბით, რას აშებ­ნე­ბენ ამის­თა­ნას, რომ თით­ქმის 1 თვეა გზის პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი და­ი­კე­ტა და ამის გამო ან სა­ცო­ბებ­ში ვდგა­ვართ ან ზედ­მეტ კი­ლო­მეტ­რაჟს გავ­დი­ვართ. საწ­ვა­ვი, სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბი და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ხარ­ჯე­ბიც ჩვე­ნი გა­სას­ტუმ­რე­ბე­ლია. ვმუ­შა­ობთ ხარ­ჯე­ბი­სა და მან­ქა­ნის შე­ნახ­ვის­თვის.

-ტრან­სპორ­ტი ხში­რად ფუჭ­დე­ბა?

-აბა რა გი­თხრათ. აი ახ­ლაც ისე­თი რამ აქვს გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი, ვერც მე მივ­ხვდი და ვერც ხე­ლო­სა­ნი ხვდე­ბა. ფაქ­ტია, რომ ბევ­რი რამ მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია ამ სის­ტე­მა­ში.

-გა­მო­სა­ვა­ლი?

-გა­ვი­ფი­ცე­ბით და იქ­ნებ რამე გვეშ­ვე­ლოს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი გაფიცვას აპირებს

სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილი გაფიცვას აპირებს

სოლოლაკი-აბანოთუბნის მიმართულებით მოძრავი სამარშუტო ტაქსების მძღოლები გაფიცვისთვის ემზადებიან. ამჯერად მძღოლების პროტესტის მიზეზი ლადო ასათიანის ქუჩიდან აბანოთუბანში მიმავალი გზის გადაკეტვაა.

ამის გამო მძღოლებს მოძრაობა მეორადი, ვიწრო ქუჩებით უწევთ. ამის გამო ხშირია მგზავრთა უკმაყოფილება და საცობებში დგომა. სამარშუტო ტაქსები აბანოთუბნის ნაცვლად ჯვრის მამასთან ჩადიან (მოძრაობის საპირისპირო მხარეს), ლესელიძის ქუჩაზე მოხვედრილებს უკან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით უწევთ აბრუნება და სანაპიროზე "ქართული ოცნების" სათაო ოფისის ქუჩით მოხვედრა. ამის გამო სამარშუტო ხაზი 15 წუთით გრძელდება. ამას ემატება ისიც, რომ ვიწრო ქუჩებში ხშირად საცობებიც იქმნება. მძღოლების და მგზავრების უკმაყოფილებამ ამ დილით პიკს მიაღწია.

დარეჯან ლაცაბიძე მგზავრი: სამსახურში რომ არ დავაგვიანო, უკვე 2 კვირაა სახლიდან გამოსვლა 30 წუთით ადრე მიწევს. 149 სამარშუტო ტაქსით ვმგზავრობ. ამ ვიწრო ქუჩებში ვიჩხირებით ხშირად. აბანოთუბანში ჩასულებს უკან გვიწევს ამოსვლა ლესელიძის ქუჩით და მერე ასევე ვიწრო ქუჩით "ქართულ ოცნებასთან" უნდა ჩავუხვიოთ, რომ თავისუფლად მოვახერხოთ მგზავრობა სანაპიროზე. რატომ არავინ ფიქრობს იმას, რომ ამ პატარა ქუჩებზე ასეთი ინტენსიური საავტომობილო მოძრაობა ისედაც ამორტიზებულ ძველ შენობებს უარეს დღეში ჩააგდებს? აღარაფერს ვამბობ ტრანსპორტში გატარებულ ზედმეტ 20 წუთზე. როგორც ვხვდები ამ ქალაქში არც მგზავრს აქვს უფლება და მით უფრო არც მძღოლებს.

149 სამარშუტო ტაქსის მძღოლი(სამსხურის დაკარგვის შიშით ვინაობა არ დაასახელა): თითქმის ერთი თვეა აბანოთუბანში ვერ ვმოძრაობთ. თუ ცათამბრჯენს აშენებენ, წლები ვერ ვივლით ამ გზაზე. გადაკეტილი აქვთ ქუჩა და უკვე გაუსაძლისი მდგომარეობა შეგვექმნა. ვკარგავთ დროს და იხარჯება საწვავი, რომელსაც არავინ გვინაზღაურებს. ყოველ საღამოს ოფისში ჩხუბი გვაქვს მძღოლებს ხელმძღვანელობასთან. უფროსებს არაფერი არ აინტერესებთ. მთავარია ყოველ საღამოს ექვსი თუმანი (60 ლარი მივიტანოთ). დანარჩენი ჩვენი ხარჯია. სულ არ მინდა ეს გაფიცვა და პროტესტი, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ჩვენ რომ ოჯახები შევინახოთ არავინ ფიქრობს. რისთვის ვშრომობთ და ვწვალობთ?...

-გამოსავალს რაში ხედავთ?

-დაინტერესდეს ჩვენი უფროსობა და მერია ამ მშენებლობით, რას აშებნებენ ამისთანას, რომ თითქმის 1 თვეა გზის პატარა მონაკვეთი დაიკეტა და ამის გამო ან საცობებში ვდგავართ ან ზედმეტ კილომეტრაჟს გავდივართ. საწვავი, სათადარიგო ნაწილები და პროფილაქტიკური ხარჯებიც ჩვენი გასასტუმრებელია. ვმუშაობთ ხარჯებისა და მანქანის შენახვისთვის.

-ტრანსპორტი ხშირად ფუჭდება?

-აბა რა გითხრათ. აი ახლაც ისეთი რამ აქვს გაფუჭებული, ვერც მე მივხვდი და ვერც ხელოსანი ხვდება. ფაქტია, რომ ბევრი რამ მოსაწესრიგებელია ამ სისტემაში.

-გამოსავალი?

-გავიფიცებით და იქნებ რამე გვეშველოს.

გიორგი ბერიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია