პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე დეისაძე - ლიტერატურის მასწავლებლები შემაშფოთებლად საშიში სექტაა, რომლებმაც ბავშვებს დედა უტირეს
ერეკლე დეისაძე - ლიტერატურის მასწავლებლები შემაშფოთებლად საშიში სექტაა, რომლებმაც ბავშვებს დედა უტირეს

"სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრეს" - ეს სლო­გა­ნი ერთი წლის წინ მრა­ვალ­მა აი­ტა­ცა, მას ხში­რად იმე­ო­რებ­დნენ და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ყო­ველ მე­ო­რე პლა­კატს აღ­ნიშ­ნუ­ლი ში­ნა­არ­სის წარ­წე­რას უკე­თებ­დნენ. დღეს კი ეს მო­წო­დე­ბა ნაკ­ლე­ბად ის­მის. სის­ტე­მა მარ­თლაც და­ინ­გრა თუ რა­ტომ შე­წყდა ამა­ზე ლა­პა­რა­კი? კი­დევ რისი დან­გრე­ვაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ სის­ტე­მე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ზე?

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე მწე­რა­ლი და მუ­სი­კო­სი ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე სა­უბ­რობს.

- "სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრეს" ამ, ან სხვა მსგავ­სი ში­ნა­არ­სის, მო­წო­დე­ბას დღეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე აქ­ტი­უ­რად აღარ იმე­ო­რე­ბენ. სის­ტე­მა მარ­თლაც და­ინ­გრა თუ რა­ტომ შე­წყდა ამა­ზე ლა­პა­რა­კი?

- ეს სლო­გა­ნი მა­შინ­დე­ლი ჩვე­ნი რე­აქ­ცია იყო, რო­მე­ლიც ხალ­ხმა გა­ი­ზი­ა­რა და სტუ­დენ­ტე­ბის მთა­ვარ ლო­ზუნ­გად იქცა. სის­ტე­მის დან­გრე­ვა­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დად­გო­მა და მათი ჩა­ნაც­ვლე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბით, აქ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი დაკ­ვე­თა ის იყო, რომ შეც­ვლი­ლი­ყო ის მე­თო­დე­ბი, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ იყე­ნებ­და. ძა­ლა­დო­ბა ხალ­ხში დღე­საც არ­სე­ბობს და ეს პირ­და­პი­რი შე­დე­გი გახ­ლავთ იმ სის­ტე­მის, რო­მელ­მაც ეს ძა­ლა­დო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბით და­ნერ­გა. ჩვე­ნი ერის ერთ-ერთი პრობ­ლე­მა პრო­ტეს­ტის და­უხ­ვე­წა­ვო­ბაა, მი­ტინ­გე­ბის ტრა­დი­ცია გვაქვს, მაგ­რამ ლო­ზუნ­გე­ბი არ იც­ვლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენს სლო­გან­საც თა­ვი­სი დრო ჰქონ­და. ჩვენ არც ისე­თი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ე­ბი არა ვართ, რომ ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით "სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრე­თი" მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი უცებ შე­იც­ვლე­ბო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი არის, მაგ­რამ სის­ტე­მა ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ტვი­ნებ­შია და­სან­გრე­ვი და ამი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბის ნორ­მა­ლუ­რი რე­ფორ­მა და სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის ამაღ­ლე­ბაა სა­ჭი­რო. ამი­ტომ პრო­ტეს­ტის და­უხ­ვე­წა­ვო­ბა მგო­ნია ერთი წლის მე­რეც "სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრეს" ვი­ძა­ხოთ. რა­ი­მე ახა­ლია სა­ჭი­რო, რად­გან ქვე­ყა­ნა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი პრო­ცენ­ტი სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მო­თაა, ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი თუ ეს პრობ­ლე­მა არ მოგ­ვარ­დე­ბა.

- თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გა­დად სის­ტე­მე­ბის მი­მართ?

- რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ უნდა მქონ­დეს და რაც არ უნდა ვთქვა, ფაქ­ტია, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მეც სის­ტე­მის ნა­წი­ლი ვარ, ისე­ვე რო­გორც თქვენ და სხვა და­ნარ­ჩე­ნე­ბი. ის რაც ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბო­და, ამა­ზე მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა არ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ამა­ში ყვე­ლა ჩვენ­განს მიგ­ვი­ძღვის ბრა­ლი. რად­გან ჩვე­ნი არ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებს ან უბ­რა­ლოდ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, სას­ტი­კად ექ­ცე­ო­და, ჩვენ კი ამის შე­სა­ხებ წლე­ბია გვეს­მო­და და ხმას არ ვი­ღებ­დით, იმი­ტომ რომ ში­ნა­გა­ნად ჩვენც სის­ხლს ვი­ყა­ვით მო­წყუ­რე­ბუ­ლე­ბი და ამ კად­რებ­მა ერ­თის მხრივ ლი­ბი­დო დაგ­ვიკ­მა­ყო­ფი­ლა, მე­ო­რეს მხრივ სას­ტი­კად გაგ­ვაბ­რა­ზა.

- მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში საფ­რან­გეთ­ში მოქ­მე­დი ცენ­ზუ­რა ბევრ წიგნს იმე­ტებ­და და­საწ­ვა­ვად. თუმ­ცა რა­საც დაწ­ვავ­დნენ მერე ის წიგ­ნი შავ ბა­ზარ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და გა­ყიდ­ვა­დი ხდე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად ავ­ტო­რე­ბი "ცდი­ლობ­დნენ" რომ სწო­რედ მათი წიგ­ნი და­ეწ­ვათ. დღეს რამ­დე­ნად დი­დია ინ­ტე­რე­სი "დამ­წვა­რი" წიგ­ნე­ბის მი­მართ? აკ­რძალ­ვა რამ­დე­ნად რგებს ნა­წარ­მო­ებს? ამ თვალ­საზ­რი­სით რო­მელ წიგ­ნებს "დაწ­ვავ­დით"?

- მგო­ნი ბროდსკი ამ­ბობ­და, არ­სე­ბობს იმა­ზე დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, ვიდ­რე წიგ­ნე­ბის დაწ­ვა და ცენ­ზუ­რა. ეს და­ნა­შა­უ­ლი მათი არ წა­კი­თხვაა. დღეს წიგ­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ნაკ­ლე­ბია. ჩვენ­თან ძა­ლი­ან უყ­ვართ ლი­ტე­რა­ტუ­რა, ოღონდ პრე­მია "სა­ბას" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე, სა­დაც სა­ლონ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვარ­ცხნი­ლი თმე­ბით, თვა­ლის­მომჭრე­ლი ბი­ჟუ­ტე­რი­ით, ამა­ზო­ნი­დან გა­მო­წე­რი­ლი კა­ბე­ბით და დიდი პე­რო­ე­ბით მო­დი­ან. რე­ა­ლუ­რად, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი რომ ყი­დუ­ლობ­დეს წიგ­ნებს, ეს ნამ­დვი­ლად და­ე­ტყო­ბო­და პრო­ცესს. მაგ­რამ ჩვენ­თან სუფ­რამ, პო­ე­ზია და ესტრა­და ერ­თდრო­უ­ლად შე­ი­წო­ვა და რა­ღაც გა­ურ­კვე­ვე­ლი ხორ­ცმე­ტი მი­ვი­ღეთ, თუ ჩემი არ გჯე­რათ "იუ­თუ­ბის" პო­ე­ტე­ბი ნა­ხეთ, ისი­ნი სა­ო­ცა­რი თა­მა­დე­ბი არი­ან.

- რო­მელ ნა­წარ­მო­ებს შე­ი­ტან­დით სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში? რო­მელს ამო­ი­ღებ­დით?

- რაც არ უნდა შე­ვი­ტა­ნოთ ან ამო­ვი­ღოთ, მა­ინც არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა სა­ნამ ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მას­შტა­ბუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბა არ მოხ­დე­ბა, ეს შე­მაშ­ფო­თებ­ლად სა­ში­ში სექ­ტაა, რომ­ლებ­მაც ბავ­შვებს დედა უტი­რეს. ეს თით­ქმის პე­და­გოგ­თა 90% -ს ეხე­ბა. რაც არ უნდა შე­ი­ტა­ნო, ნე­ბის­მი­ერ ტექსტს მოკ­ლა­ვენ და და­ა­კონ­სერ­ვე­ბენ. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ პრობ­ლე­მა არა ტექ­სტებ­ში, არა­მედ პე­და­გო­გებ­შია.

- თქვე­ნი აზ­რით აუ­ცი­ლე­ბე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა (ფილ­მი, სპექ­ტაკ­ლი), რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხონ (ნა­ხონ) დღეს ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა?

- პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, ვი­სურ­ვებ­დი, რომ ძა­ლი­ან ხში­რად წა­ი­კი­თხონ ის და­პი­რე­ბე­ბი, რომ­ლის ხარ­ჯზეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ. ხოლო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა იგი­ვე (კა­ბი­ან­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა) ვი­სურ­ვებ­დი, ბიბ­ლია წა­ი­კი­თხონ, უმე­ტე­სო­ბას წა­კი­თხუ­ლიც არა აქვთ და ღმერ­თის სა­ხე­ლით იმ­დენ სი­სუ­ლე­ლეს ბო­და­ვენ, ხან­და­ხან მათ მა­გივ­რად მიჩ­ნდე­ბა უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდა. სხვას ვე­რაფ­რის წა­კი­თხვას ვერ მოვ­თხოვ პო­ლი­ტი­კო­სებს და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს. უბ­რა­ლოდ აზრი არა აქვს.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

sponsored by ContentRoom

ერეკლე დეისაძე - ლიტერატურის მასწავლებლები შემაშფოთებლად საშიში სექტაა, რომლებმაც ბავშვებს დედა უტირეს

ერეკლე დეისაძე - ლიტერატურის მასწავლებლები შემაშფოთებლად საშიში სექტაა, რომლებმაც ბავშვებს დედა უტირეს

"სისტემა უნდა დაინგრეს" - ეს სლოგანი ერთი წლის წინ მრავალმა აიტაცა, მას ხშირად იმეორებდნენ და საპროტესტო აქციებზე წარმოდგენილ ყოველ მეორე პლაკატს აღნიშნული შინაარსის წარწერას უკეთებდნენ. დღეს კი ეს მოწოდება ნაკლებად ისმის. სისტემა მართლაც დაინგრა თუ რატომ შეწყდა ამაზე ლაპარაკი? კიდევ რისი დანგრევაა მნიშვნელოვანი? როგორ მოქმედებენ სისტემები ადამიანებზე?

აღნიშნულ საკითხებზე მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე საუბრობს.

- "სისტემა უნდა დაინგრეს" ამ, ან სხვა მსგავსი შინაარსის, მოწოდებას დღეს ჩვენს საზოგადოებაში ისე აქტიურად აღარ იმეორებენ. სისტემა მართლაც დაინგრა თუ რატომ შეწყდა ამაზე ლაპარაკი?

- ეს სლოგანი მაშინდელი ჩვენი რეაქცია იყო, რომელიც ხალხმა გაიზიარა და სტუდენტების მთავარ ლოზუნგად იქცა. სისტემის დანგრევაში არ იგულისხმებოდა კონკრეტული ადამიანების გადადგომა და მათი ჩანაცვლება სხვა ადამიანებით, აქ საზოგადოების მთავარი დაკვეთა ის იყო, რომ შეცვლილიყო ის მეთოდები, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მიმართ იყენებდა. ძალადობა ხალხში დღესაც არსებობს და ეს პირდაპირი შედეგი გახლავთ იმ სისტემის, რომელმაც ეს ძალადობა წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით დანერგა. ჩვენი ერის ერთ-ერთი პრობლემა პროტესტის დაუხვეწავობაა, მიტინგების ტრადიცია გვაქვს, მაგრამ ლოზუნგები არ იცვლება, შესაბამისად ჩვენს სლოგანსაც თავისი დრო ჰქონდა. ჩვენ არც ისეთი გულუბრყვილოები არა ვართ, რომ ბოლომდე დარწმუნებულები ვყოფილიყავით "სისტემა უნდა დაინგრეთი" მართლა ყველაფერი უცებ შეიცვლებოდა. ბუნებრივია, რაღაც ცვლილებები არის, მაგრამ სისტემა ცალკეული ადამიანების ტვინებშია დასანგრევი და ამისათვის განათლების ნორმალური რეფორმა და სოციალური ფონის ამაღლებაა საჭირო. ამიტომ პროტესტის დაუხვეწავობა მგონია ერთი წლის მერეც "სისტემა უნდა დაინგრეს" ვიძახოთ. რაიმე ახალია საჭირო, რადგან ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ვერასოდეს გახდება დემოკრატიული თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება.

- თქვენი დამოკიდებულება ზოგადად სისტემების მიმართ?

- როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს და რაც არ უნდა ვთქვა, ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მეც სისტემის ნაწილი ვარ, ისევე როგორც თქვენ და სხვა დანარჩენები. ის რაც ციხეებში ხდებოდა, ამაზე მხოლოდ სააკაშვილის მთავრობა არ არის პასუხისმგებელი. ამაში ყველა ჩვენგანს მიგვიძღვის ბრალი. რადგან ჩვენი არჩეული მთავრობა ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან უბრალოდ თანამოქალაქეებს, სასტიკად ექცეოდა, ჩვენ კი ამის შესახებ წლებია გვესმოდა და ხმას არ ვიღებდით, იმიტომ რომ შინაგანად ჩვენც სისხლს ვიყავით მოწყურებულები და ამ კადრებმა ერთის მხრივ ლიბიდო დაგვიკმაყოფილა, მეორეს მხრივ სასტიკად გაგვაბრაზა.

- მე-16 საუკუნეში საფრანგეთში მოქმედი ცენზურა ბევრ წიგნს იმეტებდა დასაწვავად. თუმცა რასაც დაწვავდნენ მერე ის წიგნი შავ ბაზარზე პოპულარული და გაყიდვადი ხდებოდა. შესაბამისად ავტორები "ცდილობდნენ" რომ სწორედ მათი წიგნი დაეწვათ. დღეს რამდენად დიდია ინტერესი "დამწვარი" წიგნების მიმართ? აკრძალვა რამდენად რგებს ნაწარმოებს? ამ თვალსაზრისით რომელ წიგნებს "დაწვავდით"?

- მგონი ბროდსკი ამბობდა, არსებობს იმაზე დიდი ლიტერატურული დანაშაული, ვიდრე წიგნების დაწვა და ცენზურა. ეს დანაშაული მათი არ წაკითხვაა. დღეს წიგნის მიმართ ინტერესი ნაკლებია. ჩვენთან ძალიან უყვართ ლიტერატურა, ოღონდ პრემია "საბას" დაჯილდოებაზე, სადაც სალონში სპეციალურად დავარცხნილი თმებით, თვალისმომჭრელი ბიჟუტერიით, ამაზონიდან გამოწერილი კაბებით და დიდი პეროებით მოდიან. რეალურად, ამდენი ადამიანი რომ ყიდულობდეს წიგნებს, ეს ნამდვილად დაეტყობოდა პროცესს. მაგრამ ჩვენთან სუფრამ, პოეზია და ესტრადა ერთდროულად შეიწოვა და რაღაც გაურკვეველი ხორცმეტი მივიღეთ, თუ ჩემი არ გჯერათ "იუთუბის" პოეტები ნახეთ, ისინი საოცარი თამადები არიან.

- რომელ ნაწარმოებს შეიტანდით სასწავლო პროგრამაში? რომელს ამოიღებდით?

- რაც არ უნდა შევიტანოთ ან ამოვიღოთ, მაინც არაფერი გვეშველება სანამ ქართული ლიტერატურის მასწავლებლების მასშტაბური გადამზადება არ მოხდება, ეს შემაშფოთებლად საშიში სექტაა, რომლებმაც ბავშვებს დედა უტირეს. ეს თითქმის პედაგოგთა 90% -ს ეხება. რაც არ უნდა შეიტანო, ნებისმიერ ტექსტს მოკლავენ და დააკონსერვებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემა არა ტექსტებში, არამედ პედაგოგებშია.

- თქვენი აზრით აუცილებელი ლიტერატურა (ფილმი, სპექტაკლი), რომელიც უნდა წაიკითხონ (ნახონ) დღეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა?

- პოლიტიკოსებმა, ვისურვებდი, რომ ძალიან ხშირად წაიკითხონ ის დაპირებები, რომლის ხარჯზეც ხელისუფლებაში მოვიდნენ. ხოლო სასულიერო პირებმა იგივე (კაბიანმა პოლიტიკოსებმა) ვისურვებდი, ბიბლია წაიკითხონ, უმეტესობას წაკითხულიც არა აქვთ და ღმერთის სახელით იმდენ სისულელეს ბოდავენ, ხანდახან მათ მაგივრად მიჩნდება უხერხულობის განცდა. სხვას ვერაფრის წაკითხვას ვერ მოვთხოვ პოლიტიკოსებს და სასულიერო პირებს. უბრალოდ აზრი არა აქვს.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია