პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"m² უძრავი ქონება" ორ ახალ პროექტს ნუცუბიძის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირზე იწყებს
"m² უძრავი ქონება" ორ ახალ პროექტს ნუცუბიძის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირზე იწყებს

დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია "m² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა" ორ ახალ პრო­ექტს ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე და ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე იწყებს.

ორი­ვე პრო­ექ­ტი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი კორ­პო­რა­ცი­ი­სა (IFC) და კა­ნა­დის მთავ­რო­ბის მიერ. და­ფი­ნან­სე­ბის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა 14 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, სა­ი­და­ნაც 4 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი კა­ნა­დის მთავ­რო­ბამ გა­მო­ყო უშუ­ა­ლოდ ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მიზ­ნით. ორი­ვე კომ­პლექ­სი 23%-მდე ენეგ­რო­ე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, რაც მო­ბი­ნად­რე­ებს კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­ცემს. რო­გორც ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე, ისე ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე ასა­შე­ნე­ბელ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში ბი­ნე­ბი ბარ­დე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი რე­მონ­ტით. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ბი­ნად­რე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ პი­რა­და­პირ შე­ვიდ­ნენ და იცხოვ­რონ სა­კუ­თარ ბი­ნებ­ში.

სრუ­ლად გა­რე­მონ­ტე­ბულ ბი­ნა­ში, მო­ბი­ნად­რე­ებს დახ­ვდე­ბათ იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო, ჩა­შე­ნე­ბუ­ლი გა­ზ­ქუ­რი­თა და გამ­წო­ვით. ბი­ნის გეგ­მა­რე­ბა, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი მო­ბი­ნად­რის მო­თხოვ­ნე­ბის თა­ნახ­მად შე­ირ­ჩე­ვა, მა­სა­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი კი დიდი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია.

ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე ასა­შე­ნე­ბელ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსს, m² ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე, რომ­ლის ჩა­ბა­რე­ბაც 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში იგეგ­მე­ბა, აქვს მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა- კომ­პლექ­სი მეტ­რო ვაჟა-ფშა­ვე­ლა­დან 300 მეტ­რის მან­ძილ­ზეა და სამი მხრი­დან უდ­გე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა. ნუ­ცუ­ბი­ძის კომ­პლექ­სის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ი­ცავს ორ­სარ­თუ­ლი­ან ავ­ტო­სად­გომს 86 ავ­ტო­მან­ქა­ნის­თვის, შიდა ეზოს დიდი სპრო­ტუ­ლი მო­ედ­ნით, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი და სა­ბავ­შვო ზო­ნე­ბით. ბი­ნე­ბის ფარ­თი 45 კვ.მ-დან იწყე­ბა.

ნე­ბის­მი­ე­რი ბი­ნის პრო­ექ­ტში მფლო­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა შე­ი­ტა­ნოს შეს­წო­რე­ბა და სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ბი­ნე­ბი, შეც­ვა­ლოს გან­ლა­გე­ბა და იყი­დოს ზუს­ტად იმ ფარ­თის ბინა, რაც მას სჭირ­დე­ბა. კომ­პლექ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბა მო­ი­ცავს 24-სა­ა­თი­ან დაც­ვას, სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა­სა და გამ­წვა­ნე­ბის მოვ­ლას. და­მა­ტე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, კომ­პლექ­სი აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მქო­ნე ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მით.

ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე ასა­შე­ნე­ბე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი, m² ყაზ­ბეგ­ზე, რომ­ლის ჩა­ბა­რე­ბაც 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში იგეგ­მე­ბა, ქა­ლა­ქის ორ ცენ­ტრა­ლურ გამ­ზირს შო­რის მდე­ბა­რე­ობს და ორი მხრი­დან აქვს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მი­სას­ვლე­ლი. ბი­ნე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი რე­მონ­ტით 42 კვ.მ.-დან იწყე­ბა. ბი­ნის გეგ­მა­რე­ბა და ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი მო­ბი­ნად­რეს თა­ვად შე­უძ­ლია გან­სა­ზღვროს, რის­თვი­საც კომ­პა­ნია მას სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის დიდ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს. ყაზ­ბე­გის კომ­პლექ­სის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ი­ცავს 3,500 კვ.მ. სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნას, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ნარ­გა­ვე­ბით და მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გომს. კომ­პლექსში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მით.

"m² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის" პრო­ექ­ტებ­ში ბი­ნის შე­სა­ძე­ნად, მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ რო­გორც იპო­თე­კუ­რი სეს­ხით, ისე შიდა გან­ვა­დე­ბით. შიდა გან­ვა­დე­ბის შე­თხვე­ვა­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ად­გენს ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 20%-ს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ვა­დე­ბის ვადა მშე­ნებ­ლო­ბის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა, ანუ კომ­პლექსში m² ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე - 2015 წლის ნო­ემ­ბრამ­დე, ხოლო კომ­პლექსში m² ყაზ­ბეგ­ზე - 2016 წლის თე­ბერ­ვლამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ნის მფლო­ბე­ლი სრულ თან­ხას მხო­ლოდ კომ­პლექ­სის დას­რუ­ლე­ბი­სას იხ­დის, უზ­რუნ­ველ­ყო­ფას კი მხო­ლოდ შე­სა­ძე­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ად­გენს.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"m² უძრავი ქონება" ორ ახალ პროექტს ნუცუბიძის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირზე იწყებს

"m² უძრავი ქონება" ორ ახალ პროექტს ნუცუბიძის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირზე იწყებს

დეველოპერული კომპანია "m² უძრავი ქონება" ორ ახალ პროექტს ნუცუბიძის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირზე იწყებს.

ორივე პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციისა (IFC) და კანადის მთავრობის მიერ. დაფინანსების საერთო მოცულობა 14 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი სახლების მშენებლობის მიზნით. ორივე კომპლექსი 23%-მდე ენეგროეფექტური იქნება, რაც მობინადრეებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მიცემს. როგორც ნუცუბიძის ქუჩაზე, ისე ყაზბეგის გამზირზე ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსში ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. შესაბამისად, მობინადრეები შეძლებენ პირადაპირ შევიდნენ და იცხოვრონ საკუთარ ბინებში.

სრულად გარემონტებულ ბინაში, მობინადრეებს დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. ბინის გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები მობინადრის მოთხოვნების თანახმად შეირჩევა, მასალების არჩევანი კი დიდი და მრავალფეროვანია.

ნუცუბიძის ქუჩაზე ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსს, m² ნუცუბიძეზე, რომლის ჩაბარებაც 2015 წლის ნოემბერში იგეგმება, აქვს მოსახერხებელი მდებარეობა- კომპლექსი მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზეა და სამი მხრიდან უდგება საავტომობილო გზა. ნუცუბიძის კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს ორსართულიან ავტოსადგომს 86 ავტომანქანისთვის, შიდა ეზოს დიდი სპროტული მოედნით, მოსასვენებელი და საბავშვო ზონებით. ბინების ფართი 45 კვ.მ-დან იწყება.

ნებისმიერი ბინის პროექტში მფლობელს საშუალება ეძლევა შეიტანოს შესწორება და საკუთარი მოთხოვნის მიხედვით გააერთიანოს ბინები, შეცვალოს განლაგება და იყიდოს ზუსტად იმ ფართის ბინა, რაც მას სჭირდება. კომპლექსის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი აღჭურვილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.

ყაზბეგის გამზირზე ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსი, m² ყაზბეგზე, რომლის ჩაბარებაც 2016 წლის თებერვალში იგეგმება, ქალაქის ორ ცენტრალურ გამზირს შორის მდებარეობს და ორი მხრიდან აქვს საავტომობილო მისასვლელი. ბინები დასრულებული რემონტით 42 კვ.მ.-დან იწყება. ბინის გეგმარება და ინტერიერის დიზაინი მობინადრეს თავად შეუძლია განსაზღვროს, რისთვისაც კომპანია მას სარემონტო მასალების დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ყაზბეგის კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს 3,500 კვ.მ. სარეკრეაციო ზონას, მრავალწლიანი ნარგავებით და მიწისქვეშა ავტოსადგომს. კომპლექსში გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით.

"m² უძრავი ქონების" პროექტებში ბინის შესაძენად, მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც იპოთეკური სესხით, ისე შიდა განვადებით. შიდა განვადების შეთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 20%-ს. აღსანიშნავია, რომ განვადების ვადა მშენებლობის ბოლომდე გრძელდება, ანუ კომპლექსში m² ნუცუბიძეზე - 2015 წლის ნოემბრამდე, ხოლო კომპლექსში m² ყაზბეგზე - 2016 წლის თებერვლამდე. შესაბამისად, ბინის მფლობელი სრულ თანხას მხოლოდ კომპლექსის დასრულებისას იხდის, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა