საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიასახლისად ქცეული ქართველი მამაკაცის ცხოვრება
დიასახლისად ქცეული ქართველი მამაკაცის ცხოვრება

"გზის" N50-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა 18 წლის ნი­ა­კოს წე­რი­ლი, რომ­ლის დე­დაც ემიგ­რან­ტია, მა­მამ კი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მის­მა შვი­ლებ­მა თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნონ, დი­ა­სახ­ლი­სის ამ­პლუა მო­ირ­გო. ჰოდა, თურ­მე, გო­გო­ნას ოჯახს ამის გამო შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დედა აბუ­ჩად იგ­დებს და სარ­ძლოს იწუ­ნებს. ნიას მე­სი­ჯ­მა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს გა­უ­ჩი­ნა სურ­ვი­ლი, დი­ა­სახ­ლი­სე­ბად ქცე­უ­ლი კა­ცე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ე­თხრო ჩვენ­თვის.

"მე ვა­მა­ყობ მა­მა­ჩე­მით!"

ირაკ­ლი, 16 წლის:

- თქვენ­თან სა­უბ­რის სურ­ვი­ლი მას მერე გა­მიჩ­ნდა, რაც "გზის" ერთ-ერთ ნო­მერ­ში სა­დე­დამ­თი­ლოს­გან და­წუ­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნას წე­რი­ლი წა­ვი­კი­თხე - ის ამ­ბობ­და: შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დედა მხო­ლოდ იმი­ტომ მი­წუ­ნებს, რომ დე­და­ჩე­მი ემიგ­რან­ტია, მა­მას კი დი­ა­სახ­ლი­სო­ბა უწევს. ამის გამო ჩემს ოჯახს დას­ცი­ნი­ან, აბუ­ჩად იგ­დე­ბე­ნო. ამ წე­რი­ლის წა­კი­თხვის შემ­დეგ ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი არა მარ­ტო მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ოჯახ­ზე, არა­მედ მე­სი­ჯის ავ­ტორ­ზეც. მის ად­გი­ლას, ეგეთ ოჯახს "და­ვი­კი­დებ­დი"... მა­მა­ჩე­მიც დი­ა­სახ­ლი­სობს და სუ­ლაც არ მგო­ნია, რომ ამის გამო ის სხვებ­ზე რა­ი­მე­თი ნაკ­ლე­ბია. უფრო მე­ტიც, სხვებს არც ვაჟ­კა­ცო­ბით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, არც მუშ­ტი-კრი­ვით და არც სხვა საქ­მე­ებ­ში და­უ­დებს ტოლს ვინ­მეს. უბ­რა­ლოდ, მას მერე, რაც მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა, ცდი­ლობს, შვი­ლებს უდე­დო­ბა არ გვაგ­რძნო­ბი­ნოს. იმის ნაც­ვლად, რომ სხვა ქალი შე­ერ­თო ცო­ლად, გა­და­წყვი­ტა, თა­ვად მო­ევ­ლო სამი შვი­ლის­თვის. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ სხვე­ბის მსგავ­სად არ მრცხვე­ნია იმის, რომ მა­მამ შვი­ლე­ბის გამო თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა გვერ­დით გა­და­დო, ცო­ცხი და აქან­და­ზი აიღო ხელ­ში, ტა­ფას და ქვა­ბებს მო­უ­ყა­რა თავი და შე­ე­ცა­და, ის მძი­მე ტვირ­თი ეზი­და, რომ­ლის ტა­რე­ბა რა­ტომ­ღაც, ქა­ლებს უფრო მე­ტად ეად­ვი­ლე­ბათ.

- დე­და­შე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი რა გახ­და? მა­შინ შენ და შენი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი რამ­დე­ნი წლის იყა­ვით?

- დედა ჩემ­ზე მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყო­ლია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, არც ორ­სუ­ლო­ბამ­დე და არც ორ­სუ­ლო­ბი­სას პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, მაგ­რამ მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, თუ ახ­ლობ­ლე­ბის ნათ­ქვამს და­ვუ­ჯე­რებთ, ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბის მსხვერ­პლი გახ­და... მა­შინ ჩემი ძმა 14 წლის იყო, და­ი­კო კი მხო­ლოდ 10-ის. თურ­მე, დე­დას თა­ვი­დან ჩემი გა­ჩე­ნის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბის ამ­ბა­ვი გვი­ან ანუ მა­შინ გა­უ­გია, როცა უკვე 4 თვის ნა­ყო­ფი ვი­ყა­ვი და მუც­ლის მოშ­ლა ვერ გა­უ­რის­კავს.

- ჩვი­ლი მა­მამ გაგ­ზარ­და? არა­ვინ ეხ­მა­რე­ბო­და?

- არა­ვინ და­იხ­მა­რა, თა­ვად გამ­ზარ­და. მხო­ლოდ მა­შინ, როცა სამ­სა­ხურ­ში უწევ­და წას­ვლა (აბა, რა ექნა, ფუ­ლიც ხომ სჭირ­დე­ბო­და ოჯახს?!), მე­ზო­ბელ ქალს უტო­ვებ­და ჩემს თავს, და-ძმა კი და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც ახერ­ხებ­დნენ თა­ვის გა­ტა­ნას. თურ­მე, თა­ვი­დან მა­მი­და ეუბ­ნე­ბო­და: ბავ­შვი გა­მა­ტა­ნე, მე გა­გიზ­რდი და მერე უკვე ზრდას­რულს და­გიბ­რუ­ნე­ბო, მაგ­რამ ქვა აუგ­დია და თავი შე­უშ­ვე­რია: ეს რომ წა­იყ­ვა­ნო, მოვ­კვდე­ბი, მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას ვერ შევ­ძლებ. ცოლ­მა, როცა ამ ქვეყ­ნი­დან მი­დი­ო­და, ეს გან­ძი და­მი­ტო­ვა და ამას რო­გორ შე­ვე­ლე­ვიო?.. მამა თურ­მე, დი­ლა­ად­რი­ა­ნად დგე­ბო­და, სახ­ლს ალა­გებ­და, საჭ­მელს გვიმ­ზა­დებ­და. ამა­სო­ბა­ში, ჩვენც ვიღ­ვი­ძებ­დით; მერე გვაც­მევ­და, გვაჭ­მევ­და, უფ­რო­სებს სკო­ლა­ში უშ­ვებ­და, მე კი მე­ზო­ბელ ქალ­თან მივ­ყავ­დი. სამ­სა­ხურ­ში ქან­ცის გა­წყვე­ტამ­დე მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დაღ­ლას არას­დროს იმ­ჩნევ­და: სახ­ლში მივ­ყავ­დი, სა­დაც და-ძმა მე­ლო­და. მათ მა­მის რიდი ჰქონ­დათ და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას ალ­ბათ ამი­ტო­მაც, ყო­ველ­თვის მომ­ზა­დე­ბულს ახ­ვედ­რებ­დნენ. მამა ჯერ მე გა­მო­მიც­ვლი­და, და­მა­პუ­რებ­და, მერე სა­დი­ლობ­და, უფ­როს შვი­ლებს მი­ე­ფე­რე­ბო­და, მი­ე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბო­და და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იბა­რებ­და გაკ­ვე­თი­ლებს, თუ რა თქმა უნდა, ამა­ში მე არ შე­ვუშ­ლი­დი ხელს. ცხა­დია, ზოგ­ჯერ ჩემს და-ძმა­საც უწევ­და პა­ტა­რა ძა­მი­კოს მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და რო­გორც ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს სი­ა­მოვ­ნებ­დათ კი­დეც, ჩე­მით ერ­თო­ბოდ­ნენ.

- მარ­თა­ლია, ამ­ბობ, - მამა ცდი­ლობს, არა­ფე­რი მოგ­ვაკ­ლო­სო, მაგ­რამ მა­ინც გკი­თხავ: რო­გორ ფიქ­რობ, უდე­დო­ბის გამო ყვე­ლა­ზე მე­ტად, მა­ინც რა და­გაკ­ლდათ?

- ალ­ბათ დე­დის სით­ბო დაგ­ვაკ­ლდა მხო­ლოდ, სხვა არა­ფე­რი. მერ­წმუ­ნეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს ძმას უკვე სამ­სა­ხუ­რი და შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ჩემი და­ი­კო კი გა­თხო­ვი­ლია და თა­ვი­სი ოჯა­ხი აქვს, მეც დიდი ბიჭი ვარ და სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­მიძ­ლია, მამა მა­ინც ცდი­ლობს, არას­დროს მოგ­ვაკ­ლოს სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა. ის ყო­ველ­თვის მხარ­ში გვიდ­გას. მა­გა­ლი­თად, როცა რა­ი­მე დღე­სას­წა­უ­ლია, ჯერ რძალს ურე­კავს, რა­ი­მე­ში ხომ არ და­გეხ­მა­როო, მერე კი ქა­ლიშ­ვილს სთა­ვა­ზობს: თუ გინ­და, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბიო... მეც, შინ სტუმ­რე­ბის მიყ­ვა­ნა არას­დროს მე­რი­დე­ბა, რად­გან ვიცი, მა­ცი­ვარ­ში ყო­ველ­თვის დევს გემ­რი­ე­ლი კერ­ძი და სახ­ლშიც ყო­ველ­თვის სი­სუფ­თა­ვეა. თუ პრობ­ლე­მა მაქვს, რო­გორც კაცი კაცს, მამა კარგ რჩე­ვას მაძ­ლევს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუ დამ­ჭირ­დე­ბა, საქ­მის გა­სარ­ჩე­ვა­დაც წამ­ყვე­ბა (იმე­დია, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არას­დროს გაჩ­ნდე­ბა). მოკ­ლედ, მე მა­მა­ჩე­მით ვა­მა­ყობ და არ მეს­მის იმ ბავ­შვე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ რცხვე­ნი­ათ, რო­დე­საც მათ მშო­ბელს ცო­ცხი უკა­ვია ხელ­ში ან კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა ანი­ჭებს სი­ა­მოვ­ნე­ბას. პი­რი­ქით - უნდა უხა­რო­დეთ, თუ მათი მამა ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხში ერ­კვე­ვა და მათ­ზე ზრუ­ნავს.

- მშო­ბელს სახ­ლის და­ლა­გე­ბა­ში, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში თა­ვად არ ეხ­მა­რე­ბი?

- ყვე­ლა­ფე­რი ვიცი და როცა მარ­ტო ვრჩე­ბი, რა­ღა­ცე­ბის მომ­ზა­დე­ბაც შე­მიძ­ლია, მაგ­რამ როცა მამა ჩემ გვერ­დი­თაა, ამის სა­ჭი­რო­ე­ბას არ გან­ვიც­დი. ისე კი, უნდა ვა­ღი­ა­რო, დი­ა­სახ­ლი­სო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მეა!

"მის­თვის მთა­ვა­რია, ცოლ­მა ფული მო­უ­ტა­ნოს..."

მა­რი­ა­ნა, 17 წლის:

- დი­ა­სახ­ლი­სის ამ­პლუ­ა­მორ­გე­ბუ­ლი კა­ცე­ბი რა­ტომ­ღაც, მეც მა­ღი­ზი­ა­ნებს. ნუ, ისე­თებს ვგუ­ლის­ხმობ, ცოლი გვერ­დით რომ ჰყავთ და მა­ინც თა­ვად აკე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რად­გან უნ­დათ, მე­უღ­ლე გა­ა­ნე­ბივ­რონ. ამ­ჯე­რად მინ­და, ჩემს მე­ზობ­ლებ­ზე გი­ამ­ბოთ. ოჯა­ხის უფ­რო­სი გა­ჩი­თუ­ლი ქა­ლია, კარგ ად­გი­ლას მუ­შა­ობს, მან­ქა­ნით დაგ­რი­ა­ლებს, კაცი კი­დევ, დი­ა­სახ­ლი­სობს: სულ სახ­ლშია გა­მო­კე­ტი­ლი, სა­დი­ლებს ამ­ზა­დებს, ოთა­ხებს ალა­გებს და მერე შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ცოლს ჩუს­ტებს მი­ა­გე­ბებს, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­სულს ვახ­შმად ნაირ-ნაირ კერძს სთა­ვა­ზობს, ხე­ლებს უკოც­ნის. ქალი გაბზრი­ა­ლე­ბულ სახ­ლში ყვე­ლა­ფერს ბი­ნოკ­ლით აკ­ვირ­დე­ბა და ვაი მისი ქმრის ბრა­ლი, სად­მე მტვე­რი თუ შე­ნიშ­ნა. უნდა ნა­ხოთ, რო­გო­რი დაკა-და­კას ხმა გა­მო­დის მათი სახ­ლი­დან, თუ ქალს რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნე­ბა.

ერთხელ იცით, რის გამო ეჩხუ­ბა? - ჩემი ტან­საც­მე­ლი ასე რა­ტომ გა­ფი­ნე? რომ ჩა­მოხ­სნი, "შპილ­კე­ბი" და­ე­ტყო­ბაო და ისე­თი ამ­ბა­ვი აუ­ტე­ხა, სე­ი­რის სა­ყუ­რებ­ლად მე­ზობ­ლე­ბი აივ­ნებ­ზე გა­მო­ე­ფინ­ნენ. ერთხელ კი­დევ, - რას ჰქვია, კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხე? ბა­ზარ­ში წას­ვლა რამ და­გა­ზა­რა? მთე­ლი დღე რომ სახ­ლში გდი­ხარ, სხვას რას მი­კე­თებ? წვნი­ა­ნი თა­ვად და­იდ­გი ქვა­ბით და ისე თხვლი­პეო, - იმ­ხე­ლას უკი­ო­და, მე­ზობ­ლებ­მა ლა­მის პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს... არ გა­ინ­ტე­რე­სებთ, როცა ქალი კი­ვის, ქმა­რი რას აკე­თებს? - რას აკე­თებს და ხმა­საც არ იღებს. ერთი ოთა­ხი­დან მე­ო­რე­ში გა­დის და ისე იქ­ცე­ვა, თით­ქოს ეს წი­ვილ-კი­ვი­ლი არ ადარ­დებ­დეს. ასეთ დროს შე­უძ­ლია, აი­ვან­ზეც გა­მო­ვი­დეს და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ებს გა­უ­ღი­მოს. სულ არ აინ­ტე­რე­სებს, მას­ზე რას ლა­პა­რა­კო­ბენ მე­ზობ­ლე­ბი, მთა­ვა­რია, ცოლ­მა ფული მი­უ­ტა­ნოს. საქ­მე­ებს რომ მო­ი­თა­ვებს, ბა­ზარ­ში მი­დის, პრო­დუქ­ტებს ყი­დუ­ლობს და მორ­ჩე­ნი­ლი ხურ­და ფუ­ლით არა­ყიც მო­აქვს, რო­მელ­საც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში წრუ­პავს. ჰოდა, მი­თხა­რით, ცო­ლის ხე­ლის შემ­ყუ­რე და ქა­ლის ყურ­მოჭ­რი­ლი მონა რა­ტომ უნდა და­ვა­ფა­სოთ? ამას არ ჯო­ბია, თა­ვად და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეს და ცოლი თა­ვის ად­გი­ლას მოს­ვას? ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ოჯა­ხის უფ­რო­სო­ბას ხომ ვე­რა­ვინ წა­არ­თმევს და ვე­რა­ვინ ეტყვის უბა­ტო­ნო სი­ტყვას? და­უყ­ვი­რე­ბენ კი არა, შინ დაბ­რუ­ნე­ბულს ლა­ქუ­ცი­თაც არ შე­ე­გე­ბე­ბი­ან?! სხვე­ბის არ ვიცი, მაგ­რამ მე ნამ­დვი­ლად არ ვი­სურ­ვებ­დი ასე­თი ქმრის ყო­ლას.

უნდა ნა­ხოთ, რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ქალს სახ­ლში და­ქა­ლე­ბი ამოჰ­ყავს. ჰამ­ლე­ტა შლის სუფ­რას, არის ქა­ლე­ბის სი­ცილ-ხორ­ხო­ცი, წინ­სა­ფა­რაკ­რუ­ლი კაცი კი აქეთ-იქით და­ა­ტა­რებს თეფ­შებს და ბო­ლოს, ქა­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­გან სი­ქა­გაც­ლი­ლი ცდი­ლობს, მთვრა­ლი ცო­ლის ახი­რე­ბე­ბიც უსი­ტყვოდ აას­რუ­ლოს. აბა, სხვა რა გზა აქვს? ისე რომ არ მო­იქ­ცეს, რო­გორც მის კნე­ი­ნას სურს, ალ­ბათ სახ­ლი­დან გა­აგ­დე­ბენ. მერე კი უფუ­ლოს და უსახ­ლკა­როს მო­უ­წევს თა­ვის სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, სა­ი­და­ნაც კარ­გა ხნის წინ გა­მო­აგ­დეს ძმებ­მა...

"მამა თით­ქოს ნა­ად­რე­ვად და­ბერ­და"

ნა­თია, 17 წლის:

- დე­და­ჩე­მიც ემიგ­რან­ტია და სუ­ლაც არ მგო­ნია, რომ მა­მა­ჩემს დი­ა­სახ­ლი­სის რო­ლის მორ­გე­ბა აკ­ნი­ნებს. მე მეს­მის იმ მა­მე­ბის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, შვი­ლებს დე­დის გვერ­დით არ­ყოფ­ნა შე­უმ­სუ­ბუ­ქონ, თუმ­ცა არ მეს­მის იმ კა­ცე­ბის, რომ­ლებ­საც ცო­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ ჰყავთ და მათი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლით ბლა­ტა­ო­ბენ, საყ­ვარ­ლებს იჩე­ნენ, შვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. მოკ­ლედ, ცო­ლის წყა­ლო­ბით გა­ბღენ­ძი­ლი, მან­ქა­ნი­ა­ნი "მა­გა­რი ბი­ძე­ბი" არ მე­ვა­სე­ბა, მაგ­რამ ის კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­უღ­ლის გა­მოგ­ზავ­ნილ კა­პი­კებს უფრთხილ­დე­ბი­ან, მის არ­ყოფ­ნას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან, შვი­ლებს თან ჰყვე­ბი­ან და ცო­ლის დაბ­რუ­ნებ­საც მო­უთ­მენ­ლად ელი­ან - და­სა­ცი­ნი კი არა, და­სა­ფა­სებ­ლე­ბი არი­ან და არ მეს­მის, ვის შე­უძ­ლია მათ­ზე აუგი თქვას?

დე­და­ჩე­მი სა­ზღვარ­გა­რეთ მას მერე წა­ვი­და, რაც მა­მამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა, მერე სა­მუ­შაო ვე­ღარ იშო­ვა და თა­ვის გა­ტა­ნა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და. თან, მა­შინ ჩემი ძმაც სტუ­დენ­ტი იყო და ცხა­დია, ოჯახს არ უნ­დო­და, მათ ერ­თა­დერთ ვაჟს სწავ­ლა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ჰოდა, არა მარ­ტო დე­დამ, არა­მედ მა­მა­მაც გა­რის­კა. მას არ სურ­და, ცოლი სა­მუ­შა­ოდ გა­ეშ­ვა, მაგ­რამ ხე­დავ­და, სხვა გზა არ იყო და თა­ვის დას, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ გახ­ლდათ წა­სუ­ლი, თან­ხმო­ბა გა­ნუ­ცხა­და: წა­იყ­ვა­ნე ლია, მის თავს შენ გა­ბა­რე­ბო. ცოლს კი გამ­გზავ­რე­ბის წინ სთხო­ვა: წადი, მაგ­რამ იცო­დე, თუ მუ­შა­ო­ბა ოდ­ნავ მა­ინც გა­გი­ჭირ­დე­ბა, თუ იქ დამ­ცი­რე­ბუ­ლად იგ­რძნობ თავს, მა­შინ­ვე წა­მო­დი, ჩემს ღირ­სე­ბა­ზეც იფიქ­რეო.

მას მერე, რაც დედა სა­მუ­შა­ოდ გა­უშ­ვა, მამა თით­ქოს ნა­ად­რე­ვად და­ბერ­და. ძა­ლი­ან გა­ნიც­დის ამ ამ­ბავს... თქვენ არ იცით, მა­ნამ­დე რა გა­და­ი­ტა­ნა: სად არ ეძებ­და სამ­სა­ხურს, ბო­ლოს "გრუშ­ჩი­კა­დაც" მო­სინ­ჯა მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ შინ ვე­რა­ფე­რი მო­ი­ტა­ნა და...

შვი­ლე­ბი მა­მას მხარ­ში ვუდ­გა­ვართ. ვცდი­ლობთ, ტკი­ვი­ლი შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ. ერთხანს შინ საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბაც ავუკ­რძა­ლე, მაგ­რამ მივ­ხვდი, თუ არა­ფერს გა­ა­კე­თებ­და, უფრო მე­ტად და­მი­ბერ­დე­ბო­და. ახლა მისი მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან სწავ­ლა­ში მი­წყობს ხელს. მთხოვს: შენ ოღონდ ის­წავ­ლე, მერე სამ­სა­ხუ­რი იშო­ვე და მე მო­გემ­სა­ხუ­რე­ბი. იცო­დე, უსაქ­მურ­ზე და უფხო ბიჭ­ზე არ გა­თხოვ­დე. აბა, რად გინ­და, ჩემ­ნა­ი­რი ქმა­რი რომ გყავ­დე­სო? სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებს იმა­ში, რომ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, დე­დას დავ­შორ­დით. ვცდი­ლობ და­ვამ­შვი­დო, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მომ­დის. ვფიქ­რობ, მა­მა­ჩე­მის­ნა­ი­რი კაცი და დე­და­ჩე­მის მსგავ­სი ქა­ლე­ბი და­სა­ფა­სებ­ლე­ბი არი­ან! მათ უბე­დუ­რე­ბა­სა და დრო­ე­ბით გაყ­რა­ში მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა დამ­ნა­შა­ვე, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ისე არ ზრუ­ნავს, რო­გორც სა­ჭი­როა. მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­უ­წყონ ადა­მი­ა­ნებს ხელი, რათა ოჯა­ხის წევ­რე­ბი აქეთ-იქით არ მი­მო­ი­ფან­ტონ. ჩვენს ოჯახ­ში მა­მას მა­ინც რომ ჰქო­ნო­და სამ­სა­ხუ­რი, დედა არ­სად წა­ვი­დო­და და ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით, ოჯა­ხი არ "დაგ­ვეშ­ლე­ბო­და", ქარ­თვე­ლი ქალი სა­ქარ­თვე­ლოს არ მი­ა­ტო­ვებ­და!

ცო­ლის კა­რი­ე­რას შე­წი­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რი

და­ბო­ლოს, და­ვინ­ტე­რეს­დი, რას ფიქ­რო­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­მა­კა­ცებ­ზე, რომ­ლებ­მაც დი­ა­სახ­ლი­სის როლი მო­ირ­გეს. ბევ­რი ძებ­ნა არც დამ­ჭირ­ვე­ბია, ერთ-ერთ ფო­რუმ­ზე მა­ლე­ვე ვი­პო­ვე თემა სა­ხელ­წო­დე­ბით - "მა­მა­კა­ცი-დი­ა­სახ­ლი­სი".

ლიზა:

"თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ამ­ბო, რომ მისი და არის გა­თხო­ვი­ლი, ჰყავს 4 წლის ბავ­შვი და თურ­მე, იმ­დე­ნად კარ­გად წა­უ­ვი­და საქ­მე კა­რი­ე­რა­ში, რომ ქმარს სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვე­ბი­ნა და დას­ვა სახ­ლში. მის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა, შვი­ლის მოვ­ლა, რე­ცხვა... ცოლი თან სწავ­ლობს, თან - მუ­შა­ობს და კარ­გი კი არა და, ძა­ლი­ან კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს.

თქვენ მოგ­წონთ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი? რო­გორ ფიქ­რობთ, ძი­ძის აყ­ვა­ნა არ ჯობ­და? იქ­ნებ იმ კაცს უბ­რა­ლოდ მოს­წონს დი­ა­სახ­ლი­სო­ბა? P.S. აქვე ჩემს აზრს და­ვა­ფიქ­სი­რებ: თუ ორი­ვეს აწყობს ასე­თი ცხოვ­რე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რა­ტო­მაც არა?!"

Ghost*:

"ძმა­კა­ცე­ბი რომ სტუმ­რო­ბენ, რას შვრე­ბა, თვი­თონ შლის სუფ­რას? "ბი­ჭე­ბო, ხა­ჭა­პუ­რი დამ­რჩა და მო­ვალ ახ­ლა­ვე­ეე..."

freedom:

"კაცს რომ არ მოს­წონ­დეს დი­ა­სახ­ლი­სო­ბა, ვე­რა­ვინ აი­ძუ­ლებს ამის გა­კე­თე­ბას. ჰოდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ ქმარ­საც აწყობს, ზედ­მე­ტი ხარ­ჯი რაღა სა­ჭი­როა?!"@@

ეგ­რეა:

"და სამ­სა­ხურს რა­ტომ და­ა­ნე­ბა თავი ? ემუ­შა­ვა ორი­ვეს და ძიძა აეყ­ვა­ნათ. თან, სად კაცი რომ მო­უვ­ლის ბავ­შვს და სად - ქალი?.. რა იდი­ო­ტო­ბაა?! ასე რა­ტომ უნდა მო­იქ­ცე, გინ­დაც, მი­ნის­ტრი იყო, ვერ ვხვდე­ბი".

შუ­შა­ნა:

"არ მინ­და დი­ა­სახ­ლი­სი ქმა­რი :). თუ ასე კარ­გად წა­მი­ვა საქ­მე, დამ­ხმა­რეს ავიყ­ვან (რა ად­ვი­ლია არა­რე­ა­ლურ­ზე ლა­პა­რა­კი, არა?). თუმ­ცა, ვი­საც აწყობს, გა­ვა­ტა­როთ".

Ultimate:

"თუკი ადა­მი­ანს მოს­წონს შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სამ­სა­ხურ­ში დრო­ის ხარ­ჯვას ბავ­შვთან ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნია, ამა­ში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ. მაგ­რამ მე ის მიკ­ვირს, კაც­მა რა­ტომ თქვა უარი კა­რი­ე­რა­ზე? იქ­ნებ დრო­ე­ბით გა­და­დო გვერ­დზე?.. შე­იძ­ლე­ბა კაცს მოს­წონ­დეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში "დვი­ჟე­ნია", არც ამა­შია რა­ი­მე გა­საკ­ვი­რი. უფრო მე­ტიც, გურ­მა­ნი თუა, აუ­ცი­ლებ­ლად ეყ­ვა­რე­ბა ახა­ლი კერ­ძე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა. ბავ­შვის მოვ­ლას რაც შე­ე­ხე­ბა, სა­სი­ა­მოვ­ნოა სა­კუ­თარ შვილ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი წუთი. პრინ­ციპ­ში, უსაქ­მუ­რად ყოფ­ნა და ძი­ძის აყ­ვა­ნაც არა მგო­ნია, დიდი შე­ღა­ვა­თი იყოს უმუ­შე­ვა­რი კა­ცის­თვის. მის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სამ­სა­ხურს როცა იპო­ვის, ძი­ძა­საც მერე აიყ­ვა­ნენ".

ნუკი:

"თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია, რა­ტო­მაც არა?! მაგ­რამ ეს კაცი ამ ყვე­ლა­ფერს რომ შე­ეჩ­ვი­ოს და მერე შე­ნიშ­ვნა მის­ცეს ცოლს, - ეგ თეფ­ში მანდ არ უნდა და­გე­დო და ფარ­დას ეგრე ნუ ტო­ვე­ბო, ცოტა არ იყოს, "მე­უ­ხე­შე­ბა"...

ეგ­რეა:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ანს სამ­სა­ხურს რომ და­ა­ტო­ვე­ბი­ნებ და ეტყვი, შენ ბავ­შვს მო­უ­ა­რეო, მო­საკ­ლა­ვი ხარ, გინდ კაცი იყო და გინდ - ქალი. ხომ შე­ეძ­ლოთ, ძიძა აეყ­ვა­ნათ?.. არ თქვათ, რა, მშო­ბე­ლი უკეთ გაზ­რდი­სო, პა­ტა­რას ძი­ძაც არა­ნაკ­ლე­ბად ზრდის".

თი­ა­თია:

"ან დე­დამ­თი­ლი დახ­მა­რე­ბო­და, ან ამ გო­გოს დედა, ან უმუ­შე­ვა­რი და­ქა­ლი არ ჰყავ­და, ქმარს რომ "აპა­ხა­ვებს"?

Kldemamosili:

"ერთს გე­ტყვით: ქალს ჰკი­თხეს, მარ­თა­ლია, რომ თქვე­ნი ქმა­რი ოჯა­ხის თა­ვი­აო? - რა თქმა უნდა, მაგ­რამ კი­სე­რი მე ვარო... და კი­დევ, ლეკ­ვი ლო­მი­სა სწო­რია, ძუ იყოს თუნ­და ხვა­დი­აო, - მე­თორ­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ბრძა­ნეს".

Ghost*:

"XX სა­უ­კუ­ნე­ში შრო­მის კო­დექსმა "თქვა": - ძიძა უნდა იყოს ქა­ლიო, დამ­ლა­გე­ბე­ლი უნდა იყოს ქა­ლიო, მრე­ცხა­ვი უნდა იყოს ქა­ლიო...

რა თქმა უნდა, ამას "ცუ­დად" არ ვამ­ბობ, უბ­რა­ლოდ, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში, ასე­ვე ოჯახ­შიც უნდა მოხ­დეს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა".

მოლი-სი:

"ბევ­რი მი­ნა­ხავს დი­ა­სახ­ლი­სი მა­მა­კა­ცი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად იმის გამო, რომ ქალი არ­ჩენს ოჯახს და თვი­თონ სამ­სა­ხურს ვერ შო­უ­ლობს... ეს პრინ­ციპ­ში, არც ისე კარ­გი ვა­რი­ან­ტია, მაგ­რამ... ზო­გი­ერ­თი მთე­ლი დღე სახ­ლშია, სამ­სა­ხურს ვერ შო­უ­ლობს და არც ცოლს ეხ­მა­რე­ბა. ქალს მხო­ლოდ ნერ­ვებს უშ­ლის. ჰოდა, ასეთ ტი­პებს მგო­ნი, დი­ა­სახ­ლი­სი კაცი ბევ­რად ჯო­ბია".

ნუცი-ნუცი-ნუცი:

"მთა­ვა­რია, ქალი იყოს კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი, კარ­გი მე­ო­ჯა­ხე და კა­რი­ე­რა, ჩემი აზ­რით, მე­ო­რე ად­გილ­ზეა. ვერ ვი­ტან, ქმა­რი რომ ფუს­ფუ­სებს იდი­ო­ტუ­რად სახ­ლში და ქალი გა­რე­თაა გა­სუ­ლი".

მოლი-სი:

"არის ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ქალი არის გა­რეთ გა­სუ­ლი და კაცი სახ­ლის საქ­მეს აკე­თებს, მაგ­რამ ეგ არ ამ­ცი­რებს მა­მა­კაცს და არც ოჯახს ხდის ცუდს".

ლ123456789:

"სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს, ჩემი აზ­რით, ორი­ვე უნდა ინა­წი­ლებ­დეს. მხო­ლოდ ცოლი რომ დი­ა­სახ­ლი­სობს ან მარ­ტო ქმა­რი აკე­თებ­დეს საქ­მე­ებს, ეს უსა­მარ­თლო­ბაა. როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, არც მე "გა­მი­ტყდე­ბა" მისი წინ­დე­ბის გა­რე­ცხვა და არც მას უნდა გა­უ­ტყდეს ჩემი კა­ბის გა­უ­თო­ე­ბა".

ბომ­ბო­რა1:

"არ "უტყდე­ბა" კაცს? ვე­რას­დროს ვიქ­ნე­ბი ქა­ლის ხარ­ჯზე... იყო მო­მენ­ტი, როცა ჩემი გო­გოს ხარ­ჯზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ის ისე "მი­ნა­ხავ­და", რომ მე­გო­ნა, თა­ვად ვარ­ჩენ­დი :)) და მა­ინც, მაგ­რად "ვჭე­დავ­დი", იმ პე­რი­ოდ­ში ნევ­რო­ზი და­მე­მარ­თა... ისე, ძა­ლი­ან მა­გა­რი მზა­რე­უ­ლი ვარ. ადრე მარ­ტო რომ ვცხოვ­რობ­დი, ჩემს გო­გოს არც სახ­ლს ვა­ლა­გე­ბი­ნებ­დი და კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა­საც იშ­ვი­ა­თად ვთხოვ­დი, რად­გან ჩემ­თან დღე­ში მაქ­სი­მუმ, 6 სა­ათს ატა­რებ­და და მა­ში­ნაც სახ­ლს ხომ არ და­ვა­ლა­გე­ბი­ნებ­დი?.. ახ­ლაც მარ­ტო ვცხოვ­რობ და ჯიგ­რუ­ლად "ვპოვ­რობ", ვმა­მა­სახ­ლი­სობ. რაც შე­ე­ხე­ბა იმ კაცს, ვინც სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვა: მას ვერ და­ვუ­მუ­ღა­მე. "ტე­ხავს", ცოლ­თან რომ მიხ­ვალ და ეტყვი, - აუ, ბი­ჭე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით და 100 ლარი მო­მე­ციო..."

Kandinskaia:

"რა ჯო­ბია იმას, როცა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კაცი "ბზრი­ა­ლებს"? ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა ისე­თი გემ­რი­ე­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა იცის, ქა­ლე­ბი რომ ვერ შე­ედ­რე­ბი­ან".

გი­ი­ო­გი­იო:

"კაც­მა რომ ტან­საც­მე­ლი გა­რე­ცხოს, საჭ­მე­ლი გა­ა­კე­თოს, შვილს პამ­პერ­სი გა­მო­უც­ვა­ლოს - ეს ყვე­ლა­ფე­რი სირ­ცხვი­ლია? არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ კაცი სულ სახ­ლში უნდა იჯ­დეს და მხო­ლოდ ასე­თი რა­ღა­ცე­ბით იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ არის მო­მენ­ტე­ბი, როცა მა­მა­კა­ცის დახ­მა­რე­ბა მის­სა­ვე ოჯახს სჭირ­დე­ბა და ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ა­კე­თოს... ბევ­რის­გან მსმე­ნია, - მამა შვილს ეზო­შიც არ ასე­ირ­ნებს, ბავ­შვს პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა თუ დას­ჭირ­დე­ბა, ხელ­საც არ მოჰ­კი­დებ­სო. ჰოდა, ასე­თი კაცი შე­მირ­ცხვე­ნია..."

თი­ა­თია:

"ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის 3 რამ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი:

1. ერ­თი­ა­ნი ოჯა­ხი, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო არ გაკ­ლია;

2. საყ­ვა­რე­ლი საქ­მე და ისე­თი სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც სი­ხა­რუ­ლით მი­დი­ხარ;

3. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

დიასახლისად ქცეული ქართველი მამაკაცის ცხოვრება

დიასახლისად ქცეული ქართველი მამაკაცის ცხოვრება

"გზის" N50-ში გამოქვეყნდა 18 წლის ნიაკოს წერილი, რომლის დედაც ემიგრანტია, მამამ კი მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა შვილებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, დიასახლისის ამპლუა მოირგო. ჰოდა, თურმე, გოგონას ოჯახს ამის გამო შეყვარებულის დედა აბუჩად იგდებს და სარძლოს იწუნებს. ნიას მესიჯმა რამდენიმე ადამიანს გაუჩინა სურვილი, დიასახლისებად ქცეული კაცების საინტერესო ცხოვრების შესახებ მოეთხრო ჩვენთვის.

"მე ვამაყობ მამაჩემით!"

ირაკლი, 16 წლის:

- თქვენთან საუბრის სურვილი მას მერე გამიჩნდა, რაც "გზის" ერთ-ერთ ნომერში სადედამთილოსგან დაწუნებული გოგონას წერილი წავიკითხე - ის ამბობდა: შეყვარებულის დედა მხოლოდ იმიტომ მიწუნებს, რომ დედაჩემი ემიგრანტია, მამას კი დიასახლისობა უწევს. ამის გამო ჩემს ოჯახს დასცინიან, აბუჩად იგდებენო. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ძალიან გავბრაზდი არა მარტო მისი შეყვარებულის ოჯახზე, არამედ მესიჯის ავტორზეც. მის ადგილას, ეგეთ ოჯახს "დავიკიდებდი"... მამაჩემიც დიასახლისობს და სულაც არ მგონია, რომ ამის გამო ის სხვებზე რაიმეთი ნაკლებია. უფრო მეტიც, სხვებს არც ვაჟკაცობით ჩამოუვარდება, არც მუშტი-კრივით და არც სხვა საქმეებში დაუდებს ტოლს ვინმეს. უბრალოდ, მას მერე, რაც მეუღლე გარდაეცვალა, ცდილობს, შვილებს უდედობა არ გვაგრძნობინოს. იმის ნაცვლად, რომ სხვა ქალი შეერთო ცოლად, გადაწყვიტა, თავად მოევლო სამი შვილისთვის. მადლობა ღმერთს, რომ სხვების მსგავსად არ მრცხვენია იმის, რომ მამამ შვილების გამო თავმოყვარეობა გვერდით გადადო, ცოცხი და აქანდაზი აიღო ხელში, ტაფას და ქვაბებს მოუყარა თავი და შეეცადა, ის მძიმე ტვირთი ეზიდა, რომლის ტარება რატომღაც, ქალებს უფრო მეტად ეადვილებათ.

- დედაშენის გარდაცვალების მიზეზი რა გახდა? მაშინ შენ და შენი დედმამიშვილები რამდენი წლის იყავით?

- დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყოლია. როგორც ამბობენ, არც ორსულობამდე და არც ორსულობისას პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ მშობიარობის შემდეგ, თუ ახლობლების ნათქვამს დავუჯერებთ, ექიმების დაუდევრობის მსხვერპლი გახდა... მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო, დაიკო კი მხოლოდ 10-ის. თურმე, დედას თავიდან ჩემი გაჩენის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ორსულობის ამბავი გვიან ანუ მაშინ გაუგია, როცა უკვე 4 თვის ნაყოფი ვიყავი და მუცლის მოშლა ვერ გაურისკავს.

- ჩვილი მამამ გაგზარდა? არავინ ეხმარებოდა?

- არავინ დაიხმარა, თავად გამზარდა. მხოლოდ მაშინ, როცა სამსახურში უწევდა წასვლა (აბა, რა ექნა, ფულიც ხომ სჭირდებოდა ოჯახს?!), მეზობელ ქალს უტოვებდა ჩემს თავს, და-ძმა კი დამოუკიდებლადაც ახერხებდნენ თავის გატანას. თურმე, თავიდან მამიდა ეუბნებოდა: ბავშვი გამატანე, მე გაგიზრდი და მერე უკვე ზრდასრულს დაგიბრუნებო, მაგრამ ქვა აუგდია და თავი შეუშვერია: ეს რომ წაიყვანო, მოვკვდები, მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებ. ცოლმა, როცა ამ ქვეყნიდან მიდიოდა, ეს განძი დამიტოვა და ამას როგორ შეველევიო?.. მამა თურმე, დილაადრიანად დგებოდა, სახლს ალაგებდა, საჭმელს გვიმზადებდა. ამასობაში, ჩვენც ვიღვიძებდით; მერე გვაცმევდა, გვაჭმევდა, უფროსებს სკოლაში უშვებდა, მე კი მეზობელ ქალთან მივყავდი. სამსახურში ქანცის გაწყვეტამდე მუშაობდა, მაგრამ შინ დაბრუნებული დაღლას არასდროს იმჩნევდა: სახლში მივყავდი, სადაც და-ძმა მელოდა. მათ მამის რიდი ჰქონდათ და საშინაო დავალებას ალბათ ამიტომაც, ყოველთვის მომზადებულს ახვედრებდნენ. მამა ჯერ მე გამომიცვლიდა, დამაპურებდა, მერე სადილობდა, უფროს შვილებს მიეფერებოდა, მიესიყვარულებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ იბარებდა გაკვეთილებს, თუ რა თქმა უნდა, ამაში მე არ შევუშლიდი ხელს. ცხადია, ზოგჯერ ჩემს და-ძმასაც უწევდა პატარა ძამიკოს მოვლა-პატრონობა და როგორც ახლა მეუბნებიან, ეს სიამოვნებდათ კიდეც, ჩემით ერთობოდნენ.

- მართალია, ამბობ, - მამა ცდილობს, არაფერი მოგვაკლოსო, მაგრამ მაინც გკითხავ: როგორ ფიქრობ, უდედობის გამო ყველაზე მეტად, მაინც რა დაგაკლდათ?

- ალბათ დედის სითბო დაგვაკლდა მხოლოდ, სხვა არაფერი. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ძმას უკვე სამსახური და შემოსავალი აქვს, ჩემი დაიკო კი გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს, მეც დიდი ბიჭი ვარ და საკუთარ თავზე ზრუნვა დამოუკიდებლად შემიძლია, მამა მაინც ცდილობს, არასდროს მოგვაკლოს სითბო და ყურადღება. ის ყოველთვის მხარში გვიდგას. მაგალითად, როცა რაიმე დღესასწაულია, ჯერ რძალს ურეკავს, რაიმეში ხომ არ დაგეხმაროო, მერე კი ქალიშვილს სთავაზობს: თუ გინდა, კერძების მომზადებაში დაგეხმარებიო... მეც, შინ სტუმრების მიყვანა არასდროს მერიდება, რადგან ვიცი, მაცივარში ყოველთვის დევს გემრიელი კერძი და სახლშიც ყოველთვის სისუფთავეა. თუ პრობლემა მაქვს, როგორც კაცი კაცს, მამა კარგ რჩევას მაძლევს და დარწმუნებული ვარ, თუ დამჭირდება, საქმის გასარჩევადაც წამყვება (იმედია, ამის საჭიროება არასდროს გაჩნდება). მოკლედ, მე მამაჩემით ვამაყობ და არ მესმის იმ ბავშვების, რომლებიც ამბობენ, რომ რცხვენიათ, როდესაც მათ მშობელს ცოცხი უკავია ხელში ან კერძის მომზადება ანიჭებს სიამოვნებას. პირიქით - უნდა უხაროდეთ, თუ მათი მამა ნებისმიერ საკითხში ერკვევა და მათზე ზრუნავს.

- მშობელს სახლის დალაგებაში, კერძების მომზადებაში თავად არ ეხმარები?

- ყველაფერი ვიცი და როცა მარტო ვრჩები, რაღაცების მომზადებაც შემიძლია, მაგრამ როცა მამა ჩემ გვერდითაა, ამის საჭიროებას არ განვიცდი. ისე კი, უნდა ვაღიარო, დიასახლისობა ძალიან რთული საქმეა!

"მისთვის მთავარია, ცოლმა ფული მოუტანოს..."

მარიანა, 17 წლის:

- დიასახლისის ამპლუამორგებული კაცები რატომღაც, მეც მაღიზიანებს. ნუ, ისეთებს ვგულისხმობ, ცოლი გვერდით რომ ჰყავთ და მაინც თავად აკეთებენ ყველაფერს, რადგან უნდათ, მეუღლე გაანებივრონ. ამჯერად მინდა, ჩემს მეზობლებზე გიამბოთ. ოჯახის უფროსი გაჩითული ქალია, კარგ ადგილას მუშაობს, მანქანით დაგრიალებს, კაცი კიდევ, დიასახლისობს: სულ სახლშია გამოკეტილი, სადილებს ამზადებს, ოთახებს ალაგებს და მერე შინ დაბრუნებულ ცოლს ჩუსტებს მიაგებებს, სამზარეულოში გასულს ვახშმად ნაირ-ნაირ კერძს სთავაზობს, ხელებს უკოცნის. ქალი გაბზრიალებულ სახლში ყველაფერს ბინოკლით აკვირდება და ვაი მისი ქმრის ბრალი, სადმე მტვერი თუ შენიშნა. უნდა ნახოთ, როგორი დაკა-დაკას ხმა გამოდის მათი სახლიდან, თუ ქალს რაიმე არ მოეწონება.

ერთხელ იცით, რის გამო ეჩხუბა? - ჩემი ტანსაცმელი ასე რატომ გაფინე? რომ ჩამოხსნი, "შპილკები" დაეტყობაო და ისეთი ამბავი აუტეხა, სეირის საყურებლად მეზობლები აივნებზე გამოეფინნენ. ერთხელ კიდევ, - რას ჰქვია, კერძის მომზადება ვერ მოახერხე? ბაზარში წასვლა რამ დაგაზარა? მთელი დღე რომ სახლში გდიხარ, სხვას რას მიკეთებ? წვნიანი თავად დაიდგი ქვაბით და ისე თხვლიპეო, - იმხელას უკიოდა, მეზობლებმა ლამის პოლიცია გამოიძახეს... არ გაინტერესებთ, როცა ქალი კივის, ქმარი რას აკეთებს? - რას აკეთებს და ხმასაც არ იღებს. ერთი ოთახიდან მეორეში გადის და ისე იქცევა, თითქოს ეს წივილ-კივილი არ ადარდებდეს. ასეთ დროს შეუძლია, აივანზეც გამოვიდეს და ცნობისმოყვარეებს გაუღიმოს. სულ არ აინტერესებს, მასზე რას ლაპარაკობენ მეზობლები, მთავარია, ცოლმა ფული მიუტანოს. საქმეებს რომ მოითავებს, ბაზარში მიდის, პროდუქტებს ყიდულობს და მორჩენილი ხურდა ფულით არაყიც მოაქვს, რომელსაც დღის განმავლობაში წრუპავს. ჰოდა, მითხარით, ცოლის ხელის შემყურე და ქალის ყურმოჭრილი მონა რატომ უნდა დავაფასოთ? ამას არ ჯობია, თავად დაიწყოს მუშაობა, საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს და ცოლი თავის ადგილას მოსვას? ასეთ შემთხვევაში, ოჯახის უფროსობას ხომ ვერავინ წაართმევს და ვერავინ ეტყვის უბატონო სიტყვას? დაუყვირებენ კი არა, შინ დაბრუნებულს ლაქუცითაც არ შეეგებებიან?! სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთი ქმრის ყოლას.

უნდა ნახოთ, რა ხდება მაშინ, როდესაც ქალს სახლში დაქალები ამოჰყავს. ჰამლეტა შლის სუფრას, არის ქალების სიცილ-ხორხოცი, წინსაფარაკრული კაცი კი აქეთ-იქით დაატარებს თეფშებს და ბოლოს, ქალების მომსახურებისგან სიქაგაცლილი ცდილობს, მთვრალი ცოლის ახირებებიც უსიტყვოდ აასრულოს. აბა, სხვა რა გზა აქვს? ისე რომ არ მოიქცეს, როგორც მის კნეინას სურს, ალბათ სახლიდან გააგდებენ. მერე კი უფულოს და უსახლკაროს მოუწევს თავის სოფელში დაბრუნება, საიდანაც კარგა ხნის წინ გამოაგდეს ძმებმა...

"მამა თითქოს ნაადრევად დაბერდა"

ნათია, 17 წლის:

- დედაჩემიც ემიგრანტია და სულაც არ მგონია, რომ მამაჩემს დიასახლისის როლის მორგება აკნინებს. მე მესმის იმ მამების, რომლებიც ცდილობენ, შვილებს დედის გვერდით არყოფნა შეუმსუბუქონ, თუმცა არ მესმის იმ კაცების, რომლებსაც ცოლები საზღვარგარეთ ჰყავთ და მათი გამოგზავნილი ფულით ბლატაობენ, საყვარლებს იჩენენ, შვილებს ყურადღებას არ აქცევენ. მოკლედ, ცოლის წყალობით გაბღენძილი, მანქანიანი "მაგარი ბიძები" არ მევასება, მაგრამ ის კაცები, რომლებიც მეუღლის გამოგზავნილ კაპიკებს უფრთხილდებიან, მის არყოფნას ძალიან განიცდიან, შვილებს თან ჰყვებიან და ცოლის დაბრუნებსაც მოუთმენლად ელიან - დასაცინი კი არა, დასაფასებლები არიან და არ მესმის, ვის შეუძლია მათზე აუგი თქვას?

დედაჩემი საზღვარგარეთ მას მერე წავიდა, რაც მამამ სამსახური დაკარგა, მერე სამუშაო ვეღარ იშოვა და თავის გატანა ძალიან გაგვიჭირდა. თან, მაშინ ჩემი ძმაც სტუდენტი იყო და ცხადია, ოჯახს არ უნდოდა, მათ ერთადერთ ვაჟს სწავლა მიეტოვებინა. ჰოდა, არა მარტო დედამ, არამედ მამამაც გარისკა. მას არ სურდა, ცოლი სამუშაოდ გაეშვა, მაგრამ ხედავდა, სხვა გზა არ იყო და თავის დას, რომელიც ასევე საზღვარგარეთ გახლდათ წასული, თანხმობა განუცხადა: წაიყვანე ლია, მის თავს შენ გაბარებო. ცოლს კი გამგზავრების წინ სთხოვა: წადი, მაგრამ იცოდე, თუ მუშაობა ოდნავ მაინც გაგიჭირდება, თუ იქ დამცირებულად იგრძნობ თავს, მაშინვე წამოდი, ჩემს ღირსებაზეც იფიქრეო.

მას მერე, რაც დედა სამუშაოდ გაუშვა, მამა თითქოს ნაადრევად დაბერდა. ძალიან განიცდის ამ ამბავს... თქვენ არ იცით, მანამდე რა გადაიტანა: სად არ ეძებდა სამსახურს, ბოლოს "გრუშჩიკადაც" მოსინჯა მუშაობა, მაგრამ შინ ვერაფერი მოიტანა და...

შვილები მამას მხარში ვუდგავართ. ვცდილობთ, ტკივილი შევუმსუბუქოთ. ერთხანს შინ საქმეების კეთებაც ავუკრძალე, მაგრამ მივხვდი, თუ არაფერს გააკეთებდა, უფრო მეტად დამიბერდებოდა. ახლა მისი მადლიერი ვარ, რადგან სწავლაში მიწყობს ხელს. მთხოვს: შენ ოღონდ ისწავლე, მერე სამსახური იშოვე და მე მოგემსახურები. იცოდე, უსაქმურზე და უფხო ბიჭზე არ გათხოვდე. აბა, რად გინდა, ჩემნაირი ქმარი რომ გყავდესო? საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რომ ძალაუნებურად, დედას დავშორდით. ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ არაფერი გამომდის. ვფიქრობ, მამაჩემისნაირი კაცი და დედაჩემის მსგავსი ქალები დასაფასებლები არიან! მათ უბედურებასა და დროებით გაყრაში მხოლოდ ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე ისე არ ზრუნავს, როგორც საჭიროა. მათ მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ადამიანებს ხელი, რათა ოჯახის წევრები აქეთ-იქით არ მიმოიფანტონ. ჩვენს ოჯახში მამას მაინც რომ ჰქონოდა სამსახური, დედა არსად წავიდოდა და ყველანი ერთად ვიქნებოდით, ოჯახი არ "დაგვეშლებოდა", ქართველი ქალი საქართველოს არ მიატოვებდა!

ცოლის კარიერას შეწირული სამსახური

დაბოლოს, დავინტერესდი, რას ფიქრობენ სოციალურ ქსელში მამაკაცებზე, რომლებმაც დიასახლისის როლი მოირგეს. ბევრი ძებნა არც დამჭირვებია, ერთ-ერთ ფორუმზე მალევე ვიპოვე თემა სახელწოდებით - "მამაკაცი-დიასახლისი".

ლიზა:

"თანამშრომელმა მიამბო, რომ მისი და არის გათხოვილი, ჰყავს 4 წლის ბავშვი და თურმე, იმდენად კარგად წაუვიდა საქმე კარიერაში, რომ ქმარს სამსახური მიატოვებინა და დასვა სახლში. მის მოვალეობაში შედის კერძების მომზადება, შვილის მოვლა, რეცხვა... ცოლი თან სწავლობს, თან - მუშაობს და კარგი კი არა და, ძალიან კარგი შემოსავალი აქვს.

თქვენ მოგწონთ ასეთი რაღაცები? როგორ ფიქრობთ, ძიძის აყვანა არ ჯობდა? იქნებ იმ კაცს უბრალოდ მოსწონს დიასახლისობა? P.S. აქვე ჩემს აზრს დავაფიქსირებ: თუ ორივეს აწყობს ასეთი ცხოვრება და ბედნიერები არიან, რატომაც არა?!"

Ghost*:

"ძმაკაცები რომ სტუმრობენ, რას შვრება, თვითონ შლის სუფრას? "ბიჭებო, ხაჭაპური დამრჩა და მოვალ ახლავეეე..."

freedom:

"კაცს რომ არ მოსწონდეს დიასახლისობა, ვერავინ აიძულებს ამის გაკეთებას. ჰოდა, ეს ყველაფერი თუ ქმარსაც აწყობს, ზედმეტი ხარჯი რაღა საჭიროა?!"@@

ეგრეა:

"და სამსახურს რატომ დაანება თავი ? ემუშავა ორივეს და ძიძა აეყვანათ. თან, სად კაცი რომ მოუვლის ბავშვს და სად - ქალი?.. რა იდიოტობაა?! ასე რატომ უნდა მოიქცე, გინდაც, მინისტრი იყო, ვერ ვხვდები".

შუშანა:

"არ მინდა დიასახლისი ქმარი :). თუ ასე კარგად წამივა საქმე, დამხმარეს ავიყვან (რა ადვილია არარეალურზე ლაპარაკი, არა?). თუმცა, ვისაც აწყობს, გავატაროთ".

Ultimate:

"თუკი ადამიანს მოსწონს შვილთან ურთიერთობა და სამსახურში დროის ხარჯვას ბავშვთან ყოფნა ურჩევნია, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. მაგრამ მე ის მიკვირს, კაცმა რატომ თქვა უარი კარიერაზე? იქნებ დროებით გადადო გვერდზე?.. შეიძლება კაცს მოსწონდეს სამზარეულოში "დვიჟენია", არც ამაშია რაიმე გასაკვირი. უფრო მეტიც, გურმანი თუა, აუცილებლად ეყვარება ახალი კერძების გამოგონება. ბავშვის მოვლას რაც შეეხება, სასიამოვნოა საკუთარ შვილთან გატარებული ნებისმიერი წუთი. პრინციპში, უსაქმურად ყოფნა და ძიძის აყვანაც არა მგონია, დიდი შეღავათი იყოს უმუშევარი კაცისთვის. მისთვის სასიამოვნო სამსახურს როცა იპოვის, ძიძასაც მერე აიყვანენ".

ნუკი:

"თუ ეს ყველაფერი დროებითია, რატომაც არა?! მაგრამ ეს კაცი ამ ყველაფერს რომ შეეჩვიოს და მერე შენიშვნა მისცეს ცოლს, - ეგ თეფში მანდ არ უნდა დაგედო და ფარდას ეგრე ნუ ტოვებო, ცოტა არ იყოს, "მეუხეშება"...

ეგრეა:

"საქართველოში ადამიანს სამსახურს რომ დაატოვებინებ და ეტყვი, შენ ბავშვს მოუარეო, მოსაკლავი ხარ, გინდ კაცი იყო და გინდ - ქალი. ხომ შეეძლოთ, ძიძა აეყვანათ?.. არ თქვათ, რა, მშობელი უკეთ გაზრდისო, პატარას ძიძაც არანაკლებად ზრდის".

თიათია:

"ან დედამთილი დახმარებოდა, ან ამ გოგოს დედა, ან უმუშევარი დაქალი არ ჰყავდა, ქმარს რომ "აპახავებს"?

Kldemamosili:

"ერთს გეტყვით: ქალს ჰკითხეს, მართალია, რომ თქვენი ქმარი ოჯახის თავიაო? - რა თქმა უნდა, მაგრამ კისერი მე ვარო... და კიდევ, ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადიაო, - მეთორმეტე საუკუნეში ბრძანეს".

Ghost*:

"XX საუკუნეში შრომის კოდექსმა "თქვა": - ძიძა უნდა იყოს ქალიო, დამლაგებელი უნდა იყოს ქალიო, მრეცხავი უნდა იყოს ქალიო...

რა თქმა უნდა, ამას "ცუდად" არ ვამბობ, უბრალოდ, როგორც ნებისმიერ საქმეში, ასევე ოჯახშიც უნდა მოხდეს მოვალეობების სწორად გადანაწილება".

მოლი-სი:

"ბევრი მინახავს დიასახლისი მამაკაცი, მაგრამ ძირითადად იმის გამო, რომ ქალი არჩენს ოჯახს და თვითონ სამსახურს ვერ შოულობს... ეს პრინციპში, არც ისე კარგი ვარიანტია, მაგრამ... ზოგიერთი მთელი დღე სახლშია, სამსახურს ვერ შოულობს და არც ცოლს ეხმარება. ქალს მხოლოდ ნერვებს უშლის. ჰოდა, ასეთ ტიპებს მგონი, დიასახლისი კაცი ბევრად ჯობია".

ნუცი-ნუცი-ნუცი:

"მთავარია, ქალი იყოს კარგი დიასახლისი, კარგი მეოჯახე და კარიერა, ჩემი აზრით, მეორე ადგილზეა. ვერ ვიტან, ქმარი რომ ფუსფუსებს იდიოტურად სახლში და ქალი გარეთაა გასული".

მოლი-სი:

"არის ოჯახები, სადაც ქალი არის გარეთ გასული და კაცი სახლის საქმეს აკეთებს, მაგრამ ეგ არ ამცირებს მამაკაცს და არც ოჯახს ხდის ცუდს".

ლ123456789:

"საოჯახო საქმეებს, ჩემი აზრით, ორივე უნდა ინაწილებდეს. მხოლოდ ცოლი რომ დიასახლისობს ან მარტო ქმარი აკეთებდეს საქმეებს, ეს უსამართლობაა. როცა საჭირო იქნება, არც მე "გამიტყდება" მისი წინდების გარეცხვა და არც მას უნდა გაუტყდეს ჩემი კაბის გაუთოება".

ბომბორა1:

"არ "უტყდება" კაცს? ვერასდროს ვიქნები ქალის ხარჯზე... იყო მომენტი, როცა ჩემი გოგოს ხარჯზე ვიყავი, მაგრამ ის ისე "მინახავდა", რომ მეგონა, თავად ვარჩენდი :)) და მაინც, მაგრად "ვჭედავდი", იმ პერიოდში ნევროზი დამემართა... ისე, ძალიან მაგარი მზარეული ვარ. ადრე მარტო რომ ვცხოვრობდი, ჩემს გოგოს არც სახლს ვალაგებინებდი და კერძის მომზადებასაც იშვიათად ვთხოვდი, რადგან ჩემთან დღეში მაქსიმუმ, 6 საათს ატარებდა და მაშინაც სახლს ხომ არ დავალაგებინებდი?.. ახლაც მარტო ვცხოვრობ და ჯიგრულად "ვპოვრობ", ვმამასახლისობ. რაც შეეხება იმ კაცს, ვინც სამსახური მიატოვა: მას ვერ დავუმუღამე. "ტეხავს", ცოლთან რომ მიხვალ და ეტყვი, - აუ, ბიჭები ვიკრიბებით და 100 ლარი მომეციო..."

Kandinskaia:

"რა ჯობია იმას, როცა სამზარეულოში კაცი "ბზრიალებს"? ზოგიერთმა მათგანმა ისეთი გემრიელი კერძის მომზადება იცის, ქალები რომ ვერ შეედრებიან".

გიიოგიიო:

"კაცმა რომ ტანსაცმელი გარეცხოს, საჭმელი გააკეთოს, შვილს პამპერსი გამოუცვალოს - ეს ყველაფერი სირცხვილია? არ ვგულისხმობ იმას, რომ კაცი სულ სახლში უნდა იჯდეს და მხოლოდ ასეთი რაღაცებით იყოს დაკავებული, მაგრამ არის მომენტები, როცა მამაკაცის დახმარება მისსავე ოჯახს სჭირდება და ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს... ბევრისგან მსმენია, - მამა შვილს ეზოშიც არ ასეირნებს, ბავშვს პამპერსის გამოცვლა თუ დასჭირდება, ხელსაც არ მოჰკიდებსო. ჰოდა, ასეთი კაცი შემირცხვენია..."

თიათია:

"ბედნიერებისთვის 3 რამ არის აუცილებელი:

1. ერთიანი ოჯახი, სადაც სიყვარული და სითბო არ გაკლია;

2. საყვარელი საქმე და ისეთი სამსახური, სადაც სიხარულით მიდიხარ;

3. საყვარელი ადამიანი".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია