მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - 100 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთსქესიან ქორწინებას ოდესმე ვინმე დაიცავდა
ილია მეორე - 100 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთსქესიან ქორწინებას ოდესმე ვინმე დაიცავდა

100 წლის წინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ისეთ იდე­ას, რო­გო­რი­ცაა თუნ­დაც ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა, ოდეს­მე ვინ­მე და­ი­ცავ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ადა­მი­ან­მა უზარ­მა­ზა­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ცოდ­ნა­სა და ტექ­ნი­კა­ში, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, დიდი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა უკან სუ­ლი­ე­რე­ბა­სა და სუ­ლი­ერ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ში.

"ჩვენ ძა­ლი­ან ხში­რად გვეს­მის სი­ტყვე­ბი: "ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი გან­გვა­ნათ­ლებს ყო­ველ­თა". ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი გა­ნა­ნათ­ლებს ყო­ველ­თა და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც მზად არის მი­ი­ღოს ეს ნა­თე­ლი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უფ­ლის სი­ტყვე­ბიც - იყა­ვით სრულ­ყო­ფი­ლი, ვი­თარ­ცა მამა თქვე­ნი ზე­ცი­ე­რი სრულ­ყო­ფილ არს. შე­უძ­ლია თუ არა ადა­მი­ანს ეს?! რა თქმა უნდა არა, მაგ­რამ ეს არის მი­თი­თე­ბა იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნის სრულ­ყო­ფა და­უს­რუ­ლე­ბე­ლია. ჩვენ ვცხოვ­რობთ ისეთ დროს, რო­დე­საც ადა­მი­ან­მა უზარ­მა­ზა­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ცოდ­ნა­სა და ტექ­ნი­კა­ში. მაგ­რამ, ამა­ვე დროს უზარ­მა­ზა­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა უკან სუ­ლი­ე­რე­ბა­სა და სუ­ლი­ერ ფა­სე­უ­ლო­ბა­ში. ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მო­ვი­დო­და დრო, რო­დე­საც ისეთ იდე­ებს, რო­გო­რი­ცაა თუნ­დაც ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა, ვინ­მე და­ი­ცავ­და", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დე­სის თქმით, სა­ჭი­როა გა­ნათ­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სის დამ­თავ­რე­ბას, არა­მედ ადა­მი­ა­ნის ჰარ­მო­ნი­ულ სრულ­ყო­ფას ცოდ­ნა­ში, ცხოვ­რე­ბა­სა და ზრდი­ლო­ბა­ში. "ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რს ვლა­პა­რა­კობთ ცოდ­ნა­ზე, მაგ­რამ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ცოდ­ნის მი­ღე­ბა ურ­წმუ­ნო ადა­მი­ა­ნის მიერ, მე­ტად სა­ში­შია იმ ადა­მი­ა­ნის­თვი­საც და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც, რად­გან მან, თა­ვი­სი ცოდ­ნა შე­იძ­ლე­ბა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ილია მეორე - 100 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთსქესიან ქორწინებას ოდესმე ვინმე დაიცავდა

ილია მეორე - 100 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთსქესიან ქორწინებას ოდესმე ვინმე დაიცავდა

100 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისეთ იდეას, როგორიცაა თუნდაც ერთსქესიანი ქორწინება, ოდესმე ვინმე დაიცავდა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქის თქმით, ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში, მაგრამ ამავდროულად, დიდი ნაბიჯები გადადგა უკან სულიერებასა და სულიერ ფასეულობებში.

"ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები: "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა". ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა და განსაკუთრებით მათ, ვინც მზად არის მიიღოს ეს ნათელი. ამასთან დაკავშირებულია უფლის სიტყვებიც - იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს. შეუძლია თუ არა ადამიანს ეს?! რა თქმა უნდა არა, მაგრამ ეს არის მითითება იმაზე, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში. მაგრამ, ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა უკან სულიერებასა და სულიერ ფასეულობაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ისეთ იდეებს, როგორიცაა თუნდაც ერთსქესიანი ქორწინება, ვინმე დაიცავდა", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, საჭიროა განათლება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ უმაღლესის დამთავრებას, არამედ ადამიანის ჰარმონიულ სრულყოფას ცოდნაში, ცხოვრებასა და ზრდილობაში. "ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ცოდნაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ ცოდნის მიღება ურწმუნო ადამიანის მიერ, მეტად საშიშია იმ ადამიანისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რადგან მან, თავისი ცოდნა შეიძლება ბოროტად გამოიყენოს", - ბრძანა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია