საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც მალხაზ სონღულაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ვინაიდან მისი განსხვავებული დამოკიდებულება ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში ეკლესიის წინამძღოლისათვის შეუსაბამოდ მიიჩნია ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მსახურთა უმეტესობამ, მას გამართლებულად არ მიაჩნია, იყოს ამ თემის წინამძღოლი.

"ცხრამეტი წლის განმავლობაში მე სათავეში ვედექი საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას. ჩემთვის მძიმე, მაგრამ ძალიან საპატიო იყო ეს ჯვარი. მე მადლობას ვწირავ ღმერთს იმ წლებისათვის, რომელიც მე თქვენს გვერდში გავატარე. ეს იყო არა მარტო გაუთავებელი ბრძოლის, არამედ უზარმაზარი შემოქმედებითი საქმიანობის წლები. ახლა მოვიდა იმის დრო, რომ ჩემი მსახურების ფარგლები შევკვეცო. ამიერიდან მე მინდა ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მეტი წილი დავუთმო: სამეცნიერო მუშაობას, საუნივერსიტეტო სწავლებას და სოციალურ მსახურებას. რადგანაც ჩემი განსხვავებული დამოკიდებულება ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში ეკლესიის წინამძღოლისათვის შეუსაბამოდ მიიჩნია ჩვენი ეკლესიის მსახურთა უმეტესობამ, მე გამართლებულად არ მიმაჩნია, ვიყო ამ თემის წინამძღოლი. მე მადლობას გიხდით ყველას წლების განმავლობაში ერთად გაწეული შრომისათვის და იმ მეგობრობისათვის, რომელსაც მე თქვენგან ვგრძნობდი", - ნათქვამია სონღულაშვილის განცხადებაში.

მისივე განცხადებით, სონღულაშვილი სთხოვს ქორეპისკოპოსს, რომ ეკლესიის კრების გამართვამდე მთავარეპისკოპოსის მოვალეობა შეასრულოს.

"მე ვტოვებ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის თანამდებობას და ქორეპისკოპოსს ვთხოვ შეასრულოს ეს მოვალეობა, ვიდრე მაისის თვეში არ გაიმართება ჩვენი ეკლესიის კრება, რომელიც აირჩევს ახალ მთავარეპისკოპოსს. პარალერულად, მე უარს ვამბობ სინოდის წევრობაზე. ასევე, თბილისის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, უარს ვამბობ ამ ეპარქიის მმართველობაზე. ცხადია, მე უარს არ ვამბობ მხარში დაგიდგეთ ყველას ერთად და თითოეულს ცალკ-ცალკე, სადაც ეს საჭირო იქნება და შესაძლებელი. მე ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე ჩემი საეკლესიო საქმიანობა. მე ვიმსახურებ იმ ეკლესიაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე - მშვიდობის კათედრალში, სადაც მე პასუხისმგებლობა მაქვს ნაკისრი, გავუძღვე მშვიდობის კათედრალის ცხოვრებისა და ლიტურგიის განახლების საქმეს", - აცხადებს სონღულაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია