თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტება გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს შეფარდების საკითხზე განმარტება გააკეთა.

როგორც სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 21 დეკემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო - 50 ათასი ლარი.

"აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართალწარმოების ქვეყანასთან, ამასთანავე, გამოძიების პროცესში მას თავი არ აურიდებია სამართალდამცავ ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებისთვის, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ არ მოხდეს ბრალდებულზე სამსახურებრივად დამოკიდებულ მოწმეებზე ზემოქმედება და მისი მხრიდან მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელშეშლა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენება", - განაცხადა ეკა არეშიძემ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2014 წლის 5 თებერვალს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ