სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში "კორვალოლი" აკრძალეს
უკრაინაში "კორვალოლი" აკრძალეს

უკ­რა­ი­ნის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­მა "კორ­ვა­ლო­ლის" წვე­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, შე­ნახ­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლა. დრო­ე­ბი­თი იქ­ნე­ბა ეს ეკ­რძალ­ვა თუ წა­მა­ლი აფ­თი­ა­ქე­ბი­დან სა­მუ­და­მოდ გაქ­რე­ბა, ექ­სპერ­ტე­ბი გა­და­წყვე­ტენ. ისი­ნი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით "კორ­ვა­ლო­ლის" შე­მოწ­მე­ბას შე­უდ­გნენ.

და­მამ­შვი­დე­ბე­ლი წვე­თე­ბი აშშ-ი, იტა­ლი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლიტ­ვა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ფი­ნეთ­ში, შვე­დეთ­სა და ნორ­ვე­გი­ა­ში აფ­თი­ა­ქე­ბი­დან უკვე ამო­ი­ღეს.

პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც 1912 წელს გერ­მა­ნი­ა­ში შექ­მნეს, უკ­რა­ი­ნა­სა და მთელ ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში რე­ცეპ­ტის გა­რე­შე იყი­დე­ბო­და. მას ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდომ და ეფექ­ტურ და­მამ­შვი­დე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ. აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ფე­ნო­ბარ­ბი­ტა­ლი­სა (ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა) და ეთა­ნო­ლის არ­სე­ბო­ბა გახ­და, რო­მელ­საც ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ტოქ­სი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბა აქვს.

უკ­რა­ი­ნა­ში აიკ­რძა­ლა სხვა რიგი პრე­პა­რა­ტე­ბიც, მათ შო­რის "კორ­ვალ­დი­ნი", "ურო­ნეფ­რო­ნის" გელი და ცხვი­რის წვე­თე­ბი "ნა­ზო­ფე­რო­ნი". წელს ზა­ფხულ­ში უკ­რა­ი­ნა­ში "მარ­გან­ცოვ­კის" შე­ტა­ნა აიკ­რძა­ლა, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და მათი პრე­კურ­სო­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ИТАР-ТАСС-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

უკრაინაში "კორვალოლი" აკრძალეს

უკრაინაში "კორვალოლი" აკრძალეს

უკრაინის სამკურნალო პრეპარატების სახელმწიფო სამსახურმა "კორვალოლის" წვეთების რეალიზაცია, შენახვა და გამოყენება აკრძალა. დროებითი იქნება ეს ეკრძალვა თუ წამალი აფთიაქებიდან სამუდამოდ გაქრება, ექსპერტები გადაწყვეტენ. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით "კორვალოლის" შემოწმებას შეუდგნენ.

დამამშვიდებელი წვეთები აშშ-ი, იტალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ლიტვაში, პოლონეთში, ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში აფთიაქებიდან უკვე ამოიღეს.

პრეპარატი, რომელიც 1912 წელს გერმანიაში შექმნეს, უკრაინასა და მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში რეცეპტის გარეშე იყიდებოდა. მას ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევდნენ. აკრძალვის მიზეზი მის შემადგენლობაში ფენობარბიტალისა (ფსიქოტროპული საშუალება) და ეთანოლის არსებობა გახდა, რომელსაც ნარკოტიკული და ტოქსიკური მოქმედება აქვს.

უკრაინაში აიკრძალა სხვა რიგი პრეპარატებიც, მათ შორის "კორვალდინი", "ურონეფრონის" გელი და ცხვირის წვეთები "ნაზოფერონი". წელს ზაფხულში უკრაინაში "მარგანცოვკის" შეტანა აიკრძალა, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მათი პრეკურსორი საშუალებების სიაში შეიტანეს.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია