მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამრიკო ჭოხონელიძე: "უშიკიშვილი თვითმარქვია და არაპროფესიონალია"
თამრიკო ჭოხონელიძე: "უშიკიშვილი თვითმარქვია და არაპროფესიონალია"

გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი ფოკ­ლო­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს უკავ­ში­რებს, თუმ­ცა კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი აუ­დი­ტო­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბის შედ­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი გახ­და. ფოლკ­ლო­რუ­ლი ცენ­ტრის მარ­თვის მიზ­ნით შე­იქ­მნე­ბა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო, რო­მე­ლიც ახალ დი­რექ­ტორს და­ამ­ტკი­ცებს. სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ერთ-ერთი, ვინც მო­მა­ვა­ლი დი­რექ­ტო­რის კან­დი­და­ტუ­რად და­სა­ხელ­და, მომ­ღე­რა­ლი და ფოლკ­ლო­რის­ტი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ცენ­ტრის ყო­ფილ დი­რექ­ტორს გი­ორ­გი უში­კიშ­ვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­რი­ტი­კებ­და.

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე:

- 9 წლის წინ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ვინც ხმა ავი­მაღ­ლე არ­სე­ბუ­ლი უზ­ნე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც მა­შინ ბევ­რს გა­უკ­ვირ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბევ­რმა ისიც იფიქ­რა, - ვერ დაჯ­დე­ბა თა­ვის­თვის წყნა­რად ან ვერ იმ­ღე­რებ­სო? მაგ­რამ საქ­მე­ში ღრმად რომ ჩა­გე­ხე­დათ, ვერც თქვენ აი­ტან­დით იმ დიდ უსა­მარ­თლო­ბას, რაც ხდე­ბო­და და იმ დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას, რომ­ლიც ჩვე­ნი ხალ­ხის უდი­დეს მო­ნა­პო­ვარს – ქარ­თულ ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბას ემუქ­რე­ბო­და. მა­ვანს გა­უკ­ვირ­დე­ბა ალ­ბათ, რა­ტომ მი­ვიჩ­ნევ­დი ასე, რად­გან თით­ქოს ამ­დენს აკე­თებ­და ეს ადა­მი­ა­ნი, უგუ­ნუ­რებ­მა ლა­მის "ერის მა­მად" რომ შე­რა­ცხეს. მაგ­რამ იცით კი, ეს რის ხარ­ჯზე ხდე­ბო­და? კე­თი­ლი ინე­ბონ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ხმის ამო­ღე­ბას ვერ ბე­დავ­დნენ და გა­არ­კვი­ონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­ში, რა­საც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ეს "გა­დამ­რჩე­ნე­ლი" სჩა­დი­ო­და. ახლა მე მივ­მარ­თავ ყვე­ლა მათ­განს: ხმა ამო­ი­ღეთ და თქვით, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი სის­ტე­მის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა მო­ეხ­დი­ნა ადა­მი­ანს, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ მად­ლი­ე­რე­ბის გრძო­ბა არ გა­აჩ­ნია. კაცი, რო­მე­ლიც პე­და­გოგს, მის ფეხ­ზე დამ­ყე­ნე­ბელ ადა­მი­ანს ისე გა­და­თე­ლავს, უკან არ მო­ი­ხე­დავს, არა­და, უკან მო­სა­ხე­დი სწო­რედ ამ ადა­მი­ან­თან მი­მარ­თე­ბა­ში აქვს. დღეს კი უში­კიშ­ვი­ლი უტიფ­რად აცხა­დებს, რომ თურ­მე მხო­ლოდ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამო მომ­ხდა­რა და­პი­რის­პი­რე­ბა და მეტი არა­ფე­რი, არა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხომ კარ­გად იცის, ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა სი­ტყვე­ბით ლან­ძღავ­და თა­ვის პე­და­გოგს (იგუ­ლის­ხმე­ბა ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი. - ნ.დ.).

ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ნუთუ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­ცინ­ვა არ არის ის, რომ თურ­მე მხო­ლოდ 2004 წლი­დან და­წყე­ბუ­ლა ქარ­თულ ფოლკ­ლორ­ზე ზრუნ­ვა. ცხა­დია, ეს ასე არ არის! ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ჯერ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ზე­პირ­მა მეხ­სი­ე­რე­ბამ შე­მო­ი­ნა­ხა, ხოლო მისი ნო­ტებ­ზე გა­და­ტა­ნა და მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლა ჯერ კი­დევ მე-19 სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო, ხმის ფიქ­სა­ცია კი - 1901 წლი­დან. წლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პი­არ­კამ­პა­ნია ერთი ადა­მი­ა­ნის - გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად წინ წა­მო­წე­ვის მიზ­ნით. გახ­სოვთ ალ­ბათ, "რუს­თა­ვი 2" ერთი პე­რი­ო­დი მხო­ლოდ იმით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ფი­ან­და­ზე­ბი გა­ე­გო უში­კიშ­ვი­ლის მსგავ­სი თვით­მარ­ქვი­ე­ბი­სა და მიმ­თვი­სებ­ლე­ბის­თვის. უდი­დე­სი ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რის სა­და­ვე­ე­ბი ხელ­ში ამ საქ­მის არაპრო­ფე­სი­ო­ნალს ეჭი­რა. ჰკი­თხეთ, კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ა­ნებს უში­კიშ­ვი­ლის ფოლკ­ლო­რის­ტო­ბის შე­სა­ხებ… უში­კიშ­ვი­ლი ფოლკ­ლო­რის­ტი არ არის. თა­ნაც გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი ამ "სა­ე­რო საქ­მე­ე­ბის" კე­თე­ბა­ში მარ­ტო არ იყო. დღეს სხვა­თა გვარ-სა­ხე­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით და­მა­ლუ­ლია. როგ­როც იტყვი­ან, ყვე­ლა­ფე­რი ამ ერთ კაც­ზე გა­და­ტე­ხეს, თუმ­ცა ვი­მე­დოვ­ნებ, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თამრიკო ჭოხონელიძე: "უშიკიშვილი თვითმარქვია და არაპროფესიონალია"

თამრიკო ჭოხონელიძე: "უშიკიშვილი თვითმარქვია და არაპროფესიონალია"

გიორგი უშიკიშვილი ფოკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, თუმცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი აუდიტორული შემოწმების შედგად გამოვლენილი ფინანსური დარღვევები გახდა. ფოლკლორული ცენტრის მართვის მიზნით შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ახალ დირექტორს დაამტკიცებს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანზორ ერქომაიშვილი იქნება. ერთ-ერთი, ვინც მომავალი დირექტორის კანდიდატურად დასახელდა, მომღერალი და ფოლკლორისტი თამრიკო ჭოხონელიძეა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ცენტრის ყოფილ დირექტორს გიორგი უშიკიშვილს წლების განმავლობაში აკრიტიკებდა.

თამრიკო ჭოხონელიძე:

- 9 წლის წინ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ხმა ავიმაღლე არსებული უზნეობის წინააღმდეგ, რაც მაშინ ბევრს გაუკვირდა. სავარაუდოდ, ბევრმა ისიც იფიქრა, - ვერ დაჯდება თავისთვის წყნარად ან ვერ იმღერებსო? მაგრამ საქმეში ღრმად რომ ჩაგეხედათ, ვერც თქვენ აიტანდით იმ დიდ უსამართლობას, რაც ხდებოდა და იმ დიდ საშიშროებას, რომლიც ჩვენი ხალხის უდიდეს მონაპოვარს – ქართულ ხალხურ შემოქმედებას ემუქრებოდა. მავანს გაუკვირდება ალბათ, რატომ მივიჩნევდი ასე, რადგან თითქოს ამდენს აკეთებდა ეს ადამიანი, უგუნურებმა ლამის "ერის მამად" რომ შერაცხეს. მაგრამ იცით კი, ეს რის ხარჯზე ხდებოდა? კეთილი ინებონ იმ ადამიანებმა, ვინც ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და გაარკვიონ საზოგადოება იმაში, რასაც ქართული კულტურის ეს "გადამრჩენელი" სჩადიოდა. ახლა მე მივმართავ ყველა მათგანს: ხმა ამოიღეთ და თქვით, რატომ არ შეიძლებოდა ამდენი ხნის განმავლობაში მთელი სისტემის მონოპოლიზება მოეხდინა ადამიანს, რომელსაც უბრალოდ მადლიერების გრძობა არ გააჩნია. კაცი, რომელიც პედაგოგს, მის ფეხზე დამყენებელ ადამიანს ისე გადათელავს, უკან არ მოიხედავს, არადა, უკან მოსახედი სწორედ ამ ადამიანთან მიმართებაში აქვს. დღეს კი უშიკიშვილი უტიფრად აცხადებს, რომ თურმე მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობის გამო მომხდარა დაპირისპირება და მეტი არაფერი, არადა, საზოგადოებამ ხომ კარგად იცის, ბოლო ათი წლის განმავლობაში რა სიტყვებით ლანძღავდა თავის პედაგოგს (იგულისხმება ანზორ ერქომაიშვილი. - ნ.დ.).

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ ქართველი ხალხის დაცინვა არ არის ის, რომ თურმე მხოლოდ 2004 წლიდან დაწყებულა ქართულ ფოლკლორზე ზრუნვა. ცხადია, ეს ასე არ არის! ქართული სიმღერა ჯერ ქართველი ხალხის ზეპირმა მეხსიერებამ შემოინახა, ხოლო მისი ნოტებზე გადატანა და მეცნიერული შესწავლა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო, ხმის ფიქსაცია კი - 1901 წლიდან. წლებია მიმდინარეობს მიზანმიმართული პიარკამპანია ერთი ადამიანის - გიორგი უშიკიშვილის ხელოვნურად წინ წამოწევის მიზნით. გახსოვთ ალბათ, "რუსთავი 2" ერთი პერიოდი მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ ფიანდაზები გაეგო უშიკიშვილის მსგავსი თვითმარქვიებისა და მიმთვისებლებისთვის. უდიდესი ქართული საგანძურის სადავეები ხელში ამ საქმის არაპროფესიონალს ეჭირა. ჰკითხეთ, კომპეტენტურ ადამიანებს უშიკიშვილის ფოლკლორისტობის შესახებ… უშიკიშვილი ფოლკლორისტი არ არის. თანაც გიორგი უშიკიშვილი ამ "საერო საქმეების" კეთებაში მარტო არ იყო. დღეს სხვათა გვარ-სახელები ჯერჯერობით დამალულია. როგროც იტყვიან, ყველაფერი ამ ერთ კაცზე გადატეხეს, თუმცა ვიმედოვნებ, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება