საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საერთოდ არ იგრძნობა, რომ ახალი წელი მოდის“
 „საერთოდ არ იგრძნობა, რომ ახალი წელი მოდის“

ახა­ლი წელი ისე­თი დღე­სას­წა­უ­ლია, რომ შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კუ­რად და­ყო­ფი­ლი მხა­რე­ე­ბიც კი ერთ სუფ­რას­თან გა­ა­ერ­თი­ა­ნოს, ოღონდ გა­აჩ­ნია, ვინ იქ­ნე­ბა თა­მა­და... უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე ახალ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოპ­ტი­მიზ­მით ხვდე­ბა, თუმ­ცა იმა­ზე სწყდე­ბა გული, რომ მე­ო­რე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა არ არის.

- ყვე­ლას გუ­ლით ვუ­ლო­ცავ დამ­დეგ ახალს წელს და ვი­სურ­ვებ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლას ოჯახს ჰქო­ნო­დეს შე­მო­სა­ვა­ლი. ეს არის ჩემი მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი... ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბით ვხვდე­ბი 2014 წელს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა და კარ­გად იქ­ნე­ბა. ეს არე­უ­ლო­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­წეს­რიგ­დე­ბა და წარ­სულს ჩაჰ­ბარ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ქვე­ყა­ნა სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზას და­ად­გე­ბა...

- სად აპი­რებთ ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რას?

- იცით, ადრე, ბავ­შვო­ბის წლებ­ში ტრა­დი­ცი­ად მქონ­და, რომ ყო­ველ წელს ჩემს ოჯახ­ში ვხვდე­ბო­დი, ში­ნა­ურ გა­რე­მო­ში, მაგ­რამ შემ­დეგ შევ­ცვა­ლე ტრა­დი­ცია და ბოლო წლებ­ში ქუ­ჩა­ში, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში ვხვდე­ბო­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ღია ცის ქვეშ გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბა, ყვე­ლა ერ­თად რომ არის შეკ­რე­ბი­ლი...

- შარ­შან არ ყო­ფი­ლა კონ­ცერ­ტი...

- დიახ, სამ­წუ­ხა­როდ, წელ­საც არ იგ­რძნო­ბა, რომ ახა­ლი წელი მო­დის... ძა­ლი­ან გულ­ღი­ად მინ­და ვთქვა - სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გი მომ­ღე­რა­ლი რომ ჩა­მო­დი­ო­და ან ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი დიდ კონ­ცერ­ტებს მარ­თავ­დნენ, ეს არ იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­დაყ­რი­ლი ფული და ფუ­ფუ­ნე­ბა. რო­გორც ახლა გვე­უბ­ნე­ბი­ან, ფუ­ფუ­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი, გაზ­რდი­ლი ხელ­ფა­სე­ბი, პრე­მი­ე­ბი და 100 მი­ლი­ო­ნით გაზ­რდი­ლი სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი... ის ფუ-ფუ­ნე­ბა კი არა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა იყო. თუ ჩვენ გვინ­და, რომ ქვე­ყა­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, იც­ნობ­დნენ და, რაც მთა­ვა­რია, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, კე­თი­ლი უნდა ვი­ნე­ბოთ და ლა­მა­ზი, სწო­რად და­პი­ა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ვა­კე­თოთ, სა­დაც თუნ­დაც ახალ წელს შე­ვიკ­რი­ბე­ბით და ერ­თმა­ნეთს მი­ვუ­ლო­ცავთ, მო­ვი­სიყ­ვა­რუ­ლებთ და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ-ვებთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

„საერთოდ არ იგრძნობა, რომ ახალი წელი მოდის“

 „საერთოდ არ იგრძნობა, რომ ახალი წელი მოდის“

ახალი წელი ისეთი დღესასწაულია, რომ შესაძლოა, პოლიტიკურად დაყოფილი მხარეებიც კი ერთ სუფრასთან გააერთიანოს, ოღონდ გააჩნია, ვინ იქნება თამადა... უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე ახალ წელს განსაკუთრებული ოპტიმიზმით ხვდება, თუმცა იმაზე სწყდება გული, რომ მეორე წელია, საქართველოში საახალწლო განწყობა არ არის.

- ყველას გულით ვულოცავ დამდეგ ახალს წელს და ვისურვებდი, საქართველოში გაჭირვებული ადამიანი არ ყოფილიყო, ყველას ოჯახს ჰქონოდეს შემოსავალი. ეს არის ჩემი მთავარი სურვილი... ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმისტური განწყობით ვხვდები 2014 წელს. დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება. ეს არეულობა, დაბნეულობა და დაძაბულობა მოწესრიგდება და წარსულს ჩაჰბარდება. რაც მთავარია, ქვეყანა სწორი განვითარების გზას დაადგება...

- სად აპირებთ ახალი წლის შეხვედრას?

- იცით, ადრე, ბავშვობის წლებში ტრადიციად მქონდა, რომ ყოველ წელს ჩემს ოჯახში ვხვდებოდი, შინაურ გარემოში, მაგრამ შემდეგ შევცვალე ტრადიცია და ბოლო წლებში ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილებში ვხვდებოდი. ძალიან მიყვარდა ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე დასწრება, ყველა ერთად რომ არის შეკრებილი...

- შარშან არ ყოფილა კონცერტი...

- დიახ, სამწუხაროდ, წელსაც არ იგრძნობა, რომ ახალი წელი მოდის... ძალიან გულღიად მინდა ვთქვა - საქართველოში კარგი მომღერალი რომ ჩამოდიოდა ან ქართველი მომღერლები დიდ კონცერტებს მართავდნენ, ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ გადაყრილი ფული და ფუფუნება. როგორც ახლა გვეუბნებიან, ფუფუნება არ ყოფილა ახალი მანქანები, გაზრდილი ხელფასები, პრემიები და 100 მილიონით გაზრდილი სახელფასო ფონდი... ის ფუ-ფუნება კი არა, აუცილებელი საჭიროება იყო. თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა წარმატებული იყოს, იცნობდნენ და, რაც მთავარია, მსოფლიოს მასშტაბით საინტერესო იყოს, კეთილი უნდა ვინებოთ და ლამაზი, სწორად დაპიარებული ღონისძიებები გავაკეთოთ, სადაც თუნდაც ახალ წელს შევიკრიბებით და ერთმანეთს მივულოცავთ, მოვისიყვარულებთ და წარმატებას ვუსურ-ვებთ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია