პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეეწირება თუ არა მარინა ბერიძე მომღერლების აგრესიას და მისი კომენტარი შოუბიზნესურ აჟიოტაჟზე
შეეწირება თუ არა მარინა ბერიძე მომღერლების აგრესიას და მისი კომენტარი შოუბიზნესურ აჟიოტაჟზე

შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ერთი ნა­წი­ლი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, მა­რი­ნა ბე­რი­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რო­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნანა თხე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე.

მომ­ღერ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძემ მათ უნი­ჭო­ე­ბი უწო­და და ამით ახ­სნა მათი კონ­ცერ­ტებ­ზე მი­უწ­ვევ­ლო­ბა. ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძე­ზე სა­უ­ბა­რი მის­და­მი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

"მე ვთვლი, რომ ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა მის მი­მართ. მაგ­რამ ერთი რამ ცხა­დია, გან­სჯის სა­გა­ნი უნდა გახ­დეს მისი ქმე­დე­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლი არტ-იმე­დი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ქმე­დე­ბე­ბის მო­რა­ლუ­რი მხა­რე", - გა­ნა­ცხა­და ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლი.

მომ­ღე­რა­ლი კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე მა­რი­ნა ბე­რი­ძეს დაკ­ვრის სწავ­ლას ურ­ჩევს და ამ­ბობს, რომ დროა მისი ეპო­ქა დას­რულ­დეს.

"მო­ვი­თხოვთ მა­რი­ნა ბე­რი­ძის გა­და­ყე­ნე­ბას, იმი­ტომ რომ, ეს ადა­მი­ა­ნი კვლავ იმ ქმე­დე­ბებს აგ­რძე­ლებს, რაც აქამ­დე იყო, კვლავ მოქ­მე­დებს შავი სი­ე­ბი, თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით ამორ­ჩე­უ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი და რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რალს უნი­ჭოს გვი­წო­დებს. მე ასე არ ვფიქ­რობ და მაქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ ვიდ­გე სცე­ნა­ზე. მე მაქვს ნიჭი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტემ­ბრი და შე­მიძ­ლია ვიყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ინ­დი­ვი­ა­დუ­ა­ლუ­რი. რად­გან მა­რი­ნა ბე­რი­ძეს არ მოვ­წონ­ვარ, ვე­ლო­დო კი­დევ მას 10 წელი? არ­ცერთ გალა-კონ­ცერ­ტში არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, იმი­ტომ რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს არ მოვ­წონ­ვარ", - აცხა­დებს კუ­ხი­ა­ნი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მა­რი­ნა ბე­რი­ძემ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ტო­ვოს პოს­ტი.

"მე ვცა­დე მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ტე­ლე­ფონ­ში კი­ო­და. ჩემი აზ­რით, ეს არა მარ­ტო მომ­ღერ­ლე­ბის, არა­მედ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მო­თხოვ­ნაა.", - აღ­ნიშ­ნა კუ­ხი­ა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მა­რი­ნა ბე­რი­ძეს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჰყავს გამ­წა­რე­ბუ­ლი. "აღარ გვინ­და, შეგ­ვეშ­ვას, გვინ­და ვი­ცხოვ­როთ და ვიმ­ღე­როთ სცე­ნა­ზე. პრო­ფე­სი­ით არის აკომ­პა­ნი­ა­ტო­რი და დაკ­ვრა არ იცის. ჯო­ბია ის­წვლოს დაკ­ვრა და თუ რამე, მერე დამ­კვრე­ლად და­ვუ­ძა­ხებთ, არ არის პრობ­ლე­ბა. მაგ­რამ მა­გის დაკ­რულ­ზე არ ვივ­ლით."

"ამ­ბე­ბი.გე" მა­რი­ნა ბე­რი­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და. მისი გან­ცხა­დე­ბით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­თხოვ­ნა არის ის, რომ მა­რი­ნა ბე­რი­ძე არ არ­სე­ბობ­დეს.

"სა­მი­ნის­ტრო­დან კი არ უნ­დათ ჩემი წას­ვლა, არა­მედ არ უნ­დათ ჩემი არ­სე­ბო­ბა. რა გა­ვა­კე­თო? ყვე­ლა მთავ­რო­ბის დროს ვმუ­შა­ობ­დი, მარ­თლა ქვეყ­ნის დამ­ბლო­კა­ვი ვყო­ფილ­ვარ ეს ერთი ქალი. მე 8 წელი "ჯე­ოს­ტა­რის" მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ყვე­ლა სა­ბუ­თი რომ ამო­ი­ღოთ, არ­ცერ­თი გალა კონ­ცერ­ტი მე არ გა­მი­კე­თე­ბია. თუ რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბის გაზ­რდა არის დას­ჯა, დაე დამ­სა­ჯონ", - გა­ნა­ცხა­და ბე­რი­ძემ.

იგი ასე­ვე უარ­ყოფს მომ­ღერ­ლე­ბის უნი­ჭოდ მოხ­სე­ნი­ე­ბის ფაქტს და აცხა­დებს, რომ ნანა თხე­ლი­ძე, რო­მე­ლიც მის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა­დას­ხვა მო­თხოვ­ნით გა­მო­დი­ო­და, სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვილს იმ­სა­ხუ­რებს.

"თხე­ლი­ძე ამ­ბობ­და, რომ ხე­ლებს მო­ვაჭ­რი, ფე­ხებს მო­ვაჭ­რიო, თავს გა­დავ­ხოტ­რა­ვო, მე წე­სით სა­სა­მარ­თლო­ში უნდა მივ­დი­ო­დე. ეს არის მუ­ქა­რა. ერთი კი ვიცი, რომ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს არ­სად ჩას­მა არ ჭირ­დე­ბა."

ბე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მომ­ღერ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა მის გა­და­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­საძ­ლოა, დაკ­მა­ყო­ფილ­დეს.

"თუ უნ­დათ მი­ტინ­გი მო­ა­წყონ, ეგეც არ არის ჩემ­თვის პრობ­ლე­მა. სულ ვი­ძა­ხი, წა­ვალ, კლუბ­ში არტ-მე­ნე­ჯე­რად, მაგ­რამ არ ჩა­ვი­რე­ცხე­ბი, იმი­ტომ რომ, ჩა­რე­ცხვა როცა გინ­და, მა­შინ გრე­ცხა­ვენ", - აღ­ნიშ­ნა ბე­რი­ძემ.

თეა ბი­თა­ძე, Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

ამა­ვე თე­მა­ზე | ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ახა­ლი სკან­და­ლი მწიფ­დე­ბა - ვინ ბლო­კავს მომ­ღერ­ლებს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში

შეეწირება თუ არა მარინა ბერიძე მომღერლების აგრესიას და მისი კომენტარი შოუბიზნესურ აჟიოტაჟზე

შეეწირება თუ არა მარინა ბერიძე მომღერლების აგრესიას და მისი კომენტარი შოუბიზნესურ აჟიოტაჟზე

შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი კულტურის სამინისტროს ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის, მარინა ბერიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" დამფუძნებელი ნანა თხელიძე აცხადებს, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროში განაცხადების შეტანის თაობაზე.

მომღერლები აცხადებენ, რომ მარინა ბერიძემ მათ უნიჭოები უწოდა და ამით ახსნა მათი კონცერტებზე მიუწვევლობა. ჯემალ სეფიაშვილი აცხადებს, რომ მარინა ბერიძეზე საუბარი მისდამი დიდი პატივისცემის გამოხატულება იქნება.

"მე ვთვლი, რომ ამ პიროვნებაზე საუბარი იქნება ძალიან დიდი პატივისცემის გამოხატულება მის მიმართ. მაგრამ ერთი რამ ცხადია, განსჯის საგანი უნდა გახდეს მისი ქმედებები დაწყებული არტ-იმედიდან, განსაკუთრებით ამ ქმედებების მორალური მხარე", - განაცხადა ჯემალ სეფიაშვილი.

მომღერალი კახა კუხიანიძე მარინა ბერიძეს დაკვრის სწავლას ურჩევს და ამბობს, რომ დროა მისი ეპოქა დასრულდეს.

"მოვითხოვთ მარინა ბერიძის გადაყენებას, იმიტომ რომ, ეს ადამიანი კვლავ იმ ქმედებებს აგრძელებს, რაც აქამდე იყო, კვლავ მოქმედებს შავი სიები, თავისი გემოვნებით ამორჩეული მომღერლები და რამდენიმე მომღერალს უნიჭოს გვიწოდებს. მე ასე არ ვფიქრობ და მაქვს იმის ამბიცია, რომ ვიდგე სცენაზე. მე მაქვს ნიჭი, განსხვავებული ტემბრი და შემიძლია ვიყო განსხვავებული და ინდივიადუალური. რადგან მარინა ბერიძეს არ მოვწონვარ, ველოდო კიდევ მას 10 წელი? არცერთ გალა-კონცერტში არ მიმიღია მონაწილეობა, იმიტომ რომ მარინა ბერიძეს არ მოვწონვარ", - აცხადებს კუხიანიძე.

მისივე თქმით, მარინა ბერიძემ აუცილებლად უნდა დატოვოს პოსტი.

"მე ვცადე მასთან სატელეფონო საუბარი, მაგრამ ტელეფონში კიოდა. ჩემი აზრით, ეს არა მარტო მომღერლების, არამედ ბევრი ადამიანის მოთხოვნაა.", - აღნიშნა კუხიანიძემ.

მისივე თქმით, მარინა ბერიძეს ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული. "აღარ გვინდა, შეგვეშვას, გვინდა ვიცხოვროთ და ვიმღეროთ სცენაზე. პროფესიით არის აკომპანიატორი და დაკვრა არ იცის. ჯობია ისწვლოს დაკვრა და თუ რამე, მერე დამკვრელად დავუძახებთ, არ არის პრობლება. მაგრამ მაგის დაკრულზე არ ვივლით."

"ამბები.გე" მარინა ბერიძესაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ამ ადამიანების მოთხოვნა არის ის, რომ მარინა ბერიძე არ არსებობდეს.

"სამინისტროდან კი არ უნდათ ჩემი წასვლა, არამედ არ უნდათ ჩემი არსებობა. რა გავაკეთო? ყველა მთავრობის დროს ვმუშაობდი, მართლა ქვეყნის დამბლოკავი ვყოფილვარ ეს ერთი ქალი. მე 8 წელი "ჯეოსტარის" მეტი არაფერი გამიკეთებია. ყველა საბუთი რომ ამოიღოთ, არცერთი გალა კონცერტი მე არ გამიკეთებია. თუ რეგიონიდან ჩამოყვანილი ბავშვების გაზრდა არის დასჯა, დაე დამსაჯონ", - განაცხადა ბერიძემ.

იგი ასევე უარყოფს მომღერლების უნიჭოდ მოხსენიების ფაქტს და აცხადებს, რომ ნანა თხელიძე, რომელიც მის წინააღმდეგ სხვადასხვა მოთხოვნით გამოდიოდა, სასამართლოში ჩივილს იმსახურებს.

"თხელიძე ამბობდა, რომ ხელებს მოვაჭრი, ფეხებს მოვაჭრიო, თავს გადავხოტრავო, მე წესით სასამართლოში უნდა მივდიოდე. ეს არის მუქარა. ერთი კი ვიცი, რომ ნიჭიერ ადამიანს არსად ჩასმა არ ჭირდება."

ბერიძე მიიჩნევს, რომ მომღერლების მოთხოვნა მის გადაყენებასთან დაკავშირებით შესაძლოა, დაკმაყოფილდეს.

"თუ უნდათ მიტინგი მოაწყონ, ეგეც არ არის ჩემთვის პრობლემა. სულ ვიძახი, წავალ, კლუბში არტ-მენეჯერად, მაგრამ არ ჩავირეცხები, იმიტომ რომ, ჩარეცხვა როცა გინდა, მაშინ გრეცხავენ", - აღნიშნა ბერიძემ.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ამავე თემაზე |  ქართულ შოუბიზნესში ახალი სკანდალი მწიფდება - ვინ ბლოკავს მომღერლებს ახალ ხელისუფლებაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება