მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი"
"აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი"

აფხა­ზე­თის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ავ­თან­დილ და­ვი­თა­ი­ამ, კახა შა­მა­თა­ვამ, გი­ორ­გი მი­ქა­ვამ და მე­რაბ პა­პას­კირ­მა აფხა­ზე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბას მი­მარ­თეს.

"მივ­მარ­თავთ აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რას, გარ­და ამი­სა, აფხა­ზე­თის უმაღ­ლეს საბ­ჭოს, სას­წრა­ფოდ აღ­დგეს აფხა­ზე­თის ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა აფხა­ზე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბას. თუ ეს პრობ­ლე­მა არ მოგ­ვარ­დე­ბა, რა­დი­კა­ლურ ზო­მებ­ზე გა­და­ვალთ. ამ სა­კი­თხზე არა მარ­ტო აფხა­ზე­თის, არა­მედ ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც და­ვი­წყებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ჰქონ­დეს თა­ვი­სი ტე­ლე­არ­ხი.

"აფხა­ზე­თის ტე­ლე­ვი­ზია, აფხა­ზე­თის ომის დროს შე­იქ­მნა და იმ რთულ პე­რი­ოდ­შიც კი მას არ შე­უ­წყვე­ტია მუ­შა­ო­ბა. 2007 წელს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, ტე­ლე­ვი­ზია უმი­ზე­ზოდ და­ხუ­რეს. ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვინც მა­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შაბ­და, დღეს ჩვენს გვერ­დით დგას და ტე­ლე­ვი­ზი­ის აღ­დგე­ნას მო­ე­ლის. აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბა­ში არ­სე­ბობს ფი­ნა­სუ­რი სახ­სრე­ბი, რომ შე­იქ­მნას სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­დუქ­ტი, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს კე­თი­ლი ნება" , - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მი­ქა­ვამ.

"გუ­რია ნი­უ­სი" ტე­ლე­ვი­ზი­ის აღ­დგე­ნის ერთ-ერთ ინი­ცი­ა­ტორს კახა შა­მა­თა­ვას ესა­უბ­რა.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ ტე­ლე­ვი­ზია უნდა მო­ემ­სა­ხუ­როს აფხა­ზე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რო­მელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გუ­ლის­ხმობთ, აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ­ლებს თუ დევ­ნი­ლებს?

- რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც გავ­რცელ­დე­ბა, მით უმე­ტეს რომ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. ვი­ნა­ი­დან ჩვენ გვინ­და აღ­ვად­გი­ნოთ ნდო­ბის ხიდი და ტე­ლე­ვი­ზი­ამ უნდა შე­ას­რუ­ლოს ეს მი­სია. რაც შე­ე­ხე­ბა დევ­ნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ეს იქ­ნე­ბა ერ­თგვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­უ­წყე­ბე­ლი. ეს იქ­ნე­ბა უდი­დე­სი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი სა­ერ­თო საქ­მის კუ­თხით.

- მი­მარ­თვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ თუ პრობ­ლე­მა არ მოგ­ვარ­და, რა­დი­კა­ლურ ზო­მებ­ზე გა­დახ­ვალთ. რას გუ­ლის­ხმობთ?

- პირ­ვე­ლი - აქ­ცი­ე­ბი ორი­ვე სტრუქ­ტუ­რას­თან. მე­ო­რე - მჯდო­მა­რე აქ­ცია და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და მე­სა­მე უკი­დუ­რე­სი ეს იქ­ნე­ბა შიმ­ში­ლო­ბა და იმა­საც გე­ტყვით, რა­ტომ მივ­მარ­თავთ ასეთ ზო­მებს. მათ აქვთ უზარ­მა­ზა­რი ბი­უ­ჯე­ტი, რა­ღაც გა­ურ­კვე­ვე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი და სხა არაფ­რის მომ­ცე­მი სტრუქ­ტუ­რე­ბი. გა­და­ხე­დეთ მათ ბი­უ­ჯეტს, რაში იხარ­ჯე­ბა ის, მათ და­ნა­ხარჯს ქმე­დი­თი დატ­ვირ­თვა არა აქვს, ამი­ტომ მო­ახ­დი­ნონ სახ­სრე­ბის აკუმ­ლი­რე­ბა და და­ა­ფი­ნან­სონ ტე­ლე­ვი­ზია. ტე­ლე­ვი­ზია უფრო მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ასე­ვე ურ­თი­ერ­თო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მარ­ტო ის რად ეღი­რე­ბა, რომ გა­ი­მარ­თე­ბა ტელე­ხი­დე­ბი ახალ­გაზ­რდებს შო­რის, შე­რე­ულ ოჯა­ხებს შო­რის და სხვა მრა­ვალ სი­კე­თეს­თან ერ­თად პირ­და­პირ და­ა­ნა­ხებს ჩვენს ძმებს აფხა­ზეთ­ში რო­გორ ვფიქ­რობთ ჩვენ ოცწ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ისევ, და­ა­ნა­ხებს, რომ მცდა­რია ის მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ჩვენ ვართ მტრე­ბი. ჩვენ ხვალ ან ზეგ ისევ ერ­თად მოგ­ვი­წევს ცხოვ­რე­ბა და ჩვე­ნი ულა­მა­ზე­სი აფხა­ზე­თის აღორ­ძი­ნე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბას არც აწყობს ტე­ლე­ვი­ზი­ის გახ­სნა, ვგუ­ლის­ხმობ თა­ვი­სუ­ფალ, გამჭვირ­ვა­ლე ტე­ლე­ვი­ზი­ას, რად­გა­ნაც იქ მძაფ­რად გა­მოჩ­ნდე­ბა მათი ოცწ­ლი­ა­ნი "მოღ­ვა­წე­ო­ბა".

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი"

"აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი"

აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ავთანდილ დავითაიამ, კახა შამათავამ, გიორგი მიქავამ და მერაბ პაპასკირმა აფხაზეთის ტელევიზიის აღდგენის მოთხოვნით აფხაზეთის მთავრობას მიმართეს.

"მივმართავთ აფხაზეთის ხელისუფლების ყველა სტრუქტურას, გარდა ამისა, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, სასწრაფოდ აღდგეს აფხაზეთის ტელევიზია, რომელიც მოემსახურება აფხაზეთის საზოგადოებას. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, რადიკალურ ზომებზე გადავალთ. ამ საკითხზე არა მარტო აფხაზეთის, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც დავიწყებთ მოლაპარაკებებს. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი.

"აფხაზეთის ტელევიზია, აფხაზეთის ომის დროს შეიქმნა და იმ რთულ პერიოდშიც კი მას არ შეუწყვეტია მუშაობა. 2007 წელს, სააკაშვილის ბრძანებით, ტელევიზია უმიზეზოდ დახურეს. ყველა თანამშრომელი, ვინც მაშინ ტელევიზიაში მუშაბდა, დღეს ჩვენს გვერდით დგას და ტელევიზიის აღდგენას მოელის. აფხაზეთის მთავრობაში არსებობს ფინასური სახსრები, რომ შეიქმნას სატელევიზიო პროდუქტი, მაგრამ არ არსებობს კეთილი ნება" , - განაცხადა გიორგი მიქავამ.

"გურია ნიუსი" ტელევიზიის აღდგენის ერთ-ერთ ინიციატორს კახა შამათავას ესაუბრა.

- თქვენ ამბობთ, რომ ტელევიზია უნდა მოემსახუროს აფხაზეთის საზოგადოებას. რომელ საზოგადოებას გულისხმობთ, აფხაზეთში მცხოვრებლებს თუ დევნილებს?

- რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზეც გავრცელდება, მით უმეტეს რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ვინაიდან ჩვენ გვინდა აღვადგინოთ ნდობის ხიდი და ტელევიზიამ უნდა შეასრულოს ეს მისია. რაც შეეხება დევნილ საზოგადოებას, ეს იქნება ერთგვარი საინფორმაციო მაუწყებელი. ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო საქმის კუთხით.

- მიმართვაში ნათქვამია, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა, რადიკალურ ზომებზე გადახვალთ. რას გულისხმობთ?

- პირველი - აქციები ორივე სტრუქტურასთან. მეორე - მჯდომარე აქცია დაუკმაყოფილების შემთხვევაში და მესამე უკიდურესი ეს იქნება შიმშილობა და იმასაც გეტყვით, რატომ მივმართავთ ასეთ ზომებს. მათ აქვთ უზარმაზარი ბიუჯეტი, რაღაც გაურკვეველი დეპარტამენტები და სხა არაფრის მომცემი სტრუქტურები. გადახედეთ მათ ბიუჯეტს, რაში იხარჯება ის, მათ დანახარჯს ქმედითი დატვირთვა არა აქვს, ამიტომ მოახდინონ სახსრების აკუმლირება და დააფინანსონ ტელევიზია. ტელევიზია უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, როგორც პოლიტიკურ, ასევე ურთიერთობის თვალსაზრისით, მარტო ის რად ეღირება, რომ გაიმართება ტელეხიდები ახალგაზრდებს შორის, შერეულ ოჯახებს შორის და სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად პირდაპირ დაანახებს ჩვენს ძმებს აფხაზეთში როგორ ვფიქრობთ ჩვენ ოცწლიანი განშორების შემდეგ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ისევ, დაანახებს, რომ მცდარია ის მოსაზრება, თითქოს ჩვენ ვართ მტრები. ჩვენ ხვალ ან ზეგ ისევ ერთად მოგვიწევს ცხოვრება და ჩვენი ულამაზესი აფხაზეთის აღორძინება. სიმართლე გითხრათ აფხაზეთის მთავრობას არც აწყობს ტელევიზიის გახსნა, ვგულისხმობ თავისუფალ, გამჭვირვალე ტელევიზიას, რადგანაც იქ მძაფრად გამოჩნდება მათი ოცწლიანი "მოღვაწეობა".

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა