მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქვს თუ არა საქართველოს მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლება?
აქვს თუ არა საქართველოს მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლება?

ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი ითხოვს, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძემ სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვი­სა და დამ­თავ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნოს. ხა­ტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამის მი­ზე­ზი პრო­კუ­რა­ტუ­რის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რომ­ლის თა­ნახ­მად ფარ­ცხა­ლა­ძემ ღია ჰუ­მა­ნი­ტა­რულ უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი 19 წლის ასაკ­ში და­ამ­თავ­რა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის ვებგ­ვერ­ზე წა­ვა­წყდი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას. ბა­ტო­ნი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და­ბა­დე­ბუ­ლია 1976 წელს, ხოლო მას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1995 წელს ე.ი 19 წლის ასაკ­ში და­უმ­თავ­რე­ბია. გა­მა­ო­ცა აღ­ნიშ­ნულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ. ვი­ფიქ­რე, ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ვე­ბულ ადა­მი­ან­თან გვაქვს საქ­მე, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის საგ­მი­რო საქ­მე­ებს რომ გა­დავ­ხე­დე, ცოტა ეჭვი შე­მე­პა­რა მის ზე­ბუ­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში. ვი­ნა­ი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბა, ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შე­სა­ხებ, მო­ვუ­წო­დებ მთა­ვარ პრო­კუ­რორს, წა­მო­ად­გი­ნოს სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეს­ვლის და დამ­თავ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდეს ეჭ­ვე­ბი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნავს ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და­ი­ბა­და 1976 წელს, 1995 წელს და­ამ­თავ­რა სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ღია ჰუ­მა­ნი­ტა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 2013 წლის მა­ი­სის თვი­დან და­ი­ნიშ­ნა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად, ამა­ვე სამ­სა­ხურ­ში მას ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა 2008 წლი­დან 2013 წლამ­დე. ეფექ­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო ის არა­ერ­თხელ და­ა­წი­ნა­უ­რეს და მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე: სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, შიდა ქარ­თლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. 2008 წლამ­დე ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე მუ­შა­ობ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სხვა­დას­ხვა სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, გარ­და ამი­სა, იყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ენერ­გე­ტი­კის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის წევ­რი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­საც იღებ­და. მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­სა და სე­მი­ნარ­ში, ძი­რი­თა­დად სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის, კო­რუფ­ცი­ას­თან ეფექ­ტუ­რი ბრძო­ლის და ფი­ნან­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის კუ­თხით. ფლობს ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს. ჰყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თე­მურ დო­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მთა­ვარ პრო­კუ­რორს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვს, შე­სა­ბა­მი­სად დიპ­ლო­მიც, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ა­სა­ჯა­რო­ვე­ბენ.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

აქვს თუ არა საქართველოს მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლება?

აქვს თუ არა საქართველოს მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლება?

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ითხოვს, მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ საშუალო სკოლის დამთავრების, უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტები გამოაქვეყნოს. ხატიაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად ფარცხალაძემ ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 19 წლის ასაკში დაამთავრა.

"პროკურატურის ვებგვერზე წავაწყდი საინტერესო ინფორმაციას. ბატონი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბადებულია 1976 წელს, ხოლო მას ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 1995 წელს ე.ი 19 წლის ასაკში დაუმთავრებია. გამაოცა აღნიშნულმა ინფორმაციამ. ვიფიქრე, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაგრამ მთავარი პროკურორის საგმირო საქმეებს რომ გადავხედე, ცოტა ეჭვი შემეპარა მის ზებუნებრივ შესაძლებლობებში. ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია მთავარი პროკურორის შესახებ, მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, წამოადგინოს საშუალო სკოლის დამთავრებისა და უნივერსიტეტში შესვლის და დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტები. არ შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს ეჭვები მთავარი პროკურორის განათლებასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ხატიაშვილი.

მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე დაიბადა 1976 წელს, 1995 წელს დაამთავრა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. 2013 წლის მაისის თვიდან დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად, ამავე სამსახურში მას ჰქონდა წარმატებული კარიერა 2008 წლიდან 2013 წლამდე. ეფექტური საქმიანობის გამო ის არაერთხელ დააწინაურეს და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: საგამოძიებო დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2008 წლამდე ოთარ ფარცხალაძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გარდა ამისა, იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. წარმატებული კარიერის გარდა, ოთარ ფარცხალაძე წლების მანძილზე პროფესიულ განათლებასაც იღებდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში, ძირითადად სტრატეგიული მენეჯმენტის, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის და ფინანსური დანაშაულის გამოძიების კუთხით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თემურ დოლიძის განმარტებით, მთავარ პროკურორს უმაღლესი განათლება აქვს, შესაბამისად დიპლომიც, რომელსაც უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა