მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლეთა ანაზღაურება იზრდება
მოსამართლეთა ანაზღაურება იზრდება

მო­სა­მარ­თლე­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა იზ­რდე­ბა. პარ­ლა­მენტს მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით უკვე წა­რედ­გი­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 5 650 ლა­რი­დან 7 000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის -5 100 ლა­რი­დან 6 500 ლა­რამ­დე. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის 4 800 ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სი 6 300 ლარი ხდე­ბა. 4 400 ლა­რი­დან 6 000 ლა­რამ­დე ეზ­რდე­ბათ ანა­ზღა­უ­რე­ბა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებს.

ყო­ველ­თვი­უ­რი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო ემა­ტე­ბათ პირ­ვე­ლი და სა­ა­პე­ლა­ციო ინ­სტან­ცი­ის მო­სა­მარ­თლე­ებ­საც. კერ­ძოდ, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის ხელ­ფა­სი 4 200 ლა­რი­დან 5 800 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა, მისი მო­ად­გი­ლის - 3 300 ლა­რი­დან 5 600 ლა­რამ­დე, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს პა­ლა­ტის (კო­ლე­გი­ის) თავ­მჯდო­მა­რის 2 900 ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სი 5 300 ლარი ხდე­ბა. ორ­მაგ­დე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა ხელ­ფა­სი და ის 2 500 ლა­რი­დან 5 000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­სა­მარ­თლე­თა ხელ­ფა­სებს, სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს 2 500 ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სი 4 600 ლა­რამ­დე ეზ­რდე­ბა. 2 400 ლა­რი­დან 4300 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა რა­ი­ო­ნუ­ლი (სა­ქა­ლა­ქო) სა­სა­მარ­თლოს კო­ლე­გი­ის თავ­მჯდო­მა­რის შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა, ხოლო რი­გით მო­სა­მარ­თლე­თა ხელ­ფა­სი 2 300 ლა­რი­დან 4 000 ლა­რამ­დე მა­ტუ­ლობს.

ამ მხრივ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა რე­ზერვში მყო­ფი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის - მათი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის არის და რჩე­ბა 500 ლარი.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­სა­მარ­თლე­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ მო­ამ­ზა­და, ხოლო გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენტს მთავ­რო­ბამ წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბი 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია.

მო­სა­მარ­თლე­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ამოქ­მე­დე­ბის ვა­დად 2014 წლის 1-ელი იან­ვა­რია მი­თი­თე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მოსამართლეთა ანაზღაურება იზრდება

მოსამართლეთა ანაზღაურება იზრდება

მოსამართლეთა ანაზღაურება იზრდება. პარლამენტს მთავრობის ინიციატივით უკვე წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 650 ლარიდან 7 000 ლარამდე იზრდება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის -5 100 ლარიდან 6 500 ლარამდე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის 4 800 ლარიანი ხელფასი 6 300 ლარი ხდება. 4 400 ლარიდან 6 000 ლარამდე ეზრდებათ ანაზღაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ემატებათ პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებსაც. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 4 200 ლარიდან 5 800 ლარამდე იზრდება, მისი მოადგილის - 3 300 ლარიდან 5 600 ლარამდე, სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარის 2 900 ლარიანი ხელფასი 5 300 ლარი ხდება. ორმაგდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ხელფასი და ის 2 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა ხელფასებს, სასამართლოს თავმჯდომარეს 2 500 ლარიანი ხელფასი 4 600 ლარამდე ეზრდება. 2 400 ლარიდან 4300 ლარამდე იზრდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება, ხოლო რიგით მოსამართლეთა ხელფასი 2 300 ლარიდან 4 000 ლარამდე მატულობს.

ამ მხრივ არაფერი იცვლება რეზერვში მყოფი მოსამართლეებისთვის - მათი ანაზღაურებისთვის არის და რჩება 500 ლარი.

"საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები უზენაესმა სასამართლომ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოამზადა, ხოლო განსახილველად პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, შესაბამისი თანხები 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია.

მოსამართლეთა შრომითი ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებული პროექტის ამოქმედების ვადად 2014 წლის 1-ელი იანვარია მითითებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ