მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ზამთრის კურორტების ძლიერი და სუსტი მხარეები
ქართული ზამთრის კურორტების ძლიერი და სუსტი მხარეები

თოვ­ლი­ან­მა და ცივ­მა ზამ­თარ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის კუ­რორ­ტებს დამ­სვე­ნებ­ლე­ბი მო­უმ­რავ­ლა.

ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბა გუ­და­ურ­შია, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტ დამ­სვე­ნე­ბელს ელი­ან. რო­გორც კუ­რორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში აცხა­დე­ბენ, წლე­ულს გუ­და­ურ­ში ტუ­რის­ტე­ბის დიდი მო­ძა­ლე­ბა იგ­რძნო­ბა, სას­ტუმ­რო­ებ­შიც ად­გი­ლე­ბი უკვე და­ჯავ­შნი­ლია.

აღ­ნიშ­ნულს ადას­ტუ­რებს გუ­და­უ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სან­დრე ონოფ­რიშ­ვი­ლიც. მისი თქმით გუ­და­ურ­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ამ სე­ზონ­ზე საგ­რძნობ­ლად მო­მა­ტე­ბუ­ლია.

"ვვა­რა­უ­დობთ, რომ შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით 30%-იანი მა­ტე­ბა გვექ­ნე­ბა. ამის სა­ფუძ­ველს ის გვაძ­ლევს, რომ სას­ტუმ­რო­ებ­ში ნომ­რე­ბი მთე­ლი ზამ­თრის სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, აპ­რი­ლამ­დეა და­ჯავ­შნი­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით ვას­კვნით, რომ წლე­ულს გუ­და­ურ­ში ჩა­მოს­ვლას ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტი აპი­რებს. სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნა 21 დე­კემ­ბერ­საა და­გეგ­მი­ლი," - ამ­ბობს ონოფ­რიშ­ვი­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, უცხო­ელ ტურსტებს შო­რის წელს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­დნენ უკ­რა­ი­ნე­ლი და რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის რი­ცხვმაც, ასე­ვე აქ­ტი­უ­რო­ბენ პო­ლო­ნე­ლე­ბი, თურ­ქე­ბი, ყა­ზა­ხე­ბი. რო­გორც ონოფ­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, სას­ტუმ­რო­ებ­ში ფასი $100-დან იწყე­ბა, ამ ფას­ში შე­დის კვე­ბა. თუმ­ცა, კერ­ძო სას­ტუმ­რო­ე­ბი, ფა­სებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ად­გე­ნენ და არის ჰოს­ტე­ლე­ბიც, სა­დაც ფასი 40-45 ლა­რი­და­ნაც იწყე­ბა.

"ასეა თუ ისე, ზამ­თარ­ში დას­ვე­ნე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ 15 იან­ვრამ­დე გუ­და­ურ­ში ად­გი­ლე­ბის შოვ­ნა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ," - დას­ძი­ნა ონოფ­რიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რო­პე­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ია თა­ბა­გა­რი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი ერ­თნა­ირ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ არის - ზო­გი­ერ­თი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლია, სხვე­ბი - ნაკ­ლე­ბად.

"გუ­და­უ­რი ყო­ველ­თვის იყო და მო­მა­ვალ­შიც პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბა დე­და­ქა­ლაქთან სი­ახ­ლო­ვი­სა და ხელ­საყ­რე­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გამო, თუმ­ცა სწო­რი მარ­კე­ტინ­გის შემ­თხვე­ვა­ში სხვა კუ­რორ­ტე­ბიც კარ­გად ამუ­შავ­დე­ბა. ტუ­რის­ტებს გუ­და­ურ­ში ბევ­რი რამ იზი­დავს - გზა, ხელ­მი­საწ­ვდო­მი ტრან­სპორ­ტი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი, თუნ­დაც ახ­ლომ­დე­ბა­რე დე­და­ქა­ლა­ქის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის არ­სე­ბო­ბა. ამას ემა­ტე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბიც. თუ ზამ­თრის სხვა კუ­რორ­ტე­ბიც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­დე­ბა, ხალ­ხიც მათ შო­რის გა­და­ნა­წილ­დე­ბა. სა­ა­მი­სო პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს, მაგ­რამ მარ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლით რომ არ კმა­რა, თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში რომ აღ­მოჩ­ნდნენ, კომ­ფორ­ტი­სა და სხვა პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით ერ­თნა­ი­რად უნდა მო­ვა­წყოთ. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ბა­კუ­რი­ა­ნია: იქ სას­ტუმ­რო­ე­ბი ბევ­რია, მაგ­რამ ამას ვერ ვი­ტყვით სა­ბა­გი­რო­ებ­სა და სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე, ძა­ლი­ან ცო­ტაა კვე­ბის ობი­ექ­ტი და გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბიც. მარ­ტო ტრა­სა და სა­ბა­გი­რო არ არის საკ­მა­რი­სი კუ­რორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ადა­მი­ან­მა კუ­რორტზე თავი და­ცუ­ლად და კომ­ფორ­ტუ­ლად უნდა იგ­რძნოს და ფა­სე­ბიც ნორ­მა­ლუ­რი უნდა იყოს. ბო­ლოს და ბო­ლოს, უნდა არ­სე­ბობ­დეს რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი, რამე რომ მოხ­დეს, დამ­სვე­ნე­ბელს ხომ უნდა ჰქონ­დეს იმე­დი, რომ დრო­უ­ლად და­ეხ­მა­რე­ბი­ან?" - ამ­ბობს ია თა­ბა­გა­რი.

ზემო სვა­ნე­თის ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბის პრობ­ლე­მად თა­ბა­გა­რი დე­და­ქა­ლაქთან სი­შო­რე­სა და მკაც­რი კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს მი­იჩ­ნევს. მისი თქმით, იქამ­დე მი­სას­ვლე­ლად პა­ტა­რა ვერ­ტმფრე­ნი მა­ინ­ცაა სა­ჭი­რო. ამას ემა­ტე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და კომ­ფორ­ტის ნაკ­ლე­ბო­ბა, გათ­ბო­ბის პრობ­ლე­მა, რამ­დე­ნა­დაც იქ გაზი არ არის და თუ დენი გა­მო­ირ­თო, ხალ­ხი შე­შის ღუმ­ლე­ბის იმე­დად რჩე­ბა.

"სა­ბა­გი­რო­ცა და სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბიც მეს­ტი­ი­დან რვა კი­ლო­მეტრშია, რის გა­მოც გა­და­ად­გი­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, იქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს რე­გუ­ლა­რუ­ლი ტრან­სპორ­ტი სა­ბა­გი­რომ­დე მი­სას­ვლე­ლად, რად­გან კერ­ძო ტრან­სპორ­ტი საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა: 80-დან 100 ლა­რამ­დე გა­მო­გარ­თმევთ მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ტრა­სამ­დე მი­გიყ­ვანთ და უკან წა­მო­გიყ­ვანთ. მოყ­ვა­რუ­ლი მო­თხი­ლა­მუ­რის­თვის ეს არ არის ად­ვი­ლად გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა. თა­ნაც, სვა­ნე­თის ტრა­სე­ბი უფრო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ზეა გათ­ვლი­ლი, ვიდ­რე დამ­წყებ მო­თხი­ლა­მუ­რე­ებ­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვეს თქმა შე­მიძ­ლია ზემო აჭა­რა­ზეც. თუმ­ცა ზემო აჭა­რის უპი­რა­ტე­სო­ბა ის არის, რომ იქა­უ­რი კუ­რორ­ტე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­საძ­ლოა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქე­ბი გახ­დნენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ქუ­თა­ი­სი, სა­დაც მარ­თა­ლია სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის კარ­გად გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნებთ. საკ­მაო კვლე­ვა და დაკ­ვირ­ვე­ბაა სა­ჭი­რო, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ბიზ­ნე­სი პო­პუ­ლა­რუ­ლიც გახ­დეს და მომ­გე­ბი­ა­ნიც," - ამ­ბობს ია თა­ბა­გა­რი.

ტუ­რო­პე­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, და­დე­ბით მოვ­ლე­ნად აფა­სებს იმას, რომ მთავ­რო­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბის და­ბეგ­ვრის სე­ზო­ნუ­რი რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა­ზე მუ­შა­ობს ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ქართული ზამთრის კურორტების ძლიერი და სუსტი მხარეები

ქართული ზამთრის კურორტების ძლიერი და სუსტი მხარეები

თოვლიანმა და ცივმა ზამთარმა საქართველოს ზამთრის კურორტებს დამსვენებლები მოუმრავლა.

ტრადიციისამებრ, ყველაზე უკეთესი ვითარება გუდაურშია, სადაც ყველაზე მეტ დამსვენებელს ელიან. როგორც კურორტის განვითარების ფონდში აცხადებენ, წლეულს გუდაურში ტურისტების დიდი მოძალება იგრძნობა, სასტუმროებშიც ადგილები უკვე დაჯავშნილია.

აღნიშნულს ადასტურებს გუდაურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილიც. მისი თქმით გუდაურში ტურისტების რაოდენობა ამ სეზონზე საგრძნობლად მომატებულია.

"ვვარაუდობთ, რომ შარშანდელთან შედარებით 30%-იანი მატება გვექნება. ამის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სასტუმროებში ნომრები მთელი ზამთრის სეზონის განმავლობაში, აპრილამდეა დაჯავშნილი. სოციალური ქსელებით გამოხატული აქტიურობით ვასკვნით, რომ წლეულს გუდაურში ჩამოსვლას ძალიან ბევრი ტურისტი აპირებს. საკურორტო სეზონის ოფიციალური გახსნა 21 დეკემბერსაა დაგეგმილი," - ამბობს ონოფრიშვილი.

მისი განმარტებით, უცხოელ ტურსტებს შორის წელს განსაკუთრებით გააქტიურდნენ უკრაინელი და რუსი დამსვენებლები, საგრძნობლად მოიმატა აზერბაიჯანელების რიცხვმაც, ასევე აქტიურობენ პოლონელები, თურქები, ყაზახები. როგორც ონოფრიშვილი ამბობს, სასტუმროებში ფასი $100-დან იწყება, ამ ფასში შედის კვება. თუმცა, კერძო სასტუმროები, ფასებს ინდივიდუალურად ადგენენ და არის ჰოსტელებიც, სადაც ფასი 40-45 ლარიდანაც იწყება.

"ასეა თუ ისე, ზამთარში დასვენების მსურველებმა უნდა იცოდნენ, რომ 15 იანვრამდე გუდაურში ადგილების შოვნა ძალიან გაუჭირდებათ," - დასძინა ონოფრიშვილმა.

საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი ამბობს, რომ საქართველოში ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი ერთნაირ მდგომარეობაში არ არის - ზოგიერთი უფრო პოპულარულია, სხვები - ნაკლებად.

"გუდაური ყოველთვის იყო და მომავალშიც პოპულარული იქნება დედაქალაქთან სიახლოვისა და ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო, თუმცა სწორი მარკეტინგის შემთხვევაში სხვა კურორტებიც კარგად ამუშავდება. ტურისტებს გუდაურში ბევრი რამ იზიდავს - გზა, ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, ადამიანური რესურსები, თუნდაც ახლომდებარე დედაქალაქის სამაშველო სამსახურის არსებობა. ამას ემატება მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებიც. თუ ზამთრის სხვა კურორტებიც უფრო კომფორტული გახდება, ხალხიც მათ შორის გადანაწილდება. საამისო პოტენციალი გვაქვს, მაგრამ მარტო პოტენციალით რომ არ კმარა, თანაბარ პირობებში რომ აღმოჩნდნენ, კომფორტისა და სხვა პირობების მიხედვით ერთნაირად უნდა მოვაწყოთ. ამის ნათელი მაგალითი ბაკურიანია: იქ სასტუმროები ბევრია, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით საბაგიროებსა და სათხილამურო ტრასებზე, ძალიან ცოტაა კვების ობიექტი და გასართობი ადგილებიც. მარტო ტრასა და საბაგირო არ არის საკმარისი კურორტის განვითარებისთვის. ადამიანმა კურორტზე თავი დაცულად და კომფორტულად უნდა იგრძნოს და ფასებიც ნორმალური უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, უნდა არსებობდეს რეგულარული სამაშველო სამსახური, რამე რომ მოხდეს, დამსვენებელს ხომ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დროულად დაეხმარებიან?" - ამბობს ია თაბაგარი.

ზემო სვანეთის ზამთრის კურორტების პრობლემად თაბაგარი დედაქალაქთან სიშორესა და მკაცრი კლიმატურ პირობებს მიიჩნევს. მისი თქმით, იქამდე მისასვლელად პატარა ვერტმფრენი მაინცაა საჭირო. ამას ემატება სასტუმროებისა და კომფორტის ნაკლებობა, გათბობის პრობლემა, რამდენადაც იქ გაზი არ არის და თუ დენი გამოირთო, ხალხი შეშის ღუმლების იმედად რჩება.

"საბაგიროცა და სათხილამურო ტრასებიც მესტიიდან რვა კილომეტრშია, რის გამოც გადაადგილება საკმაოდ რთულია, იქ აუცილებლად უნდა იყოს რეგულარული ტრანსპორტი საბაგირომდე მისასვლელად, რადგან კერძო ტრანსპორტი საკმაოდ ძვირი ჯდება: 80-დან 100 ლარამდე გამოგართმევთ მანქანა, რომელიც ტრასამდე მიგიყვანთ და უკან წამოგიყვანთ. მოყვარული მოთხილამურისთვის ეს არ არის ადვილად გადასახდელი თანხა. თანაც, სვანეთის ტრასები უფრო პროფესიონალებზეა გათვლილი, ვიდრე დამწყებ მოთხილამურეებზე. დაახლოებით იმავეს თქმა შემიძლია ზემო აჭარაზეც. თუმცა ზემო აჭარის უპირატესობა ის არის, რომ იქაური კურორტების მომხმარებელი შესაძლოა დასავლეთ საქართველოს ქალაქები გახდნენ. ყველაზე მეტად კი ქუთაისი, სადაც მართალია სათხილამურო სპორტი იმდენად პოპულარული არ არის, მაგრამ საერთაშორისო ბაზრის კარგად გამოყენება შეიძლება, საერთაშორისო აეროპორტის არსებობის ფაქტორის გათვალისწინებთ. საკმაო კვლევა და დაკვირვებაა საჭირო, რათა საქართველოში ეს ბიზნესი პოპულარულიც გახდეს და მომგებიანიც," - ამბობს ია თაბაგარი.

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, დადებით მოვლენად აფასებს იმას, რომ მთავრობა სასტუმროების დაბეგვრის სეზონური რეჟიმის შემოღებაზე მუშაობს ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით.

იხილეთ სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ