პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილი - საქართველო მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ძალ-ღონეს არ დაიშურებს
 ღარიბაშვილი - საქართველო მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ძალ-ღონეს არ დაიშურებს

სა­ქარ­თვე­ლო მო­მა­ვა­ლი წლის სექ­ტემ­ბრამ­დე ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ძალ-ღო­ნეს არ და­ი­შუ­რებს, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ა­კე­თა, სა­დაც სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"პირ­ველ რიგ­ში, მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ლიტ­ვას, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნას, ამ ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­მი­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, რად­გან იგი გვაძ­ლევს უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გან­ვაგ­რძოთ წინსვლა ევ­რო­კავ­შირ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი ასო­ცი­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ. აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის სტრა­ტე­გია არის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სათ­ვის. პარტნი­ო­რებს, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან, გა­მო­ი­ჩი­ნონ მეტი ძა­ლის­ხმე­ვა და ჩა­ა­ბა­რონ ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის ტეს­ტი, ეძ­ლე­ვათ ევ­რო­კავ­შირ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს კი, მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წა­ხა­ლი­სე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის კუ­თხით. ჩვენ ძალ-ღო­ნეს არ ვი­შუ­რებთ მო­მა­ვა­ლი წლის სექ­ტემ­ბრამ­დე ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. მე­ტიც, ჩვენ მზად ვართ, უკვე და­ვი­წყოთ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბა­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დიპ­ლო­მა­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე სა­უბ­რი­სას ღა­რი­ბა­ში­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქვეყ­ნებს უნდა ჰქონ­დეთ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ ხელ­ყოფს. ამას­თან, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ნა­ხავს სწორ გზას და მი­ი­ღებს ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ღარიბაშვილი - საქართველო მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ძალ-ღონეს არ დაიშურებს

 ღარიბაშვილი - საქართველო მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ძალ-ღონეს არ დაიშურებს

საქართველო მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უზრუნველსაყოფად ძალ-ღონეს არ დაიშურებს, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებაზეც გაამახვილა ყურადღება.

"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ლიტვას, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ამ ისტორიული მნიშვნელობის სამიტის ორგანიზებისათვის. ასევე მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთის პარტნიორობის სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან იგი გვაძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, განვაგრძოთ წინსვლა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. აღმოსავლეთის პარტნიორობის სტრატეგია არის რევოლუციური ინიციატივა მასში მონაწილეობის მსურველი აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისათვის. პარტნიორებს, რომლებიც მზად არიან, გამოიჩინონ მეტი ძალისხმევა და ჩააბარონ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ტესტი, ეძლევათ ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა. ეს კი, მართლაც მნიშვნელოვანი წახალისებაა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის კუთხით. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უზრუნველსაყოფად. მეტიც, ჩვენ მზად ვართ, უკვე დავიწყოთ ამ ხელშეკრულების დებულებათა განხორციელება", - განაცხადა ღარიბაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრისას.

ვილნიუსის სამიტზე საუბრისას ღარიბაშივილი უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა. "მიგვაჩნია, რომ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ხელყოფს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება გამონახავს სწორ გზას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების გამომხატველი იქნება", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა