ევროსაბჭო საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ჰერმან ვან რომპეიმ დღეს ბრიუსელში, ევროპის საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.
"ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროკავშირთან დაახლოებისკენ მიისწაფვიან. ევროპის საბჭოს დღევანდილი მესიჯი არის ის, რომ მხარს დავუჭერთ ამ ქვეყნებს თავიანთ არჩევანში. ჩვენ გვსურს დავაჩქაროთ მათთან ხელშეკრულებების ხელმოწერა არა უგვიანეს მომავალი წლის აგვისტოსათვის", - განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.