პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლის სიმსივნური დაავადებები და ის, რაც მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს
სისხლის სიმსივნური დაავადებები და ის, რაც მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს

ლე­ი­კე­მია სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ა­ში სიხ­ში­რით პირ­ველ ად­გილ­ზეა. რა იწ­ვევს ამ და­ა­ვა­დე­ბას, მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნის­თვის უც­ნო­ბია, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი. რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი, რა უნდა იცო­დეს მშო­ბელ­მა, რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში? - ამ თე­მა­ზე მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ას­მათ შენ­გე­ლა­ია გვე­სა­უბ­რე­ბა.

ას­მათ შენ­გე­ლა­ია, პრო­ფე­სო­რი, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ლე­ი­კე­მია ეს არის სის­ხლმბა­დი სის­ტე­მის სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­დე­საც ძვლის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა ხდე­ბა. რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე - სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ში ლე­ი­კე­მია სიხ­ში­რით პირ­ველ ად­გილ­ზეა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ლე­ი­კე­მი­ით 100 000-დან 5 ბავ­შვი ავად­დე­ბა. და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­შიც ასე­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. 1994 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ბავ­შვი იღუ­პე­ბო­და. გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 2% იყო. ესეც უმე­ტე­სად, არას­წო­რად დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზის გამო ხდე­ბო­და. 1994 წლის მარ­ტი­დან, გერ­მა­ნელ­მა კო­ლე­გებ­მა ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღეს. ფრან­კფურ­ტის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კი­დან პრო­ფე­სო­რე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ, პრობ­ლე­მა შე­ის­წავ­ლეს და ქარ­თველ ექი­მებს ტრე­ნინ­გე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში ჩაგ­ვი­ტა­რეს. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ქი­მი­ო­თე­რა­პი­უ­ლი პროგ­რა­მა დავ­ნერ­გეთ. ეს არის გა­წე­რი­ლი პროგ­რა­მა - რო­გორ უნდა დას­ვა დი­აგ­ნო­ზი, რო­გორ უმ­კურ­ნა­ლო და ა.შ. სა­მე­დი­ცი­ნო ბაზა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი გერ­მა­ნე­ლებ­მა სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ შექ­მნეს. ამ პროგ­რა­მით მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ და იმ შე­დეგს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, რაც და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­შია. იქ გა­ჯან­სა­ღე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 85%-ია, სა­ქარ­თვე­ლო­ში - 70%.

- 15%-იან სხვა­ო­ბას რა გა­ნა­პი­რო­ბებს?

- ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი. იგუ­ლის­ხმე­ბა, რო­გორც ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი, ასე­ვე სის­ხლის ბან­კის მუ­შა­ო­ბა, დო­ნო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯამ­ში სხვა­ო­ბას გვაძ­ლევს. მიღ­წე­უ­ლით არ ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდს თან­და­თან ვხვე­წთ. მინ­და, სი­ხა­რუ­ლით გაც­ნო­ბოთ, რომ ახ­ლა­ხან "რუს­თა­ვე­ლის ფონ­დის" გრან­ტი მო­ვი­პო­ვეთ, ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, 2 კვლე­ვა დავ­გეგ­მეთ. 2007 წელს, გერ­მა­ნე­ლებ­მა მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და­ფი­ნან­სე­ბა შეგ­ვი­წყვი­ტეს. ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა სა­ხელ­მწი­ფომ იკის­რა, ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის ყო­ველ­წლი­უ­რად 1 200 000 ლარი გა­მო­ი­ყო­ფა. ამ თან­ხას 35-40 ბავ­შვს ვუ­ნა­წი­ლებთ. 1995 წლი­დან დღემ­დე ამ კლი­ნი­კა­ში 700-ზე მეტი ბავ­შვი სრუ­ლი­ად გა­მო­ვა­ჯან­სა­ღეთ. გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა ბავ­შვი, რო­მელ­საც და­ა­ვა­დე­ბა აღარ გა­უ­მე­ორ­დე­ბა. აქ­ტი­უ­რი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ, პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბი წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. 5 წლის თავ­ზე, ბავ­შვი ჯან­მრთე­ლია და ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ წესს უბ­რუნ­დე­ბა. ლე­ი­კე­მია არის სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მქო­ნე სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც უკვე გა­ჯან­სა­ღე­ბულ ბავ­შვებ­ზე ავად­მყო­ფო­ბის კვალს არ ტო­ვებს. მო­მა­ვალ­ში მათ ჯან­მრთე­ლი შთა­მო­მავ­ლო­ბა ეყო­ლე­ბათ. მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პრობ­ლე­მა გა­და­წყვე­ტი­ლია. ლე­ი­კე­მია გან­კურ­ნე­ბა­დია, მაგ­რამ - არა პა­ცი­ენ­ტთა 100%-ში. სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვე­ბის 30% მკურ­ნა­ლო­ბის დროს, სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბით იღუ­პე­ბა. ხდე­ბა რე­ცი­დი­ვი ანუ გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბა. გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა სჭირ­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვი ჩვენ­თვის დიდი ტრა­გე­დი­აა.

- გარ­თუ­ლე­ბებს ექიმ­თან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ვი­ზი­ტი იწ­ვევს?

- რა თქმა უნდა. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა წლე­ბის წინ უფრო ხში­რი იყო. ბოლო დროს, უბ­ნი­სა და ოჯა­ხის ექი­მებ­მა და­ა­ვა­დე­ბის ამოც­ნო­ბა ის­წავ­ლეს. თუ მშო­ბე­ლი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა დრო­უ­ლია.

- რა უნდა იცო­დეს მშო­ბელ­მა? ამ და­ა­ვა­დე­ბას რო­გო­რი სიმპტო­მე­ბი აქვს?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

სისხლის სიმსივნური დაავადებები და ის, რაც მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს

სისხლის სიმსივნური დაავადებები და ის, რაც მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს

ლეიკემია სიმსივნური დაავადებების რიგს მიეკუთვნება და ბავშვთა ონკოლოგიაში სიხშირით პირველ ადგილზეა. რა იწვევს ამ დაავადებას, მსოფლიო მედიცინისთვის უცნობია, მაგრამ ცნობილია რისკ-ფაქტორები. როგორია დაავადების სიმპტომები, რა უნდა იცოდეს მშობელმა, როგორია ამ დაავადების სტატისტიკა საქართველოში? - ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასმათ შენგელაია გვესაუბრება.

ასმათ შენგელაია, პროფესორი, იაშვილის სახელობის კლინიკის ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- ლეიკემია ეს არის სისხლმბადი სისტემის სიმსივნური დაავადება, როდესაც ძვლის ტვინის დაზიანება ხდება. როგორც მსოფლიოში, ასევე - საქართველოში, ბავშვთა ონკოლოგიურ დაავადებებში ლეიკემია სიხშირით პირველ ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ლეიკემიით 100 000-დან 5 ბავშვი ავადდება. დასავლეთ ევროპაშიც ასეთი მაჩვენებელია. 1994 წლამდე საქართველოში, ლეიკემიით დაავადებული თითქმის ყველა ბავშვი იღუპებოდა. გადარჩენის მაჩვენებელი მხოლოდ 2% იყო. ესეც უმეტესად, არასწორად დასმული დიაგნოზის გამო ხდებოდა. 1994 წლის მარტიდან, გერმანელმა კოლეგებმა ქართველი ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღეს. ფრანკფურტის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პროფესორები ჩამოვიდნენ, პრობლემა შეისწავლეს და ქართველ ექიმებს ტრენინგები გერმანიაში ჩაგვიტარეს. ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოში გერმანული პოლიქიმიოთერაპიული პროგრამა დავნერგეთ. ეს არის გაწერილი პროგრამა - როგორ უნდა დასვა დიაგნოზი, როგორ უმკურნალო და ა.შ. სამედიცინო ბაზა, მედიკამენტები, ლაბორატორიები გერმანელებმა სრულიად უსასყიდლოდ შექმნეს. ამ პროგრამით მუშაობა დავიწყეთ და იმ შედეგს მივუახლოვდით, რაც დასავლეთ ევროპაშია. იქ გაჯანსაღების მაჩვენებელი 85%-ია, საქართველოში - 70%.

- 15%-იან სხვაობას რა განაპირობებს?

- ინფრასტრუქტურაში არსებული ხარვეზები. იგულისხმება, როგორც ჰიგიენური პირობები, ასევე სისხლის ბანკის მუშაობა, დონორების რაოდენობა, მაღალი ხარისხის მედიკამენტები. ეს ყველაფერი ჯამში სხვაობას გვაძლევს. მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, მკურნალობის მეთოდს თანდათან ვხვეწთ. მინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ ახლახან "რუსთაველის ფონდის" გრანტი მოვიპოვეთ, ლეიკემიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით, 2 კვლევა დავგეგმეთ. 2007 წელს, გერმანელებმა მედიკამენტებით დაფინანსება შეგვიწყვიტეს. ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფომ იკისრა, ლეიკემიით დაავადებულთათვის ყოველწლიურად 1 200 000 ლარი გამოიყოფა. ამ თანხას 35-40 ბავშვს ვუნაწილებთ. 1995 წლიდან დღემდე ამ კლინიკაში 700-ზე მეტი ბავშვი სრულიად გამოვაჯანსაღეთ. გაჯანსაღებულად ითვლება ბავშვი, რომელსაც დაავადება აღარ გაუმეორდება. აქტიური ქიმიოთერაპიის შემდეგ, პატარა პაციენტები წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. 5 წლის თავზე, ბავშვი ჯანმრთელია და ცხოვრების ჩვეულებრივ წესს უბრუნდება. ლეიკემია არის საუკეთესო შედეგის მქონე სიმსივნური დაავადება, რომელიც უკვე გაჯანსაღებულ ბავშვებზე ავადმყოფობის კვალს არ ტოვებს. მომავალში მათ ჯანმრთელი შთამომავლობა ეყოლებათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა გადაწყვეტილია. ლეიკემია განკურნებადია, მაგრამ - არა პაციენტთა 100%-ში. სამწუხაროდ, ბავშვების 30% მკურნალობის დროს, სხვადასხვა გართულებით იღუპება. ხდება რეციდივი ანუ განმეორებითი დაავადება. გარკვეულ რაოდენობას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. თითოეული გარდაცვლილი ბავშვი ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა.

- გართულებებს ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი იწვევს?

- რა თქმა უნდა. დაგვიანებული მომართვის შემთხვევა წლების წინ უფრო ხშირი იყო. ბოლო დროს, უბნისა და ოჯახის ექიმებმა დაავადების ამოცნობა ისწავლეს. თუ მშობელი ყურადღებიანია, მომართვიანობა დროულია.

- რა უნდა იცოდეს მშობელმა? ამ დაავადებას როგორი სიმპტომები აქვს?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია