მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ყველაზე სექსუალური მამაკაცი მოდელი
3 ყველაზე სექსუალური მამაკაცი მოდელი

ეს 3 მა­მა­კა­ცი მო­დე­ლი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი, სიმ­პა­თი­უ­რი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც თით­ქმის ყვე­ლა გავ­ლე­ნი­ა­ნი მო­დის ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნი და­უმ­შვე­ნე­ბი­ათ.

ბენ ჰი­ლის სი­მაღ­ლე 188 სან­ტი­მეტ­რია; თმის ფერი ყა­ვის­ფე­რია და თვა­ლის ფერი ლურ­ჯი. ბენი პო­ზი­რებს ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დე­ბის სა­რეკ­ლა­მო ფო­ტო­სე­სი­ებ­ში რო­გო­რი­ცაა: Calvin Klein, Jimmy Choo, Hugo Boss, Giorgio Armani, Kenzo და Louis Vuitton.

28 წლის ეს­პა­ნე­ლი მო­დე­ლი ჯონ კორ­ტა­ი­ა­რე­ნა აგენ­ტმა 2003 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნა. ფო­ტოგ­რაფ­მა მა­რიო ტეს­ტი­ნომ კო­ლე­გებ­თან ნამ­დვი­ლი ომი გა­ა­ჩა­ღა იმის­თვის, რომ ჯონი ფო­ტო­სე­სი­ა­ზე თა­ვად და­ე­თან­ხმე­ბი­ნა. 188 სმ სი­მაღ­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით კარლ ლა­გერ­ფილდმა მი­იწ­ვია და ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის რეკ­ლა­მი­რე­ბა მას მი­ან­დო. ის თა­ნამ­შრომ­ლობს ისეთ გავ­ლე­ნი­ან მო­დის სახ­ლებ­თან რო­გო­რი­ცაა Valentino, Giorgio Armani და Chanel. ამას­თან, ამე­რი­კულ­მა ჟურ­ნალ­მა Forbes-მა ის მსოფ­ლი­ო­ში 10 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან მო­დელ მა­მა­კაც­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. თუმ­ცა, ჯონი წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ პო­დი­უმ­ზე არ აღ­წევს, მისი გა­რეგ­ნო­ბით ჰო­ლი­ვუდ­შიც მო­ი­ხიბლნენ და 2009 წელს ფილმში "მარ­ტო­ხე­ლა კაცი" გა­და­ი­ღეს. მას პარტნი­ო­რო­ბას მსა­ხი­ო­ბე­ბი კო­ლინ ფერ­ტი და ჯუ­ლი­ა­ნა მური უწევ­დნენ. ნა­მუ­შე­ვა­რი ოს­კარ­ზეც იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა 29 წლის და­ნი­ელ მო­დელს მა­ტი­ას ლა­უ­რიდსენს, მისი სი­მაღ­ლე 189 სან­ტი­მეტ­რია და შე­სა­შუ­რი ტა­ნა­დო­ბა აქვს. მა­ტი­ა­სი სხვა­დას­ხვა დროს თა­ნამ­შრომ­ლობ­და და მთა­ვა­რი სახე იყო ისე­თი ბრენ­დე­ბი­სა და მო­დის სახ­ლე­ბის რო­გო­რი­ცაა Gucci, Christian Dior, Hermes, Calvin Klein, Marc Jacobs, Lacoste, Kenzo და Hugo Boss. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად იმით ამა­ყობს, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა­სა და ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბას მისი პი­როვ­ნე­ბა არ შე­უც­ვლია; თა­ვი­სუ­ფალ დროს უყ­ვარს ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა და ხატ­ვა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ასე­ვე იხი­ლეთ:

რაულ ბოვა - ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლი იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი

ჯუ­ლიო ბე­რუ­ტი - ქა­ლე­ბის რჩე­უ­ლი იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი

ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლი 8 იტა­ლი­ე­ლი კაცი მსა­ხი­ო­ბი

ალენ დე­ლო­ნი - ბევ­რი ვი­ტან­ჯე, ბევ­რჯერ შევ­ცდი, მაგ­რამ მიყ­ვარ­და

მომ­ზა­დე­ბუ­ლია models.com-ის მი­ხედ­ვით.

3 ყველაზე სექსუალური მამაკაცი მოდელი

3 ყველაზე სექსუალური მამაკაცი მოდელი

ეს 3 მამაკაცი მოდელი მსოფლიოში ყველაზე სასურველი, სიმპათიური და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები არიან, რომლებსაც თითქმის ყველა გავლენიანი მოდის ჟურნალების გარეკანი დაუმშვენებიათ.

ბენ ჰილის სიმაღლე 188 სანტიმეტრია; თმის ფერი ყავისფერია და თვალის ფერი ლურჯი. ბენი პოზირებს ისეთი პოპულარული ბრენდების სარეკლამო ფოტოსესიებში როგორიცაა: Calvin Klein, Jimmy Choo, Hugo Boss, Giorgio Armani, Kenzo და Louis Vuitton.

28 წლის ესპანელი მოდელი ჯონ კორტაიარენა აგენტმა 2003 წელს აღმოაჩინა. ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ კოლეგებთან ნამდვილი ომი გააჩაღა იმისთვის, რომ ჯონი ფოტოსესიაზე თავად დაეთანხმებინა. 188 სმ სიმაღლის სექსუალური მოდელი მოგვიანებით კარლ ლაგერფილდმა მიიწვია და ახალი კოლექციის რეკლამირება მას მიანდო. ის თანამშრომლობს ისეთ გავლენიან მოდის სახლებთან როგორიცაა Valentino, Giorgio Armani და Chanel. ამასთან, ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ის მსოფლიოში 10 ყველაზე გავლენიან მოდელ მამაკაცთა სიაში შეიყვანა. თუმცა, ჯონი წარმატებას მხოლოდ პოდიუმზე არ აღწევს, მისი გარეგნობით ჰოლივუდშიც მოიხიბლნენ და 2009 წელს ფილმში "მარტოხელა კაცი" გადაიღეს. მას პარტნიორობას მსახიობები კოლინ ფერტი და ჯულიანა მური უწევდნენ. ნამუშევარი ოსკარზეც იყო ნომინირებული.

რაც შეეხება 29 წლის დანიელ მოდელს მატიას ლაურიდსენს, მისი სიმაღლე 189 სანტიმეტრია და შესაშური ტანადობა აქვს. მატიასი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა და მთავარი სახე იყო ისეთი ბრენდებისა და მოდის სახლების როგორიცაა Gucci, Christian Dior, Hermes, Calvin Klein, Marc Jacobs, Lacoste, Kenzo და Hugo Boss. ინტერვიუებში ამბობს, რომ ყველაზე მეტად იმით ამაყობს, რომ პოპულარობასა და ფინანსურ წარმატებას მისი პიროვნება არ შეუცვლია; თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში, ფილმების ყურება და ხატვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

რაულ ბოვა - ქალების გულთამპყრობელი იტალიელი მსახიობი

ჯულიო ბერუტი - ქალების რჩეული იტალიელი მსახიობი

ქალების გულთამპყრობელი 8 იტალიელი კაცი მსახიობი

ალენ დელონი - ბევრი ვიტანჯე, ბევრჯერ შევცდი, მაგრამ მიყვარდა

მომზადებულია models.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება